Digest Logo

7-წლიანი ციხე, გარდაცვლილი ქმარი, ჩამორთმეული 250 ათასი ლარი და უსახლკაროდ დარჩენილი ბიზნესლედი - სკანდალური ამბები მაია რჩეულიშვილზე

 12:43 ხუთ. 23 სექტემბერი
რჩეულიშვილი

სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი და ბიზნესლედი მაია რჩეულიშვილი ყოველთვის იყო მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა მის მიმართ ინტერესი 2019 წელს გაიზარდა, მაშინ როდესაც ათასობით ადამიანი ბინის გარეშე დატოვა. 

როგორ იხსენებს ის ციხეში გატარებულ დღეებს? როგორ გადაიტანა მეუღლის სიკვდილი და რა სკანდალებშია  გახვეული რჩეულიშვილი, ამის შესახებ „დაიჯესტი“ გიამბობთ: 

ციხე

„ცენ­ტრ პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე, „მი­ო­ნის" ეპი­ზოდ­ზე ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი, მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 2019 წელს დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

რჩე­უ­ლიშ­ვილს 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და. მას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით წარედგინა, რაც თაღ­ლი­თო­ბას გუ­ლის­ხმობს.

თუმცა რამდენიმე დღის წინ ის, 5 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლეს.

„ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ნატ­რე­ბო­და ვახო... ვთვლი, რომ ვა­ხოს სიკ­ვდი­ლი იყო ყვე­ლა­ზე დიდი პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ხა­ტა სიკ­ვდი­ლით და ეს მოჰ­ყვა ჩვენს და­ჭე­რას, ეს იყო ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი, რაც ვა­ხოს მი­ვა­ყე­ნეთ...

პირ­ვე­ლად ცი­ხე­ში რომ გა­ვიღ­ვი­ძე, შე­გუ­ე­ბის მო­მენ­ტი არ მქო­ნია. რომ გა­ვიღ­ვი­ძე, იქე­დან და­ვი­წყე კა­მე­რის მო­წყო­ბა, რომ შე­მეც­ვა­ლა გა­და­მე­ად­გი­ლე­ბი­ნა ავე­ჯი, ჩემი ცხოვ­რე­ბის წესი არის მუ­შა­ო­ბა. 5 წელი დღე და ღამე ცი­ხე­ში ვი­მუ­შა­ვე.

ძა­ლი­ან მტკი­ვა გული, რომ ხალ­ხს გული ვატ­კი­ნეთ. იმ­დე­ნად გან­ვიც­დი ამ ყვე­ლა­ფერს... რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყო­ველ­დღე ამ ხალ­ხზე ვფიქ­რობ­დი...

აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ იმი­ტომ, რომ ძი­რი­თა­დი ინ­სტინქ­ტი მო­ვუს­პეთ. ქო­ნე­ბა და­კარ­გეს და ვერ მი­ი­ღეს დიდი ხანი. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც პრობ­ლე­მა აქვს ქო­ნე­ბასთნ, ის ვერ გი­ტანს.

რუსო რომ შე­მო­ვი­და კა­მე­რა­ში, ტრა­გი­კუ­ლი იყო... არა­ვინ არ
მი­თხრა, რომ რუ­სოს იჭერ­დნენ. გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძეს­თან ვი­ყა­ვი კლი­ნი­კა­ში. კო­რო­ნა­როგ­რა­ფია უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, გა­მი­კე­თეს დი­ა­ზე­პა­მი. მშვი­დად ვი­ყა­ვი და რომ ვი­კი­თხე, - რა­ტომ მი­კე­თებთ-მეთ­ქი? დღეს რუ­სოს იჭე­რე­ნო... მო­ვიხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი, წა­ვე­დი რომ რუ­სოს დავ­ხვედ­რო­დი. სა­ღა­მოს, რომ რუსო შე­მო­იყ­ვა­ნეს, კი­ნა­ღამ მოვ­კვდი. მა­ინც ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რომ ერ­თად ვი­ყა­ვით. გა­უ­ცო­ხე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით ერ­თმა­ნეთ­თან, ეს გა­უ­ცხო­ვე­ბა გაქ­რა და გალღვა ცი­ხე­ში.

ყვე­ლა­ზე მე­ტად გუ­კას ვდარ­დობ­დი. ოჯა­ხი ძა­ლი­ან და­ზი­ან­და ჩვე­ნი და­ჭე­რით, მაგ­რამ გუკა დამ­ხვდა ისე, რო­გორც ვოც­ნე­ბობ­დი რომ დამ­ხვედ­რო­და.

ალ­ბათ, ასეც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ისევ შე­იკ­რა ოჯა­ხი. დებ­მა ერ­თა­მა­ნე­თი ვი­პო­ვეთ. ეს ხომ გა­რეთ არ მოხ­დე­ბო­და", - ამ­ბობს მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან.

გარდაცვლილი ქმარი

ციხეში ყოფნისას მაია რჩეულიშვილის ქმარი, ვახტანგ რჩეულიშვილი, 63 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა.

ამ დროს მაია ციხეში იმყოფებოდა, თუმცა მას მისცეს უფლება ქმრის დაკრძალვას დასწრებოდა.

მაიას აწი დასჭირდება იმის აღქმა, რომ ვახო აღარ არის... - როგორ გადაიტანეს ვახტანგ რჩეულიშვილის სიკვდილი ციხეში

სასამართლომ მაია რჩეულიშვილს 250 ათასი ლარის ღირებულების ქონება ჩამოართვა.

