Digest Logo

ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან

 13:40 ხუთ. 21 იანვარი
ეკა მამალაძე

ლეგენდარული მომღერლების ოჯახს საქართველოში ყველა იცნობს. უბერებელი ნანი ბრეგვაძე დღეს ძველი და ახალი თაობის საყვარელი მომღერალია, მისი შვილი, ეკა მამალაძეც საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებაა.

ის დღემდე ამ­ბობს, რომ კვლავ ნანის ჩრდილ­ქვეშაა. ობიექტურად კი, ის ეკა მამალაძეა - ქართველი მომღერალი. 

მისი შარმისა და ნიჭიერების მიღმა, არცთუ ისე მარტივი ცხოვრება იმალება. თუმცა რამდენად „იმალება“ - ეგ სხვა თემაა, მისი პირადი ცხოვრება განხილვის საგნად არაერთხელ ქცეულა.


„დაიჯესტი“ ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ წარმატებულ სახეზე ეკა მამალაძეზე გიამბობთ.

სიყვარული

ბევრს გახსოვთ ალბათ, გოგი საყვარელიძისა და ეკა მამალაძის სიყვარულის ტრაგიკული ამბავი.

8 წელი გაგრძელდა მათი ურთიერთობა. გოგი 2 წელი ავადმყოფობდა და ბოლოს გარდაიცვალა. ეკა 26 წლის ასაკში დაქვრივდა და ორი ბავშვით დარჩა. მაშინ ლევანი 7 წლის იყო, გოგი - 5-ის. ამ ტრაგედიამ ახალგაზრდა მომღერალი გაანადგურა:

„18 წლის ასაკში ვიპოვე პირველი სიყვარული. მეგობრების წრეში გადაიკვეთა ჩვენი გზები. სახლში ვთქვი, რომ ეს ადამიანი მიყვარს-მეთქი და გავთხოვდი. არანაირი პრობლემა არ მქონია. ალბათ, მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის. არავის გაუხარდება, ასე ახალგაზრდა ასაკში შვილის გათხოვება. თუმცა, ხდება, როცა შვილი არ გიჯერებს და ვერ ერევი მას. მე გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, გოგი საყვარელიძე, ჩემზე 10 წლით უფროსი, უკვე დაღვინებული გახლდათ. პროფესიით ექიმი-ტრავმატოლოგი იყო. ძალიან ავადმყოფობდა და გარდაიცვალა. 26 წლის დავქვრივდი და მისგან ორი შვილი დამრჩა. ჩემი ბიჭები თითქმის ნანის გაზრდილია, მათზე დიდი ამაგი აქვს.“

გოგი საყვარელიძის შემდეგ ეკა მამალაძის ცხოვრებაში მერაბ ქუთათელაძე გამოჩნდა, რომელმაც ქმრის გარდაცვალებით მიყენებული სტრესისგან გათავისუფლებაში დაეხმარა.

„ბევრად იოლად გამომიყვანა მდგომარეობიდან. მომცა ძალა, დამარწმუნა, რომ კარგი ქალი ვარ და მნიშვნელოვანია, გვერდით ვინ მეყოლება. შემდეგ ნატალია – ოცნების გოგონა მეყოლა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. მან ოჯახში ქალის სასიმღერო ხაზი გააგრძელა. ბიჭებმა სხვა მიმართულება აირჩიეს. გიორგი არქიტექტორია, ლევანიკომ კი სტომატოლოგიური დაამთავრა. ნატალიკო ამერიკაში სწავლობს. თავიდან უჭირდა ასე შორს ყოფნა.“

წყვილის სიყვარული 12 წელი გაგარძლედა. მომღერალს დაშორების მიზეზი არ გაუმხელია. როგორც თვითონ ამბობს, უბრალოდ ასე მოხდა და გადაწყვიტეს, ცალ-ცალკე ეცხოვრათ. თუმცა ეკა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:

„ჩემთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ოჯახის დანგრევა იყო. ეს სტრესი საკუთარმა თავმა გადამატანინა. ასეთ დროს სხვა ვერაფერს გიშველის.“

შემდეგ იყო სკდანალური და გახმაურებული სიყვარული, როდესაც ეკა მამალაძე ფარულად ხვდებდა თამრიკო ჭოხონელიძის მეუღლეს, გია როინიშვილს.

ეკა მამალაძე და გია როინიშვილი და ამ ურთიერთობას იქამდე მალავდნენ, სანამ თამრიკო გიას მობილურ ტელეფონს შეამოწმებდა და ბოლო განხორციელებულ ზარს ეკასთან ნახავდა. როგორც თამრიკო ჭოხონელიძე ჰყვებოდა, ამან ძალიან დააეჭვა და ნაცნობს მობილურიდან საუბრის ამოღება სთხოვა, რის შემდეგაც მისთვის ყველაფერი ცნობილი გახდა. ამის შემდეგ გიას და თამრიკოს ოჯახი დაინგრა და მეგობრები - ეკა და თამრიკო, ერთმანეთს სამუდამოდ დაშორდნენ. როგორც ცნობილია, სწორედ ეკამ გააცნო თამრიკოს გია როინიშვილი.

ამჟამად მომღერალი 60 წლის არის, თუმცა როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია და შეიძლება ახლაც შეუყვარდეს ვინმე.

ტრაგედია და მარტო შვილებთან

„26 წლის ასაკში ორი ბავშვით მარტო დავრჩი. გოგი რომ გარდაიცვალა, ლევანიკო 7 წლის იყო (იმ წელს შევიდა სკოლაში), გოგიკო კი 5-ის ხდებოდა. ამ ტკივილის გადატანა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბუნებით მებრძოლი ქალი ვარ, შეიძლება შინაგანად განადგურებული ვიყო, მაგრამ გარეგნულად არ ვიმჩნევ. რაც უნდა ცუდი მოხდეს, თუ ადამიანი აქ, ამქვეყნად რჩება, ის უკვე გადარჩენილია. უფალი გაძლევს იმის შანსს, რომ შენ იარსებო. არასოდეს უნდა იფიქრო, რომ ცხოვრება დამთავრდა და აღარავის შეხვდები. მე ეს არასოდეს მიფიქრია. თუ ამ შემართებით იცხოვრებ, ყოველთვის გექნება რაღაცის ინტერესი და ყოველთვის იქნები ქალი. მე ასე ვიქცევი ხოლმე, არადა რამდენიმე წელი დამჭირდა, სტრესიდან რომ გამოვსულიყავი.

ბავშვებისთვის გოგის დღე უნდა არსებობდეს ჩვენს ოჯახში, – მითხრა ცაბუ ბებიამ გოგის გარდაცვალების შემდეგ.

იმ დღიდან გოგის დაბადების დღე – 3 მაისი, ჩვენს ოჯახში მისი ხსენების დღედ გამოცხადდა. ყოველ წელიწადს გოგის მეგობრები ჩემს ოჯახში მისი დაბადების დღის აღსანიშნავად მოდიოდნენ და დღესაც მოდიან. პირველად, ამ ყველაფერს ბებიაჩემი აგვარებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტრადიცია მე გავაგრძელე და დღემდე ასეა.“

დედა, ბებია და დედამთილი

ეკა მამალაძეს 3 შვილი ჰყავს ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი.

„ჩემი უმცროსი ვაჟი გიორგი, არქიტექტორია, ბევრი პროექტი აქვს და მუშაობს. ლევანიკო სამედიცინოზე სწავლობდა, სტომატოლოგიურზე. ახლა სპეციალობა შეიცვალა, არ გაჰყვა მედიცინას. კომპიუტერულმა გრაფიკამ დააინტერესა და ისიც მუშაობს. გიორგი დაოჯახებულია. როცა შვილი ქორწინდება, ყველა მშობელს, იმის განცდა აქვს, ვინ იქნება რძალი ან სიძე, როგორი ადამიანი. ცოლად არაჩვეულებრივი გოგო ჰყავს ნატო მახალდიანი და ღმერთს ვთხოვ, ბოლომდე ბედნიერად ამყოფოს. გადასარევი ადამიანია, ძალიან კარგი. ექიმების ოჯახიდანაა, ჩვენს წრეში ცნობილია. არანაირად არ ჩავრეულვარ მის არჩევანში. პირიქით, რომ გვითხრა, ეს გოგო უნდა მოვიყვანო ცოლადო, ძალიან გაგვიხარდა. მის მშობლებს ძალიან კარგად ვიცნობდი ჩემი ქმრის წრიდან.“

„ბავშვების დაბადება ძალიან დიდი სიხარული იყო. სასიამოვნო განცდაა ბებიობა. ისინი ცალკე ცხოვრობენ. შაბათ-კვირას, თუ შემიძლია, ბავშვები ჩემთან მომყავს ან მათთან მივდივარ.“

ეკა მამალაძის ბიზნესვუმენი რძალი

2020 წლის ზაფხულში ქართული ბომონდის ფოტოები კახეთიდან სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა, რომელიც ეკა მამალაძის ვაჟის, ლევან საყვარელიძის მეუღლის, ფუფა გოგლიძის დაბადების დღეზე იყო გადაღებული.

ფუფა გოგლიძე თბილისში ცნობილი ბიზნეს-ლედია, რომელიც ლევან საყვარელიძეზე რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. წყვილს 4 წლის ვაჟი, ნიკო ჰყავს.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი


კალაძემ ჩაგაცვა, გაჭამა, ფეხზე დაგაყენა...

00:46

ირაკლი გაფრინდაშვილი და
ნათია ბერიძე

„10 წლის შვილმა მკითხა: დედა ... რა აზრი...

00:29

ირინა ლომსაძე

გელა ჩარკვიანმა „ლიტერას“ კონკურსი დატოვ...

00:20

გელა ჩარკვიანი


31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25 პარ. 30 ივლისი

აცრა

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვე...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

კორონა და ბავშვები

VIDEO: ნანი ბრეგვაძეს მეგობრებმა სპორტულ...

13:38 პარ. 30 ივლისი

ნანი ბგრევაძე

VIDEO: დაათვალიერეთ თამუნა ამონაშვილის ს...

12:27 პარ. 30 ივლისი

თამუნა ამონაშვილი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53 პარ. 30 ივლისი

ლაშა ბექაური

ძალიან არ მინდა, რომ ეს დღე დადგეს - ცერ...

00:18

თენგიზ ცერცვაძის
განცხადება

„2004-2011 წლებში, ანუ ადეიშვილის მოადგი...

22:08 შაბ. 31 ივლისი

უმრავლესობის წევრი რატი
იონათამიშვილი Digest.ge

შსს-ს საგანგებო განცხადება

21:12 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი

„უყვარდა ეს ქვეყანა, მოვწონდით ჩვენ - მე...

20:52 შაბ. 31 ივლისი

დათო ლიკლიკძე

აი, როგორ უნდა გაატაროთ შვებულება - რას...

20:27 შაბ. 31 ივლისი

შანეი ბრუკი

წალენჯიხაში მდინარეში 34 წლის კაცი დაიხრ...

20:07 შაბ. 31 ივლისი

უბედური- შემთხვევა

„უნდა გვესმოდეს რომ ეს ყველაფერი 5 ივლის...

19:58 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი

„გამოვა ახლა გომელაური/კობახიძე/ და იტყვ...

19:42 შაბ. 31 ივლისი

კობახიძე გომელაურტი

შანაე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს

19:06 შაბ. 31 ივლისი

შანაე ბრუკი