Digest Logo

ბედნიერი თავისი ცხოვრებით არავინ არ არის - ლიანა ასათიანის სიმდიდრე, სევდა და მარტოობა

 11:17 პარ. 15 იანვარი
ლიანა ასათიანი

2014 წლის 8 ივლისს მსახიობი ლიანა ასათიანი გარდაიცვალა და დაგვიტოვა მის მიერ გენიალურად შესრულებული როლების წყება.

„გიორგი სააკაძე”, „ჭირვეულის მორჯულება”, „თავადის ქალი მაია”, „ჭრიჭინა”, „დიდოსტატის მარჯვენა” „ეთერის სიმღერა” – ეს იმ ფილმების ჩამონათვალია, რომელშიც ლიანა ასათიანმა ითამაშა. ყველა როლს ის უფლის საჩუქარს მიაწერდა და აღნიშნავდა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.

გავა დრო და როცა ვინმე იკითხავს, მაინც როგორი იყო ლიანა ასათიანიო, შეგიძლია მშვიდად, სრულიად დარწმუნებულმა უპასუხო: ძლიერი!.. ეს მისი ცხოვრებითაც კარგად ჩანს.

მსახიობს ნახევარძმები და დები ჰყავდა. მა­მის მე­ზობ­ლის ქა­ლი შე­უყ­ვარ­და და სა­მი შვი­ლი მას­თან ეყო­ლა, დე­და­მისსაც შე­ე­ძი­ნა კი­დევ ერ­თი შვი­ლი...

მსახიობს მძიმე ცხოვრება ჰქონდა, თუმცა საზოგადოებას რადგან მა­მი­ნაც­ვალ­თან კარგ პი­რო­ბებ­ში ცხოვრობდა მისი მძიმე ცხოვრების არ სჯეროდა.

თუმცა მის ცხოვრებაში იყო დღეები, როდესაც შაქარის ნაცვლად ჩაიში მარილს იყრიდა.

მსახიობი მშობლებისგან განებივრებული ბავშვი არ ყოფილა.

ლიანა ასათიანი ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდა, ხშირად დადიოდა ოპერაში, თეატრში და კინოში.

„თექ­ვ­ს­მე­ტი წლის ვი­ყა­ვი, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რ­ში წა­ვე­დი მე­გობ­რებ­თან ერ­თად. „გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე" გა­დი­ო­და. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შობ­დ­ნენ. მთა­ვარ როლ­ში იყო შალ­ვა ღამ­ბა­ში­ძე. ან­ტ­რაქ­ტ­ზე მე და ჩე­მი გო­გო­ნე­ბი დე­რე­ფან­ში გა­მო­ვე­დით. იცით რა ლა­მაზ გო­გო­ნებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი? - მახ­ლ­დ­ნენ პა­ო­ლოს ქა­ლიშ­ვი­ლი მე­დეა, გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - თი­ნა და ნეს­ტა­ნი... უცებ ორი ადა­მი­ა­ნი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და - ნა­ტა­შა ჟუ­ჟუ­ნა­ძე, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის ასის­ტენ­ტი და შალ­ვა გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი - ფილ­მის მე­ო­რე რე­ჟი­სო­რი. მკითხეს, ვინ ვი­ყა­ვი და შე­მომ­თა­ვა­ზეს, ფილ­მ­ში გა­და­ღე­ბა არ გინ­დაო?

ამ დროს მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი. ყო­ველ­დღე თე­ატ­რ­ში დავ­დი­ო­დი, შინ რომ მო­ვი­დო­დი, თუ არა­ვინ დამ­ხ­ვ­დე­ბო­და, ვიწყებ­დი იმის გან­სა­ხი­ე­რე­ბას, რაც სცე­ნა­ზე მქონ­და ნა­ნა­ხი... ცხა­დია, ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი და დავ­თან­ხ­მ­დი“- ჰყვებოდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისი პირ­ვე­ლი ფილ­მი „გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე“ იყო, თუმცა ყველაზე მეტად თავად, „თა­ვა­დის ქა­ლი მა­ი­ა“ მოსწონდა.

ლიანა ასათიანი პირველი დედა იყო, რომელსაც საბჭოთა მთავრობამ უფლება მისცა, უცხოეთში გადასულ შვილს შეხვედროდა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში. დედა-შვილის შეხვედრა საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძისა და პოლიტიკურ საკითხებში ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მაიკლ არმაკოსტის დონეზე გადაწყდა.

1988 წლის აგვისტოს ბოლო დღეები იყო. ამერიკის პრესამ და ტელევიზიამ ამ ფაქტს დიდი ადგილი დაუთმო. აეროპორტი სავსე იყო ჟურნალისტებით, ფოტო და კინოკამერებით. „გამოჩნდა ლექსოს შავთმიანი, დიდებული, დედოფლური შესახედაობის დედა“, – წერდა ნიუ-იორკში ყველაზე პოპულარული „სახალხო ჟურნალი“ და ექვს გვერდზე აშუქებდა მსოფლიოში პირველად ტაბუახსნილ მოვლენას.

ლექსოსთან შეხვედრის ის წუთები ბედნიერებისთვის მთელ საუკუნეს ეყოფოდა. ეს ბედნიერება მარტო ერთი დედა-შვილის კუთვნილება არ იყო. ამ შეხვედრით საუკუნოვანი ბოქლომდადებული კარი გაიხნა…

თავად ლექსო თორაძე ხანგრძლივი განშორების შემდეგ მშობლიურ ქალაქს პირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციაზე ეწვია.

მსახიობი ყოველთვის დარდით იხსენებდა შვილის ამერიკაში ყოფნის პერიოდს.


„შეც­დო­მაა, რომ ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში არ ფიქ­რობ მო­ხუ­ცე­ბუ­ლო­ბა­ზე... უნ­და ფიქ­რობ­დე. სა­მი წლის წინ ჩი­ტი­ვით დავ­ფ­რი­ნავ­დი. ამას რო­გორ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მო­მინ­დე­ბო­და ად­გო­მა და ვერ ავ­დ­გე­ბო­დი...“- ამბობდა ლიანა.

საკუთარი ხა­სი­ა­თის გა­მო სულ უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო მისი გა­რეგ­ნო­ბი­თაც კი, თუმცა ისე გარდაიცვალა, რომ მის გარეგნობაში არანაირი ცვლილება არ შეუტანია.

„იცით, რა არის ჩე­მი სიმ­დიდ­რე? ლექ­სომ რა­ღაც სა­ბუ­თე­ბი გა­მოგ­ზავ­ნა, კონ­ვერ­ტ­ზე და­ა­წე­რა: ლექ­სოს ლი­ა­ნას. ვუ­ყუ­რებ ამ კონ­ვერტს და ვფიქ­რობ, ამა­ზე მე­ტი რა უნ­და მომ­წე­როს?

სარ­კე­ში იცით რამ­დე­ნი ხა­ნია აღარ ჩა­მი­ხე­დავს!.. და ვფიქრობ, რომ ბედნიერი თავისი ცხოვრებით არავინ არ არის“- ამბობდა მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„ცხოვრებაში ბედნიერი წუთებიც ბევრი მქონია და დისკომფორტიც, მაგრამ ჩემს პრობლემებს თავზე არავის არასოდეს ვახვევდი. ახლაც რომ მეკითხებიან: „ლიანა, როგორ ხარ?“ – „ვსიო ო კეი“ – ვპასუხობ. არასოდეს ვამბობ, რომ ცუდად ვარ. არ მიყვარს წუწუნი და იმას, რაც სხვებში არ მომწონს, მე არ გავაკეთებ. მოკლედ, ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო როლს ცხოვრებაში ვასრულებ…“- ამბობდა მსახიობი.


აგრეთვე დაგაინტერესებთ⤵️

თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია

ნატო ვაჩნაძის დამწვარი სხეული მისმა დამ ბეჭდით ამოიცნო - საბედისწერო რეისის ქრონიკები

30-წლიანი ოჯახის დანგრევა, დაწუნებული სასიძო და ქალიშვილის დაბადებით გულნატკენი ვახტანგ ნინუას უცნობი ისტორიები

ვინ არის რეალურად „ზულეიჰა“ - ცნობილი თურქი მსახიობი „ჩუქუროვადან“


„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი