Digest Logo

გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი

 11:20 ორშ. 18 იანვარი
ჯანეტ ქერდიყოშვილი

„მის საქართველო 2011“-ს, ჯანეტ ქერდიყოშვილის ცხოვრებას ასზოგადოება 2011 წლიდან ადევნებს თვალს, თუმცა მის შესახებ მაინც ცოტა ვიცით, ინტერესი კი არ ნელდება. დღეს დაიჯესტი მის შესახებ გიამბობთ. 

ბავშვობა

ჯანეტი, როგორც თავად ჰყვება, ძალიან დამჯერი და კეთილი ბავშვი იყო, ცელქობა არ უყვარდა.

„პასუხისმგებლობის გრძნობა ყოველთვის მქონდა, მით უმეტეს, რომ უმცროსი ძმა მყავდა და მასზე შეძლებისდაგვარად ვზრუნავდი. თუმცა, ზოგჯერ მასაც ვაბრაზებდი. მახსოვს, ჩემს ძმას 3-ბორბლიანი ველოსიპედი უყიდეს. ძალიან მინდოდა ამ ველოსიპედით გასეირნება და ასეთი რამ მოვიფიქრე: ჯეკო, მოდი ვითამაშოთ, ვითომ შენ ხარ პოლიციელი, მე კი მანქანის მძღოლი. შენ იდექი და გამაჩერე-მეთქი. აი, ესე უნამუსოდ ვატყუებდი“.

მან ბავშვობა თბილისსა და პეტერბურგს შორის გაატარა. მამის ინიციატივით, ჯანეტი სკოლაში თბილისში შეიყვანეს, რადგან მამას სურდა, რომ ქართული კარგად სცნოდნოდა და როგროც ჯანეტი იხსენებს, 3 თვეში ქართულად შესანიშნავად ალაპაკრაკდა.

„მოსწავლეობისას, ხან თბილისში გვიწევდა ყოფნა, ხან - პეტერბურგში. სულ 5 სკოლა მაქვს გამოცვლილი. საბედნიეროდ, იოლად ვეგუებოდი ახალ გარემოს, არც ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა მიჭირდა. საბოლოოდ, პეტერბურგის ქართული სკოლა დავამთავრე, მაგრამ თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების ბანკეტზეც ვიყავი. ძალიან ტკბილად მახსენდება მოსწავლეობის პერიოდი“- იხსენებს ჯანეტი ერთ-ერთი ინტერვიუში.

მშობლები

ჯანეტის მშობლები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა: დედამ სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა, მამამ - საინჟინრო. სწორედ ამ ქალაქში შეხვდნენ ერთმანეთს და დაქორწინდნენ კიდეც.

წლების წინ აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. მოდელის მამა მოსკოვში ცნობილი ბიზნესმენია.

ჯანეტის დედა, ემა ხაჟომია შესანიშნავ ფორმაშია, შეიძლება ითქვას, რომ სილამაზით შვილს ტოლს არ უდებს.

ჯანეტის სიმპათიურ და მოსიყვარულე ძმა, ჯეკო ქერდიყოშვილია.

ჯეკო დაზე უმცროსია. როგორც ხედავთ, გემოვნებიანად ჩაცმა უყვარს, დის მსგავსად, გამოირჩევა და დიდი გეგმები აქვს. ჯანეტმა ერთ-ერთ წელს დაბადების დღის მილოცვისას ძმას „მომავალი პრეზიდენტი“ უწოდა.

ტრაგედია

ახალაგაზრდა მოდელი გულით უმძიმეს ტრაგედიას ატარებს, მას პატარა და ჰყავს დაღუპული.

ჯანეტი სახლში ძმასთან ერთად იყო, როცა მისი ძმა მაღაზიაში ტკბილეულის საყიდლად იყო ჩასული, რა დროსაც კარზე უცხო ადამიანმა დააკაკუნა, პატარამ კი ფანჯრიდან ძმას დაუძახა, წონასწორობა ვერ დაიცვა და გადავარდა.

„დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის შემ­დეგ თავს ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა. ანე­ტა დედ­მა­მიშ­ვი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა იყო და ძა­ლი­ან ვა­ნე­ბივ­რებ­დით. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ „მის მსოფ­ლი­ოს” კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი ვთქვი, მაგ­რამ ბო­ლოს,ისევ მის გამო გა­ვემ­გზავ­რე: გა­ვიხ­სე­ნე, თუ რო­გორ იკე­თებ­და ჩემს ლენტს, რო­მელ­ზეც „მის სა­ქარ­თვე­ლო” ეწე­რა. ამ­ბობ­და:,,მე ვარ ანე­ტა ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი, „მის სა­ქარ­თვე­ლო”. მე­კი­თხე­ბო­და, ინ­გლის­ში რომ წახ­ვალ, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ხომ გნა­ხა­ვო. მთხოვ­და, კონ­კურ­სზე წა­სულს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან მის­თვის ხელი და­მექ­ნია…

დღემ­დე არ მჯე­რა, რომ ჩემი და­ი­კო ჩემ გვერ­დით აღა­რაა. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გავ­რცელ­და ჭორი, რომ ანე­ტა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე იყო, იმ ბავ­შვის მარ­ტო და­ტო­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­დაო. ეს აბ­სურ­დია. ანე­ტა ერთ-ერთ ქარ­თულ სკო­ლა­ში და­დი­ო­და! ალ­ბათ ჭორი იმი­ტომ გავ­რცელ­და, რომ ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირ­და…“- ამბობს ჯანეტი ერთ-ერთ ინტერვიუში.

კარიერა

ჯანეტ ქერდიყოშვილი 2011 წელს „მის საქართველო“ გახდა. მაშინ 19 წლის იყო და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მესამე კურსზე სწავლობდა. თუმცა კონკურსზე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტიკასთან კავშირი აღარ ჰქონია და სამოდელო სფეროში გადავიდა.

„მახ­სოვს, რო­გორც კი გა­ვი­მარ­ჯვე, ვთქვი, - დღე­ი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა ზღა­პარს და­ემ­სგავ­სე­ბა-მეთ­ქი. ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო და მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რძე­ნი“- იხსენებს მოდელი.

ჯანეტი „მის სამყაროზეც“ წარადგინეს მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვეღარ წავიდა.თუმცა მისი წინსვლა კარიერაში მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ „მის სამყაროს“ გარეშეც დიდ წარმატებას აღწევს ის ყველაფერში.

ქორწინება და დედობა

„ვინ იფიქრებდა მაშინ, როდესაც ორი დღით ჩამოსულს, თბილისში მომანდომებდი დარჩენას და ერთ თვეში უკვე ჩემს მეუღლედ მეგულებოდი, არარეალური და მხიარული ამბავი“- წერდა ჯანეტი ქერდიყოშვილი.

ცნობილი ტელეპროდუსერი ნოე სულაბერიძე და „მის საქართველო” 2011 ჯანეტ ქერდიყოშვილი ივნისში დაქორწინდნენ, მანამდე, ნოესა და მარიშკა ჯავახაძის რომანტიკულ ურთიერთობაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.

წყვილის ქორწინება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ნოე და ჯანეტი ერთად ქორწინებამდე არ აღმოჩენილა, თუმცა ოჯახის შექმნის შემდეგ, წყვილის მიმართ ყურადღება მეტად გაიზარდა.

წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა და ქორწილი რესტორან „ბაგრატიონში“ გადაიხადეს.

ჯანეტმა და ნოემ ქორწილისთვის რამდენიმე სტილის ტანსაცმელი მოირგეს. ჯვრისწერის ცერემონიალზე ტრადიციული სამოსით გამოჩნდნენ, ნოე თეთრ ჩოხაში იყო გამოწყობილი, ჯანეტს კი ძალიან დახვეწილი და განსხვავებული საქორწინო კაბა ეცვა და თავზე გვირგვინი ეკეთა.

ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი და ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე 2020 წლის 27 იან­ვარს მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. წყვი­ლს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა, რო­მელ­საც ანნა და­არ­ქვეს.

ცნობილი წყვილი, დღემდე ჰარმონულ ურთიერთობაში აგრძელებს თანაცხოვრებას.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

დაათვალიერეთ ნათია ლაზაშვილის სამსართულიანი სახლი ძველ თბილისში

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები



მსგავსი სიახლეები

„არ ვიცი როგორ მოეწონებათ ეს ამბავი საქა...

5 წუთის წინ

ზაზა წერეთელი

„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ აუცილ...

41 წუთის წინ

ნინი ბადურაშვილი

„პირველი 27 სექტემბერი მოდის უშენოდ სოფ…...

12:58

დები შუბლაძეები


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

12:39

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

12:32

კორონაზე

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი