Digest Logo

დასცინოდნენ, მამის მკვლელი სახლში შემოუშვიო - რა კავშირშია ლეილა აბაშიძე გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობასთან

 20:41 სამ. 29 დეკემბერი, 2020 წელი
ლეილა _ გოჩა აბაშიძე

„ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „ჩვენი ეზო“ - ამ ფილმების გახსენებისას თვალწინ მაღალი, შავგვრემანი ახალგაზრდა გოჩა აბაშიძე წარმოგვიდგება.

ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მან არაერთი სახასიათო პერსონაჟის სახე შექმნა და ქართულ კინოში საკუთარი კვალი დატოვა.

მისი ტრაგიკული ბედის შესახებ ცოტამ თუ იცის.

გოჩა აბაშიძე 1937 წელს საჩხერის რაიონში დაიბადა, მოგვიანებით ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა საცოხვრებლად. ამ პერიოდში მამა დააპატიმრეს და გადაასახლეს. დედა გათხოვდა. სასჯელის მოხდის შემდეგ ის ყოფილ ცოლს შერიგებას ამაოდ სთხოვდა.

19 წლის იყო მომავალი მეუღლე, დღეს ნუნუ გაბუნია რომ გაიცნო და მალევე მოიყვანა ცოლად. მომავალი კომპოზიტორი, ნუნუ გაბუნია იმ დროს 16 წლისა ყოფილა. აი, როგორ იხსენებს კომპოზიტორი ამ ამბავს:

„გოჩა ჩემი მეგობრის მამიდაშვილის დაბადების დღეზე გავიცანი. იქ ახალგაზრდა მსახიობები: გურამ გოგავა, ნოდარ ფირანიშვილი, ნუკრი ალხაზიშვილი და გოჩა აბაშიძე ჰყავდათ დაპატიჟებული... ჩემმა მეგობარმა, ლია თოხაძემ ძალით წამიყვანა. მაშინ პირველად ვიცეკვე ბიჭთან - ნუკრი ალხაზიშვილთან. რას ვიფიქრებდი, რომ მერე ის ჩემი შვილის ნათლია გახდებოდა. საღამოს შინ გოჩამ მოგვაცილა. მეორე დღეს ვიღაც მოვიდა. კარი გავაღე და - გოჩა! ასე უბრალოდ შემოვიდა ჩვენს ოჯახში და დაგვიახლოვდა. მოდიოდა ყოველდღე, იჯდა, გვიამბობდა ათას ამბავს.

გოჩასთან ისე დავმეგობრდი, რომ საიდუმლოსაც კი ვანდობდი. მხოლოდ მან და ჩემმა მეგობარმა გოგოებმა იცოდნენ, რომ მომწონდა „ცისკარაში“ მთავარი როლის შემსრულებელი თამაზ ტოგონიძე. მისი სურათიც კი მქონდა ამოჭრილი საგანგებოდ...

გოჩა, ერთ დღეს სიყვარული ამიხსნა და მითხრა, - თავს მოვიკლავ, შენ რომ სხვას გაჰყვეო. ვუთხარი, აღარ მოხვიდე, ვიდრე არ გადაგივლის ეს გრძნობა-მეთქი. წავიდა და რამდენიმე დღე არ მოსულა. ერთ დღეს კი ის და მისი მეგობარი სოსო ხელაშვილი მოვიდნენ. ტიროდა, თავს არ ვიცოცხლებო. სოსომ მითხრა, ხიდიდან მტკვარში ხტებოდა, თავს იკლავდა, შენ რომ ხელი ჰკარიო... კარგი, ხვალ მოდი-მეთქი... ვიფიქრე, თავს რამეს მაინც აღარ აუტეხავს-მეთქი. იმასაც განვიცდიდი თამაზ ტოგონიძეზე რომ აღარ უნდა მეფიქრა... არაფერი მინდა, ხელი მოვაწეროთ და დავმშვიდდები, სხვას ვეღარ გაჰყვებიო. როცა შენ მეტყვი, მერე წამომყევიო“.

წყვილმა ხელი ფარულად მოაწერა.მალევე შეეძინათ ქალიშვილი. ოჯახური იდილია მესამე პირმა დაარღვია.

გავრცელებული ინფორმაციით, არც მეტი, არც ნაკლები ეს მსახიობი ლეილა აბაშიძე იყო. ერთი ვერსიით, გოჩამ სწორედ მის გამო დალია საწამლოავი...

-გეგას ფოტო როიალზე ედო, ქმარს პრობლემა არ ჰქონია - ვინაა თინას მეუღლე და რას საქმიანობს წყვილი?

ნუნუ გაბუნია ამ ფაქტს უარყოფს. აი, რას ამბობდა ის:

„გოჩას ცხოვრებაში ბევრი ისეთი რაღაც მოხდა, რამაც, საბოლოოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა. კაცი, ვისაც დედამისი ცოლად გაჰყვა, მამამისის მეგობარი იყო. ის კაცი კი მოვიდა და მამამისის სახლში ცხოვრობდა. მეგობრები დასცინოდნენ, მამაშენის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვიო, გოჩას ხშირად ჰქონდა მასთან უსიამოვნება. ამას ისიც დაემატა, რომ ვალი ჰქონდა. მანქანა ჰყავდა. იმ იმედით გაყიდა, რომ როლზე დამამტკიცეს, ფულს დავამატებ და ახალს ვიყიდიო, დიდი თანხა გადაუხადეს, მაგრამ მყიდველმა მანქანა უკან მიუყვანა და უთხრა, ბევრი ვიწვალე, ვერაფრით ვერ გადავიფორმე და თანხა დამიბრუნეო. დედამისთან ჰქონდა ფული მიბარებული, დედასთან რომ მივიდა, ფული დახარჯული დახვდა. კინოსტუდიაში გაიქცა, იფიქრა ფულს ავანსად ავიღებო, მაგრამ დამტკიცებული როლიდან მოხსნილი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი წელი სამუშაოს გარეშე დარჩებოდა. მდივანს გაუგია, გოჩას თავის მოკვლა უხსენებია, კინოსტუდიის დირექტორს კი უთქვამს – იცი, რას გეტყვი, შენ კი არა, აგერ, შავგულიძე მოკვდა და იმას არავინ გაჰყოლია თანო. იმ დროს ლეილა და დევი აბაშიძე კინოსტუდიაში იყვნენ, გოჩა კინოსტუდიიდან გიჟივით გავარდა, კინოსტუდიის დირექტორმა ლეილას სთხოვა, გაყევი, თავს მართლა არაფერი აუტეხოსო. როცა გოჩა სახლში მივიდა, შაბიამანი დალია. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ექიმმა ჰკითხა, კრისტალები გადაყლაპეო? ალბათ, უთხრა არაო, თორემ, კუჭის ოპერაცია რომ გაეკეთებინათ, გადარჩებოდა. ერთი კვირა იცოცხლა. მერე მისი მეგობრები მოდიოდნენ და მთხოვდნენ, მისი ცოლი ხარ და პანაშვიდებზე მოდიო, მაგრამ მხოლოდ დაკრძალვას დავესწარი.

„გოჩასთვის მეც უნდა მეპატიებინა. ბევრჯერ მოვიდა და პატიება მთხოვა. ერთხელ ტაქსითაც კი მიტაცებდა, მაგრამ, მძღოლმა გადმოგვყარა – პრობლემები არ მჭირდებაო. ვერაფრით ვერ დააჯერა, რომ მისი ცოლი ვიყავი. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ოფიციალურად გაყრილები არ ვყოფილვართ. მისი ცხოვრება თავიდანვე მხოლოდ უსიამოვნებებით იყო სავსე – მეგობრებს რომ არ გაემახვილებინათ ყურადღება, მამაშენის მკვლელი სახლში როგორ შემოუშვიო, იმ კაცს მისთვის მანქანა რომ არ დაებრუნებინა უკან, როლიდან რომ არ მოეხსნათ, იმ ექიმებს დროულად რომ გამოეჩინათ ყურადღება, ის ასე ადრე არ წავიდოდა ამქვეყნიდან. ლეილა კი მეცოდებოდა კიდეც, იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვიღაცები მიდიოდნენ მის სახლთან და ფანჯრებს ქვებს უშენდნენ.”

„გავრცელებული ინფორმაციით, ნუნუ გაბუნია და ლეილა აბაშიძე წლების შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ლეილა აბაშიძემ თქვა – ღმერთის და ნუნუს წინაშე ბოდიშს ვიხდიო.


⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

Გზა ფრესკიდან პრეზერვატივამდე და კიდევ უფრო შორს ანუ Როგორ მოვყვეთ 2020 წელზე?


ბულვარული ამბები:

ვერიკო ანჯაფარიძის სასიყვარულო სამკუთხედი და ფარდის მიღმა დარჩენილი ამბები

ყველას ეგონა, რომ ლავრენტიმ მომიტაცა - ვინ იყო „ეშმაკის“ ცოლი?

რა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან ლია ელიავას და რატომ მიიღო ინფარქტი მსახიობმა?


„თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბან...

6 წუთის წინ

ნიკა გვარამია

„ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწ...

12 წუთის წინ

არჩილ გამზარდია

გიორგი ხელაშვილი - აშშ-ის თავდაცვის მდივ...

17 წუთის წინ

„ქართული
ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ საარჩევნო
სიის პირველი ოცეულის
წევრი


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

საფრანგეთში „რუსულენოვან მაფიასთან“ დაკა...

17 წუთის წინ

ბორკილები დაკავება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩ...

20 წუთის წინ

ნიკოლოზ ბასილაშვილი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ გა...

27 წუთის წინ

ლოიდ ოსტინი

„ახმეტელის მეტრომ“ მუშაობა განაახლა

35 წუთის წინ

მეტრო

მეტრო „ახმეტელის თეატრი“ დაიკეტა

45 წუთის წინ

მეტრო

ყურადღება! დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომ...

49 წუთის წინ

ელექტროენერგია

როგორი ამინდი იქნება საქართველოში - პროგ...

09:06

ამინდი

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე