Digest Logo

გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?

 22:36 ხუთ. 8 აპრილი
გეგა და თინა

Wish you Were Here... ციხის კედლებზე ჩუმად ამოტვიფრული ეს ფრაზა გეგა კობახიძისა და თინა ფეტვიაშვილის დიდი სიყვარულის ისტორიას ჰყვება...

ყველაფერი სატელეფონო კავშირით დაიწყო... თინამ არ იცოდა ვის ესაუბრებოდა და ერთხელაც „იდუმალი ბიჭის“ ნახვა გადაწყვიტა, რომელიც ხეიბარი იყო...

 

დიახ, კობახიძე ასეთი უჩვეულო იყო... თინა მოატყუა, რომ ხეიბარი იყო და ყველაფერი აქედან დაიწყო... მათი წყვილი ყველასგან გამოირჩეოდა, განსხვავებული აზრები და მისწრაფებები ჰქონდათ...

თავისუფლება უნდოდათ... უნდოდათ ზღვა დაგაეცურათ... ამისთვის გეგმა შეიმუშავეს მეგობრებთან ერთად, თვითმფრინავის გატაცება, დანაკარგის გარეშე... თუმცა, ამ საქმეს უსისხლოდ არ ჩაუვლია, როგორც იცით ბევრი ადამიანი დაშავდა და მათი თავისუფლებისკენ ტრფობა ტერორიზმად მონათლეს...

„თვითმფრინავის საქმის“ გამოძიება იმდროინდელმა კაგებემ საკუთარ თავზე აიღო...

ბოლო სასამართლო პრეცესზე თინა ამბობს: „ჩვენ თავს დამნაშავედ ვცნობთ... იყო ბოროტმოქმედი ამაში საამაყო არაფერია, რა თქმა უნდა ვნანობ...

საქმე კი ასეთი განაჩენით დასრულდა: დახვრეტა!

დიახ, თავისუფლებისთვის ბრძოლის ჯილდო დახვრეტა აღმოჩნდა. გადარჩა ორსული თინა ფეტვიაშვილი.

როგორც თავადთინა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თავისი განაჩენი არ გაუგია, მხოლოდ გეგას დახვრეტაზე ფიქრობდა...

3 თვის თინას მუცელი ციხეში მოუშალეს, იმდროინელმა სამართალდამცავებმა კი სასამართლოს განაჩენი აღასრულეს...

როგორც ცნობილია, თინა ფეტვიაშვილი ციხეში, დაახლოებით, 6 წელი იჯდა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაათავისუფლეს...

ის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გათხოვდა... ამის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი ჰყვება.

„თინიკო რომ გათხოვდა ჩემთან მოვიდა... ნათელა დეიდა, ერთ ბიჭს ვუყვარვარ, რომ გითხრათ ვგიჟდები მასზე, ეგრეც არაა, მაგრამ სჯობია გავთხოვდეო...

მე ვუთხარი, რომ ოჯახის შექმნაზე კარგს ვერაფერს იზამდა... პირველად რომ შვილი მანახა, მეგონა გეგას თვალებმა შემოანათა... ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან“,- ამბობს მაჭავარიანი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლა თინა კვიპროსზე მეორე ქმართან ერთად ცხოვრობს... მისი მეუღლე მსახიობ სოსო ლაღიძის შვილი, გიორგი ლაღიძეა... მათ ერთი შვილი ჰყვათ...

როგორც სოსო ლაღიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას განმარტავს, ოჯახს თინას ცოლად მოყვანის გამო კონფლიქტი არ ჰქონია...

„გიორგი და თინა 1992 წელს წავიდნენ საქართველოდან. ჯერ გიორგი გახდა საბერძნეთის მოქალაქე, მერე – თინა.

მათ ერთი ვაჟი ჰყავთ, ჩემი სეხნია – სოსო ლაღიძე, უკვე კვიპროსის ჯარში ჩაირიცხა.

სოსო კარგად მღერის, გიორგიც თავის ჩამოყალიბებულ ანსამბლშია, კარგად უკრავს გიტარაზე, ხან სად მართავენ კონცერტებს, ხან – სად.

გიორგიც და თინაც მხატვრები არიან და მხატვრობით ირჩენენ თავს.

თუ აქვთ შეკვეთა, ხომ ძალიან კარგი, თუ არ აქვთ, მე ვეხმარები აქედან.

გიორგი და თინა ერთხელ მაინც ჩამოდიან ხოლმე საქართველოში. მეც ვიყავი ჩასული სტუმრად მათთან, კარგად მიმასპინძლეს....

უნდათ აქ ჩამოსვლა, მაგრამ მხატვრობით თავს ვერ ირჩენენ...

თანაც თინასთვის მძიმეა ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ, ახლა მისთვის ეს პრობლემა აღარაა.

გეგა კობახიძე ძალიან კარგი პიროვნება და მსახიობი იყო. თინას ოჯახში გეგას ფოტო როიალზე იდო, მაგრამ ეს არც გიორგისთვის იყო პრობლემა და არც ჩვენთვის.

პირიქით, აქაურობა ძალიან ენატრებათ, ჩვენც ვენატრებით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოდიან.

მისი ჩვენს ოჯახში შემოსვლა პრობლემა არასდროს ყოფილა... ის საშინელი დრო უკვე დამთავრდა...

თინასაც მოხდილი ჰქონდა სასჯელი – 6 წელი გაატარა საპატიმროში.

გიორგიმ და თინამ ერთმანეთი სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. თინა ახალი გამოსული გახლდათ ციხიდან, როცა აკადემიაში აღადგინეს.

ძალიან მორიდებული იყო, ყველა მას უყურებდა. იმ პერიოდში, ცოტა თავსაც არიდებდნენ. გიორგი არ შეუშინდა იმ ყველაფერს, გვერდში ამოუდგა, შეუყვარდათ ერთმანეთი, მერე მეც გამიმხილა, რომ თინა შეუყვარდა.

მე ძალიან კარგად მივიღე რძალი....

ახლაც, კარგ მამამთილობას ვუწევ თინას. აქ კარგი ბინა მოვუწყვე მათ. სახელოსნოც აქვთ. როცა საქართველოში მოდიან, მათ ბილეთებს საკუთარ თავზე ვიღებთ, გიორგის ბილეთი ჩემი საყიდელია, თინას ბილეთს მისი სიძე, გია ბაზღაძე ყიდულობს. ასე გვაქვს გადანაწილებული ფუნქციები და ასე მიდის ჩვენი ცხოვრება...“- ამბობს ლაღიძე.


🔘 აგრეთვე წაიკითეთ უცნობი სასიყვარულო ისტორიები:

ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები

რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?



მსგავსი სიახლეები

23 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ე...

56 წუთის წინ

შუქი

„მსოფლიოში კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდება...

23:42 ოთხ. 22 სექტემბერი

ფხაკაძე

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 ოთხ. 22 სექტემბერი

23 _ ჰოროსკოპი


„შვილის ტოლი გოგო გააუპატიურა, თან ნათეს...

11:24 ოთხ. 22 სექტემბერი

ლენტი ავარია

ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელებში არ პ...

18:28 ოთხ. 22 სექტემბერი

წყვილი

„საიდან არის ამდენი დაავადება ბავშვებში?...

11:24 ოთხ. 22 სექტემბერი

დეკანოზი შალვა კეკელია

„ჩემს შესახებ აბსურდული ჭორები გამიგია“...

18:00 ოთხ. 22 სექტემბერი

მაკა ცინცაძე

„დღეს მე რაღაცას ვაღიარებ... ბოდიში მინდ...

14:18 ოთხ. 22 სექტემბერი

მსახიობი რუსკა მაყაშვილი

„3 თვის ქირა გადაუხადა უცხო ბებოს… ეს ბი...

09:35 ოთხ. 22 სექტემბერი

მამა ნექტარიოსი

პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს შეხვ...

20:23 ოთხ. 22 სექტემბერი

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩრდილოატლანტიკურ ალ...

20:19 ოთხ. 22 სექტემბერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, ლატვიის
რესპუბლიკის პრეზიდენტი
ეგილს ლევიტსი

„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბროლაურში,...

19:49 ოთხ. 22 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

მამუკა მდინარაძე - თუ ის დადასტურდება, რ...

18:34 ოთხ. 22 სექტემბერი

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე Digest.ge

ირაკლი კობახიძე: არავის დაუბრალებია გიორ...

18:09 ოთხ. 22 სექტემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

„თქვენ ეპისკოპოსებსა და ჩინოვნიკებს ფეხე...

18:01 ოთხ. 22 სექტემბერი

ნუგზარ სულაშვილი

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ უნდა ავი...

17:32 ოთხ. 22 სექტემბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„ვიღებთ მოლოცვებს“ - ვარლამ გოლეთიანის პ...

17:23 ოთხ. 22 სექტემბერი

რიონის ხეობის მცველი
ვარლამ გოლეთიანი Digest.ge

„ემა გოგოხია ქალი, რომელსაც დედამიწის ზუ...

16:43 ოთხ. 22 სექტემბერი

ნათია და ემა