Digest Logo

კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ

 23:54 ორშ. 19 აპრილი
მედეა სოფიკო კოტე

მსახიობი მედეა ჩახავა, რომელმაც ქართული თეატრის განვითარებაში დიდი წვლილი შეიატანა, 2009 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა. დიდი მსახიობი დაუფერფლავად მიაბარეს დიდუბის პანთეონის მიწას.

მსახიობმა 88 წელი იცოცხლა და მთელი შეგნებული ცხოვრება თავის პროფესიას შეალია, სიცოცხლის ბოლომდე იდგა სცენაზე და მაყურებლისთვის დიდი სიამოვნება მოჰქონდა.

ჟურნალმა „სარკემ“ მსახიობთან ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ ჩაწერა.


რა განიცადეთ, როდესაც თეატრიდან წამოხვედით?

– ბევრი რამ ხდება, ამიტომ ადამიანი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. მთელი ცხოვრება ამ შეგნებით ვიყავი. ამაში ჩემი ხასიათიც მიწყობდა ხელს. ამდენად, შედარებით რბილად გადავიტანე თეატრიდან წასვლის ტკივილი, მაგრამ ახლა არ მინდა ლაპარაკი, თუ რა როგორ არის, რადგან მე ხომ რაღაცის მჯერა, რაღაცა მიყვარს, რაღაცას ვუფრთხილდები.

მთელი ცხოვრება თეატრში გავატარე. ახლა მოვტრიალდე და ვიღაცა ვლანძღო, ვინმეს დავუპირისპირდე იმის გამო, რომ მე იქ არა ვარ, არ შემიძლია…

პირველი სიყვარული როდის გეწვიათ?

– ჩემი სიყვარული, რომელსაც შედეგი მოჰყვა, თემურის მამა იყო – ნოდარი, ბიჭიკოს ვეძახდით. იგი გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი, ძალიან ნიჭიერი მსახიობი იყო. მის დედ-მამას ძალიან ვუყვარდი, ხელისგულზე მატარებდნენ. უფროსი ქალიშვილი ჰყავდათ – ციალა. ეს იყო შესანიშნავი ქალბატონი, რომელიც ჩემზე დაახლოებით 7 წლით უფროსი იყო. ბატონი გიორგი თვლიდა, რომ მე პატარა ვიყავი და ციალას რომ არ სწყენოდა, გემრიელ რამეს თუ იშოვიდა, ბალიშის ქვეშ ჩუმად მე დამიდებდა ხოლმე.

— თქვენი გაშორების მიზეზი რა იყო?

– არ მინდა ამაზე ლაპარაკი, რადგან ცხოვრებაში ერთი სიყვარული არ მქონია. მე და ნოდარი ომის პერიოდში ერთად ვიყავით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ხომ იცით, ახალგაზდებმა ერთმანეთზე წყენა, გაბუტვა იციან. ომის უბედურება, გაჭირვება…

მე კოტეც თავდავიწყებით მიყვარდა და ბიჭიკოც. ამ სიყვარულს ამტკიცებს ისიც, რომ ერთისგან და მეორისგანაც მყავს შესანიშნავი შვილები და ბედის მადლობელი ვარ, რომ ერთიც ჩემი ქმარი იყო და მეორეც. სამწუხაროდ, არ ვარ ის ქალი, რომელსაც მხოლოდ ერთხელ ეწვია სიყვარული.

— რატომ სამწუხაროდ, რას ნანობთ?

– არაფერსაც არ ვნანობ. ქართველ ქალებს უყვართ ხოლმე იმით ტრაბახი, რომ ცხოვრებაში ერთხელ უყვარდათ. საერთოდ, ადამიანს როცა გიყვარს, გგონია, რომ ახლა გიყვარს და წინათ ასე არავინ გყვარებია. ეს აუცილებლად ინტიმურ სიახლოვეს არ გულისხმობს. დეტალურად როგორ და რა იყო, ეს ძალიან ჩემია და არ მინდა ლაპარაკი.

რატომ უნდა ,,გავაბაზრო?”. ორივე გარდაიცვალა. რამხელა გულისტკივილი და ჭრილობა მოჰყვა ამას ჩემს გულში… ამ ჭრილობაზე ლაპარაკიც კი მიჭირს. იმ პიროვნებებთან დაკავშირებული სიხარულიც და ტკივილიც მარტო ჩემია, რომელსაც არავის გავუზიარებ.

— რამდენი წელი იცხოვრეთ თითოეულთან?

– მე და ბიჭიკო შეუღლებამდე 3 წელი ვმეგობრობდით და 5 წელი ერთად ვცხოვრობდით. კოტესთან 2 წელი ვმეგობრობდი. მას შეუღლებიდან ზუსტად 20 წლისთავზე დავშორდი. აგვისტოში მოვაწერეთ ხელი და 20 წლის შემდეგ, აგვისტოში დავშორდით.

— ბრძანეთ, სიყვარული ყველაფერს ჩაგადენინებსო, რა ჩაგიდენიათ მამაკაცის სიყვარულის გულისთვის?

– არ დამჭირვებია, თორემ ალბათ ჩავიდენდი. როცა თემურიკო გამიჩნდა, გაკვირვებიდან ვერ გამოვდიოდი, რომ ჩემგან იშვა ეს სიცოცხლე. საოცარი შეგრძნებაა, ეს დიდი ბედნიერებაა ქალისთვის, ეს ბედნიერება არ ნელდება, თანდათან რაღაცები ემატება – პირველი შეგნებული გამოხედვა, ასე გააკეთა და ისე შემომხედა…

თემურზე ისეთ სიგიჟეებს ვაკეთებდი, არც ითქმება. რაღაც გამოცდებს ვუტარებდი ჩემს თავს – თუ გიყვარს, ეს გააკეთე, თუ გიყვარს, ის გააკეთე-მეთქი. მიკვირდა, რომ რაღაც არსება ასე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მიკვირდა, მანამდე როგორ ვცხოვრობდი-მეთქი.

— როგორი დამოკიდებულება გაქვთ სოფიკო ჭიაურელისადმი – კოტეს მახარაძის მეუღლისადმი?

– მისი ნიჭის დიდი პატივისმცემელი ვარ, სოფიკო ვაჟკაცური, შუპოვარი ხასიათის და ძალიან პრინციპული ქალია. იგი ბავშვობიდან მიყვარს, სულ პატარა გოგო იყო, როცა ვერიკომ გამაცნო, ეს ჩემი სოფიკოაო. სოფიკო ხომ ვერიკომ ძალიან გვიან გააჩინა, მერე ჩვენთან თეატრში მუშაობდა.

ის არასოდეს ყოფილა ჩემი მოქიშპე, მე და კოტე უკვე დაშორებულები ვიყავით, როცა ისინი შეუღლდნენ. კოტე მისი გულისთვის არ დამშორებია, სოფიკოსთან მივდიოდი, მივდივარ და მომავალშიც წავალ, აბა, როგორ?

ჩემი შვილები ძალიან მეგობრობენ სოფიკოსთან და როგორ დავუშლი?! კარგის მეტი რა არის ამაში, სოფიკოს რომ არ ეპატრონა და არ მოევლო კოტესთვის, შეიძლება მას ამდენი ხანი ვერც კი ეცოცხლა. კოტე ძალიან ბობოქარი, ბოჰემისტი იყო, უყვარდა სიცოცხლე, ქეიფი. ამის მომთოკავი მხოლოდ სოფიკო იყო, ჩარჩოებში მიუჩინა ადგილი და ამან დიდი ნაყოფი გამოიღო.

სოფიკო იმიტომ კი არ უკეთებდა ამ ჩარჩოებს, რომ კოტეს რაღაც შეექმნა, არამედ იმიტომ, რომ მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა. მაინც მოხდა ეს კატასტროფა…

აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

გიორგი ფხაკაძის საოცარი სახლი თბილისში - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ

რის გამო დასცინოდა სოფიკო ჭიაურელი რძალს და როგორ იხსენებს დედას ნიკუშა შენგელაია

რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი

წყარო: sarkenews.ge


ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რა...

11 წუთის წინ

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

26 წუთის წინ

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი

„არ მეგონა ამდენი ახსნა თუ დამჭირდებოდა,...

14:10

ჟორჟოლიანი ნანუკა


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი