Digest Logo

გიორგი რურუას სიმამრობა, შვილის გარდაცვალება და მეუღლის დაკარგვა - გივი სიხარულიძის უცნობი ამბები

 14:29 კვი. 28 თებერვალი
გივი სიხარულიძე

მსახიობ გივი სიხარულიძეს ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. მან დაკარგა მეუღლე და ახალგაზრდა შვილი.

როგორც თავად ამბობს, ეს დაიმსახურა, რადგან შეცდომები დაუშვა.

ის პირადზე ჟურნალისტებთან გულახდილად საუბრობს...

თორაძის ამბავი

ალბათ, გახსოვთ, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა დააპატიმრეს, იარაღის უკანონო შენახვა-ტერების ფაქტზე.

ამ ამბავს გამოეხმაურა მსახიობი, გივი სიხარულიძე, რომლის სიძეც გიორგი რურუა გახლავთ. რუ­რუ­ას მისი შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო სი­ხა­რულ­ძე ჰყავს ცო­ლად. სიხარულიძის თქმით, ამ საქმეში რურუა უკანონო პატიმარია.

მის ამ განცხადებას კი თავის მხრივ გამოეხმაურა, „ვერელი თორაძეების“, გადარჩენილი წევრი, თამარ თორაძე.

თამარის თქმით, სიხარულიძე სირაქლემას პოზიციას იკავებს, რადგან შვილი რურუას გამო დაკარგა.

„თავად ჩმორო, მოგულავე ერთი ბ..ზი კაცი იყავი. შვილებიც რომ გეკიდა, ცოლიც და ყველა!

შენზეც ბევრი ვიცი, ჩმორო!

ვერავინ ბედავს ხმამაღლა მაგის თქმას და შენც სირაქლემას როლს თამაშობ, რომ ჩმორი არ დაგიძახონ!

პ.ს ოჯახის პატივისცემა შენ არასდროს იცოდი გივი სიხარულიძევ! რაზე გელაპარაკო ამხელა კაცს საკუთარი ცოლ-შვილი ვერ დაიცავი ავისგან და თავად გულაობაში გაატარე ცხოვრება!“,-წერდა თამარ თორაძე.

გარდაცვლილი შვილი

მივიღე ის, რაც დავიმსახურე. ეტყობა, ვერ ვცხოვრობდი ისე, როგორც საჭირო იყო. რაღაცებში ჩავიჭერი და დავიმსახურე.

რა თქმა უნდა, მერჩივნა, დავკარგულიყავი და ჩემი შვილი დაიკარგა 4 მეგობართან ერთად… დაიკარგნენ ოთხივე, მხედრიონის დროს, ვერაფერი გავიგე, ვერაფერი გავარკვიეთ.

ერთადერთი ის მაბედნიერებს, რომ ულამაზესი შვილი დამრჩა მისგან, სოფიკო… ვეძებეთ, ყველაფერი ვეცადეთ, მაგრამ ეს სადღაც ბულგარეთში მოხდა. ასე ბუნდოვნად წავიდა. მე მყავდა პირველი მეუღლე, უწესიერესი ადამიანი, რომელთანაც არ ვიქცეოდი კარგად და ვფიქრობ, ღმერთმა ამის გამო დამსაჯა…

მეუღლის გარდაცვალება

მე­უღ­ლე რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ლა­მის საფ­ლავ­ში ჩავ­ყე­ვი. მა­ნამ­დე ცხრა წელი ჯვარ­ზე ვეც­ვი. ღმერ­თს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ღმერ­თო, ჩემი ცოლი გა­და­არ­ჩი­ნე და მე წა­მიყ­ვა­ნე-მეთ­ქი. ამას გუ­ლით ვამ­ბობ­დი. ასე მხო­ლოდ იმი­ტომ ვიქ­ცე­ო­დი, რომ ამ ადა­მი­ან­მა თავი შემ­წი­რა, ჩე­მით და შვი­ლე­ბით ცხოვ­რობ­და. თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა თით­ქმის არ ჰქონ­და. მეც თავ­ზე ვევ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ პრე­ტენ­ზი­უ­ლი კაცი ვარ. არ მიყ­ვარს, როცა ცოლი ბა­ზარ­ში და­დის და ვი­ღა­ცებს ეხ­ვე­წე­ბა, ათი კა­პი­კი და­მი­კე­ლიო.

ვთვლი, რომ მა­მა­კაც­მა ცოლი ბა­ზარ­ში არ უნდა გა­უშ­ვას. ყე­ლა­ფე­რი მიმ­ქონ­და სახ­ლში. უჩე­მოდ ჩემი ცოლი ვერ წა­ვი­დო­და ვერც თე­ატ­რში და ვერც კი­ნო­ში.

ჩემი ცოლი ექი­მი იყო და რო­გორც კი მო­რი­გე­ო­ბა­ზე მიდ­გა საქ­მე, ჯერ ფულს ვაძ­ლევ­დი ერთ გა­ჭირ­ვებ­ულ ექიმს და ის მო­­რი­გე­ობ­და მის მა­გივ­რად და შემ­დეგ, როცა იმ ბიჭ­მა ფული იშო­ვა და უარი მი­თხრა, ცო­ლის მა­გივ­რად მო­რი­გე­ო­ბა­ზე, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნე. ქალი მო­რი­გედ არ უნ­და იყოს. მან თა­ვის შვი­ლებ­თან უნდა იმ­­ორი­გე­ოს.

სა­მა­გი­ე­როდ, და­სას­ვე­ნებ­ლად სულ ერ­თად დავ­დი­ოდით და ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რაც ქმარ­მა თა­ვის ერ­თგულ მე­უღ­ლეს უნდა გა­უ­კე­თოს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, ნამ­დვი­ლი, ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი გვქო­ნო­და. ჩემი შვი­ლე­ბის­თვის დედა ყვე­ლა­ფე­რია. მე არაფ­რად მი­ვაჩ­ნი­ვარ. ჩემს ცოლს უდი­დეს პა­ტივს ვცემ­დი.

არ არ­სე­ბობს, ჩემი ცო­ლის ფო­ტოს­თან ლარ­ნაკ­ში ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი არ იყოს. ის ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებ­და ამას.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ცდების ჩატარება რუსებზე და დავით კიკალიშვილის სიმამრის გადარჩენა - ვინაა ქართველი მკურნალი, რომელიც უკურნებელ დაავადებებს მალამოებით არჩენს

ოცნება განდეგილობაზე, სიყვარულის უუნარობა და სხვა ამბები გიორგი გაბუნიაზე

17 წლის ასაკში ქორწინება, ელჩი ქმარი და 3 შვილი - თაკო ჩხეიძის პირადი



მაისის პირველი ორი კვირა ძალიან მძიმე გვ...

2 წუთის წინ

პაატა იმნაძე, იმნაძე

დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი ავტოფარეხ...

7 წუთის წინ

ფარეხი

„გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივა...

38 წუთის წინ

კოკაია


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

48 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge