Digest Logo

ნახირში გაქცევა, „აცვენილი ბიჭობა“, „მხედრიონი“ და მინისტრობა - ცოტა რამ ნიკა რურუას შესახებ

 14:43 ოთხ. 17 მარტი
ნიკა რურუა

იურისტის, პოლიტიკოსის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრის, ნიკოლოზ რურუას შესახებ ბევრი რამ ცნობილი არაა. ის ნაკლებად საუბრობდა ოჯახურ გარემოცვასა და პირად ცხოვრებაზე. ამბობდა, რომ პირადი იმიტომაა პირადი, რომ მარტო მას ეხება...

„დაიჯესტი“ ეცდება, რურუას შესახებ აქამდე უცნობი ისტორიები მოგიყვეთ...

ბავშვობა

ცნობისმოყვარე ვიყავი 9 თუ 10 წლის ვიყავი ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია რუსულიდან ქართულად ვთარგმნე... მივხვდი, რომ კარგი რაღაც უნდა ყოფილიყო, ჰოდა მეც გადავთარგმნე. მახსოვს მამას ვაჩვენე და ცხოვრებაში პირველად შექება დავიმსახურე.

მამა ყოველთვის მკაცრი იყო, რაც ვფიქრობ, კარგი მიდგომა არაა. ბავშვი უნდა შეაქო კიდეც და არ უნდა დაძაბო, მას „ფრთები არ უნდა მოაჭრა“, რათა რეალიზდეს....

დედა მოსიყვარულე და დამთმობი იყო, მამას არ ჰგავდა.

მამას ყოველდღიურად ვერ ვნახულობდი. სულ გადაღებებზე დადიოდა... მეც მივყვებოდი, ხოლმე. მაინტერესებდა კინოს მიღმა კადრები, ვესწრებოდი გადაღებას და შემიყვარდა ხელოვნება.

სტუდენტობა

ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის დროს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა. მა­შინ კერ­ძო პრო­დი­უ­სე­რე­ბი არ არ­სე­ბობ­დნენ, სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან კი ყო­ველ­გვა­რი და­ფი­ნან­სე­ბის სის­ტე­მა მო­ი­შა­ლა, ამი­ტომ სწავ­ლა სა­მარ­თლის სფე­რო­ში გან­ვაგ­რძე. გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს სფე­რო ჩემს ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და...

სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტი ამე­რი­კა­ში და­ვამ­თავ­რე. იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, ერ­თმა მე­გო­ბარ­მა ზუ­რაბ ჟვა­ნია გა­მაც­ნო. მა­შინ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ჯერ არ არ­სე­ბობ­და. მე და ჟვა­ნი­ას კი­დევ რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და და ასე ჩა­ვერ­თე პო­ლი­ტი­კა­ში.

აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტი ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი, ომ­შიც სა­კუ­თა­რი ნე­ბით წა­ვე­დი... ზუს­ტად არ მახ­სოვს - 22-23 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. „მხედ­რი­ო­ნე­ლებ­თან“ ერ­თად ვი­ყა­ვი. 800 მათ­გა­ნი იქ და­ი­ღუ­პა.

მხედრიონის წლები

„მა­შინ ქარ­თუ­ლი ჯარი არ არ­სე­ბობ­და. გვარ­დი­აც ემ­ბრი­ო­ნულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ომში ვნა­ხე ის უთავ­ბო­ლო­ბა, რაც არა­ვის ბრა­ლი არ იყო, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ყვე­ლას ბრა­ლი იყო. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, დაგ­ვენგრა ყვე­ლა­ფე­რი.

სა­მო­ქა­ლა­ქო ომმა ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მის მშე­ნებ­ლო­ბა გა­მო­რი­ცხა და ამ პე­რი­ოდ­ში ომის წა­მო­წყე­ბა არას­წო­რი ნა­ბი­ჯი იყო. იქ ჩას­ვლის­თა­ნა­ვე მივ­ხვდი, რომ ეს წა­გე­ბუ­ლი ომი გახ­ლდათ. ბევ­რი ვაჟ­კა­ცო­ბის მოწ­მე გავ­ხდი. ბი­ჭე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რი წვრთნი­სა და მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე ებ­მე­ბოდ­ნენ ომში და იღუ­პე­ბოდ­ნენ.

მა­გა­ლი­თად, ჩემი მე­გო­ბა­რი, ლე­ვან აბა­ში­ძე სა­ღა­მოს ვნა­ხე და მი­თხრა, რომ დი­ლით აფხა­ზეთ­ში მი­დი­ო­და (მა­შინ თბი­ლის­ში ცოტა ხნით ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი). ჩა­ვი­და თუ არა, იმა­ვე დღეს და­ი­ღუ­პა... რომ ამ­ბო­ბენ, იქ რა­ღაც მხე­ცო­ბე­ბი ხდე­ბო­დაო, - ტყუ­ი­ლია.

მხე­ცო­ბე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მე­ომ­რე­ბის მხრი­დან და­ი­წყო მა­შინ, როცა ჩვენ­მა ძა­ლებ­მა სო­ხუ­მი და­ტო­ვეს. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 500-მდე საქ­მე დევს. ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მხე­ცო­ბის ფაქ­ტე­ბი, და­უც­ვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ - ნამ­დვი­ლი ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და.“

ნახირში გაქცევა

17 წლის ასაკში ჩხუბი მომივიდა და ცოტახანი სვანეთში ნახირში ვიყავი. მაშინ ვიყავი ჩემს მეგობართან და მანდ ვნახე პირვერლად მკაცრი, ცივი ზამთარი. ისინი ყოველდღე შრომობდნენ დაუღალავად დილიდან საღამომდე. მევ ვეხმარებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ მთხოვდა.

მთელი ზამთარი იქ გავატარე... სვანეთი როგორც მეორე სახლი ისე იყო.

მაშინ 80-იან წლებში ცოტა აცვენილები ვიყავით. გაორება მქონდა, მე-6 კლასიდან კარგად აღარ ვსწავლობდი...

ეს უსამართლო გარემო იყო, რამაც უამრავი ადამიანი შეიწირა...

მინისტრობა

პრე­ზი­დენ­ტმა ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მომ­თა­ვა­ზა. მა­შინ­დე­ლი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, გია ვა­შა­ძე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრად გა­და­იყ­ვა­ნეს. მო­სა­ფიქ­რებ­ლად 2-3 დღე ვთხო­ვე.

ვი­ფიქ­რე, ავ­წონ-დავ­წო­ნე, მივ­ხვდი, რომ ეს ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოწ­ვე­ვა იყო და ამი­ტომ დავ­თან­ხმდი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე რჩე­ვა მა­მა­საც ვკი­თხე.

მან მი­თხრა: „უამ­რავ ისეთ ადა­მი­ან­თან გექ­ნე­ბა საქ­მე, ვი­საც ვე­რა­ფერს გა­ა­გე­ბი­ნებ, ამი­ტომ ბევ­რი ნა­წყე­ნი გე­ყო­ლე­ბა და მაგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას არ გირ­ჩე­ვო“.

პირველი მეუღლე

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ჩემი სამზარეულოს წესები“ ხომ გახსოვთ? ნიკას პირველი ცოლი ამ პროექტის მონაწილე სოფო გორაძე გახლდათ. ის შვილთან, ლიზასთან ერთად იღებდა მონაწილეობას. როგორც ნიკა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ლიზას კულინარია ძალიან აინტერესებს და სურს, ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოს გააცნოს, ისე როგორც იტალიელებმა ყველას შეაყვარეს პიცა...

როგორც ცნობილია, სოფო გორგაძე თელავის რაიონის, სოფელ შალაურში მესამე ქმართან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ნიკა რურუაზე დაქორწინებამდე ის ლაშა თაბუკაშვილის ცოლი იყო. თაბუკაშვილთან დაშორების შემდეგ, ის ნიკა რურუაზე დაქორწინდა. წყვილს ტყუპები - ლიზი და მარიამი ჰყავს, რომლებიც ამერიკაში დაიბადნენ.

უკანონო ქორწინება

ნიკა მეორედ აღარ დაქორწინებულა. მას საქყვარელი ქალისგან ვაჟი, გიორგი ჰყვას. როგორც თავად ამბობს, საჭირო არაა ერქვას ურთიერთობას სახელი, მთავარია ერთმანეთის პატივიცემა იყოს და მნიშვნელობა არ აქვს ცოლი ერქმევა თუ ქმარი.

შვილები

ნიკას 3 შვილი ჰყავს. ტყუპი გოგოები პირველი ცოლისგან და ვაჟი.

როგორც თავად ამბობდა, ძალიან მკაცრი არ იყო. შვილებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

გოგოებთან ურთიერთობას რაც შეეხება, პირად თემებზე არ საუბრობდნენ, მაგრამ როდესაც რჩევა სჭირდებოდათ, მამა ყოველთვის მათ გვერდით იყო.

ძირითადად წიგნებზე საუბრობდნენ...

როგორც თავად ნიკა აღნიშნავდა, ყოველდღე 2 საათით აუცილებლად კითხულობდა წიგნს.

თავადაც არის წიგნის ავტორი სახელწოდებით „50 ალბომით შემოპარული თავისუფლება“...

წიგნი მუსიკალურადაა გაფორმებული და საუნდტრეკიც აქვს...

დასავლურმა „რბილმა ძალამ“ – იქნებოდა ეს ამერიკული ჯაზი თუ კინემატოგრაფია, ლიტერატურა თუ როკ-ენ-როლი – ჯერ საბჭოთა იდეოლოგიის გაშიშვლება და მერე კი აღსასრული დააჩქარა;

„მან მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ „ხე ნაყოფით გამოიცნობა“ – ანუ საბჭოეთში მცხოვრებთათვის ნათელყო, რომ დასავლური სისტემა, თავისუფალი ბაზრითა და სიტყვის თავისუფლებით, კაპიტალიზმითა და კერძო საკუთრებით უფრო ღირებულ შედეგს ქმნიდა, ვიდრე მარქსისტულ-ლენინისტური სოციალიზმი მისი ხუთწლედებით, „გმირი დედებითა“ და მოწინავე მწველავებით.

თავისუფალი სამყაროს ეს „ნაყოფი“ ყველაზე დამარწმუნებელი არგუმენტი აღმოჩნდა იმის გასაგებად, რომელი იდეოლოგია სჯობდა სუპერსახელმწიფოთა ჭიდილში – სოციალისტური თუ კაპიტალისტური, კომუნისტური თუ დემოკრატიული“,- ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.

გარდაცვალება

ნიკა 2018 წლის 4 დეკემბერს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში დედამ ნახა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია

მშობლები მასთან ურთიერთობას მიშლიდნენ, რობერტს ჩუმად გავყევი – ბარძიმაშვილის მეუღლე


თბილისში 3000-მდე აბონენტს გაზის მიწოდებ...

11 წუთის წინ

გაზი

„ხაინდრავამ მითხრა, იარე შიშველი ოთახშიო...

26 წუთის წინ

ხაინდრავა პაიჭაძე

როგორი იქნება COVID-19-ის მეხუთე ტალღის...

41 წუთის წინ

გარდაცვლილი პაციენტი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟ...

56 წუთის წინ

გიორგი ფხაკაძე

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი