Digest Logo

გარდაცვლილი შეყვარებული, წელიწად-ნახევარში დანგრეული ოჯახი და უამრავი თაყვანისმცემელი - ჭორ-მართალი ქრისტინე იმედაძის შესახებ

 14:13 ხუთ. 4 თებერვალი, 2021 წელი
ქრისტინე იმედაძე

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის პირად ცხოვრებას ადამიანები ინტენსიურად განიხილავენ. ყოფილმა ბალერინამ მომღერლობა ისურვა, შემდეგ ტელეეკრანებზეც გადაინაცვლა, ბოლოს კი დიზაინერობას მიჰყო ხელი.

საკუთარი ძალებით დიზაინერული სახლი „სამი“ დააფუძნა და ქალბატონებს გემოვნებიან ტანისამოსს უქმნის. როგორც თავად აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში, ხელოვნებისადმი სიყვარული დედამ ჩაუნერგა.

 

ქრისტინეს დედა

ირმა გოგლიძე პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა. ქრისტინეს დედა წლების მანძილზე ხელოვნების ინსტიტუტში მუშაობდა, თუმცა რთული პერიოდის გამო, საყვარელი სამსახური მიატოვა. მოგვიანებით ირმა გოგლიძე სამკაულების შექმნით დაინტერესდა.

მის კოლექციებში სხვადასხვა ქვა დომინირებს, რომლებსაც, მოგზაურობისას პოულობს და საქმის გასაგრძელებლად ჩამოაქვს.

როგორც ცნობილია, ირმა გოგლიძეს რამდენიმე გამოფენაც ჰქონდა.

კარიერა



იმედაძის კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და ქრისტინე ჯერ კიდევ თინეიჯერები იყვნენ.

გარდაცვლილი შეყვარებული

ქრისტინე იმედაძე ჟურნალისტებთან ნაკლებად საუბრობს პირად ურთიერთობაზე. თუმცა, მის პირადზე მაინც ყველა საუბრობს და ხან ვის შეყვარებულად „ნათლავენ“ და ხან ვის...

მისთვის პირადი პირადია და არ უყვარს, როდესაც სხვები ერევიან ასეთ საკითხებში.

თუმცა, საზოგადოებას ემახსოვრება, გადაცემა „პროფილში“ მონაყოლი ამბავი, სადაც ქრისტინე ბავშვობის სიყვარულზე და შეყვარებულზე საუბრობდა. მისი თქმით, ბავშვობის სიყვარული ტრაგიკულად დასრულდა და შეყვარებული გარდაეცვალა.

მეუღლე და ერთი შვილი

მისი პირადი ცხოვრება რამდენჯერმე გახდა განხილვის საგანი, ხშირად სხვადასხვა სიმპათიურ ფეხბურთელთან აწყვილებდნენ, თუმცა ოფიციალურად ქრისტინე ერთხელ იყო გათხოვილი.

მისი რჩეული ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო. ცნობილია, რომ 39 წლის სპორტმენმა კარიერის საუკეთესო წლები უკრაინის საფეხბურთო კლუბ „მეტალისტს“ დაუკავშირა.

დაოჯახებისას ლაშა 29 წლის იყო. წყვილს ერთი ქალიშვილი ტაისია შეეძინა. მათი ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. ქრისტინემ და ლაშამ სულ წელიწად-ნახევარი იცხოვრეს ერთად.

თორნიკე, თოშა ქებურია და ქრისტინე

ქართველი მილიონერისა და ქველმოქმედის ბუბა ქებურიას ვაჟი, თორნიკე, ანუ თოშა, დიდი ხანია, ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში მოექცა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

თოშა სიმპათიური ბიჭია, უამრავი საინტერესო გატაცება აქვს, პირველ რიგში კი მანქანებისა და მოტოციკლების სიყვარული და ამ ყველაფერთან ერთად, ოჯახის ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ მიიჩნევა.

თოშა დასთან, დიზაინერ ლიკა, იგივე რია ქებურიასთან ერთად, 20 წლის ასაკში საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად, თუმცა შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

როგორც თავად ამბობს, ბაიკერი არ იყო, მაგრამ ამ სფეროში ჩართული ადამიანების გაცნობის შემდეგ, ძალიან დაინტერესდა და ბაიკერი გახდა.

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სამ ქვეყანაში, საფრანგეთში, რუსეთსა და საქართველოში პრესტიჟული სასტუმროები და რესტორნები აქვს. ოფიციალური მილიონერი გახლავთ, თუმცა დიდ თანხებს ხარჯავს ქველმოქმედებისთვის. მისი მონაწილეობით ქართველებისთვის პარიზში წმინდა თამარ მეფის სახელობის ეკლესია აშენდა. საზოგადოებისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი თორნიკესა და დიზაინერ ლიკა ქებურიას გარდა, ბიზნესმენს მესამე შვილიც ჰყავს, გიორგი, რომლის შესახებ ყველაზე ნაკლები ინფორმაცია არსებობს.

სწორედ თოშასთან დააწყვილეს ქრისტინე იმედაძე, თუმცა თავად ამ ურთიერთობას უარყოფდა.

ჭორის გავრცელების მიზეზი კი საფრანგეთში გადახდილი ქრისტინეს დაბადების დღე იყო, რომელზეც ამბობდნენ, რომ თოშამ გადაუხადა.

თურმე, ქრისტინე მეგობართან, ცნობილ სტილისტ მიშა გასიტაშვილთან ერთად საფრანგეთში, პარიზში მოგზაურობდა და დაბადების დღე მონტე-კარლოში აღნიშნა. გავრცელდა ხმა, რომ ეს მოგზაურობა დაბადების დღის საჩუქრად ახალმა მიჯნურმა, თოშა ქებურიამ მოუწყო.


აგრეთვე წაიკითხეთ:

რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე

უზარმაზარი სახლი, დეპრესია, მეუღლე - გვანცა დარასელიას პირადი

სტრიპტიზკლუბი, სამინისტრო და ოჯახი - ჭორ-მართალი სკანდალური ვერა ქობალიას შესახებ

სარიშვილის გარდასახვა - პოლიტიკოსის ეფექტმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა

სხირტლაძე დედის გვარია, ჩემი ნამდვილი გვარია... ბებია კი სომეხი მყავდა - უცნობი ამბები დუტა სხირტლაძეზე


მსგავსი სიახლეები

ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს - უახლ...

00:49

ამინდი ყინვა

„უფასო კუბოში ნუ ჩაწვებით“! - ექიმ ანი ქ...

00:20

ექიმი რეანიმატოლოგი

ქობულეთში საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლი...

00:03

პატრული ღამით


ლოცვა ნათლულთათვის – ამ ლოცვის წაკითხვა...

11:55 კვი. 16 იანვარი

ლოცვა

300 - კაციანი ქორწილი, საოცნებო კაბა და...

22:53 ორშ. 17 იანვარი

ნინო ჩხეიძის

გაფრთხილება - როდის უნდა აიღოთ საახალწლო...

11:55 კვი. 16 იანვარი

ნაძვის ხე

პოლიტიკოსების ნათლიამირონობა - ვინ ვისი...

21:55 სამ. 18 იანვარი

ცნობილი პოლიტიკოსები

ცნობილი ადამიანების ნათელმირონობა - ვინ...

20:00 სამ. 18 იანვარი

ჭოხონელიძე, კალაძე,
შევარდნაძე და კალანდაძე

„უშენოდ როგორ ვარ, მიკვირს... მენატრები...

17:07 სამ. 18 იანვარი

გიორგი გასვიანი და მარიტა
მელიქიშვილი

19 იანვარს ნათლისღებაა! - ყველაფერი, რაც...

23:45 სამ. 18 იანვარი

ნათლისღების ფრესკა

„მზად ვარ გამოვყო ადგილი ეპარქიაში და მი...

22:58 სამ. 18 იანვარი

მეუფე ნიკოლოზი დამიხეილ
სააკაშვილი

„აცრილია თუ არა ადამიანი, ამას არავითარი...

22:46 სამ. 18 იანვარი

მეუფე ნიკოლოზი

„ქვეყანაში გვყავს ჩინური ვაქცინების გამს...

20:32 სამ. 18 იანვარი

გიორგი ფხაკაძე

გია გაბრიჭიძე გიორგი მშვენიერაძეზე: ეს ა...

20:27 სამ. 18 იანვარი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე Digest.ge

„ოპტიმისტები ვიყოთ - არცერთი პანდემია 3...

20:14 სამ. 18 იანვარი

პოლიტიკოსი ლადო კახაძე

ნინო ფოჩხუა მშვენიერაძეზე: მორალისგან და...

20:08 სამ. 18 იანვარი

ფეისბუკმომხმარებელი ნინო
ფოჩხუა

ზაალ ანჯაფარიძე: სააკაშვილმა და მისმა ად...

20:03 სამ. 18 იანვარი

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე
Pia.ge

დავით ქართველიშვილი მშვენიერაძეზე: ამ პი...

19:53 სამ. 18 იანვარი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი Digest.ge