Digest Logo

ერთი ბიჭმა თითი გამოიშვირა ჩემკენ და დამიძახა: ცუდი ქალი! - ლორთქიფანიძე

 18:11 ორშ. 7 დეკემბერი, 2020 წელი
მსახიობი ნანა
ლორთქიფანიძე

ხშირია შემთხვევბი, როდესაც მაყურებელს მსახიობი, მის მიერ შესრულებულ პერსონაჟში ერევა და რეალურ ცხოვრებაში, განსახიერებული როლისთვის სთხოვს პასუხს.

ასეთი კურიოზები თითქმის ყველა მსახიობის ცხოვრებაში ხდება.

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, რომელიც ეკრანზე აქტიურად ჩანს და როგორც კინოში ისე სერიალებში ხშირად მონაწილოებს, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ გამოხატულ მსგავს კურიოზებს ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს.

– „იდეალური დედის“ ახალი სეზონი როდის დაიწყება?

– წესით, გადაღებები იანვარში უნდა განახლდეს, თუ კიდევ რაიმე არ შეიცვალა. ძალიან მინდა, რომ დაიწყოს, რადგან საოცრად მიყვარს ეს პერსონაჟი და გადაღებებზეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. უკვე სამი სეზონი გადავიღეთ, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. ისეთი მოლოდინი აქვს მაყურებელს და ჩემს „მესინჯერში“ ისეთი ამბავია – მწერენ, მწერენ და მწერენ. ქუჩაში მეჩხუბა უცნობი ქალბატონი: რა არის, რა უპასუხისმგებლობაა, ჩვენ გელოდებით, ჩართულები ვართ და ისე უცებ რომ შეგვიწყვეტთ ხოლმე სერიებს, ამაზე არ ფიქრობთო.

– ჰგავხართ თქვენს პერსონაჟს, მანანას?

– მანანას არასტაბილური ხასიათი აქვს, მოჩხუბარია, ჯუჯღუნაა, იმავდროულად, მოსიყვარულეც. საინტერესო პიროვნებაა, ჯუჯღუნის მიუხედავად, მაინც გამოხატავს სითბოს და ვცდილობ, ეს მხარე ყოველთვის დავანახვო მაყურებელს. მზრუნველია, სიძეზედაც კი ზრუნავს, რომელსაც სულ ეჩხუბება. გადაღების დროს სცენარს რომ მომაწვდიან, სულ ვამბობ: კარგი რა, სიძეს ასე როგორ უნდა ელაპარაკოს სიდედრი-მეთქი და ვცდილობ, ცოტათი შევარბილო (იცინის).

– თავად როგორი სიდედრი იყავით და როგორი ბებია ხართ?

– მგონია, რომ კარგი სიდედრი ვიყავი, მაგრამ რა ვიცი, ეგ ჩემს ყოფილ სიძესთან უნდა გადამოწმდეს (იცინის). მანანასგან განსხვავებით, არასოდეს ვერეოდი მათ ცხოვრებაში, თუ თავად არ ჩამრევდნენ. ბებიას რაც შეეხება, ჩემი შვილი მეუბნება: ყველაზე კარგი ბებია ხარ, მათ შორის, თუკი სადმე ბებია არსებობსო.

– ამ პერსონაჟის შემდეგ თითქოს უფრო გაგიცნოთ ხალხმა.

– არა, ასეთი პერიოდები ადრეც მქონდა. პირველი სერიალი იყო „შუა ქალაქი“, სადაც რამდენიმე სერიაში ვითამაშე. იქ მერქვა მარინა და გოგა ბარბაქაძე მისწორებდა – მარინეს მეძახდა. ბათუმში ვიყავი, როცა ეს სერიები გავიდა და ნახევარი ბათუმის ბავშვები მომდევდნენ ქუჩაში მარინა-მარინეს ძახილით (იცინის). მსახიობისთვის ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა მაყურებელს ახსოვხარ.

„გოგონა გარეუბინდან“ – ამ სერიალში ვთამაშობდი ცუდ ქალს. ერთხელ ხელოვნების სკოლიდან „იმედის“ ტელევიზიაში მოიყვანეს მე-2 თუ მე-3 კლასელები. ერთი ბიჭი დადგა, კოპები შეკრა, თითი გამოიშვირა ჩემკენ და დამიძახა: ცუდი ქალი. მერე ამ ბავშვს დავდევდი არ ვარ ცუდი, ასეთ როლს ვთამაშობ-მეთქი.


აგრეთვე წაიკითხეთ:

მამა შალვა ქადაგებაში გვიყვება, როგორი უბედურები იქნებიან ნიკა გვარამიას შვილები - ჟორჟოლიანი

ანა მალაზონიას ნანკა კალატოზიშვილს ამსგავსებენ

იმედი გვაქვს, რამდენიმე დღეში ოჯახს დაუბრუნდება - რატიანი კავსაძის მდგომარეობაზე


მსგავსი სიახლეები

ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი, რომელიც ქალურ ბედნ...

35 წუთის წინ

სიძე-დედოფალი

„გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო...“ - გოგი...

53 წუთის წინ

გოგი წულაია

მუსიკალური შოუ „ვოისის“ გამარჯვებული მაგ...

00:14

მაგდა ივანიშვილი


„ცოდვა იქნებოდა, ბავშვი რომ მოეკლათ ან ე...

15:37 შაბ. 15 მაისი

სასულიერო პირები

ქართველები, რომლებიც სცენაზე გარდაიცვალნ...

19:25 შაბ. 15 მაისი

სხილაძე, მაჭაარიანი და
ცაბაძე

5 საკვები, რომელიც COVID-19 ვაქცინამდე უ...

15:37 შაბ. 15 მაისი

ვაქცინა კოვიდის
წინააღმდეგ

ცნობილი კაცები, რომლებმაც რომანი სხვის ც...

23:55 შაბ. 15 მაისი

კიკაბიძე და ნოე
სულაბერიძე

„ყველა მასტურბირებთ, „ვეფხისტყაოსანი“ გე...

13:15 შაბ. 15 მაისი

თამარ ჩერგოლეიშვილი
სხვბთან ერთად

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59 პარ. 14 მაისი

სელებრითები

ბევრი საუბრის მიუხედავად, მაინც არის დიდ...

23:32 შაბ. 15 მაისი

გამყრელიძე - 2020

ამ ვირუსს თავისი მუტირებული ასლის შექმნი...

22:16 შაბ. 15 მაისი

ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაცია - ჯანმო

ბენზინი რეკორდულად გაძვირდა - შესაძლოა მ...

21:56 შაბ. 15 მაისი

საწვავი

ალერგოლოგი: ანაფილაქსიური შოკი და სიკვდი...

21:00 შაბ. 15 მაისი

ალერგია და მწერი

პედიატრი: ზღაპარია, რომ მარილიანი წყალი...

20:31 შაბ. 15 მაისი

პედიატრი თემურ მიქელაძე

ალაზანში მანქანა გადავარდა - დაიღუპა ერთ...

20:12 შაბ. 15 მაისი

ავარია

გია აბაშიძე: ნაცი გეგმავდა, რეალობა დასც...

20:03 შაბ. 15 მაისი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე

დიღომში ბალახის თიბვის დროს ცხედარი იპოვ...

19:57 შაბ. 15 მაისი

ტრაგედია ინდონეზიაში

ვინ არის 26 ქალი, რომელიც დენის დარტყმის...

18:58 შაბ. 15 მაისი

ნათია კუპრავა