Digest Logo

ბიძინა ივანიშვილისა და ეკეტერინე ხვედელიძის ქორწილის უცნობი დეტალები

 17:18 სამ. 12 იანვარი
ივანიშვილი ბიძინა

ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი გაჭირვებულ ოჯახში იზრდებოდაო. მისი სიდუხჭირის შესახებ ლეგენდებიც დადის. თავადაც ხშირად უსაუბრია ამ თემაზე. ამბობდა, რომ გამდიდრებამდე ბევრი დაბრკოლება გაიარა და სხვადასხვა დროს სხვადსხვა სამუშაოებს ასრულებდა.

„დაიჯესტი“ ოლიგარქის თანაკლასელის ინტერვუზე დაყრდნობით მის ბავშვობაზე, სკოლაში განვლილ დროსა და ქორწილის შესახებ მოგითხრობთ, მაშ ასე:

ბიძინა ივანიშვილი ცნობილი საოპერო მომღერლის, ნუგზარ-ვალერიანო (გამგებლის) თანაკლასელი იყო. მომღერლის და თინათიან გამგებელი, ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა თუ როგორი ურთიერტობა ჰქონდა ბიზნესმენს ბავშვობაში მეგობრებთან.

„გაჭირვებული ოჯახიდან მოვდივართ, თუმცა ღარიბები არ გვეთქმოდა, რადგან რომ ავმღერდებოდით, მეზობლები ჩვენ გარშემო იკრიბებოდნენ და მეტი სიმდიდრე რაღა გვინდოდა?! მამა პედაგოგი გახლდათ, ექვსი და-ძმა ვიყავით და გვიჭირდა, მაგრამ მამამ მუსიკის დიდი ნიჭი თავიდანვე შეამჩნია ნუგზარს და პიანინო უყიდა. მეზობლები დაგვცინოდნენ, რა დროს პიანინო იყო, სახლი თავზე ექცევათო...

სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. ძალიან სუსტი გახლდით მათემატიკაში. პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ახლაც ცოცხალია, ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს! ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა... ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც“, - ჰყვებოდა თინათინ გამგებელი.

„ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს... მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ჰყვებიან, ყველაფერი სიმართლეა. ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა... მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც. ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო. მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო... ჭორვილაში რვაწლიანი სკოლა გვქონდა და სწავლის გასაგრძელებლად საირხის სკოლაში რომ გადავედით, ვიღაც უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ბიძინა მისგან მიცავდა, რამდენჯერ შინ მივუცილებივარ. ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო...“ - ჰყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილის თანაკლასელი.

თინათინ გამგებელი თანაკლასელის ქორწილის დეტალებსაც იხსენებს:

„ოდნავ გულნატკენი ვარ. მაშინ ბიძინა უკვე მდიდარი ბიჭი იყო. მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის „შლეიფი“ შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა. ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო...“

ბიძნა ივანისვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს 4 შვილი ჰყავთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რატომ უთხრა თამრიკო ჭოხონელიძემ გოგი დოლიძეს უარი ცოლობაზე და ვინ იყო მისი შვილების დედინაცვალი

უიღბლო სიყვარული, უშვილობა და სიკვდილი მარტოობაში - პოლიციელი „ხუტას“ უცნობი ისტორიები

კოტე სოფიკოს გამო არ დამშორებია - მედეა ჩახავას ბოლო ინტერვიუ


Video: „საუკეთესო სანახაობა... ნახეთ 12...

00:39

ლანა ეზიეშვილი ექიმი

„ბიჭს მომავლიდან ახლა თქვენი დახმარება ს...

00:13

ნიკო კვარაცხელია

მთავრობა იძულებული გახდება, გაამკაცროს შ...

00:08

თენგიზ_ცერცვაძე


ალეკ ბოლდუინმა ერთი ადამიანი მოკლა, მეორ...

15:28 ხუთ. 21 ოქტომბერი

ალეკ ბოლდუინი

ძილი და სიზმრის ახსნა სიმბოლოების მეშვეო...

17:51 ხუთ. 21 ოქტომბერი

ძილი და სიზმრის ახსნა

„მანუჩარი სექსუალურად ძალადობდა, სცემდა....

15:28 ხუთ. 21 ოქტომბერი

ლენტი

„არჩევნებზე შემოთავაზება მქონდა - შემფუთ...

23:33 პარ. 22 ოქტომბერი

აჩი არველაძე და თინა
ხიდაშელი

„სიყვარული ჩემთან გვიან მოვიდა - 28 წლის...

21:00 პარ. 22 ოქტომბერი

თაკო ჩარკვიანი და ჯონი
გიგანი

გვეღირსა? - ლიზა ყენიას ახალი რჩეული ჰყა...

15:29 პარ. 22 ოქტომბერი

ლიზა ყენია

„სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხა...

22:13 პარ. 22 ოქტომბერი

ბოლდუინი

თანამედროვე ქართველი მწერლების მისია და...

20:59 პარ. 22 ოქტომბერი

მწერალი და სამოქალაქო
აქტივისტი ანა
რეხვიაშვილი

თუ ხშირად ამთქნარებთ, შეიძლება, სერიოზულ...

20:20 პარ. 22 ოქტომბერი

მთქნარება

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებ...

19:02 პარ. 22 ოქტომბერი

პროკურატურამ ბორჯომში
მომხდარი მკვლელობის
ფაქტზე ერთ პირს ბრალდება
წარუდგინა

ბორჯომში მამა–შვილი სავარაუდოდ სოკოს ინტ...

18:53 პარ. 22 ოქტომბერი

ბორჯომის კლინიკა

„ვუახლოვდებით კრიტიკულ დღეებს და ძალიან...

18:13 პარ. 22 ოქტომბერი

ლიზა იასკო დამიზეილ
სააკაშვილი

პროტესტით საუბრობს მიხეილ სააკაშვილის ბი...

17:51 პარ. 22 ოქტომბერი

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი Pia.ge

საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარ...

17:10 პარ. 22 ოქტომბერი

მალვინა ჯავახაძე

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილისთვის იმ კ...

16:35 პარ. 22 ოქტომბერი

კახა კალაძე - თბილისის
მერი