Digest Logo

„ყველა მასტურბირებთ, „ვეფხისტყაოსანი“ გეი-პროპაგანდისტულია“ - თამარ ჩერგოლეიშვილის სკანდალები

 13:15 შაბ. 15 მაისი
თამარ ჩერგოლეიშვილი
სხვბთან ერთად

ონლაინგამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას ცოლია, თუმცა ამ სტატუსით მას ახლა აღარავინ მოიხსენიებს. იყო პერიოდი, როცა ბოკერია ცოლზე უფრო პოპულარული იყო. ახლა შესაძლოა, პირიქითაა. როგორ მოახერხა ეს ამ ქარიზმატულმა ქალმა, რთული გამოცანა არაა. მისი „იარაღი“ სიტყვები და გამოხატვის ფორმაა, რომელთა მიღმა ინტელექტი და გამბედაობა დგას. 

თამარ ჩერგოლეიშვილის სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება:

⚪„პაჟი“ ივანიშვილი და „ჰაკიმ ფაშა“ - ღარიბაშვილი

ჩერგოელიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰაკიმ ფაშა შერაქვა, ივანიშვილის კი პაჟი.

როგორც ამბობენ, ივანიშვილის საყვარელი ცხოველია ზებრა. მისთვის პატივისმისაგებად ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი გადაცემა სპეციალური მაისურით წაიყვანა, რომელზეც ზებრა იყო გამოსახული.

⚪ „ყველა კაცი მასტურბირებს“

ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე წერს:

„მასტურბაცია კიბოს (და სხვა დაავადებების) პრევენციაში გეხმარებათო- ამტკიცებენ ექიმები. ერთი სასაცილო ისტორია გამახსენდა ამაზე: ადრე, ადრე, ბევრი წლის წინ, მე და გიგა მივედით მეგობრებთან. ბევრი ხალხი იყო და გენდერულად „სეგრეგირებული“ გარემო დაგვხვდა – კაცები ერთ ოთახში იყვნენ, რაღაც კინოს უყურებდნენ. ქალები მეორეში. ჰოდა შევუხვიე ქალების ოთახში. იმავე პერიოდში ერთი ცნობილი ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს. ცოლის ოჯახი ავრცელებდა, რომ დაშორების მიზეზი კაცის ხშირი მასტურბაცია იყო. ამ ოჯახთან საერთო მეგობარი მყავს – ისიც იქ იყო და ვკითხე ნახევრად ხუმრობით, რა ხდება მეთქი და იმანაც ცოლის ოჯახის ვერსია მომახსენა. აღვშფოთდი. ამ სისულელებს რომ უვრცელებთ ამ კაცს, რა იცით, ეგებ ის გოგო აზრზე არ არის, ერთხელ სადღაც დაინახა და შოკში ჩავარდა – არადა ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ახლა, თუ sick არის და ხალხში, სხვის დასანახად შვება, სხვა საქმეა, მაგრამ თუ თავისთვის „ტკბება“, ცუდია რომ ასეთი ისტერიკა გამართეს-მეთქი. სიჩუმე ჩამოვარდა – ერთ-ერთმა ამოილაპარაკა, ნუ თუ ცოლი არ ჰყავს გასაგებია, მაგრამ როცა ცოლი ყავს… ვცადე ამეხსნა, რომ მასტურბაციას ცოლთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეგ სულ სხვა რამეა. ეჭვის თვალით შემომხედეს. ჰოდა ავყარე გოგოები, წამოდით-მეთქი და გავედი „კაცების ოთახში“ გოგოების არმიით. ახლა ადექით და აუხსენით თქვენ ცოლებს რომ ყველა მასტურბირებთ და ეს ნორმალურია მეთქი… აღარ აღვწერ იმ უხერხულ სიჩუმეს, იქ რომ დაისადგურა. გიგა თან იცინოდა და თან მეჩხუბებოდა – სად რა ილაპარაკო, არ იციო. მოკლედ, ერთი ის ვიცი, რომ ჩემი თანდასწრებით, გენდერული სეგრეგაცია აღარასოდეს მომხდარა – ჩემს ნაცნობ კაცებს ურჩევნიათ, სადმე ახლოს ვყავდე ხოლმე, რომ თვალყური მადევნონ“

ამ პოსტით გამოწვეული ხმაური ჯეარგად მინელებულიც არ იყო როდესაც სექსუალური უმცირესობის უფლებების დასაცავად გამოსულმა თამარ ჩეროლეიშვილმა განაცხადა, რომ

⚪„ვეფხისტყაოსანი გეი-პროპაგანდისტული ნაწარმოებია“

თავისი სიტყვების განსამტკიცებლად კი პოემის შესავალი მოიყვანა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს მათი უფლებებისთვის ბრძოლას დაჰპირდა.

თამარი ყოველთვის ამბობდა რომ ხასიათით მამას ჰგავს და ოჯახის წევრებს განსაკუთრებულად ახსენებს ხოლმე. ყველაზე მეტად კი ბებია ენატრება, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გარდაცვლილი ჰყავს:

„ბებია ოსი იყო. თბილისში დაიბადა, მთაწმინდაზე, ათარბეგოვის ქუჩაზე გაიზარდა და პირველი სკოლა დაამთავრა. შოვინიზმით გაჯერებულ ყოფაში, სადაც თითქმის ყველა ცდილობდა „ქართველი“ ყოფილიყო და განსხვავებულ ეთნიკურ წარმომავლობას მალავდა, ბებიაჩემი – ეკითხებოდნენ, თუ არა – ყველგან ხმამაღლა და ამაყად აცხადებდა რომ ოსია, თითქოს ამით გამოწვევას უგდებდა საზოგადოებას“, - იხსენებდა თამარი.

ფიქრობს, რომ მისი ოჯახი გარკვეულწილად პროტესტანტული ეთიკის ნიშნებს ატარებს, რაც შრომასა და ფულთან დამოკიდებულებაში გამოიხატება:

„ყველა ცდილობდა, თავისი შემოსავალი ჰქონოდა, თავისი წვლილი შეეტანა ოჯახის კეთილდღეობაში, ერთიმეორის კმაყოფაზე არ ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ არ ენანებოდათ, მშობლებისთვის ფულის თხოვნა ყოველთვის უხერხულობას მიქმნიდა. ამიტომ ჯიბის ფულს ერთსა და იმავე ადგილას მიტოვებდნენ და იქიდან ვიღებდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მამაჩემი გეოფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა, დედაჩემი გამოთვლით ცენტრში, ბაბუა გეოლოგი იყო, ბებიაჩემს სახელმწიფო სამსახურები ეზიზღებოდა – ვერსად ვერ გაძლო, ამბობდა, რომ ყველგან ყველა ყველაფერს იპარავს – ამიტომ სახლში კერავდა; ძალიან კარგი გემოვნება და ხელი ჰქონდა და ბევრი კლიენტი ჰყავდა“.

90-იანებში, როცა ყველას გაუჭირდა, ისინიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ. სამეცნიერო ინსტიტუტებს სახელმწიფო ვეღარ ინახავდა. მამამისს გეოფიზიკის ინსტიტუტში ხელფასს აღარ უხდიდნენ. კომუნალური სერვისები მოიშალა – შესაბამისად, საბინაო სამმართველოსა და „თელასის“ გამოთვლითი ცენტრიც უფუნქციოდ დარჩა, ხოლო დედა – უხელფასოდ.

1996 წელს, 20 წლის ასაკში, განაცხადი შეაქვს ორ ვაკანსიაზე – ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოში“ (სოროსის ფონდი) და გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ჰუმანიტარულ მისიაში (UMCOR). ფონდში გასაუბრებაზევე სთავაზობენ სამსახურს, ნახევარ განაკვეთზე მუშაობაში 120 დოლარს უხდიან. თამარი თანხმდება, ოღონდ იმასაც ატყობინებს, რომ რამდენიმე დღეში სხვა ორგანიზაციიდანაც ელის პასუხს. მეორე დღეს იგებს, რომ UMCOR-იც თანახმაა მასთან თანამშრომლობაზე და ეს არჩია.

„395 დოლარი რომ მითხრეს, დავიბენი და ზემო ვაკიდან, აბაშელის ქუჩიდან დიდუბემდე ფეხით ისე მივედი, ვერც მივხვდი. 400 დოლარი 1996 წელს ძალიან დიდი ფული იყო. დედაჩემს 10 დოლარად მთელი დეზერტირების ბაზარი მოჰქონდა სახლში. უცებ მივხვდი, რომ ყველა პირველადი მნიშვნელობის პრობლემა მოგვარდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ძალიან კარგი შეგრძნება იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 20 წლის ვიყავი და ჯერ ყველაფერი წინ მქონდა“.

თუმცა UMCOR-ი არ იყო თამარის პირველი სამსახური, მანამდე „ალდაგში“ მუშაობდა უხელფასოდ; თვლიდა, რომ ხელფასიანი სამსახურის პოვნაში დაეხმარეობდა. პარალელურად სამი მოწაფე ჰყავდა ინგლისურში, რომელთა მშობლებიც ჯამში 50 დოლარს უხდიდნენ თვეში. ინგლისურზე კერძო მასწავლებელთან დადიოდა პატარა ასაკიდან და თვლის, რომ დღეს ქართულივით იცის. ფრანგული – უარესად, რუსულივით.

მალევე დაწინაურდა – სამ თვეში პროექტის კოორდინატორი გახდა.

ამერიკის იურისტთა ასოციაციაში თითქმის ორი წელი გაატარა. ეს განსაკუთრებული პერიოდია მის ცხოვრებაში – პოლიტიკას პირველად ABA-ში შეეხო – “ჩემი პირველი დავალება მიშა სააკაშვილთან შეხვედრის დანიშვნა იყო. გაგონილი მქონდა მის შესახებ, ბებიაჩემს მოსწონდა, მაგრამ 1997 წლის ოქტომბრამდე თვალით არ მყავდა ნანახი. შეხვედრაზე ბარბარასთან, ამერიკის საელჩოსა და USAIDის წარმომადგენლებთან ერთად მივედი, უცნაური და ძალიან მხიარული ადამიანი დამხვდა, ვარდისფერი პერანგით, აჩეჩილი თმით, რომელსაც საუბრის განმავლობაში კიდევ უფრო იწეწავდა ხელებით. სამართლებრივ რეფორმაზე საუბრობდნენ, არსი დიდად არ მესმოდა – მეორე თუ მესამე დღე იყო ახალ პოსტზე. რომ გამოვედით, ბარბარას ვკითხე, ვინ იყო ეს უცნაური არსება და რას წარმოადგენდა. პასუხად მივიღე, რომ ის შესაძლოა ჩემი მომავალი პრეზიდენტია. იგივე 2001 წელს გიგამ გაუმეორა, არასერიოზულად მიიჩნია, დანაძლევდნენ – წააგო.

ძალიან მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი, მნიშვნელოვნად მიმაჩნდა და იმიტომ – სასამართლო რეფორმა, სიტყვის თავისუფლების კანონმდებლობა, მედია, კონფერენციები გუდაურში“.

ABAში მუშაობის დროსვე გაიცნო გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, გივი თარგამაძე, დათო უსუფაშვილი, მინდია უგრეხელიძე, ნუგზარ საჯაია, ზურაბ ჟვანია – მოკლედ ყველა, ვინც იმ დროის და არამხოლოდ იმ დროის საქართველოს პოლიტიკას ქმნიდა.

„გიგა პირველად კონფერენციაზე ვნახე, 1997 წელს, ვიღაცას ეკამათებოდა. მონუსხული ვუსმენდი – ძალიან შთამბეჭდავი იყო. როგორც გაირკვა, არც მას დავრჩი ყურადღების მიღმა. სადილად დამპატიჟა, დავთანხმდი – დააგვიანა და არ დაველოდე. მერე თავიდან დამპატიჟა – ისევ დააგვიანა და ისევ არ დაველოდე, თან გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი – უბრალოდ დროის აღქმა არა აქვს და მისი დაგვიანება ისეთივე ნორმაა, როგორც ის, რომ დილით მზე ამოდის, მაგრამ იმ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობისგან მხოლოდ მეგობრობა გამოვიდა”.

1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა. გამოცხადდა კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ოჯახის ახლობელმა დაურეკა – ძველ, გადაგდებულ გაზეთში ვაკანსია უნახავს სტრასბურგში. საბუთების გაგზავნის ვადა გადაცილებული იყო. დარეკა ევროსაბჭოში და ნება დართეს საბუთები მაინც გაეგზავნა. 9 სხვა კანდიდატთან ერთად 2000 წლის მარტში გასაუბრებაზე გაემგზავრა, სადაც უთხრეს შენო, არსებული პოზიციისთვის (სასამართლოში ადმინისტრაციული თანაშემწე) ზედმეტად კვალიფიციური (overqualified) ხარო. თამარს უხუმრია – ფრთხილად იყავით, ნაკლებკვალიფიციური (underqualified) არ აიყვანოთ შემთხვევითო – და თბილისში გამობრუნდა, პრაქტიკულად უიმედოდ.

ორ დღეში დაურეკეს სტრასბურგიდან: მიგიღეთ და პირველ ივნისს აქ უნდა იყოო.

ამბობს, რომ არცერთი ფეხმძიმობა დაგეგმილი არ ჰქონია. სხვა გეგმები ჰქონდა. პირველი შვილი – კატო – 1997 წლის იანვარში გაჩნდა. მეორე – კესო – 2006 წლის მაისში. უხარია, რომ თავის პირველ მეუღლესთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს თვითონაც და კატოსაც. გიგა ბოკერიასთან 2006 წელს იქორწინა ხანგრძლივი მეგობრობის შემდეგ. დღესაც მიაჩნია, რომ გიგა პირველ რიგში მისი მეგობარია და შემდეგ – ქმარი.

თამარ ჩერგოლეიშვილმა სტრასბურგში თან 3 წლის შვილი და 13 წლით უმცროსი და ნინო წაიყვანა. „ვინ ვის უვლიდა, ვერ გაიგებდი“ - ამბობს თამარი.

წარმოიდგინეთ ჩრდილოაღმოსავლეთ საფრანგეთის კოხტა, მყუდრო ქალაქი, დაუძაბავი და მშვიდი ატმოსფერო. ამას დაურთეთ მაღალი ანაზღაურება – დაახლოებით 4 000 ევრო და ახალგაზრდული სულისკვეთება. თამარმა სტრასბურგში 6 წელი გაატარა, ფრანგული ისწავლა, რომლის არცოდნაც თავიდან გარემოსთან სრულ ადაპტაციაში ხელს უშლიდა, ევროსაბჭოში პოზიცია გაიუმჯობესა.

იხსენებს, როგორ გაასინჯა სტრასბურგში ჩასულ ზურაბ ჟვანიას მარიხუანა:

„ზურა ჩემი სახლის გვერდით ჩერდებოდა ხოლმე, სასტუმროში, საღამოობით ჩემთან გადმოდიოდა, ჩაის სვამდა და მესაუბრებოდა. ძალიან საინტერესო მოსაუბრე იყო – მსიამოვნებდა მასთან ერთად ჩაის სმის პროცესი. ერთხელ დაჟინებით გამომკითხა, რას ვაკეთებდი პიკნიკზე, მის ოპერატორთან ერთად რომ მოვეფარე თვალს. ხომ არ მოვატყუებდი – ვუთხარი, რომ მარიხუანა მოვწიე და ზრდილობის გამო ვკითხე, თვითონაც ხომ არ უნდოდა. ეგრევე დამთანხმდა, ბავშვობას გავიხსენებო – მითხრა“.

ეს ის პერიოდია, როდესაც ზურაბ ჟვანიასა შევარდნაძეს შორის კონფლიქტი გამძაფრდა და ჟვანია ოპოზიციაში გადავიდა.

2009 წლის ბოლოს მომწიფდა „ტაბულას“ დაფუძნების იდეა. 2010 წელს სამწლიანი უხელფასო შვებულება აიღო ევროპის საბჭოდან და „ტაბულას“ კეთებას ლევან რამიშვილთან ერთად შეუდგა .

პარალელურად აქტიურობდა სოციალურ ქსელში. ფეისბუკი დღეში ორსამ პოსტს დებს. ძირითადად პოლიტიკური შინაარსის (თუმცა ლირიკულ მასალასაც გამოურევს შიგადაშიგ, ვთქვათ, ოჯახური გარემოს ან მშობლების ფოტოებს). ამ პოსტების გარშემო აქტიურად ერთვება დისკუსიებში. მიაჩნია, რომ ფეისბუკის მოხმარებასაც ცოდნა უნდა.

„თავიდან ვერ ვხვდებოდი, რომ ჩემი პოსტები ფართო ინტერესს იწვევდა“ – პირველი „გარღვევა“ მაშინ მოხდა, როცა რობერტ სტურუას „სირი“ უწოდა. სტურუამ სააკაშვილის „სიცუდე“ მის „სომხურ წარმოშობას“ დააბრალა. თამარი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ თავისი პოსტით სააკაშვილს გამოესარჩლა. ამბობს, რომ სომხური წარმოშობის ადამიანების შეურაცხყოფამ, აშკარად გამოხატულმა ქსენოფობიამ გააღიზიანა. ოღონდ, სრულებით დარწმუნებული იყო, რომ სტურუა შინაურ წრეში შეამკო. „მეგონა, რომ ჩემს სამზარეულოში ვთქვი, არ ველოდი ასეთ რეზონანს. რომ მცოდნოდა, გაზეთები გადაბეჭდავდნენ, ალბათ სხვა სიტყვას გამოვიყენებდი, მაგრამ ამ გადმოსახედიდან დიდად არ ვნანობ – ცუდი ისაა, რომ იმ მომენტში სტურუას უმსგავსობიდან ყურადღება ამ ერთ სიტყვაზე გადავიტანე ჩემდა უნებურად, თუმცა შემდეგ ბატონმა რობერტმა ბევრი „შრომა გასწია“, რათა საზოგადოება ჩემი შეფასების სისწორეში დაერწმუნებინა. მადლობა მას“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ნათლიამირონობა ივანიშვილთან, ავადმყოფობა და სხვა ამბები ძმებ გაჩეჩილაძეებზე

სვანეთიდან პარიზამდე - ბაბლუანების უცნობი ოჯახური ამბები

30 წლით უმცროსი ცოლი და რეკორდულად მაღალი ხელფასი - ამბები დავით საგანელიძის შესახებ


13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 წუთის წინ

13 ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

კაცის გამო რუსთავში ქალებმა იჩხუბეს

21 წუთის წინ

რუსთავი

13 ივნისის ამინდის პროგნოზი

23:47 შაბ. 12 ივნისი

ამინდი


ყველის ჭამაში 10 000 დოლარს გადაგიხდიან

17:51 პარ. 11 ივნისი

სამსახური

იმ ქვეყნების სია, სადაც პირბადის ტარება...

17:39 შაბ. 12 ივნისი

მსოფლიო

„მოცურავე კოტეჯი“ შაორის ტბაში - ამქვეყნ...

17:51 პარ. 11 ივნისი

შაორი ტბაზე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

13:31 შაბ. 12 ივნისი

ისტორია

VIDEO: რა მაგარია, ჩემთვის რომ გაგაჩინეს...

11:07 შაბ. 12 ივნისი

მილოცვა

„ვკლავდი „მამულიჩას“ ამის გამო“ – ნახეთ,...

22:26 პარ. 11 ივნისი

ლელა წურწუმია

18 წლის გოგო, რომელიც ნებაყოფლობითი ვაქც...

23:44 შაბ. 12 ივნისი

დონორი

გია აბაშიძე: ცხადია, ამგვარი განცხადებებ...

23:09 შაბ. 12 ივნისი

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

რიონის ხეობაში რკინის ბარიკადების აღებას...

23:04 შაბ. 12 ივნისი

ნამახვანი

,,იმდენი ახალგაზრდობის ცოდვები მაქვს ქალ...

23:01 შაბ. 12 ივნისი

მიხეილ სააკაშვილი
ბოტასებში

დირკ ბუშლე: ენერგოუსაფრთხოება არა მხოლოდ...

22:48 შაბ. 12 ივნისი

ექსპერტ

პრემიერის ბოლო ვიზიტები, მაღალი რანგის ს...

22:46 შაბ. 12 ივნისი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ჩვენი ისტორიული როლია სტაბილურობისა და მ...

22:37 შაბ. 12 ივნისი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge

წარმოიდგინეთ სომხეთის იმ 15 მოქალაქისა დ...

22:32 შაბ. 12 ივნისი

ლევან ნიკოლეიშვილი

საქართველოს რეგიონული მედიატორის ფუნქცია...

22:11 შაბ. 12 ივნისი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე