Digest Logo

დიდი სიცარიელე მაქვს, შვილს თავად ვუთხარი მამის გარდაცვალების ამბავი - დეკანოიძის უცნობი ისტორია

 21:02 ხუთ. 8 აპრილი
დეკანოიძის ოჯახი

ახალგაზრდა პოლიტიკოსი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, პირადის შესახებ არასდროს საუბრობს. მისთვის დიდი ტკივილია ცხოვრების სიყვარულის დაკარგვის საკითხი, ამიტომ ყოველთვის ერიდება ამ თემაზე საუბარს. ჰყავს ერთი შვილი თორნიკე კოპალეიშვილი.

„ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. უკვე 21 წლის ასაკში, თორნიკე გავაჩინე – მე სტუდენტი ვიყავი, ჩემი ქმარი მუშაობდა, მაგრამ ხელფასი 30 ლარი ჰქონდა. ჩვენი მშობლები ძალიან კი გვეხმარებოდნენ, მაგრამ მაშინ არავის ჰქონდა დიდი შესაძლებლობა. დამატებითი შემოსავალი რომ გვქონოდა, სწავლის პარალელურად, უზარმაზარ წიგნებს ვთარგმნიდი. დედაჩემის დიდი ხელშეწყობით, რომელიც ჩემს შვილს იტოვებდა, უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. იმდენად რთულ რეჟიმში ვცხოვრობდი, რომ წონაში 15 კილო დავიკელი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო კანცელარიაში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, დაახლოებით ერთი წელი უხელფასოდ დავდიოდი, თან, დილით ადრე ვიღვიძებდი, რომ თორნიკე ვაკიდან საბურთალოზე – დედაჩემთან წამეყვანა და მერე მივდიოდი სამსახურში.

ბევრი მეუბნებოდა, რად გინდა, უხელფასოდ რატომ მუშაობო, ბრძოლა მიწევდა იმის დასამტკიცებლად, რომ მაინტერესებდა ის, რასაც ვაკეთებდი. შტატში რომ ამიყვანეს, 30 ლარი მქონდა ხელფასი და ეს ხელფასი რომ არაფერში მყოფნიდა, სხვადასხვა პროექტზე დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთ დიდ კონკურსში გავიმარჯვე და უშიშროების საბჭოს რეფორმირების პროექტში ჩავერთე 2001 წელს.

ეს იყო პირველი პროექტი, სადაც მაღალი გასამრჯელო – 400 დოლარი ავიღე. ეს დიდი შვება იყო, აღარ მჭირდებოდა იმაზე ფიქრი, ბავშვისთვის ფული ისე როგორ გადამენაწილებინა, ყველაფრისთვის საკმარისი რომ ყოფილიყო.

2003 წელს, როცა “ვარდების რევოლუცია” მოხდა, რეფორმირების პროექტიდან უშიშროების საბჭოში აღმოვჩნდი და ამის შემდეგ, ბევრი წელი საჯარო სამსახურში ვიმუშავე.

ბევრი სირთულე გადამილახავს, მაგრამ ჩემთვის ტრაგედია იყო თორნიკეს არაჩვეულებრივი მამის გარდაცვალება. არავინ არის, ვინც შვილზე შენს პასუხისმგებლობას გაიზიარებს. დიდი სიცარიელე გრჩება…

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად აღარ ვიყავით, დიდი სიცარიელე და დიდი ტკივილია თორნიკეს მამის გარდაცვალება.

არადა გვიან ღამით ველაპარაკე სამომავლო გეგმებს ვაწყობით თორნიკეზე, ამერიკაში უნდა ესწავლა და მეორე დრეს დამირეკეს რომ თრომბით გარდაიცვალაო...

ჩემი შვილი ამ დროს ბათუმში იყო, კიევიდან ჩავფრინდი და თავად ვუთხარი ამ უბედური შემთხვევის შესახებ“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში დეკანოიძე.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

უკანონო შვილი და ცხოვრების სიყვარული - ეკა ბესელიას პირადი

ვინაა ნინო წილოსანის მეუღლე და რა ქონებას ფლობს ის


მსგავსი სიახლეები

როგორი იქნება COVID-19-ის მეხუთე ტალღის...

1 წუთის წინ

გარდაცვლილი პაციენტი

„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟ...

14 წუთის წინ

გიორგი ფხაკაძე

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე