Digest Logo

მძიმე სენის დამარცხება, 10 წლით უმცროსი ქმარი და 19-წლიანი თანაცხოვრება - ხათუნა ჟორდანიას პირადი ამბები

 13:45 სამ. 31 აგვისტო
ხათუნა ჟორდანია

ხათუნა ჟორდანიას შესახებ მედიაში არაერთი ჭორ-მართალი გავრცელებულა, ის საზოგადოების მხრიდან განკითხვის საგანიც არაერთხელ გამხდარა.

დღეს „დაიჯესტი“ სწორედ ხათუნა ჟორდანიას შესახებ გიამბობთ, როგორ დაამარცხა მძიმე სენი და როგორია მისი ცხოვრება. 

მძიმე სენი

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია მის­მა შვილ­მა, ნინი ქარ­სე­ლა­ძემ 26 აგ­ვის­ტოს გა­ავ­რცე­ლა. „ჩემი პი­რა­დი მზე, მე შენ დაგ­პირ­დი და ახ­ლაც გი­მე­ო­რებ, არ­საც გა­გიშ­ვებ კი­დევ 100 წელი. ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯვა, ღმერ­თმა შენი სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა. მიყ­ვარ­ხარ", - და­წე­რა ნი­ნიმ.

ხათუნა ჟორდანიამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებს მი­მარ­თა და რჩე­ვე­ბიც მის­ცა. მისი თქმით, იგი სრუ­ლი­ად გან­კურ­ნე­ბუ­ლია.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, იმით და­ვი­წყო, რომ ნამ­დვი­ლად არც დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და და არც გან­წყო­ბა, რომ ეს ჩარ­თვა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ის სი­ხა­რუ­ლი, რაც მაქვს დღეს სათ­ქმე­ლი, თქვენ­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა... წა­მოს­ვლის წინ, ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან ცუდი რამე და­ე­მარ­თა, რო­მელ­ზეც ახლა ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

ვი­ტყვი მთა­ვარს, რის­თვი­საც ახლა ჩა­ვერ­თე. ვი­ყა­ვი გუ­შინ­წინ ექიმ­თან და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ვარ. ეს ჩარ­თვაც გა­ვა­კე­თე მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ვიცი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან, რო­გო­რი მძი­მეა ეს გზა გა­სავ­ლე­ლად და რამ­ხე­ლა ნუ­გე­შია, რო­დე­საც გა­ი­გებ, რომ ვი­ღა­ცა გა­მო­ჯან­მრთელ­და. ყო­ველ­თვის აქვს ბრძო­ლას აზრი, არ და­ყა­როთ ფარ-ხმა­ლი ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა გაქვთ და იბ­რძო­ლეთ ბო­ლომ­დე.

რო­დე­საც გან­წყო­ბას შე­იქ­მნით, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხოთ, და­მი­ჯე­რეთ, ეს ასეც მოხ­დე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლა ექიმს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩემს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შე­ის­მი­ნა ჩვე­ნი ოჯა­ხის ვედ­რე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა მი­წყა­ლო­ბა.

აქ ჩა­მო­ვე­დი სამი თვის წინ და ის, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო ჩემს ფილ­ტვში სიმ­სივ­ნე, ამა­ზე გა­ვი­კე­თე დას­ხი­ვე­ბა. ახლა ჩა­მო­ვე­დი შე­სა­მოწ­მებ­ლად და ექიმ­მა მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წა­სუ­ლია, მხო­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლია დას­ხი­ვე­ბი­დან ნა­წი­ბუ­რი, რო­მე­ლიც ხელს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არ შე­მიშ­ლის. ასე რომ, სიმ­სივ­ნე გა­ნა­ჩე­ნი არ არის და ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

ჩემი დი­აგ­ნო­ზი იყო ფილ­ტვის მე­ო­თხე სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. მი­ხა­რია და ვიცი, რომ ყვე­ლას, ვინც მე მგულ­შე­მატკვი­რობთ, უხა­რია. ახლა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვა­ყე­ნებ ჩემს თავს, მო­მა­ტე­ბუ­ლი მაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი წონა და ექიმ­მა მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია უნდა და­ვიკ­ლო.

მა­გა­ლი­თი ვიქ­ნე­ბი ყვე­ლას­თვის იმის, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი", - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

გარდაცვლილი ქმარი

ხათუნა ჟორდანიას პირველი ქმარი თეკუჩა ქარსელაძე იყო, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა.

თეკუჩა ქარსელაძე კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ის აპარატზე იყო შეერთებული, არ უმუშავებდა არც ერთი ფილტვი და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

„როგორ მჯეროდა, როგორ მეგონა, რომ გამოგაძვრენდი… მჯეროდა, რომ ამასაც მოერეოდი… და ისიც მჯეროდა, რომ მე და შენ მოვიგებდით ამ ომს…

ჩემო სიყვარულო, ჩემო იმედო… მამა…“- წერდა ნინი ქარსელაძე.

სიყვარული

ხათუნა ჟორდანიას და ზურა ხაჩიძის სიყვარულის ისტორიამ მთელი თბილისი აალაპარაკა, როდესაც წყვილის ურთიერთობაზე პრესა ალაპარაკდა, ალბათ მაშინ ყველას ეგონა, რომ მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნებოდა, მაგრამ წყვილი უკვე 19 წლიან ქორწინებაში იმყოფება და მათ სიყვარულმა უამრავ ქარტეხილს გაუძლო.

მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია - მი­უხ­და­ვად იმი­სა, რომ მათ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა იყო და ხა­თუ­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბის არ­ცთუ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, არ შე­უ­შინ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ას და სა­ჯა­როდ გა­ამ­ხი­ლეს სიყ­ვა­რუ­ლი და და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც.

რო­დე­საც ხა­თუ­ნას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, ქმა­რი პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც მხარ­ში და­უდ­გა და ურ­თუ­ლე­სი დღე­ე­ბი გა­და­ა­ტა­ნი­ნა, რა­ზეც ხა­თუ­ნა ხში­რად ლა­პა­რა­კობს სა­ჯა­როდ. წყვილს ერთი სა­ერ­თო გო­გო­ნა ჰყავს. ხა­თუ­ნას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი - ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე.

„როცა გა­ვი­ცა­ნი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო. მას­ზე უზო­მოდ ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო იმ პე­რი­ოდ­ში, როცა რუსა მორ­ჩი­ლა­ძის სიმ­ღე­რას ჯგუ­ფი „ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი“ ნინი ქარ­სე­ლა­ძეს­თან დუ­ეტ­ში ვწერ­დით. ეს დუ­ე­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და და არა­ერ­თი ჯილ­დოც ხვდა წი­ლად. ნინი 8 წლის იყო, როცა ხა­თუ­ნა შე­მიყ­ვარ­და.

ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ბევ­რჯერ დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, არა­ერ­თხელ ვი­ჩხუ­ბეთ. და­შო­რე­ბის შემ­დეგ მიყ­ვარ­და ქეთა თო­ფუ­რია, მაგ­რამ რომ შევ­რიგ­დით, მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით. მას მერე მოვ­დი­ვართ ასე ლა­მა­ზად ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლით.

ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი ცოლი მყავს; ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მის­გან ბევ­რი რამ შე­ვი­ძი­ნე ჩემ­თვის სა­სი­კე­თო, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე; ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ თა­ვის დრო­ზე ჩემი ცხოვ­რე­ბა ხა­თუ­ნას და­ვუ­კავ­ში­რე“- ამბობს ზურა ხაჩიძე.

„არ არსებობს ოჯახი, სადაც პრობლემები არ არის. ქორწინების ყველა ეტაპს აქვს თავისი სიმძიმეები. მე და ზურასაც უმძიმესი პერიოდები გვაქვს გავლილი, ბევრჯერ იყო სასწორზე ჩვენი ქორწინება, მაგრამ რაღაცნაირად შევძელით, როგორც შევძელით. ჩემს ავადმყოფობასთან ერთად ზურას მოზღვავებულ სიყვარულს ვგრძნობ. არ ვიცი, ვეცოდები თუ… ეს რომ გულწრფელია და ნაღდია, ვიცი,“- ამბობს ხათუნა ჟორდანია.

ზურას და ხათუნას ერთი საერთო შვილი ჰყავს, ანასტასია ხაჩიძე, რომელიც 14 წლის არის.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება

🔵პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი მაკა ცინცაძე, გაყრა 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ და მარტოხელა დედობა

🔵ვინ არის სოფო ნიჟარაძის დედა და რატომ ჰგონიათ მომღერლის შვილის მამა მიხეილ სააკაშვილი?


„ორჯერ ვაქცინირებული ადამიანები მაინც გა...

27 წუთის წინ

ბიძინა კულუმბეგოვი

„სასჯელს დამფრთხალი ქუჩის ძაღლივით გაექე...

46 წუთის წინ

ზვიადაური

„მოკლული ბიჭის საფლავზე არ ადის?“ – ნანუ...

18:24

ნანუკა ჟორჟოლიანი


„სიცხის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

წინდა

„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ...

13:50

გიორგი ფხაკაძე

„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები -...

13:25

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ვიდეო: ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილ...

10:09

ივანიშვილები

„ძალიან მენატრება“ – რა ფოტოს აქვეყნებს...

09:12

სოფო ნიჟარაძე მომრერაალი

წვიმა, ქარი, შტორმი - საქართველოში ამინდ...

17:48

ამინდი

ვინ აკეთებდა რეალურად რუსულ საქმეს საქარ...

17:24

ჰესი, მიხეილ სააკაშვილი -
ფოტოკოლაჟი

ჯარჯი წიკლაური გირგვლიანზე - 28 წლის ბიჭ...

17:03

პროკურორი

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექ...

16:56

ბექა არჩვაძე

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმ...

16:54

ზვიდაური

ანდრია გვიდიანი: ეს კაცი არაფერს ნანობს,...

16:51

ექსპერტი ანდრია გვიდიანი

პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული...

16:23

პროკურორი

მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწ...

16:19

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე

„სახეში მირტყამდა, თან მკოცნიდა და მეუბნ...

16:06

სააკაშვილი