Digest Logo

გარდაცვალების შემდეგ, მომზადებული დამტოვა - ახალგაზრდა ქვრივის, მარიამ ჯაშის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია

 14:01 შაბ. 10 აპრილი
ჯაშის ცხოვრება

მარიამ ჯაში, ვიდრე საქართველოს პარლამენტის წევრი გახდებოდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მანამდე - შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი გახლდათ.

როგორც ცნობილია, მარიამ ჯაშმა „ქართული ოცნებიდან“ წამოსვლის შემდეგ, 2020 წლის ივნისში, დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“დააფუძნა...

როგორც მარიამ ჯაშმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნა.

„18 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით და იმ პერიოდში ეს არაორდინალური საქციელი არ იყო. მისი რჩეული, იურისტი დათო გოდერძიშვილი იყო.

ჩემი ქალიშვილი დეა, 19 წლისაა და მისი თაობისთვის მთავარი პრიორიტეტი დამოუკიდებლად პროფესიული წარმატების მიღწევაა.

მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრობენ ოჯახის შექმნაზე. ერთი მხრივ, ძალიან მომწონს ეს მიდგომა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირადი ცხოვრება ისეთი რამაა, თავად მოაქვს ყველაფერი და ვერ განსაზღვრავ, რას გააკეთებ.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში მომიწია ოჯახის შექმნა, ძალიან გამიმართლა. მეუღლე პირველი დღიდან იყო ჩემი მხარდამჭერი, რამაც ჩემი პროფესიული წარმატება განაპირობა.

რომ არ ყოფილიყო დათო, დაოჯახების შემდეგ, ასეთ მცირე ასაკში ნამდვილად ვერ მივაღწევდი იმას, რაც დღეს მაქვს. პრაქტიკულად, მან გამიხსნა გზა პროფესიული წარმატებისკენ. ნებისმიერი წარმატებული ქალის უკან, აუცილებლად დგას მზრუნველი მამაკაცი“, - აღნიშნავს მარიამ ჯაში.

გაცნობის ისტორია

„დათო ჩემი უახლოესი მეგობრის ქორწილში გავიცანი. სწარაფად განვითარდა მოვლენები. ექვს თვეში დავქორწინდით. დათო 22-ის იყო, წარმოუდგენალდ ძლიერი, პრინციპული, მუდმივად მზრუნველი. მასთან ერთად ჩემი ცხოვრება ყვავილებით სავსე იყო. სიურპრიზები უყვარდა, ძალიან ლამაზად შეეძლო რაიმეს შეფუთვა და მორთმევა. 10 წელი ვიყავით ერთად და ყოველი დღე საინტერესი იყო.

ორი შვილი გვყავს - დეა და ირაკლი გოდერძიშვილები“,- ამბობს ჯაში.

მეუღლის გარდაცვალება

ამ თემაზე საუბარი მიჭირს, დათო ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი არაპირდაპირად იყო იმ რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი, რომელიც საქართველოს 2003 წლიდან შეეხო. ჩემი მეუღლე 2004 წელს გარდაიცვალა.

დათომ გარდაცვალების შემდეგ, ყოველმხრივ მომზადებული დამტოვა, თუ შევძელი ოჯახის გაძღოლაც და პროფესიული კარიერის გაგრძელებაც, მისი დამსახურებაა.

ვცდილობ, გავაგრძელო ცხოვრება და განვახორციელო ჩემი და დათოს ერთობლივი ოცნებები.

მგონია, რომ მისი ყველაზე მთავარი სურვილი შევასრულე - ჩვენი შვილები განათლებული და კეთილი ადამიანები არიან.

დათოს წასვლის შემდეგ სიცოცხლის გაგრძელების ძალა სწორედ მათ მომცეს. მაშინ უფროსი 7 წლის, უმცროსი კი 4-ის იყო.

დიდი ოჯახის, როგორც ჩემი, ასევე დათოს მშობლების, საერთო სამეგობროს უდიდესი თანადგომით, ასევე, ჩემი სამსახურის წყალობით შევძელი, შვილებისთვის ღირსეული მომავალი შემექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის ასაკში დაქვრივდა, ოჯახის მეორედ შექმნაზე არ მიფიქრია.

როცა ამ თემაზე მესაუბრებოდნენ, ჩემთვის მიუღებელი და შოკისმომგვრელია... იმდენად ძლიერი და დიდი იყო ის სიყვარული, რომელიც მე და დათოს ცხოვრებამ გვაჩუქა, რომ რთულია, ამის შემდეგ რამეზე იფიქრო...

ცხოვრების მადლიერი ვარ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანის გვერდით მომიწია ცხოვრება, ჩვენი სიყვარულის გაგრძელება კი ჩვენი ორი შვილია“, - ამბობს მარიამ ჯაში.


აგრეთვე წაიკითხეთ:

პატიმრობა, ემიგრაცია და სიყვარული - ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახური ისტორიები

სტრიპტიზკლუბი, სამინისტრო და ოჯახი - ჭორ-მართალი სკანდალური ვერა ქობალიას შესახებ


გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

„მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სი...

00:36

შარაძე რუსუდანი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე

„მიწა დაგაყარეთ ორივეს! ვირუსის გავრცელე...

23:05 ოთხ. 27 ოქტომბერი

ფხაკაძე