Digest Logo

დუტას კავშირი მამის გარდაცვალებასთან, ნათელმირონობა სუბელიანის ოჯახთან და ბაჩალიაშვილის საქმე - პაატა გულიაშვილის სკანდალები

 13:17 კვი. 18 აპრილი
პაატა გულიაშვილი

კახელ კაცსა და ანეკდოტებზე ვინ გახსენდებათ? ალბათ, პაატა გულიაშვილი. იცოდით, რომ ამ მხიარულ მსახიობს სკანდალური ცხოვრება აქვს?

დღეს სწორედ მისი სკანდალების შესახებ გიამბობთ, რაზედაც ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.

სამშობლოს ღალატი

პარტიიდან პარტიაში არ გადავსულვარ, არც პოლიტიკური გამოსვლები მქონია, არც დებატები. სამშობლოს მოღალატეობა მხოლოდ იმიტომ დამაბრალეს, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კონცერტები მიმყავდა.

თან, თითქოს ფული ავიღე და არაადეკვატურ თანხებს ასახელებდნენ.

დამიჯერეთ, არც პარტიული სახე ვყოფილვარ და არც პარტიის წევრი. მსახიობი ვარ, ვთამაშობ, ვმღერი, ვცეკვავ...

ცხოვრების გზის გაკვლევაში არავინ დამხმარებია, აქამდე ჩემი შრომით და წვალებით მოვედი. ხალხს ვუყვარვარ და მცნობს.

ეს სიყვარული ყველა პარტიად და თანხად მიღირს.

გაჭირვება და ალკოჰოლი

როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მთლად საოცრება ხდებოდა. ბინა არ მქონდა, შუქი არ იყო, ფეხით დავდიოდით, ხან რომელ მეგობართან ვცხოვრობდი, ხან – რომელთან. ძალიან მიჭირდა. არ იყო საჭმელი და ტანსაცმელი.

ვსვამდით ძალიან მაგრად, ლოთობის უბედური პერიოდი იყო. კონიაკი ორმოცდაათი თეთრი ღირდა. კაცმა არ იცის, რას გვასმევდნენ. ერთ ჭიქას რომ დალევდი, ბრმავდებოდი. მაშინ ყველა ასე იყო, სხვა რა უნდა გექნა? სამსახური არ არსებობდა.

დუტა სხირტლაძის კავშირი მამის გარდაცვალებასთან

მამა თელავის თეატრში, სცენაზე გარდაიცვალა. თეატრალური კონფლიქტი იყო. ამაზე აღელდა, ინერვიულა და გული გაუსკდა.

პირადად მას არ ჰქონია კონფლიქტი, ზოგადად, თეატრს ეხებოდა საქმე. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია.

ის სცენა მერე დაანგრიეს და აღვადგინე. მიმაჩნია, რომ მამაჩემმა ყველაფერი გააკეთა საყვარელი საქმისთვის.

ჩემმა ოჯახმა თელავის თეატრისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით, მსხვერპლი გაიღო. ამიტომ სიამაყის გრძნობა მაქვს. მამაჩემი ერთადერთია, რომელმაც საკუთარ საქმეს ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა.

დუტა პანაშვიდებს იღებდა ჩემთან ერთად. ის თეატრის ხელმძღვანელი გახლდათ. ჰქონდა პრობლემები რამდენიმე ადამიანთან.

დასის შეკრებაზე დაძაბული საუბარი ჰქონდა სხვა პიროვნებასთან. მერე, როცა მამა სიტყვით გამოვიდა, იმ მომენტში გაუსკდა გული.

დუტა გადმოხტა და ხელოვნურ სუნთქვას უტარებდა. მამაჩემი სიტუაციას შეეწირა, მაგრამ მერე, ბევრი სკანდალი ააყოლეს. დედაჩემი ესწრებოდა ამ ყველაფერს. ის ისეთი ქალია, იქ რომ რამე რიგზე არ ყოფილიყო, არ დამიცდიდა. მაგრამ, თვითონ მითხრა:

ახლა შენ მილიონ რამეს გეტყვიან, მაგრამ იქ ვიყავი და არაფერი დაიჯერო, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახეო. ცხელ გულზეც და დაწყნარებულზეც მითხრა, მას საერთოდ ხმა არ აუწევია, დუტა საერთოდ არაფერ შუაში იყო ამასთანო.

მას სხვასთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა თეატრში და იცით კიდეც, რომ გამოუშვეს. მაგრამ ეს სხვა ამბავია. ხალხის გამობმული კუდებით ჭიანჭველა სპილოდ იქცევა და კარგა ხანი არ ცხრებოდა ეგ ამბავი.

ხალხი პანაშვიდზე რომ მოდიოდა და ხედავდნენ, გვერდით მედგა, გაოცებულები გვიყურებდნენ. არ არის ასე, ადამიანს თავის ცოდვები ეყოფა, კიდევ რომ არ დაუმატო და ეს ის თემა არ არის, ასე, ხელაღებით რომ რამის მტკიცება დაიწყო.

ურთიერთობა ივანიშვილთან და დატოვებული სამსახური

ბიძინა ივანიშვილი თელავში იყო ჩამოსული. ავტობუსი გადმოგვცა დასისთვის და ძალიან ბევრი კარგი რამ გაგვიკეთა.

მასთან ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებით, მისდამი ჩემი მადლიერება გამოვხატე. ვფიქრობ, ამ ფოტოს დანახვა თავიდანვე არ ესიამოვნათ. მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს.

მერე, როცა მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები, ფოტო ხელმეორედ დავდე და დავწერე: ამის გამო გამომიშვეს „რუსთავი 2-იდან“, გვარამიამ ეს სურათი არ მაპატია-მეთქი.

კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ნათლიმირონობა სუბელიანის ოჯახთან

კახეთის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი ჩემი კარგი მეგობარია.

კიდევ, კობა სულბელიანის შვილის ნათლია ვარ. კობას შვილის გარდა, 37 ნათლული მყავს.

იმ ადამიანს სურვილი გაუჩნდა, რომ მისი შვილი მომენათლა და უარი რატომ უნდა მეთქვა?

მიუხედავად ყველაფრისა, როცა რუსთაველის თეატრში ხელმოწერები გროვდებოდა რობერტ სტურუას დაბრუნების შესახებ და ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მიცემაზე, ორივე მოთხოვნას ხელი მოვაწერე.

„ნაციონალების“ კონცერტებიც წამიყვანია, მაგრამ პოლიტიკური განცხადება არასდროს გამიკეთებია.

კავშირი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან

ალბათ, გახსოვთ ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმე. 23 წლის ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებდა, რომ ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი შოთიკო ჭაბაშვილი, რომელიც ბაჩალიაშვილებს აქციების ორგანიზებაში ეხმარებოდა რამდენიმე დღე ოჯახს აღარ ეკონტაქტებოდა.

თეონა თამაზაშვილის განცხადებით, ჭაბაშვილზე ზეწოლას ახორციელებდნენ. მისივე თქმით, ოჯახის მეგობარს შოთიკო ჭაბაშვილს მსახიობი პაატა გულიაშვილი ეხმარებოდა.

აღნიშნულს მსახიობი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას ჭაბაშვილთან მხოლოდ ნათესაური კავშირი აქვს და წლებია მას არ შეხვედრია.

„წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობდა თამაზაშვილი. არც გადაცემა მინახავს, გასტროლებზე ვიყავი ქალაქგარეთ. რაც შეეხება შოთიკო ჭაბაშვილთან ჩემ კავშირს, ის ჩემი მამიდაშვილის შვილია.

ჩემი მამიდაშვილი გარდაცვლილია და დიდი ხანია შოთიკოს არ შევხვედრივარ. ჩვენ ნათესავები ვართ, მაგრამ ტერიტორიული სიშორისა და დროის უქონლობის გამო, ვერ ვხვდებით ერთმანეთს. რაც შეეხება ბაჩალიაშვილის საქმეს, მასთან შეხება არ მაქვს“,– აცხადებდა პაატა გულიაშვილი.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ალკოჰოლი, ქურდობა, 3-ჯერ „გარდაცვალება“ და „დაკავება“ - ნიკა ლომიძის ამბები

დაქალისთვის წართმეული შეყვარებული? 5 რჩეული კაცი და ურთიერთობა დუტასთან - მარიტა როხვაძის პირადი

კრიმინალური ავტორიტეტი და ჟურნალისტი - ვინ არიან ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ყოფილები


„თუ კი ვინმე ფულს გთხოვთ ბავშვის ონკოლოგ...

1 წუთის წინ

იაგო ფრანგიშვილი

„ბრავო, გიო, ეს არის შედევრი!“ - რას წერ...

9 წუთის წინ

ფხაკაძე

„თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბან...

22 წუთის წინ

ნიკა გვარამია


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

33 წუთის წინ

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი

საფრანგეთში „რუსულენოვან მაფიასთან“ დაკა...

33 წუთის წინ

ბორკილები დაკავება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

36 წუთის წინ

ნიკოლოზ ბასილაშვილი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ გა...

42 წუთის წინ

ლოიდ ოსტინი

„ახმეტელის მეტრომ“ მუშაობა განაახლა

51 წუთის წინ

მეტრო

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ დაიკეტა

09:48

მეტრო

ყურადღება! დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომ...

09:43

ელექტროენერგია

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - პროგ...

09:06

ამინდი

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი