Digest Logo

მაშინ ისე შევიდა როლში, ამბობდნენ, ჯანაშია საგიჟეთში წაიყვანესო - მსახიობის ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბები

 10:20 ხუთ. 27 მაისი
მსახიობი მარი ჯანაშია

დღეს 27 მაისს მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

დღეს შემოგთავაზებთ მსახიობის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს „დაიჯესტის“ არქივიდან:

მას სამსახიობო კარიერის განმავლობაში ბევრი როლი აქვს შესრულებული, რომელთაგან აღსანიშნავია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობმა მარინა ჯანაშიამ, მაყურებელს თავი, არა მხოლოდ სპექტაკლებითა და კინო-როლებით გააცნო, არამედ თავისი უნიკალური ხმის ტემბრითაც გამოიჩინა. ვის არ ახსოვს 90-იანი წლების მთავარი სერიალის, „ველური გულის“ მთავარი გმირის, მონიკას საოცრად ნაზი ხმა, რომელსაც სწორედ მარი ჯანაშია ახმოვანებდა.

მიუხედავად იმის, რომ ნიჭის რეალიზებას მსახიობი მუდმივად ახერხებდა და პროფესიული საქმიანობით, ახლაც დაკავებულია, მარინა ჯანაშიასთვის მთავარი მაინც ოჯახია. მსახიობი მას საკუთარ ციხესიმაგრეს უწოდებს და ამბობს, რომ თავისი ოჯახის წევრების გარეშე ყველა წარმატება აზრს დაკარგავდა.

მარინა ჯანაშიას ოჯახი

მარინა ჯანაშიას მეუღლე მხატვარი თემო გოცაძეა. მსახიობს არ უყვარს პირად თემებზე საუბარი, მხოლოდ იმას ამბობს, რომ ოჯახზე ძვირფასი ამ ქვეყანაზე არაფერი გააჩნია.

„იცით, ჩემი ოჯახი ჩემია, ჩემი ციხე-სიმაგრეა და ბევრი საუბარი მასზე არ მიყვარს. ის კი არა, ყველას უკვირს, სახლში რატომ არ მაქვს ჩემი ფოტოები, აფიშები, პროგრამები გამოფენილი, როგორც უნდა იყოს ჩვეულებრივი მსახიობის ოჯახში და, იცით, რატომ? როდესაც ვხედავ საკუთარ ფოტოს ან აფიშას, ვიწყებ ფიქრს იმ სპექტაკლზე თუ ფილმზე, რა ვარგოდა რა არ ვარგოდა, მაშინ როგორ ვითამაშე და ახლა როგორ ვითამაშებდი…

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ მე უნდა ვიყო ჩემს სახლში, მე აქ უნდა ვიცხოვრო, მე უნდა ვიყო მეუღლე, მე უნდა ვიყო დედა, ბებია, მეგობარი და ადამიანი პროფესიის გარეშე, რომელიც იქ იძინებს და იღვიძებს.

ახლა უკვე ყველაზე დიდი დრო ჩემს ცხოვრებაში ოჯახს ეკუთვნის. ეკუთვნის, მაგრამ როდესაც დამწყები მსახიობი ვიყავი, ვფიქრობდი, ვინმემ რომ მითხრას, არჩევანი გააკეთე – პროფესია თუ… პროფესიას ავირჩევ-მეთქი. მერე უკვე, გარკვეული დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ამას მალაპარაკებდა ჯერ კიდევ არშემდგარი რაღაც, რადგან შემდეგ ხდება რაღაც-რაღაცების გადაფასება. შენ აღარ ხარ ისე დაკავებული, დატვირთული – ასეთი მომენტი ყველას ცხოვრებაში დგება და ამ დროს საკუთარ თავს ეკითხები, ეს ადამიანები ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება?

ახლა ძირითადად სამნი ვართ, რადგან უფროს ვაჟებს თავ-თავისი ოჯახები ჰყავთ და ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ჩემთან და თემოსთან, ჩვენი უმცროსი შვილი თემიკო ცხოვრობს.

ჩვენი ბინა არის ერთ სანათესავო სახლში და ოჯახის წევრები მარტო არასოდეს ვართ, დავბორიალებთ მთელი სამი სართულის ნათესავები ერთმანეთში, მაგრამ ძირითადი თავშეყრა მაინც ჩვენთან ხდება. სულ მიხდება სამზარეულოში ტრიალი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე დიდად არ მხიბლავს. მაინც ჩემი გასაკეთებელია და ვერსად გავექცევი. არ ვზარმაცობ, თორემ ვერც სადილი გამომივა გემრიელი და არც სახლი იქნება ყოველთვის წესრიგში“, - იხსენებდა მარინა ჯანაშია.

მარინა ჯანაშიას ბედისწერა - ანუ როგორ მოხვდა ის დიდ სცენაზე

„აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის პირველ ექსპერიმენტულ ჯგუფში და პირველივე კურსზე ბატონმა მიშამ ჩამომიყვანა რუსთაველის თეატრში, სადაც აკეთებდა ჟან ანუის „ანტიგონეს“. მასში ჩემი კერპი, ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე თამაშობდა ანტიგონეს, ხოლო კრეონს – ბუმბერაზი მსახიობი, სერგო ზაქარიაძე. მე უცებ აღმოვჩნდი მათი პარტნიორი. წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის?!

ამის შემდეგ უკვე მესამე კურსზე ვიყავი, რომ რუსთაველის თეატრის სახელგანთქმულ დასთან ერთად გასტროლებზე წამიყვანეს გერმანია-პოლონეთში და ქართული თეატრის საოცარი წარმატების მომსწრე გავხდი. აქედან დაიწყო ბედნიერი სვლა რუსთაველის თეატრში, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი მეორე პედაგოგი, თემურ ჩხეიძე, თუმანიშვილის, ასე ვთქვათ, ასისტენტი, დანიშნეს მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად და იქ გადასვლა შემომთავაზა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მეთმობოდა „რუსთაველი“, უარი მაინც ვერ ვთქვი, რადგან მასთან მქონდა ჩემი ბევრი საყვარელი როლი ნათამაშები, მისი გამოზრდილი ვიყავი და დავთანხმდი. იმ პერიოდში რუსთაველის თეატრი პროფკავშირების შენობაში იყო, რადგან თეატრში რემონტი მიმდინარეობდა და მე მთელი 7 წლის მანძილზე რუსთაველზე არ გამივლია, იმდენად მოქმედებდა ჩემზე თუნდაც ამ შენობის დანახვა.

მარჯანიშვილში ნამდვილად მქონდა დიდი სითბო და დაფასებაც, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი ადრე თუ გვიან თავის სახლში უნდა დაბრუნდეს და, აი, მეც დავბრუნდი ჩემს უსაყვარლეს სახლში, ანუ რუსთაველის თეატრში, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა რობიკო სტურუას, რადგან არ დამჭირვებია ზედმეტად ახსნა-განმარტება, რატომ ვბრუნდებოდი, მან ძალიან კარგად იცოდა ეს“.


როგორ გახდა მარინა ჯანაშია პოპულარული

„ტელევიზიაში დაიდგა სამ სერიანი სპექტაკლი „მე შენ მიყვარხარ“, სადაც ჩემს გმირს ერქვა თეა. სპექტაკლი დადგა რეჟისორმა კახა კახაბრიშვილმა, რომელიც ჩემი კურსელი იყო, ხოლო იმ პერიოდში სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიშა თუმანიშვილი გახლდათ. მე დამწყები მსახიობი ვიყავი.

გავიდა პირველი სერია და მეორე დილით უკვე მარინა ჯანაშია ვიყავი! ქუჩაში არტიკულაციით ვხვდებოდი, რომ გამვლელები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ, ანიშნებდნენ ჩემზე. მაშინ ახალგაზრდები არ იყვნენ ასეთი თამამები, როგორებიც ახლა არიან, რომ მოსულიყვნენ და ავტოგრაფი ეთხოვათ ან ქათინაური ეთქვათ. მაშინ მივხვდი, რომ მე გავხდი მარინა ჯანაშია!

ზუსტად ერთ ღამეში გავხდი პოპულარული, სწორედ იმ პერიოდში ვიღებდი უამრავ წერილს, სადაც სასიყვარულო ბარათებთან ერთად მატყობინებდნენ, რომ მათ შეეძინათ ქალიშვილი და თეა დაარქვეს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ბევრი თეა და ეს მეამაყება.

„თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლ „თეთრ კურდღელში“ ნათამაშები როლი არასდროს დამავიწყდება. პარტნიორობას მიწევდა ედიშერ მაღალაშვილი. რატომღაც ეს ფირი თითქმის 1 წელი შემოდეს თაროზე და არ უშვებდნენ, მაგრამ მოულოდნელად, ისე, რომ არ ველოდებოდი, ერთ საღამოს გავიდა ეკრანზე და ეს იყო მოულოდნელობის შოკი. მახსოვს, იმ საღამოს ღამის ოთხ საათამდე არ შეწყვეტილა სატელეფონო ზარები. მირეკავდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, რომლებსაც მე უშუალოდ არ ვიცნობდი. ეს შოკის მომგვრელი იყო, ოღონდ დადებითად. საზოგადოებამ ამ როლს უმაღლესი შეფასება მისცა, რის გამოც ბედნიერი ვარ. აი, ზუსტად „თეთრ კურდღელთან“ დაკავშირებით ქალაქში ჭორი აგორდა, თითქოს საგიჟეთში ვიწექი და იმიტომ ვითამაშე ეს როლი ასე კარგად. ეს ის ჭორი იყო, რომელზეც არ გავბრაზდი და ჩავთვალე, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

მარინა ჯანაშია და „ხუანი“ - ერთი ამბავი სერიალის გახმოვანებიდან

„ხომ ვითომ უმნიშვნელო რაღაცაა და მეორეხარისხოვანია გახმოვანება, მაგრამ ჩემი ფუნქცია, დანიშნულება იმ პერიოდში სწორედ გახმოვანებამ მაგრძნობინა. მოგიყვებით კიდევ ასეთ ისტორიას: ჩვენს მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველი ქალბატონი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული ხუანზე და იმ დღეს სერია დასრულდა იმით, რომ ხუანი დაჭრეს.

მე ვბრუნდები მომდევნო სერიის გახმოვანებიდან და ვხედავ, რომ სახლთან უამრავი ხალხია შეკრებილი. ამ ხალხმა ჩემს დანახვაზე ერთმანეთს გადაუჩურჩულა: „მოდის, მოდის, მოდის!“. ეს ხმა ექოსავით გაისმა.

ვიფიქრე, ნეტავ ვინ მოდის ასეთი-მეთქი და აღმოჩნდა, რომ მე მოვდიოდი. ამ ხალხმა ჩამავლო ხელი, შენი ჭირიმე, აქ შემოდიო და მაღაზიაში შემიყვანეს. ვხედავ, ამ ქალს თავზე აქვს ხელები შემოდებული და მეუბნება, მარინა, არ გამაგიჟო, არ დამღუპო, ახლავე, ამ წუთს, ამ წამს აქვე მოვიკლავ თავს, თუ არ მეტყვი, ცოცხალია თუ მკვდარი ჩემი ხუანიო. თან, არ დაგავიწყდეთ, გვერდში უდგანან ქმარ-შვილი და მიყურებენ გაფართოებული თვალებით, რომ ეს ქალი გადავარჩინო.

კონტრაქტის მიხედვით, არ გვქონდა უფლება, ვინმესთვის მოგვეყოლა შემდეგი სერიების შინაარსი, მაგრამ დავარღვიე პირობა და ეს ქალბატონი ასე გადავარჩინე“.

მარინა ჯანაშია და ინტიმური სცენები

„ორ ფილმში მაქვს მინიშნებით ინტიმური სცენა გადაღებული, იქაც – დიდი ომის შემდეგ. გადამღები ჯგუფი ტოლმას მეძახდა, რადგან რამდენიმე ზეწარში ვიყავი გახვეული. ეს ჩემთვის საშინელებაა, მაგრამ მაინც თამამად წავედი ამ როლზე ჩემი მეუღლის თანხმობით. ის კი არა, ძალიან მაღალი პოზიციიდანაც კი მითხრა, შენ ეს გჭირდება და ამას შეძლებო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მე ვითამაშე, მაინც ჩემად არ ვთვლი, მე არ მეკუთვნის“, - ამბობდა ჯანაშია.

მარინა ჯანაშია და კიბო

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი მარინა ჯანაშია მძიმე სენით იყო დაავადებული. რასაკვირველია, ამ ამბავმა დიდი გულისტიკივილი გამოიწვია საზოგადოებაში, გაჩნდა ინტერესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ, თუმცა გარკვეული მკურნალობის შემდეგ მსახიობის შვილიშვილმა, მარიტა ჯანაშიამ, საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო, რომ ქალბატონი მარინა სცენას დაუბრუნდა და არა მარტო მაყურებლის, რეჟისორის გაოცებაც კი შეძლო:

„ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ. ლაპარაკი და წერაც მიჭირს ემოციებისგან!
როცა პირველი სპექტაკლი მქონდა, მარინა იჯდა პარტერში და ჩემნაირად ნერვიულობდა, დღეს თითქოს მე ვუყურებდი მის პირველ ნაბიჯებს.

ადგილს ვერ ვპოულობდი ნერვიულობისგან, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, როცა გამოჩნდა. მძიმე დაავადების შემდეგ პირველად დადგა სცენაზე.

არცოდნის შემთვევაში ვერასდროს, ვერასდროს ვერ მივხვდებოდი, რომ რაღაც სჭირდა და დღემდე აწუხებს პატარ-პატარა, პოსტ-ოპერაციული ტკივილები.

ბოლოს შპაგატშიც რომ ჩაჯდა (რასაც არც სპექტაკლში მონაწილე მსახიობები, არც რეჟისორი და არც ჩვენ ველოდით), ეგ იყო სრული შოკი! მინდა ასე საჯაროდ მივულოცო “, - წერდა მსახიობის შვილიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მატარელების ქურდი“, ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე - უცნობი ამბები გივი სიხარულიძის შესახებ

სამჯერ დანგრეული ოჯახი, უბედური შემთხვევა - ია ნინიძის სიყვარულით სავსე მოგონებები

43-წლიანი თანაცხოვრება და ღალატი 63 წლის ასაკში - მარინა ბერიძის ოჯახური ამბები


„ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელ...

11 წუთის წინ

ლევან რატიანი ექიმი 2020

„არც ერთი არ მანდე და არ დამიტოვე გასაზრ...

28 წუთის წინ

ნატო ფხაკაძე

გოგა ხაინდრავა: „ვიკილიქსის“ ეპოქაში არა...

30 წუთის წინ

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა Digest.ge


„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახ...

19:49 შაბ. 18 სექტემბერი

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

„უდიპლომო სასიძო“ კორონავირუსს ემსხვერპლ...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

კოტე მგალობლიშვილი

„ორი ყველაზე დიდი მიზნიდან ერთ-ერთი ჩემი...

16:34

ირაკლი ნოზაძის ცოლი

„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური...

16:22 შაბ. 18 სექტემბერი

ანრი ჯოხაძე

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

გოგა ხაინდრავა: ჩემთვის მძიმე წარმოსადგე...

19:18

კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა - Digest.ge

ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს და ბოლო გვ...

19:15

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

საკუთარ დაბადების დღეზე საზარელმა ავარია...

19:09

ბიჭი

ირაკლი კობახიძე - „ხარი ხართან დააბი“ არ...

19:08

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, საქართველოს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გიორგი გახარია Digest.ge

ირაკლი კობახიძე: ნარკოდამოკიდებულება არ...

19:02

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

პოპულიზმის კლასიკური ნიმუშია, როცა ადგილ...

18:53

ეკონომისტი პაატა
ბაირახტარი, „სტრატეგია
აღმაშენებლის“ ლიდერი
გიორგი ვაშაძე

წელს თსუ-ში 5 200 აბიტურიენტი ჩაირიცხა

18:52

თსუ

დავით ჩიხელიძე: არ მესმის ქარდავას მხარდ...

17:41

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი: დაველოდოთ საია-ს „ს...

17:33

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი Digest.ge