Digest Logo

მამა დაუხვრიტეს, დედა გადაუსახლეს, უიღბლო ქორწინება და გაჩერებული გულის ცემა - ლია ელიავას პორტრეტი

 19:51 კვი. 17 იანვარი
ლია ელიავა

ფილმი „ბაში-აჩუკი“ ხომ გახსოვთ? უმშვენიერესი ტყუპი გოგოები, პირიმზისა და პირმთვარისაც ხომ გახსოვთ.

მათ პერსონაჟს კი უმშვენიერესი მსახიობი, ლია ელიავა განასახიერებს.

ლია სილამაზიტა და სისპეტაკით გამორჩეული მსახიობი იყო, ასე ახასიათებენ მას კოლეგები...

ბიოგრაფია

ლია ელიავას მამამ, შალვა ელიავამ გერმანიაში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი, კარგა ხანს გერმანიაშივე მოღვაწეობდა, საქართევლოში სრულიად ახალგაზრდა დაბრუნდა. 34 წლისა ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 37 წლის ასაკში დაიჭირეს. ბრალად წაუყენეს გერმანიის შპიონობა, დივერსიების მოწყობა… და დახვრიტეს...

პაწაწინა ლიას კი მალე დედაც დაუჭირეს. დედამ 9 წელი გაატარა პატიმრობაში. ლიას ბებია და ბაბუა ზრდიდნენ.

გადასახლებიდან დაბრუნებულ დედას უკვე ჩვიდმეტი წლის ულამაზესი ქალიშვილი დახვდა. მერე თავად ლია ჰყვებოდა, როგორ გაუჭირდა მისთვის „დედა“ დაეძახა: „პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი“.

„სრულიად პაწაწინა ვიყავი, როდესაც 1937 წელს, დააპატიმრეს და დახვრიტეს მამაჩემი. ღმერთო ჩემო, მაშინ რა არ ედებოდათ ბრალად, ოღონდ დაეჭირათ და დაეხვრიტათ, თუ ამოიჩემებდნენ ვინმეს.

დააბრალეს გერმანიის „შპიონობა“, დივერსიების მოწყობა და ათასი საშინელება. მქონდა საშუალება, გავცნობოდი იმ საქმეს – სამეულმა მიუსაჯა დახვრეტა და აქვე თბილისში დახვრიტეს.

მისი საფლავიც არ ვიცი, სად არის. მალე დედაც დაიჭირეს. 9 წელიწადი გაატარა პატიმრობაში.

ბებიას და ბაბუას გაზრდილი ვარ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ არ წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო…

ბევრი იხსენებს ხოლმე განსაკუთრებულ ბავშვობას, რაღაც ულამაზესს, უბრწყინვალესს. მე არ მქონდა ასეთი ბავშვობა, მაგრამ ჩემი ბავშვობა ბედნიერი იყო იმით, რომ ჩემ გარშემო იყვნენ საოცარი ადამიანები.

გავიზარდე სოლოლაკში, ამ ლამაზ თბილისურ უბანში. კარგი ხალხი მეხვია გარს. დედაჩემის მეგობრები დიდ ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ.

უნივერსიტეტი და უიღბლო ქორწინება

ლია ელიავამ სწავლა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო, პირველ კურსზევე შეამჩნია დავით რონდელმა და ეპიზოდურ როლში გადაიღო ფილმში „მწვერვალთა დამპყრობნი”.

მისი კინოდებიუტი 1956 წელს შედგა რეჟისორ დავით რონდელის ფილმში „ჩრდილი გზაზე“ (ნინო).

კინოს გარდა, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა როგორც კოტე მარჯანიშვილის, ისე შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში;

მალე ცნობილმა საოპერო მომღერალმა ვერა დავიდოვამაც შეამჩნია და სარძლოდ ისურვა. გათხოვების გამო, ლია ელიავას მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში მოუწია გადასვლა.

მაგრამ, პირველი ქორწინება ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა. მალევე დაშორდნენ.

„პირველი უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნაზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ ოთარმა ისე დაჟინებით და ლამაზად მთხოვა ხელი, რომ უარი ვერ ვუთხარი. როცა „მამლუქი“ ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენ უკვე საყვარელი ქალიშვილი ნანა გვყავდა“, – ამბობდა ლია ელიავა.

შეხვედრა ოთარ კობერიძესთან

ინსტიტუტს ამთავრებდა, რომ „ბაში-აჩუკში” მიიწვიეს გადასაღებად. ოთარ კობერიძემ ლია ელიავა სწორედ „ბაში-აჩუკის” გადაღებაზე ნახა პირველად და დააბრმავა მისმა სილამაზემ... აი, ლია ელიავამ კი ოთარ კობერიძე გაცილებით ადრე ნახა.

ლიას დედის მეგობარი ნინა სტეპანოვა სამსახიობო სტუდიაში ცეკვას ასწავლიდა. გამოსაშვებ საღამოზე პატარა ლიაც წაიყვანა. ოთარ კობერიძე იმ სტუდიაში სწავლობდა…

„მაშინ ვნახე პირველად. ის ცეკვავდა ესპანურს. ეს ცეკვა დღესაც მახსოვს,” – იხსებდა ლია ელიავა... მისი ეკრანული გმირები გამოირჩეოდნენ ზომიერებითა და გემოვნების ერთგულებით...

როდესაც თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე პირველად გამოჩნდა რეჟისორ ლეო ესაკიას ფილმი „ბაში-აჩუკი“, სადაც ოთარ კობერიძე მთავარ როლს ასრულებს, ლია ელიავა კი – ტყუპ დებს, პირიმზისას და პირმთვარისას განასახიერებს. წყვილმა სწორედ „ბაში-აჩუკის“ გადაღებისას გაიცნო ერთმანეთი და დაქორწინდნენ კიდეც.

„ღამის გადაღება გვქონდა და დაღამებას ველოდებოდით. მანამდე ესაკიას ვეუბნებოდი: ვინ არის მთავარ როლში, მე თუ ლია ელიავა, სად არის ამდენ ხანს, რატომ არ მოდის-მეთქი?

ბატონმა ლეომ ყალიონი გააბოლა და მითხრა: „როცა გამოჩნდება, ოთარ ჩემო, ნახავ, ვინც არის“. გამოჩნდა და…

მე დავინახე ჩემი ოცნება, ანგელოზური სახის ნაკვთებით – ჩემი ლია… იმ საღამოს სიგრილე იყო, მთელი ღამე ცეცხლი გვენთო, ვტკბებოდით და მე რატომღაც მთელი ჩემი ცხოვრების შესახებ მოვუყევი მას. ყურადღებით მისმენდა.

სწორედ მაშინ ვთქვი გულში: „ეს ქალი ჩემი უნდა იყოს!“ – და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მისი სიყვარული დამემსახურებინა. ლიაზე ცხრა წლით უფროსი ვიყავი. მას არ უნდოდა გათხოვება, მაგრამ მერე ალბათ დააფასა ჩემი კეთილშობილური დამოკიდებულება, დიდი სიყვარული მის მიმართ და ჩვენ დავქორწინდით.

არაჩვეულებრივი მეუღლე და პარტნიორი იყო. ერთი კარგი ჩვევა გვქონდა მეც და ლიასაც: გადასაღებ მოედანზე გვავიწყდებოდა, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით, თუმცა ვერც სცენარისტებმა და ვერც რეჟისორება სათანადოდ ვერ შეაფასეს ჩვენი დუეტი.

უცხოეთში რომ ვყოფილიყავით, ალბათ ამ დუეტზე ფილმი კი არა, ფილმები შეიქმნებოდა… სამწუხაროდ, შურის გრძნობამ ბევრი რამ დაგვაკლო და ლია ძალიან გულნატკენი წავიდა ამქვეყნიდან.

ჩემი ლია იყო პირველი მსახიობი, რომელმაც ქართველი ქალის ინტელექტი წარმოაჩინა ეროვნულ კინოში, ხოლო ეპიზოდი ტელეფილმში „დათა თუთაშხია“, პოლიციელები რომ შემოდიან და ლია (ფილმში თაკო ორბელიანი) იცავს დათას, ჩემთვის უმაღლესი მწვერვალია მსახიობური ნიჭისა და თვისებებისა…“

გარდაცვალება

ლია ელიავა 1998 წლის 8 ოქტომბერს, ინფარქტით გარდაიცვალა – ძილში გაუსკდა გული.

მას შემდეგ ოთარ კობერიძე ყოველ წელს საყვარელ მეუღლეს დაბადების დღესაც აღუნიშნავდა ლიას მეგობრების წრეში და ტრადიციულად, გარდაცვალების დღესაც უფალს ავედრებდა მის სახელს:

„ჩემს ლიას ვუხდი ხოლმე დაბადებისა და გარდაცვალების დღეებს, ვლოცულობ, მივდივარ მის საფლავზე, ვანთებ სანთელს და უფალს მის სახელს ვავედრებ. სასაფლაოზე ვამბობ ხოლმე ყველაფერ იმას, რასაც სხვა დროს არასოდეს არავისთან ვლაპარაკობ.

ლია მისმენს და მეუბნება: „მართალი ხარ, ოთარ!“… ვფიცავ უფალს, მე მესმის, როგორ მიხდის მადლობას იმ სიმართლისთვის, რა სიმართლითაც ვცხოვრობ ამქვეყნად“…


აგრეთვე წაიკითხეთ:

შაჰის ცოლის ამბორი და გზა ახვლედიანების სიძეობამდე - დოდო აბაშიძის უცნობი ისტორიები

11 წლით უფროსი მეუღლე, ეჭვიანობა, ინტრიგები და ქმრის ღალატი - ვისზე „გაცვალა“ „ხატიამ“ „სოსოია“

ხეიბარი დედა, ომში დაკარგული ძმა, უიღბლო სიყვარული, ღალატი და სიკვდილის შიში - ეროსი მანჯგალაძის პორტრეტი


გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

„მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სი...

00:36

შარაძე რუსუდანი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე

„მიწა დაგაყარეთ ორივეს! ვირუსის გავრცელე...

23:05 ოთხ. 27 ოქტომბერი

ფხაკაძე