Digest Logo

ბელა დამესიზმრა, ჩვენ ორმა ვეებერთელა ტალღებზე გადავიარეთ, საოცრად მშვიდად… - კახი კავსაძე

 10:58 ოთხ. 17 თებერვალი
კახი კავსაძე და ბელა
მირიანაშვილი

მსახიობი კახი კავსაძე 16 თებერვალს ღამით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მსახიობს ბევრი საინტერესო მოვლენით დატვირთული ცხოვრება ჰქონდა, როგორც თეატრალური, ისე პირადი.

კახი კავსაძე თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულზე, ბელა მირიანაშვილზე ყოველთვის თამამად და ღიად საუბრობდა.

გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ინტერვიუდან, სადაც ჰყვება თუ როგორ დაესიზმრა კახის თავისი ცხოვრების მთავრი სიყვარული ბელა მირიანაშვილი:

– ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია. როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს… კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება.

ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად…

ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის...

ხომ გახსოვთ სიმღერა: „ომში წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო, სახლში მისვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო“… შინ მოსვლა ყოველთვის მიხაროდა, ვინაიდან ჩემი კეთილმოსურნე, ჩემი შვილების დედა, უახლოესი ადამიანი მხვდებოდა – დიდი სითბოთი და გაგების უნარით. შინიდან რომ გავდიოდი, არ მახსოვს შემთხვევა, არ გავეცილებინე.

სახლში მოსვლით ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, თუმცა „კარში გავარდნაც“ მჩვეოდა, ძმაკაცებში და მეგობრებში სიარულს არ ვიკლებდი. ამის გამო საყვედური არასდროს უთქვამს. არაფერი ეშლებოდა, ზომა–წონა იცოდა, არასდროს ჩაერეოდა ჩემი და ძმაკაცის ურთიერთობაში, არასდროს უკითხავს, ფული რამდენი გაქვს, რა ჯამაგირი აიღეო, არც ჩემს ჯიბეში ჩაუყვია ხელი.

ჩემს შესრულებასთან დაკავშირებით საკმაოდ ფრთხილად მეტყოდა თავის მოსაზრებას, თავზე არ მომახვევდა, არც შენიშვნის სახეს მისცემდა. ავადმყოფობის მიუხედავად, ოჯახის ბურჯი იყო. საჭიროებისამებრ, ძალიან ძლიერი ხდებოდა. 26 წელი ვიყავით ერთად, აქედან 3 წელი ჯანმრთელად იყო და დაფრინავდა, 23 წელი იავადმყოფა...

მიხსენებენ ხოლმე, ხელით ატარებდიო… კიბეზე რომ ვერ ამოდიოდა, ავიყვანდი და ამოვარბენინებდი, აბა, რას ვიზამდი?! ერთხელ ნათელა არველაძისთვის (თეატრმცოდნე) უთქვამს, თავგანწირული თავდადება თუ არსებობს, კახი სწორედ ასეთია ჩემ მიმართო...

ბელა ყოველმხრივ ჩემზე მაღლა იდგა. მე ალბათ ის კაცი ვიყავი, ვინც ამას ხედავდა და უბრალოდ აფასებდა. ვფიქრობ, მაინც ვერ გავუწიე ისეთი მეუღლეობა, როგორიც ეკუთვნოდა, ვერ გავახარე ცხოვრებაში…

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქეთი დოლიძის 3 დიდი სიყვარული, დაობლება 6 წლის ასაკში და მეგობრის მიერ წართმეული შეყვარებული

3 ქორწინება, ღალატი და 12 წლით პატარა რჩეული - ლიზა ბაგრატიონის უცნობი ამბები

„პასიური ჰომოსექსუალი“, „რუსეთებში გულაობა“, ფულით ნაყიდი თავისუფლება - გია კორკოტაშვილის სკანდალები


23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე

„ხანდახან სექსზე უფრო მაღალი ვნებაა, როც...

20:19 ხუთ. 22 აპრილი

მაია ასათიანი