Digest Logo

ბავშვობა, რომელიც დღემდე ცრემლს ჰგვრის, ფარული სიკეთე და ოჯახი - არჩილ თალაკვაძის პირადი

 17:38 შაბ. 16 იანვარი
თალაკვაძის ოჯახი

პოეტისთვის ზედმეტად დალაგებული და პოეტის პირობაზე თანამდებობისთვის შეუფერებელი არჩილ თალაკვაძე დღეს 38 წლის გახდა. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მისი ფარული ნიჭის შესახებ შეიტყო და  თალაკვაძის  ლექსებმა ფეისბუქი კედელ-კედელ მოიარა. 

თავად საზოგადოების ნეგატიურ, დამცინავ დამოკიდებულებას ოდნავი ირონიით უპასუხა: „არ მეგონა, ამ ქვეყანაში ლექსების და მოთხრობების წერა და საერთოდ, წერა-კითხვა თუ აკრძალული და სამარცხვინო იყო.“
 
 
 
 

მართლაც... სასაცილოდ იქცა არა ლექსები, არამედ ფაქტი - პოლიტიკოსი და პოეტი?! ამას ადასტურებს პოეტ შოთა იათაშვილის პატარა ექსპერიმენტიც, რომელიც მან სოციალურ ქსელში ჩაატარა: გამოაქვეყნა ლექსი და ავტორად საკუთარი თავი გაასაღა. ლექსმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც შოთას გულშემატკივრებისგან, ისე მეგობარი პოეტებისა და კრიტიკოსებისგან.

აი, რას წერს ის ამის შემდეგ:

,,დღეს გამთენიისას აქ ლექსი დავდე, რომელიც ჩემად გავასაღე. არადა, ის იმ პოლიტიკოსის იყო, რომლის ერთი პოეტური ნიმუში გუშინ საყოველთაო დაცინვისა და ლაზღანდარობის ობიექტი გახდა. ლექსმა მოწონება დაიმსახურა. მან რამდენიმე საათში უკვე 50-ზე მეტი ლაიქი და გული დაიმსახურა. არცერთი, ასე ვთქვათ, დაჰაჰავება. ანუ ყველამ ეს ლექსი სერიოზულად მიიღო და მოიწონა, ვერავინ მიხვდა, რომ მე აქ რაღაცას ვიტყუებოდი. სხვათა შორის, ლექსის მომწონებელთა შორის საკმაოდ არიან ჩემი მეგობრები – კარგი პოეტები, კრიტიკოსები და მთარგმნელები.


რატომ მოხდა ასე? და საერთოდ, საიდან გამიჩნდა ასეთი ექსპერიმენტის ჩატარების იდეა? ესაა ის ისტერიულობა, რითაც ამ ბოლო დროს „განიხილავენ“ და განაქიქებენ სხვადასხვა პოეტურ ტექსტებს ქართულ სოციალურ ქსელებში თუ მედიასივრცეში. რა მნიშვნელობა აქვს, ეს ლექსები მაყვალა მრევლიშვილისაა, ვასო გულეურის თუ დეპუტატ არჩილ თალაკვაძის, თუკი დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურად ერთნაირია? თუკი ბრიყვ პუბლიკას ბრწყინვალე ლექსები სამარცხვინოდ და უნიჭობად ეჩვენება, ვითომ ამ ჯერზე ჭკვიანი პუბლიკა სუსტ ლექსს დასცინის და ამაში მართალია? და ამ ორ ქმედებას შორის რამე წყალგამყოფი ზღვარი არსებობს? სწორედ ეს ფაქტორი იყო ჩემთვის გამაღიზიანებელი. ტლუ, უხეში, ვირული დამოკიდებულება ლექსის ავტორისადმი, როცა უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს, ნიჭიერია ავტორი თუ უნიჭო, კარგია ლექსი თუ ცუდი – და საერთოდ, ერთი ლექსით, ერთი სტრიქონით ავტორის შეფასების ეს მეთოდი.

მე არ ვიცი, მოსწონს თუ არა ამჟამად პოეტ არჩილ თალაკვაძეს თავისი ძველი პოეტური ნიმუშები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესი ნიმუშების შექმნას და პოეზიის არსში უფრო ღრმად გარკვევას ვუსურვებ, ხოლო პოლიტიკოს არჩილ თალაკვაძისგან კი პატიოსნებას, პრინციპულობას და პროფესიონალიზმს მოვითხოვ.

P.S. დაბოლოს, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანების შეფასება ჩემი და არჩილ თალაკვაძის „ერთობლივი ლექსისა“, რომელთაც მოიწონეს ეს ლექსი. რამდენად გულწრფელი იყო ეს მოწონება, რაზე იყო დაფუძნებული, თუ უბრალოდ მექანიკური დალაიქება იყო ჩემდამი პირადი სიმპათიის გამოსახატავად? ვფიქრობ, მათი განმარტებები კიდევ უფრო გამოკვეთს და ნათელს გახდის იმ მომენტებს, რასაც მე აქ ხაზი გავუსვი.“


ის-ის იყო თალაკვაძის პოეტობა ყველას დაავიწყდა და საკუთარ ფეისბუქზე დიდი ლექსი გამოაქვეყნა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ბიძინა ივანიშვილს ეძღვნებოდა.


თავის პოეტურ ბუნებას არჩილი არც ახლა თმობს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდანაც რომატიკულ ფრაზებს ფეისბუქზე წერს:

როდის და რომელი ფანჯარა გაიღო, როცა მის ცხოვრებაში პოლიტიკა შემოვიდა არ ვიცით, მაგრამ მისი ბავშვობიდან ერთ სენსიტიურ ამბავს ჟურნალისტი გიორგი სირაძე გვიყვება:

„აქვს მას ერთი საკრალური ისტორია, რომელიც მისი პიროვნების ფუნდამენტია - ფესვებია, რომელსაც ყოველ ჯერზე ეჭიდება, მიზეზია, რის გამოც თავის მშობლიურ მხარეს არასდროს შორდება და საბაბია, რატომაც ქვეყანას ემსახურება. ესაა ერთწინადადებიანი ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრებაა და რომელმაც აქცია იმად, რაც არის - როცა პატარა ოყო, მშობლებმა საქორწინო ბეჭდები გაყიდეს იმისთვის, რომ მას ინგლისური ესწავლა... ასე იწყება ადამიანების თავდადებასა და სიყვარულში გაზრდილი, თავდაუზოგავ შრომასა და უკეთესობისთვის ბრძოლაში გამობრძმედილი ბიჭის ისტორია... ასეთია გზა გურიიდან საქართველოს მთავარ კანონმდებლამდე, რომლის გახსენებისას, ყოველთვის თვალზე ცრემლი ადგება და სწორედ ამ გულწრფელი ექსპრესიით წარმოადგენს ხალხს იქ, სადაც ყველაზე მთავარი მაინც ადამიანების სიყვარულია. კარგად იცის - როცა გიყვარს, როცა შრომობ და როცა მართალი ხარ, შეუძლებელი არაფერია...

P.S. მე ამ ფოტოსიც საოცრად მჯერა, რადგან სულ მახსენდება ჩემი მეგობრის, თეა პერტაიას მიერ მოყოლილი ერთი ისტორია - ბაკურიანში შემთხვევით არჩილს შეხვდა და აღმოაჩინა, რომ გმირულად დაღუპული პოლიციელის გოგონას, რომელიც შსს-ში მუშაობისას, მამის მაგივრად სკოლაში პირველად წაიყვანა, წლების შემდეგაც, შვილივით პატრონობდა და ეფერებოდა... ასე ჩუმად, უთქმელად... ოჯახთან ერთად კურორტზე ჩამოეყვანა და მშობლიურ მზრუნველობას არ აკლებდა. ადამიანები მხოლოდ ასეთ ნამდვილ ისტორიებს იმახსოვრებენ, არც მე ვარ გამონაკლისი... და რადგან ჟურნალისტიც ვარ, ერთგვარი ვალდებულებაცაა, მოვყვე, გავაზიარო - თანადგომა, როგორც მოთხოვნილება და არა ვალდებულება, სიყვარული, როგორც ძალიან ორგანულის გაზიარება და გზა, რომელიც სუფთაა... არჩილ, დაბადების დღეს გილოცავ!

წლების წინ სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, თეა პერტაიამ მართლაც დაწერა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ წაიყვანა თალაკვაძემ, ბაკურიანში დასასვენებლად თავის შვილებთან ერთად აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის შვილი, დეა სახელაშვილი:

,,არის პოლიტიკის მიღმა რაღაც, ბევრად ნამდვილი… ამიტომ დავწერ… როცა შსს-ში ვმუშაობდი, დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომელიც მიყვარდა: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების შვილები პირველად სკოლაში მინისტრს, მის მოადგილეებსა და უწყების სხვა თანამშრომლებს მიჰყავდათ…
2015 წლის სექტემბერი. გმირი პოლიციელის შვილს, დეა
სახელაშვილს, პირველი კლასისკენ მეგზურობა მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაუწია… გავიდა წლები…2019 წელი, აგვისტო… ბაკურიანში ვისვენებ და შემთხვევით საოცარ ფაქტს ვაწყდები – ვხედავ, არჩილმა და მისმა მეუღლემ დასასვენებლად შვილები და ერთი ცისფერთვალა გოგონა ჩამოიყვანეს. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დეა იყო… გამახსენდა, წლების წინ, სკოლაში წასასვლელად ერთად რომ ემზადებოდნენ და ნერვიულობდნენ… დღესაც ძალიან მშობლიური დავინახე ამ ერთობაში… გული გამითბა, ამიჩუყდა და გაგიზიარეთ… ალბათ სიკეთე უნდა აღნიშნო, რომ განმეორდეს…“ – წერს თეა პერტაია.
ინფორმაციისთთვის, როცა დეას მამა ომში წავიდა, ბავშვი რამდენიმე დღის დაბადებული იყო. შვებულებაში მყოფი გიგა სახელაშვილი თავად გამოცხადდა სამსახურში, რომ ომში წასულიყო.“

როგორც უკვე მიხვდით, არჩილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რას ნიშნავს მისთვის ოჯახი და ვინაა მისი მეუღლე - ამ შეკითხვებით მას ჟურნალმა „სარკემ“ მიმართა:


ოჯახი ჩემთვის ძალიან ძვირფასი გაჩერებაა, სადაც ძალებს აღვიდგენ და სტრესს ვანიავებ ჩემი ფსიქიკიდან. მყავს მეუღლე – ქეთი ბუბუტეიშვილი და ორი ქალიშვილი ელე დაანა-ბეატრისი. ამ საზოგადოებაში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მთავარია, მოვახერხო, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი შვილებისთვის მაგალითი გახდეს, ისევე, როგორც ჩემი მშობლების ცხოვრება არის ჩემთვის მაგალითი. პირველ ყოვლისა, ვიტყოდი, რომ ოჯახში ჩვენი პოლიტიკა დამოუკიდებლობისკენ არის მიმართული. ჩვენი მიდგომაა, ოჯახის ყველა წევრი რაც შეიძლება დამოუკიდებელი, რეალიზებული და წარმატებული იყოს. გვჯერა, რომ ოჯახი, როგორც გუნდი მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მისი ყველა წევრი საკუთარ ფუნქციას ძალიან კარგად ასრულებს. დრო ძალიან მკაცრად გვაქვს განაწილებული: დილით მე და ჩემი მეუღლე სამსახურში მივდივართ, ელე – ბაღში, ანა-ბეატრისი კი რჩება ბებოსთან. მოკლედ, ყველამ ვიცით ჩვენი საქმე და მანდატი. ასევე, ძალიან მკაცრი მენეჯმენტი გვაქვს რესურსების კუთხითაც – ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას, ფუფუნებისთვის გარკვეული რესურსები დავხარჯოთ. ის მინიმალური, რაც ყველა ოჯახს სჭირდება ფუნქციონირებისთვის, ყველაფერი გვაქვს, რაც ჩემი აზრით, ცხოვრების ამ ეტაპზე საკმარისია. ვშრომობთ და იმედი გვაქვს, რომ შევქმნით მეტ დოვლათს, პირველ ყოვლისა კი შევქმნით მეტ საზოგადოებრივ სიკეთეს.

როგორც ყველა გურულის ცხოვრებაში ჩემს ცხოვრებაშიც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი იუმორს უკავია. იუმორი ძალიან მეხმარება ურთიერთობებში. მგონია, რომ ბევრს მოსწონს ჩემი ეს თვისება.

– რამე საინტერესოს ხომ არ გაიხსენებთ?

– როცა ქეთი ელეზე იყო ორსულად, შეთანხმებული ვიყავით, რომ ერთად წავიდოდით სამშობიაროში. იმის გამო, რომ დრო არ გვქონდა და რესურსებშიც ძალიან შეზღუდულები ვიყავით, ვერ დავგეგმეთ, მშობიარობა მთელი თავისი ტრადიციებით უზრუნველგვეყო – ყველასთვის დაგვერეკა, სუფრა გაგვეშალა და ერთკვირიანი ლხინი მოგვეწყო და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ქეთის ტკივილები დაეწყო, ჩავსხედით მანქანაში ორივე და სამშობიაროში წავედით. მეც სამშობიარო ბლოკში ვიყავი მასთან ერთად. ელე რომ დაიბადა, ტრადიციულად, ბებიაქალი გაიქცა – უნდოდა, ბავშვის დაბადება ვინმესთვის ეხარებინა. ეგონა, გარეთ ბევრი ნათესავი გველოდებოდა. ამ დროს მეანმა დაუძახა – ტყუილად მიდიხარ, გარეთ კაციშვილი არ არისო. როცა ქეთი მეორე შვილს აჩენდა, მეანს დაველაპარაკე, რომელმაც მითხრა, სანამ იმშობიარებს, დაახლოებით 1 საათი და 20 წუთი გაქვსო. ამ დროის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ სერგიენკოს შევხვდი, დავბრუნდი შეხვედრიდან სამშობიაროში და 10 წუთში ანა-ბეატრისიც დაიბადა.

– მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ძალიან გადატვირთულ რეჟიმში გიწევთ ყოფნა, ბავშვებისთვის თუ გრჩებათ დრო?

– ელე დღემდე ჩემი მოგონილი ზღაპრებით იძინებს. ადრე ზღაპრებს მე თვითონ ვუყვებოდი, მაგრამ დღეს ამის დროც აღარ მრჩება. ამიტომ, კვირის განმავლობაში ტელეფონში ვუწერ ხოლმე, და მერე ამას ძილის წინ უსმენს და ისე იძინებს. ასე რომ, გამოსავალი ყოველთვის არის, მთავარია მონდომება.

– ლიტერატურითაც ხართ გატაცებული როგორც გავიგე.

– ლიტერატურა ჩემი ერთ-ერთი ჰობი და საყვარელი სფეროა. ერთი წიგნიც მაქვს გამოცემული. მეგობრებთან ერთად დაარსებული მაქვს ყველაზე დიდი ლიტერატურული ელექტრონული ბიბლიოთეკა – lib.ge.

– თქვენი სამაგიდო წიგნი რა არის?

– ჩემს მაგიდაზე რამდენიმე წიგნი დევს, რომელიც კარიერის ამ ეტაპზე ძალიან მეხმარება. ეს არის გრეგორი მენქიუს „ეკონომიკის პრინციპები,” ნაპოლეონ ბონაპარტეს ბიოგრაფია, ასევე „ადამიანის უფლებათა აქტების კრებული” და წიგნი, რომელიც ახლახან ჩამომივიდა – „ჯანმრთელი, მდიდარი და ბრძენი,” სადაც აღწერილია 5 ნაბიჯი, რომელიც წარმატებული ჯანდაცვის შექმნისთვის არის საჭირო. ეს 4 წიგნი ჩემს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დიდ ადგილს იკავებს.

– ნაპოლეონ ბონაპარტეს ბიოგრაფია რატომ?

– ნაპოლეონის ბიოგრაფიაში სამხედრო კამპანიებით მოტანილი მსხვერპლი და უბედურება, რაც ომს მოაქვს ზოგადად, ის კი არ მიტაცებს, არამედ, ის, თუ რამდენად ეფექტურად გეგმავდა და ახორციელებდა ის ამ კამპანიებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ენერგეტიკა, რომელიც ჩემთვის მართლაც გადამდებია. ყოველი გამარჯვების შემდეგ მისი გეგმები და შესაძლებლობები ათმაგდება, ხოლო, ყოველი მარცხის შემდეგ ის ახერხებს, რომ ძალიან სწრაფად აღდგეს, გააკეთოს მობილიზება, რესურსებს მოუყაროს თავი და გადაერთოს ახალ კამპანიაში. ეს კი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი თვისებაა გამარჯვებისთვის. ამიტომ, ხშირად ვკითხულობ-ხოლმე მისი ბიოგრაფიიდან სხვადასხვა პასაჟს.


⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

ბიძინა ივანიშვილისა და ეკეტერინე ხვედელიძის ქორწილის უცნობი დეტალები

ცოტა რამ ნიკა რურუას შესახებ - ნახირში გაქცევა, „აცვენილი ბიჭობა“, „მხედრიონი“ და მინისტრობა

ვინ იყო ირაკლი მაქაცარიას რუსი საცოლე და როგორ გამოიყურებოდა ტელესახე ბავშვობაში


გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

„მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სი...

00:36

შარაძე რუსუდანი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე

„მიწა დაგაყარეთ ორივეს! ვირუსის გავრცელე...

23:05 ოთხ. 27 ოქტომბერი

ფხაკაძე