Digest Logo

„მატარელების ქურდი“, ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე - უცნობი ამბები გივი სიხარულიძის შესახებ

 12:52 ორშ. 1 თებერვალი
მსახიობი გივი სიხარულიძე

მსახიობი გივი სიხარულიძე დაიბადა თბილისში, პედაგოგების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში განაგრძო. სწავლის პარალელურად, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეორგაფიულ სტუდიაში დადიოდა.

1961 წელს სუხიშვილისა და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი გახდა. ქორეოგრაფიაში გაწეული ღვაწლისთვის 70 წლის იუბილეზე რაინდის წოდება მიენიჭა. ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი მსახიობი სპორტითაც სერიოზულად იყო გატაცებული. საქართველოს პრიზიორი წყლის თხილამურებში, ტანმოვარჯიშე და ჩოგბურთელი - ასეთია გივი სიხარულიძის სპორტულ მიღწევათა ჩამონათვალი.

თუმცა, დიდ წარმატებამდე იყო გაჭირვება, უმამობა, ქურდობა და ოცენბა..

„მამაჩემი მინისტრის მოადგილე იყო, დედა პედაგოგი, ეროვნებით რუსი - კუბანის კაზაკი იყო. როდესაც მამა დაიჭირეს და გადაასახლეს, დიდი გაჭირვება დაიწყო. დედა ყველაფერს აკეთებდა რომ არ გვეშიმშილა. აღმზრდელად დაიწყო მუშაობა, იმის გამო რომ, იქ შავ პურს აძლევდნენ. შემდეგ ამ შავ პურს მეზობლებში, კვერცხსა და მაწონში ცვლიდა... ასე გაგვქონდა თავი.

13 წლის ვიყავი, როდესაც მატარებლებზე ვქურდობდი. არ გეგონოთ ჯიბეზე დავდიოდი, არა. ომი ახალი დამთავრებული იყო და ამერიკა პროდუქტებით საბჭოთა კავშირს ეხმარებოდა. გადახდილი ვაგონებით შემოდიოდა ეს პროდუქტი, დატვირთული მატარებელი რკინიგზის ერთ მონაკვეთში ძალიან ნელა დადიოდა. ავახტებოდით მე და ჩემი ძმაკაცი „ქუცო“, და კასრებით ვყრიდით ზეთს ვაგონებიდან. ერთ ცალში 10 მანეთს გვიხდიდნენ. ერთხელ დაგვინახა მატარებლის დაცვამ, მაგარამ არ გვესროლეს. ბავშები არიან როგორ ვესროლოთო...

ახდენილი ოცნებები

„10 წლის რომ ვიყავი, ცეკვაზე დავდიოდი და რუსულ ეკლესიასთან მიწევდა გამოსვლა, დავდგებოდი და ვლოცულობდი - უფალო გევედრები მომეხმარე და „სუხიშვილების“ ანსამბლში მომახვედრე-მეთქი. 16 წლის გავხდი და სუხიშვილების ანსამბლში მიმიღეს. პირდაპირ სოლისტი გავხდი. სასწაული იყო. ანსამბლში რომ მივედი და საჩვენებელი ცეკვა დავიწყე, ნინო რამიშვილმა მითხრა, შეჩერდი ცოტა ხნითო, მე გავგიჟდი, არა, გავაგრძელებ-მეთქი, ძალიან მოვინდომე - ერთ-ერთი ილეთის შესრულებისას სცენაზე მათ თანაშმრომელს დავეტაკე და წავაქციე. ვიფიქრე, ჩემი საქმე წასულია აქ ვინღა მიმიღებს-მეთქი. ამ დროს ნინომ დამიძახა, ლოყაზე მაკოცა და აყვანილი ხარო, მითხრა. სწორედ იმ დროს ძალიან პოპულარული იყო მსახიობი ჟორა შავგულიძე, ყველა ქალს უყვარდა. ძალიან მინდოდა მეც მასავით ვყვარებოდი ყველას და მსახიობი გამოვსულიყავი, შემდეგ ღმერთმა ეს ოცნებაც ამისრულა...“

გივი სიხარულიძის სამსახიობო კარიერა 1972 წელს დაიწყო ფილმებით „გასეირნება“ და „ჭიდაობას რა უნდა“. შემდეგ იყო „ტურანდოტი“, „გაჭედილები“, „დაუმთავრებელი პორტრეტი“, სერიალი „ცხელი ძაღლი“ და ა.შ. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა და საერთაშორისო აღიარება რეჟისორ თემურ ბაბლუანის ფილმმა „უძინართა მზემ“ მოუტანა.

„უძინართა მზე“ და დიდი აღიარება

„როდესაც თემურ ბაბლუანმა „უძინართა მზეში“ მონაწიელობითვის, სინჯებზე დამიბარა. მეორე ხარისხოვანი როლი მქონდა, ჩემი თამაში ნახა და გამოაცხადა, რომ 6 თვით გადაღება შეჩერდა. თურმე სცენარი გადაუკეთებია და ერთ-ერთი მათავარი როლი მომარგო. შემდეგ დაიწყო და დაიწყოო...“ - იხსენებს გივი სიხარულიძე.

გივი სიხარულიძე და ოჯახი

სამსახიობო კარიერისა და აქტიური ცხოვრების წესის მიუხედავად, მის ცხოვრებაში ოჯახს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. მას ორი ცოლი ჰყავდა პირველად 19 წლის ასაკში თინა საყვარელიძეზე დაქორწინდა. ოჯახი მალე დაინგრა.

ამბობს, რომ იმდენად ცუდი ქმარი იყი, მისი სიმამრისგან ტყვიას იმსახურებდა...

„ჩემი პირველი ცოლი იყო ანგელოზი და ჩემი სიმამრი მაშინ ჯანდაცვის მინისტრი გახლდათ, უპატიოსნესი კაცი იყო თორემ მისგან ტყვიას ვიმსახურებდი“, - ამბობს სიხარულიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

შემდეგ იყო დიდი სიყვარული, რომელსაც გივიმ უერთგულა. მეორე ცოლის გარდაცვალების შემდეგ ცოლი აღარ შეურთავს.

გივი სიხარულიძის მეორე მეუღლე რუსუდან ჯოჯუა, პროფესიით ექიმი გახლდათ. იმ სამი ათეული წლიდან, რომელიც გივი სიხარულიძემ და მისმა მეუღლემ რუსუდანმა ერთად გაატარეს, ბოლო წლები უმძიმეს სენთან ბრძოლაში გაილია.


52 წლის ასაკში დაქვრივებულ მამაკაცს, ვისზეც ბევრი ქალი ოცნებობდა, ცოლის მოყვანაზე აღარ უფიქრია და ბოლომდე მარტო დარჩა. მეუღლის გარეშე გატარებული რამდენიმეწლიანი მარტოობის მიზეზად საყვარელ ადამიანთან სულიერ კავშირს ასახელებს.

- მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ დავოჯახებულვარ და არც დავოჯახდებოდი არასოდეს, რადგან სიყვარული ხელშეუხებელია. სიყვარული ერთდროულად დამანგრეველიც არის და აღმაშენებელიც. თუ მართლა გიყვარს, ჯერ განგრევს, მაგრამ თუ ამ სიყვარულის გემოს გაიგებ და დატკბები, მაშინ აგაშენებს, როგორც მე ჩემი ცოლის სიყვარულმა და მასთან ერთად ცხოვრებამ ამამაღლა. ამდენი წელია, რუსუდანი ფიზიკურად ჩემ გვერდით აღარ არის, მაგრამ სულიერად ყოველთვის ცოცხალია და ჩემთანაა. ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ქმარმა თავის ერთგულ მეუღლეს უნდა გაუკეთოს. ჩემს ცოლს უდიდეს პატივს ვცემდი.

- სად და როდის ნახეთ პირველად და როგორ დაიბადა გრძნობა?

- სიყვარულის ჩიტი როდის შემოგაფრინდება, არავინ იცის. ასე უნდოდა უფალს და ასე მოხდა. ნახვით კი პირველად თელავში ვნახე. რუსუდანს მამა სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი ჰყავდა და მასთან ერთად იყო. მე მარჯანიშვილის თეატრის ყოფილ მსახიობთან, ცხონებულ ამირან ბუაძესთან ერთად ვიყავი. მისი ცოლი ნელიკო რუსუდანის დეიდაშვილია, სწორედ მან გამაცნო და ამის მერე წავიდა და წავიდა..

- მეუღლესთან ოცდაათწლიანი თანაცხოვრების მანძილზე არასოდეს გიღალატიათ?

- როგორ გეკადრებათ? სულ ვღალატობდი... მე ქალებში მოსიარულე კაცი ვარ, მაგრამ ეს იყო ჩემი ფიზიკური გატაცება. ჩემი გული, სული და გონება ერთადერთ ადამიანს - ჩემს მეუღლეს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც ყოველ წუთს, ყოველ წამს თვალის დახამხამების გარეშე გავწირავდი თავს. საუბედუროდ, რუსუდანი უკურნებელი სენით დაავადდა. როცა სამკურნალოდ მოსკოვისა და უცხოეთის კლინიკებში დამყავდა, ვნატრობდი, ღმერთო, ოღონდ ამას აჩუქე სიცოცხლე და ჩემი სიცოცხლე წაიღე-მეთქი. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ გმირი ვარ და რამეს განსაკუთრებულს ვაკეთებდი, უბრალოდ, ადამიანი ვარ, რომელმაც იცის, რა არის საყვარელი ადამიანის ერთგულება და თავგანწირვა. ცხრა წელი ვებრძოლეთ ამ სენს და მაინც ვერაფერს გავხდით... ალბათ, ესეც უფლის ნება იყო.

2 შვილი, 6 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი

ისეთი ბაბუა ვარ, დამთავრებული არ აქვთ შვილიშვილებს რაიმეს თხოვნა რომ უკვე ვუსრულებ. კიდევ ისეთი ბაბუა ვარ, ჩემი შვილიშვილი რომ ვინმემ ცოლად წაიყვანოს, შემდეგ, ის მასხრად აიგდოს და გააუბედუროს, პირდაპირ ვაცხადებ, ფულს გადავიხდი და მის ქმარს მოვაკვლევინებ.

გივი სიხარულიძის ყველაზე დიდი აღმოჩენა

ამ ასაკში მივხვდი, რომ ყველაზე დიდი სპორტი ქალია. თუ ქალის მიმართ ვნება-მიზიდულობა და სურვილი გიქრება მერე უნდა დაჯდე და დომინო ითამაშო. ასევე მივხვდი, რომ ლამაზ სხეულში ლამაზი სული ყოველთვის არ არის - ამპარტავანი ვიყავი, შეუხედავ ხალხს ზემოდან ვუყურებდი შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ შესაძლოა სილამაზის მიღმა სატანა იყო და უბრალოებას კიდევ თავზე შარავანდენით ეხუროს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ცნობილი ქალების ამბები ციხიდან - „ქურდებმა ციხეში ტორტი გამომიგზავნეს, პატივი მცეს“

ორჯერ დაქვრივება, შვილის სიკვდილი, მამინაცვალის გვარი - ცოტა რამ ნანა ფაჩუაშვილზე

ორჯერ დაქვრივება, შვილის სიკვდილი, მამინაცვალის გვარი - ცოტა რამ ნანა ფაჩუაშვილზე


„ევა გილოცავ დაოჯახებას“ - შორენა ბეგაშვ...

1 წუთის წინ

ევა ბარბაქაძე

ზოდიაქოს ნიშნებო, მოემზადეთ დიდი ცვლილებ...

38 წუთის წინ

ჰოროსკოპი

„თუ კიდე მათ მხარეზე დადგებით, მაშინ თქვ...

18:08

ზურა ხაჩიძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

კრისტი ყიფშიძე მისი ყოფილი მეუღლის ცოლთა...

16:52

კრისტი ყიფშიძე

ბასილაშვილის მორიგი ტრიუმფი და ატირებული...

10:46

ბასილაშვილი

ოთო კახიძემ მესამედ იქორწინა - ვინ არის...

15:44 პარ. 15 ოქტომბერი

ოთო კახიძე

უტიფრად, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე... რა...

17:46

შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი
გიორგი თუხარელი, „ტვ
პირველის“ საინფორმაციო
სამსახურის უფროსი ნოდარ
მელაძე

ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

17:36

ანალიტიკოსი ედიშერ
გვენეტაძე

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი –...

17:26

ბიძინა კულუმბეგოვი

„17 წელი იჯდა ციხეში, 9 თვე ჰქონდა დარჩე...

16:09

რუსთავის ციხეში ხანძარი

სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის მიხეილ სააკ...

15:00

ია მეტრეველი და მიხეილ
სააკაშვილი

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის წინააღმდეგ...

14:29

რუსთავის ციხესთან
სააკაშვილის წინააღმდეგ
აქცია მიმდინარეობს

„მე და დედა ზეცაში მივდივართო... მანდო დ...

14:13

ბათუმის ტრაგედია

გიგი უგულავა 2000 ლარით დაჯარიმდა - პოლი...

13:42

უგულავა გიგი

ლევან ნიკოლეიშვილი - რუსთავის საპატიმროს...

13:33

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge