Digest Logo

ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა

 17:55 ოთხ. 24 თებერვალი
მუსიკოსი ირაკლი
ჩარკვიანი

მუსიკოს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. გთავაზობ ბლიც ინტერვიუს, რომელიც მან საკუთარ თავთან ჩაწერა:

მაღიზიანებს - ბევრი რამ – ჟურნალისტების დაბალი კომპეტენცია.

ვგრძნობ - ყველაფერს

მეშინია - არაფრის

ვიცი - არაფერი

არ ვიცი - არაფერი

შემიძლია - ყველაფერი

არ შემიძლია - ყველაფერი

ვმეგობრობ - ყველასთან

ვაპატიებ - თითქმის ყველაფერს – მართლა შემოქმედს ყველაფერს, ”სიაფანდს” – არაფერს

ვტირი - თითქმის არასოდეს

ვიცინი - ყოველდღიურობაზე

ვეძებ - სიმყუდროვეს

ღირსი ვარ - ვიყო ის, რაც ვარ

ვჩხუბობ - კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება

ვკარგავ - დროს

მშურს - არაფრის

ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ

ვემტერები - თაღლითებს

მაინტერესებს - ყველაფერი

არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება

მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი

მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ

უარვყოფ- მარქსიზმს

ვავადმყოფობ - იშვიათად

ვმალავ - არაფერს

ვინახავ - ფულს ბანკში

მწამს - მუსიკის

მიკვირს - ყველაფერი ახალი

მიხარია - ის, რომ მამა ვარ

ვჭორაობ - პოლიტიკაზე

ვდარდობ - იშვიათად

ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით

ვაკეთებ - საკუთარ სიმღერებს

ვეფერები - საკუთარ შვილს და ცხოველებს

მსიამოვნებს - ოჯახური სიმყუდროვე

მესიზმრება - გამთლიანებული საქართველო

ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ყველას

ვეწევი - სიგარეტ „კენტს“

მწყინს - როცა მატყუებენ

ვხარჯავ - ენერგიას

ვღალატობ - ხანდახან პრინციპებს

ვკამათობ - გემოვნებაზე

ვუხეშობ - საკუთარ ძაღლთან

ვუსმენ - მოცარტს

ვყოყმანობ - იშვიათად

ვკითხულობ - წიგნებს ცხოველებზე

ვამზადებ - ყავას

ვუყურებ - კომპიუტერის მონიტორს

ვკლავ - არავის

ვაფუჭებ - არაფერს

ვცხოვრობ- მშვიდად

ვცემ - არავის

ვყვირი - არასოდეს

ვმღერი - ყოველთვის

ვასრულებ - საკუთარ სიმღერებს

დავდივარ - ძაღლის გასასეირნებლად

ვმკურნალობ - მოჭარბებულ ემოციებს

ვერიდები - ალკოჰოლურ სასმელებს

ვთამაშობ - კომპიუტერულ თამაშებს

ვიტყუები - არასდროს

ვეთაყვანები - დიდ კომპოზიტორებს

ვგიჟდები – საკუთარ შვილებზე - 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე

მიყვარს - მუსიკა

ვოცნებობ - მშვიდობაზე

ვფიქრობ - შვილებზე

მძულს - ტყუილი

ვნანობ- არაფერს

კმაყოფილი ვარ - მუსიკით

მენატრება - ცა

მსურს- ბევრი რამ

ვაგროვებ - საკუთარ გამოცდილებას

ვიხდი- ყველაფერს

ვეჭვიანობ - არაფერზე

„ვკაიფობ” - ყველაფერზე

ვიზიდავ - ყველას

ვალამაზებ - ყველაფერს.

შვილის გარდაცვალების დღეს გელა ჩარკვიანი ასე ეხმაურება:

„15 წელი ირაკლის გარდაცვალებიდან ჩემთვის დღესაც ორი ირაკლი არსებობს: ერთი – ჩემი და ნანას პირმშო. ის ჩემს მეხსიერებაში მარად ბავშვად დარჩება. სწორედ ამ ბავშვის – ირაკლის სიკვდილი განვიცადე ასე მწარედ 2006 წლის 24 თებერვალს. მეორე – მიამიტი და იმავდროულად უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი. ის არ მომკვდარა. „სათქმელი თქვა და უბრალოდ კარი გაიხურა“ , - წერს გელა ჩარკვიანი.


მსგავსი სიახლეები

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე