Digest Logo

ალბათ დიდი რისხვა წამოვა ჩემზე… მაია ასათიანის სულისშემძვრელი აღიარება

 00:22 ხუთ. 1 ოქტომბერი, 2020 წელი
მაია ასათიანი

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში, შორენა ბეგაშვილის გადაცემაში „შორენას ეფექტში” მაია ასათიანი საუბრობს შვილის გარდაცვალების შემდეგ პერიოდზე.

„დღეს პირველად ვიტყვი, აქამდე არასდროს მითქვამს. ალბათ, დიდი რისხვა წამოვა, მაგრამ მე ეს გზა უკვე გავიარე.

ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, წამოდგომა შევძელი და სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მოჩანდა – ეს მე არ ვიყავი, რადიკალურად სხვა ადამიანი მიყურებდა, ვიყავი ჩონჩხი ყვითელი კანით, არ ვგავდი ადამიანს.

მე ჩემს სარკეში მიცვალებული დავინახე და ჩემს თავს ვუთხარი – არ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ცოცხალი ვიყავი.

ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მე სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და თმების შესაღებად მეგობარმა და პროდიუსერმა წამიყვანა. მან სალონი დახურა, რათა არამკითხე ადამიანებს არ ვენახე…

ამის შემდეგ, დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა. ახლა, ჩემზე იტყვიან გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და სავსე სახე ნახა, ოღონდ იგივე გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო.

მას შემდეგ, ჩემს გარეგნობაში ბევრი რამ შევცვალე. ბუნებრივად, ერთი შავი გოგო ვარ, შავი თმით… მე ახლა ისევ ის ჯიუტი შავი გოგო ვარ, რომელიც იბრძვის… ბავშვობაში მინდოდა ქერა და ლამაზი ვყოფილიყავი. ახლა, ასეთი როლი მოვირგე. მაიას შვილი სადღაც ჰყავს… ყურადღება გარეგნობაზე გადავიტანე. სხვებს ვაჩვენებ, რომ კარგად გამოვიყურები და მჯერა, რომ ჩემი გოგო მიყურებს, ამიტომაც – დაე ვიყოთ ლამაზები.” – ამბობს მაია ასათიანი.


მსგავსი სიახლეები

როგორი ამინდი იქნება 17 ოქტომბერს საქართ...

01:00

ამინდი

„დაკავებისას პოლიციელები მოწიწებით მეპყრ...

00:57

ექს პრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

„ამ საყოველთაო სიყრუეში, გურამ შარაძის ს...

00:43

რუსუდან შარაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

დაიბადა დათუნა ვარდოსანიძე! - გიორგი ვარ...

21:49 შაბ. 16 ოქტომბერი

გიორგი ვარდოსანიძე

„რა გამოხედვააა, ლელაა“ - ლელა წურწუმიას...

20:25 შაბ. 16 ოქტომბერი

ლელა წურწუმია

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშა...

23:30 შაბ. 16 ოქტომბერი

ფეროშენადნობთა ქარხანა

VIDEO: გადაცემის ჩაწერისას ქალმა გონება...

22:48 შაბ. 16 ოქტომბერი

ქალი

„ღამით ჩემს ტანზე სიმძიმის დაწოლამ გამაღ...

22:11 შაბ. 16 ოქტომბერი

იმერეთში 72 წლის კაცი 9 წლის
ბავშვთან გარყვნილი
ქმედებისთვის დააკავეს

„ისეთი სტრესი მიიღო, რომ დღემდე ესმის ხა...

20:46 შაბ. 16 ოქტომბერი

ბათუმის ტარგედია

საჭიროა თუ არა ე.წ. ბუსტერ დოზა „სინოფარ...

19:58 შაბ. 16 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი

„ევა გილოცავ დაოჯახებას“ - შორენა ბეგაშვ...

19:18 შაბ. 16 ოქტომბერი

ევა ბარბაქაძე

უტიფრად, ყოველგვარი ბოდიშის გარეშე... რა...

17:46 შაბ. 16 ოქტომბერი

შსს-ს საგანგებო
სიტუაციების მართვის
სამსახურის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის
დეპარტამენტის უფროსი
გიორგი თუხარელი, „ტვ
პირველის“ საინფორმაციო
სამსახურის უფროსი ნოდარ
მელაძე

ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

17:36 შაბ. 16 ოქტომბერი

ანალიტიკოსი ედიშერ
გვენეტაძე

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი –...

17:26 შაბ. 16 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი