Digest Logo

„ჯვარზე გაკრული“ ხატია ბუნიათიშვილი, დაწუნებული სიმღერები და სხვა სკანდალური ამბები პიანისტზე

 19:58 ორშ. 15 თებერვალი
ხატია ბუნიათიშვილი

ახალგაზრდა პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მიღ­წე­ვე­ბი­სა თუ კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სკან­და­ლებში ხშირად ექცევა, ხატია ხშირად გამხდარა ყვითელი პრესისთვის სასურველი რესპონდენტი.

ამ სტატიაში ახალგაზრდა პიანისტის სკანდალურ ამბებზე გიამბობთ:

🔘2013 წელს პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის მკერდით აჭრელდა სოციალური ქსელი და ყვითელი პრესა.

2013 წელს ხატია გადაცემა „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი იყო, ხა­ტი­ამ დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­პყრო მა­ყუ­რებ­ლის გუ­ლე­ბი და ამის მი­ზე­ზი მისი თეთ­რი კაბა გახ­და, რომელიც მას ძალიან უხდებოდა, თუმცა ხა­ტი­ას ბი­უს­ტჰალ­ტე­რი არ ეცვა.

ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ტე­ლე­კა­მე­რე­ბის წინ, ღია ეთერ­ში, ბი­უს­ტჰალ­ტე­რის გა­რე­შე გა­მოჩ­ნდა. ცნო­ბი­ლი პი­ა­ნის­ტის ბუ­ნებ­რი­ვი მკერ­დის ზო­მამ და ფორ­მებ­მა სრუ­ლი­ად და­ი­პყრო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე და პო­პუ­ლა­რო­ბით "ნი­ჭი­ე­რიც" კი გა­და­ფა­რა, სა­დაც ჟი­უ­რი­ში გახ­ლდათ მიწ­ვე­უ­ლი.

ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა, ნანა ქავთარაშვილმა ხატიას თამამ ჩაცმულობაზე ერთ-ერთ მედია საშუალებასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ის ამბობს, რომ

„თამამი ჩაცმულობა ჩველებრივი მოვლენა იქნება, მერე ბევრი მიბაძავს. ეს გოგო კი ჯვარზე გააკრეს. აქ შურის მომენტიც არის. უფრო მუსიკოს გოგოებში გამოიწვია გაღიზიანება“- ამბობს ნანა ქვრვიშვილი.

🔘ხატია და პოლიტიკა

2020 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხატია ბუნიათიშვილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებდა.

„მეგობრებო, სიცრუეა!!! რაღაც პოლიტიკური საარჩევნო სია გამოქვეყნებულა, სადაც ხატიაც არის მოხსენიებული. ეს სიცრუე!!! და საერთოდ, მოსაბეზრებელია ამდენი ტყუილი” – წერდა სოციალურ ქსელში ხატია დედა, ნატალია ბუნიათიშვილი.

🔘ხატია ბუნიათიშვილი ელისო ვირსალაძემ გააკრიტიკა

Youtube არხზე გადაცემაში ЕщёнеПознер ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მას კონკრეტული პიანისტების სახელი და გვარები დაუსახელა და მათი შეფასება სთხოვა.

მათ შორის იყო ხატია ბუნიათიშვილიც, რომელიც ვირსალაძემ გააკრიტიკა.

„საშინელება… თქვენ პოპულარობის მიხედვით არჩევთ, ხომ… უდაოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა. მაქვს შეგრძნება, რომ განათლება აკლია. თუმცა დღევადელ დღეს ეს არ მაკვირვებს, რადგან ასე ბევრი უკრავს - ტექსტისადმი ფუქსავატი დამოკიდებულებით. მე ამას დაუშვებლად მივიჩნევ. ეს ადამიანები, რომლებიც ასე კარგად გრძნობენ დღესდღეობით თავს, თუ დაწერდნენ, რომ ეს კლასიკური მუსიკა კი არ არის, არამედ არის ინტერპრეტაცია, ანუ გასართობი მუსიკა კლასიკური მუსიკის მიხედვით, კიდევ ნორმალური იქნებოდა.

ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება მიუღებლად მიმაჩნია.
ეს ცუდია დამწყები პიანისტებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ და ჰგონიათ, რომ ასეა საჭირო“, -
განაცხადა ელისო ვირსალაძემ.

🔘ელისო ვირსილაძის შემდეგ ხატია მანჩო გიორგობიანმა გააკრიტიკა.

„გენიალური ქალი ელისო ვირსალაძე, მაღალი ხელოვნების ღირსეული წარმომადგენელი და საინტერესო ინტერვიუ!…

და ნუ იცით ეს კონტექსტიდან ამოგლეჯა, კატასტროფული არაფერი უთქვამს, ბევრ მუსიკოსზე დაისვა კითხვა და მათ შორის, ბუნიათიშვილზეც… ნაციონალური ნიშნით ხომ არ გამოარჩევდა?!. აღნიშნა, რომ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ნამდვილი განათლება აკლია, რაც სამწუხაროაო.. და სხვებსაც არჩევს, ზოგადად, კომერციული მიზნებისთვის გაპაპსავებულ კლასიკურ მუსიკაზეც მსჯელობს.. ასეთ შესრულებებს, მაშინ სხვა სახელი უნდა ერქვასო…
ბუნიათიშვილზეც მართალია, ჩემი აზრით… ხანდახან, კლასიკაა თუ „სექსი პლიაჟზე“, რომ ვერ გაიგებ და როგორც ჩემმა მეგობარმა შეადარა – „როიალს რომ ვიბრატორივით ხმარობს“- „საშინელებაა“, ალბათ ამაზე წამოცდა და შეცვალა მერე – „ტალანტიაო“ … უმჯობესია, დაუჯეროს ვირტუოზს და განვითარდეს“, – წერდა მანჩო გიორგობიანი.

🔘რომანი

ხატია ბუნიათიშვილის ურთიერთობა ჰქონდა, ინგლისელ მსახიობ ორნალდო ბლუმთან.

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ორლანდო ბლუმის და ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის რომანის შესახებ მსოფლიო პრესა აქტიურად წერდა, სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ვარსკვლავი პაპარაცებმა პარიზის ქუჩებში შენიშნეს, სადაც ის მომხიბლავ უცნობ ქალთან ერთად სეირნობდა.

პაპარაცული ფოტოების გავრცელების შემდეგ, პრესა და ბლუმის ფანები არკვევდნენ, თუ ვინ იყო „ამოუცნობი, შავთმიანი, მისტიკური ქალბატონი", ქართველებმა კი ფოტოებზე მაშინვე შენიშნეს, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავთან მოსეირნე ლამაზმანი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილია.

თუმცა წყვილის ურთიერთობა დიდიხანს არ გაგრძელებულა, ისინი მალევე დაშორდნენ.

🔘დიდი სკანდალი პატარა ჰოლანდიაში:

წლების წინ მიხეილ სააკაშვილის Facebook საბოლოოდ გადაიქცა ექსპრეზიდენტის ბოლო ფავორიტისა და პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის სარეკლამო გვერდად, რაც დიდი სკანდალის მიზეზი გახდა პატარა ჰოლანდიაში - სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის მშობლების სახლში, სადაც საქართველოდან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორიოდე დღით ადრე გაქცეული მიშა ქართულ მართლმსაჯულებას ემალება.

საქინფორმი იუწყებოდა, რომ 17 ნოემბრის ჩანაწერის შესახებ ვიდეოკლიპის - ავლაბრის ცირკის გუმბათქვეშ ხატია ბუნიათიშვილის საცირკო ნომრის - თანხლებით, რომლის გამო ჯამბაზი მიშა 2013 წლის 9 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლის მინის გუმბათზე ავიდა, საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნა და პიანისტთან მისი სიყვარულის განმასახიერებელი გულებიანი დროშა აღმართა.

სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე მაშინ, კიდევ ერთი ჩანაწერი გააკეთა და ხატია ბუნიათიშვილის შესახებ ყველა საქებარი გამოხმაურების ჩამონათვალი განათავსა.

„მსოფლიოს ნომერ პირველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ასრულებს შოპენის ნაწარმოებსა და მეგრულ ნანას. ვიდეოში ასევე ასახულია აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელ ხიდზე, ხატიას მიერ ვაგიორქომას შესრულების კადრები” - ასე დაასათაურა სააკაშვილმა ეს ჩამონათვალი (იხ. ქვემოთ).
• „უდიდესი პიანისტი“ – “Le Figaro”
• „როიალის ახალი დედოფალი“ – “Pianiste”
• „თანამედროვეობის ყველაზე აღმაფრთოვანებელი პიანისტი, რომლის თითოეული ბგერა გულიდან მოდის“ – “The Guardian”
• „ხატია ახალგაზრდული მგზნებარებისა და ამქვეყნიური სიბრძნის საუცხოო შერწყმაა“ – “Financial Times”
• „ხატია თავისი განსაცვიფრებელი ტალანტით, ჭეშმარიტი სილამაზითა და მომაჯადოვებელი ინდივიდუალობით არის სიმბოლო ამისა თუ ვინ გვსურს ვიყოთ ჩვენ ყველანი... ჩვენში ყველაში გარკვეულწილად არის ხატია" - ვივიენ რედინგი, ევროკომისარი“- წერდა მიხეილ სააკაშვილი.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ

ქართველი პოლიტიკოსების საყვარლები - სკანდალური ისტორიების უცნობი დეტალები

მაკა ზამბახიძის ქმრები - მომღერლის გემოვნების ევოლუცია

სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი


„მოკლული ბიჭის საფლავზე არ ადის?“ – ნანუ...

14 წუთის წინ

ნანუკა ჟორჟოლიანი

წვიმა, ქარი, შტორმი - საქართველოში ამინდ...

50 წუთის წინ

ამინდი

„სიცხის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება...

58 წუთის წინ

წინდა


„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები -...

13:25

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ვიდეო: ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილ...

10:09

ივანიშვილები

„ძალიან მენატრება“ – რა ფოტოს აქვეყნებს...

09:12

სოფო ნიჟარაძე მომრერაალი

ვინ აკეთებდა რეალურად რუსულ საქმეს საქარ...

17:24

ჰესი, მიხეილ სააკაშვილი -
ფოტოკოლაჟი

ჯარჯი წიკლაური გირგვლიანზე - 28 წლის ბიჭ...

17:03

პროკურორი

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექ...

16:56

ბექა არჩვაძე

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმ...

16:54

ზვიდაური

ანდრია გვიდიანი: ეს კაცი არაფერს ნანობს,...

16:51

ექსპერტი ანდრია გვიდიანი

პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული...

16:23

პროკურორი

მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწ...

16:19

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე

„სახეში მირტყამდა, თან მკოცნიდა და მეუბნ...

16:06

სააკაშვილი

თამთა მეგრელიშვილი: ფაქტია, ყოფილი პრეზი...

15:48

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge