Digest Logo

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

 21:59 პარ. 14 მაისი
სელებრითები

მაშინ, როდესაც სიყვარული ძალას კარგავს, წყვილი ერთმანეთს ღალატობს და მათი ურთიერთობა უკვე ტაბლოიდური პრესის ყურადღების ცენტრში ექცევა.

„დაიჯესტი“ გთავაზობთ ცნობილი ქართულ ოჯახებს, რომლებიც სწორედ ღალატის გამო დაინგრა.

შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე

საქართველოს სექს-სიმბოლო, მსახიობი, შორენა ბეგაშვილი და ბიზნესმენი, ირაკლი ნანაძე დიდი ხანია დაშორდნენ ერთმანეთს...

შორენა ბეგაშვილმა საკუთარ გადაცემაში საჯაროდ განაცხადა, რომ ქმარი ღალატობდა.

„როცა ევა სტამბოლის კლინიკის რეანიმაციაში სიკვდილს ებრძოდა, ჩემი ქმარი ჩემ გვერდით არ იყო. თვეების მანძილზე იქ ჩვენ მარტო ვიყავით და ის თბილისში ერთობოდა... ეს გრძელდებოდა წლები და მივატოვე“- ამბობს შორენა ბეგაშვილი.

„დღეს მე ძლიერი და შემდგარი ქალი ვარ“- ამბობს ქართველი სექს-სიმბოლო.

გიორგი ყიფშიძე და კრისტი ყიფშიძე

გიორგი და კრისტი ყიფშიძეები ერთმანეთს წლების წინ სკანდალურად დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზიც ღალატი გახდა, გიორგის და კრისტის ცხოვრებაში მსახიობი ია სუხიტაშვილი გამოჩნდა. მოგვიანებით, იამ საჯაროდ აღიარა, რომ ყიფშიძეების წყვილმა სწორედ მის გამო დაანგრია ოჯახი.

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობის ნიადაგზე დაინგრა მისი ოჯახი. გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს იცოდა მთელმა თბილისმა და ამას არ ვმალავდით.
გვქონდა ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება“ - ამბობს განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ია სუხიტაშვილი.

თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და გია როინიშვილი

თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გია როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა თამრიკოს მეგობარი იყო და სწორედ მეუღლისგან გაიცნო ის გია როინიშვილმა, კი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა.

თამრიკო ჭოხონელიძემ წლების განმავლობაში არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ თამრიკომ მეუღლეს ღალატი აპატია და შერიგდნენ.

გიორგი მახარაძე და მარიამ როინიშვილი

მარიამი და გიორგი მახარაძე დაშორების ამბავს წლების განმავლობაში მალავდა, თუმცა საქართველოში რა დაიმალება და არც მათი დაშორების ამბავი გამორჩენია მედიას.

პრესაში გავრცელდა ჭორი, რომ მარიამ როინიშვილს მახარაძემ უღალატა და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი დაშორების. მარიამმა ქმარს ღალატი არ აპატია. თავად ამის შესახებ ისინი არასდროს საუბრობენ.

გიორგი მახარაძე კი, დაშორების მთავარ მიზეზად ხასიათის შეუთავსებლობას ასახელებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი და ირეკლე კოდუა

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის და გენერალ ერეკლე კოდუას სიყვარულის შესახებ, წლების წინ მთელი თბილისი ალაპარაკდა. კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ყოფილ მეუღლესთან, ნინო ენუქიძესთან გაშორებული ფაქტობრივად არც იყო.

კოდუას და ჟორჟოლიანს ვაჟი საბა ჰყავთ. მათი ოჯახი დაინგრა და ამის შესახებ საზოგადოებას თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა აცნობა. ამბობენ, განშორების მიზეზი უმშვენიერესი, სტუდენტი კატია დიდა გახდა, რომელიც ერეკლე კოდუამ უცხოეთში გაიცნო. თავად ნანუკა კი ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ორი ადამიანის ურთიერთობას მესამე პირი ვერ დაანგრევს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - ცოტა რამ მარიამ როინიშვილზე

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე


მსგავსი სიახლეები

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

19 წუთის წინ

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

26 წუთის წინ

კორონაზე

„ეს გოგო აღარ არის... პანდემიის მანძილზე...

11:46

სოფო ბერიძე


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი

მიხეილ ჩხენკელი: ძალიან მნიშვნელოვანი და...

21:56 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი
მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი: ნიუ-იორკის უნივერსიტეტი...

21:50 შაბ. 25 სექტემბერი

განათლების მინისტრი