Digest Logo

დიდი ბრაზილიური ოჯახი მაქვს... პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე ცოლი კი პირველთან - ვახო სანაია

 11:25 პარ. 5 მარტი
ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან" პირად ცხოვრებასა და ოჯახზე საუბრობს. ვახომ გადაცემაში იხუმრა, რომ ბრაზილიური ოჯახი აქვს. 

„დიდი ბრაზილიური ოჯახი მაქვს...ცოტა ჭადრაკული პრინციპია, პირველი ცოლი გადასარევადაა მესამესთან, მესამე ცოლი გადასარევადაა პირველთან, ყველა ცოლი ძალიან კარგადაა ჩემთან და ჩემს ოჯახთან, დედასთან, მამაჩემზე გიჟდებოდა სამივე და მოკლედ ერთი პატარა ბრაზილია მაქვს საქართველოში, შვილები ერთმანეთზე გიჟდებიან“- ამბობს ვახო სანაია.

ჟურნალისტმა გადაცემაში ასევე, მეორე მეუღლის მიერ დაწერილ სტატუსზე ისაუბრა:

„არსად არასდროს მომიყოლია. იმ სტატუსსაც არ გამოვხმაურებივარ. უცებ მომდის ინბოქსში მესიჯები, ვაიმე შენ მოგიკვდი, არ ინერვიულო, ვიღაცეები მწერენ, გადაცემისთვის ვემზადებოდი, ვერ მივხვდი რას მწერენ. ჩამიგდეს სქრინი. თურმე ჩემმა მეორე ცოლმა დაწერა სტატუსი, ნუ მწერთ ამდენ რაღაცას, ეს ჩემი ქმარი წავიდაო და მე რომ არ ვიცოდი ისე მოუყვანია მესამე ცოლიო. ცოტა ბუნდოვანება იყო იმ სტატუსში და ემოციურად იყო დაწერილი.

შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მე მეორე ცოლი რომ მყავდა მაგ დროს სახლიდან გავედი და მესამე მოვიყვანე. რომ გინდა რომ რაღაც კარგად გამოვიდეს და კოშმარულად გამოვიდა.

გარკვეული იყო ეს ურთიერთობა, მე ის ურთიერთობა დავასრულე. მესამედ რომ ვიქორწინე ყველაფერი დამთავრებული მქონდა მეორე ცოლთან“- ამბობს ვახო.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორ იქორწინა ცოლისგან ფარულად ვახო სანაიამ და ვინ არიან მისი ყოფილი ცოლები

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

გაცნობიდან 3 დღეში შექმნილი ოჯახი და დაპირისპირება ინგა გრიგოლიასთან - ვასიკო ოდიშვილის ცხოვრება კადრს მიღმა


რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

35 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას რომანტ...

15:28

ირაკლი და ლიზა

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა