Digest Logo

მეუღლის მკვლელობა, ციხე, შიმშილობა და სხვა გაუხმაურებელი ამბები ლალი მოროშკინაზე

 15:56 სამ. 9 თებერვალი
ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას შესახებ, არა­ერ­თი ჭორ-მარ­თა­ლი და­წე­რი­ლა, ის ყვითელი პრესისისთვის საყვარელი პერსონაა. მისი ცხოვრება სავსეა სკანდალებით.

შევეცადეთ მისი ყველა ამბავი ამ ბლოგში გაგვეერთიანებინა:

2015 წელს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხი და­ინ­გრა, მათ შორის იყო ლალი მო­როშ­კი­ნა და ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძე.

წყვილი 2 წელი იყო ქორწინებაში. სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის დან­გრე­ვის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად ლალი მო­როშ­კი­ნამ შე­ა­ტყო­ბი­ნა.

ირაკ­ლი ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­შო­რე­ბას ლალი მო­როშ­კი­ნამ, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დია უწო­და.

„მე არც ისეთ ასაკ­ში ვარ და არც იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ შე­მეძ­ლოს ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა რა­ღაც ფე­რად-ფე­რად ამ­ბებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, ეს ჩემ­თვის არის ცხოვ­რე­ბის ტრა­გე­დია. 20 ივ­ლისს გა­ვა­წე­რეთ ხელი და ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში აღარ ვიმ­ყო­ფე­ბით. ძა­ლი­ან მტკი­ვა და ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. შე­სა­ბა­მი­სად, თავს ვი­კა­ვებ და­ნარ­ჩე­ნი კო­მენ­ტა­რე­ბის­გან. ერთი რამ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და ოჯა­ხი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მხო­ლოდ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლე­ბის ხვედ­რია ან რო­გორც ჩანს, მე არ გა­მოვ­დე­ქი იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ ეს ორი ჭა­პა­ნი ერ­თად მე­ზი­და - ოჯა­ხიც და კა­რი­ე­რაც. ზედ­მე­ტად და­კა­ვე­ბუ­ლი ცოლი არ­ცერთ ქმარს არ მოს­წონს და რო­გორც ჩანს, მერე უკვე სხვა პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში. მე მას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის ორ წე­ლი­წად­ში ბევ­რი კარ­გი რამ იყო", - ამბობდა ლალი მო­როშ­კი­ნა.

2018 წელს გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოროშკინამ სკანდალურად დატოვა.

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ერთ-ერთი ჟიურის წევრის კომენტარმა მოროშკინას გაღიზიანება გამოიწვია.

როგორც აღმოჩნდა, კონკურსანტმა ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ზაკ რისის შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, პროექტიდან წასვლა გადაწყვიტა.

„მე ჩავიფსი“- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე! როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას (ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე, მე არ ვარ!!!

როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ!

როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ- ვინ ვარ მე?

*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-

დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!

* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!

* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!

ყველას დიდი მადლობა და

ნახვამდის!

P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი“ - წერდა ლალი მორშკინა.

ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში დებდა ბრალს.

„ლალი მო­როშ­კი­ნა სა­ა­კაშ­ვილს მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს", - სტა­ტი­ას ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გა­ზე­თი „ალია“ აქ­ვეყ­ნებდა.

გა­მო­ცე­მას­თან ლალი მო­როშ­კი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კის გავ­ლე­ნა­ზე საუბრობდა. გარ­და ამი­სა, მო­როშ­კი­ნა ექს-პრე­ზი­დენტს ხა­სი­ა­თის უარ­ყო­ფით მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე ისაუბრა.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

„მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­ადნ იყო და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი და ამი­ტო­მაც და­ა­პა­ტიმ­რა მთე­ლი კლა­სი, სა­დაც ის სწავ­ლობ­და. ვე­რა­სო­დეს იტან­და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც წინ მი­დი­ოდ­ნენ, რა­ღა­ცით მას სჯობ­დნენ. მო­წა­ფე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თვის გა­რი­ყუ­ლი იყო ჩამ­შვე­ბი ბუ­ნე­ბის გამო და რო­გორც კი პრე­ზი­დენ­ტი გახ­და თა­ვი­სი კლა­სე­ლე­ბი ცი­ხე­ში გა­მო­კე­ტა. მათ შო­რის ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნუკ­რი ჩა­გა­ნა­ვა, რო­მე­ლიც დიღ­მის მი­წებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­ჭი­რა და მის­მა ხელ­ქვე­ი­თებ­მა ისე სცე­მეს, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვი­დან თით­ქოს მე­გობ­რობ­დნენ, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მი­შამ ყვე­ლას ჩაშ­ვე­ბა და­ი­წყო, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ნუკ­რის ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვა პი­რა­დად ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა. როცა წა­იყ­ვა­ნეს, ხელ­ჩარ­თუ­ლი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, მე მა­შინ­ვე ვი­ცო­დი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი შურს იძი­ებ­და და ეს გა­ა­კე­თა კი­დეც. ახლა ისეთ რა­ღა­ცას ვი­ტყვი, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა არ და­ი­ჯე­როს, მაგ­რამ რა მე­თო­დიც ამათ ირი­ნა ენუ­ქი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნეს, იგი­ვე გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემი მე­უღ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გაც.

თუ ზო­გი­ერთს ქუ­ჩა­ში ცხრი­ლავ­დნენ, იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ფა­რუ­ლად შხამს ას­მევ­დნენ და ნელი მოქ­მე­დე­ბით კლავ­დნენ. ჩემი ქმა­რი არც ქუ­ჩის ბიჭი იყო და არც ისე­თი ტიპი, რომ რა­ღა­ცა მო­ე­წყოთ, სე­რი­ო­ზუ­ლი ბიზ­ნე­სი ჰქონ­და. ასე­თე­ბის მო­სას­პო­ბად სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ხელ­ქვე­ი­თე­ბი იყე­ნებ­დნენ სა­წამ­ლავს. თუ გახ­სოვს, მიშა სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია და­ი­წყო დიღ­მის მი­წე­ბით.

სხვა­თა შო­რის, სა­ა­კაშ­ვილს ეს ამ­ბა­ვი მა­ინც აწუ­ხებ­და, ეტყო­ბა, რა­ღაც მო­მენ­ტში ნა­ნობ­და და ამი­ტომ მთხო­ვა, შენი უფ­რო­სი შვი­ლი, სან­დრო შე­მახ­ვედ­რეო. ჩვენ შევ­ხვდით 2008 წელს, ომამ­დე, მე­თიუ ბრა­ი­ზაც მო­იყ­ვა­ნა. სან­დროს ეუბ­ნე­ბა, მე და მა­მა­შე­ნი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ბო­დიშს გიხ­დი, გას­ვე­ნე­ბა­ში რომ ვერ მო­ვე­დიო. მან ვერ გა­ბე­და დაკ­რძალ­ვა­ზე მოს­ვლა, მა­გა­საც ვაჟ­კა­ცო­ბა უნდა", - ამ­ბობს ლალი მო­როშ­კი­ნა "ალი­ას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

შიმშილობა

2014 წელს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მრჩე­ვე­ლი ლალი მო­როშ­კი­ნა დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლის პო­ლი­ტი­კას აპ­რო­ტეს­ტებდა და შიმშილობდა. რო­გორც მან ერთ-ერთ სა­ა­გენ­ტოს გა­ნუ­ცხა­და, "დე­პარ­ტა­მენ­ტი დი­მიტ­რი დარ­ბა­ი­სე­ლის მის­ვლის შემ­დეგ "ზონ­დერე­ბით" გა­ივ­სო, ამას­თან, გა­ი­ცე­მა არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი პრე­მი­ე­ბი, მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით დუმს, ხოლო პრე­მი­ერს სა­ბო­ტაჟს უწყო­ბენ და, რო­გორც ჩანს, ინ­ფორ­მა­ცი­ას უმა­ლა­ვენ".

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

რატომ არ იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი გიორგი გასვიანის ქორწილში

ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო - ცოტა რამ მომღერლის პირადზე და უიღბლო სიყვარულზე

ერთნაირი ხელწერით დახოცილი ქალები - სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში

2 ქორწინება, 4 შვილი და ფსიქოლოგიური სტრესი - ლევან ჯავახიშვილის პირადი


როგორია 27 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

00:39

სოხუიმის დაცემა

უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება, ვიდრე...

00:17

რუსუდან მუმლაძე


„6 წლის ვიყავი როცა 44 წლის კაცს სახლში...

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ძალადობა

შემზარავი ამბავი - იძებნება გოგო, რომლის...

15:57 კვი. 26 სექტემბერი

ჯადო

„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

18:58 შაბ. 25 სექტემბერი

ქალი

„მოძღვარმა მითხრა, რომ გირჩევ ეს აღსარებ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„გეტყვით ჩემს საიდუმლოს... 33 წლის ასაკშ...

23:26 კვი. 26 სექტემბერი

ღარიბაშვილი

„მან იცის, ჩემი სახით როგორი იმედი ჰყავს...

21:53 კვი. 26 სექტემბერი

კალაძე და ანუკი

ვლადიმერ ბოჟაძე: ევრონაცების ნაცვლად, გვ...

23:55 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

გახარია, ეს ბიჭი ხომ არ გეცნობა?! - ნათი...

23:52 კვი. 26 სექტემბერი

ჟურნალისტი ნათია ბერიძე

გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერ...

23:39 კვი. 26 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე

„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი,...

21:45 კვი. 26 სექტემბერი

ანა მიქაძე

ვლადიმერ ბოჟაძე ნიკა მელიაზე: ტყუილში აც...

21:42 კვი. 26 სექტემბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

„შეყვარებულის ოჯახმა დამიწუნა...“ - შორე...

20:55 კვი. 26 სექტემბერი

მსახიობი და ტელეწამყვანი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

19:30 კვი. 26 სექტემბერი

მიწისძვრა

ვინ არის ნათია თურნავას მეუღლე და რას სა...

19:15 კვი. 26 სექტემბერი

ნათია თურნავას ოჯახი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რეგიონებში წ...

19:00 კვი. 26 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
ლიდერები