სა­სა­მარ­თლომ მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს 250 ათა­სი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო. საქ­მე ეხე­ბოდა "ცენ­ტრ პო­ინტზე" მიმ­დი­ნა­რე პირ­ველ საქ­მეს, რო­მელ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, და კომ­პა­ნია "დექ­სუ­სის" ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი ივა­ნე ცა­გუ­რია იყვნენ. აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ზე მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს გი­რა­ოს სა­ხით 250 000 ლა­რის ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რამ კი და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, რომ ის ქო­ნე­ბა, რომ­ლი­თაც გი­რაო იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, მი­მართულიყო სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში, რად­გან ბრალ­დე­ბუ­ლი შე­ფარ­დე­ბუ­ლი გი­რა­ოს პი­რო­ბებ­შიც კი აგ­რძე­ლებ­და მე­ნა­შე­ნე­თა კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბას, რის გა­მოც მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს ახა­ლი ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს.

დაც­ვის მხა­რე პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას აბ­სურ­დულს უწო­დებ­და და მო­ი­თხოვ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს არ და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მო­თხოვ­ნა, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი და მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს ის ქო­ნე­ბა ჩა­მო­ერ­თვა, რომ­ლი­თაც 250 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

უსახლკაროდ დარჩენილი რჩეულიშვილი.

2012 წელს „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში რჩეულიშვილი ამბობდა, რომ უსახლკაროდ დარჩა.

„რაპორტი რომ მომივა, ვზივარ და ვმუშაობ, დეტალურად ვათვალიერებ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ახლა გადავარჩინო „რჩეული” – ეს ულამაზესი სასტუმროების ქსელი, რომელიც ასევე გაკოტრების პირასაა. ამდენი ნერვიულობის გამო, საბოლოო ჯამში, დამჭირდა კორონოგრაფია. აღმოჩნდა, რომ მიკროინფარქტის კერები მაქვს გულში. ძალიან კარგი ჭკუის სასწავლებელია ჩემთვის, დიდი გაკვეთილი იყო. ეს იყო საფუძველი იმისა, რომ, პრაქტიკულად, სიკვდილის გზაზე დავმდგარიყავი. თქვენ კარგად იცით, იყო პროექტები, რომლებშიც ვიყავით ჩართულები: ბინები გვაქვს გაჩუქებული. ფოთში ჩემი ხელით დავამთავრე სასტუმრო, რომელიც სახელმწიფოსგან შევიძინე აუქციონის წესით, გამოვიდა რაღაც საოცრება. ჩემი სახლიდან წავიღე ავეჯი და, სასტუმრო, რომელიც არც კი ვიცი, რამდენი დამიჯდა, 140 ათას დოლარად გაყიდეს. ამის უფლებას რომ აძლევ ადამიანს, რა ბიზნესმენი ხარ?! 140 ათასი დოლარი თბილისში სამოთახიანი ბინაა. როგორც წესი, ყველა იმ კორპუსში, რომელსაც ვაშენებდი, ერთ ბინას ვიტოვებდი. ეს იმის მაჩვენებელი იყო, რომ, ისე კარგად ვაშენებ, რომ მე იქ ვიტოვებ ბინას. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი გადავეცი „დექსუსს”, აღარაფერი გამაჩნია. დამრჩა მარტო არმაზის სახლი, რომელიც არის დედაჩემის. პრაქტიკულად, ცხოვრებას თავიდან ვიწყებთ. ყველაფერში შევიზღუდეთ.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵რატომ იტირა პატრიარქმა მის წინაშე, 1 ლარად ნაყიდი ბინა, 2 ცოლი და ტრაგედია, რომელმაც დააბერა - ბესო ბერულაშვილის პირადი

🔵რატომ არ გაეცნო ლიკა ქავჟარაძე ალენ დელონს - აქამდე უცნობი ისტორია

🔵ორგანოებით ვაჭრობა, „ქმრის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი და ღირსებააყრილი პირველი ლედი!“ - სკანდალებში გახვეული სანდრა რულოვსი


„რაღაცას ვიტყოდი, მერე ეს იჭრებოდა, იდებ...

00:55

ელისო ბოლქვაძე

„ბავშვთა ერთ-ერთ კლინიკაში 70 ბავშვია მო...

00:20

ბიძინა ____ კულუმბეგოვი

„დიდი აღმოჩენა იყო, რომ საქართველოს ჰყავ...

00:16

პიანისტი ელისო ბოლქვაძე


დღეს სოფლელი ქალების საერთაშორისო დღეა

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

სოფლელი ქალები

ახალი კვლევა: ქალი უშნო პარტნიორთან უფრო...

17:10 პარ. 15 ოქტომბერი

წყვილი

„ანთიმოზს ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე...

21:24 ხუთ. 14 ოქტომბერი

ავარია

„მამაჩემი ისედაც არაადამიანი იყო!.. თემუ...

20:00 კვი. 17 ოქტომბერი

გია მაჭარაშვილი

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სოფო ნიჟარ...

16:16 კვი. 17 ოქტომბერი

მომღერალი

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები კორეიდა...

23:52 შაბ. 16 ოქტომბერი

ივანიშვილები

ფოტოები - რა პირობებში იხდის სასჯელს მიხ...

23:30 კვი. 17 ოქტომბერი

სააკაშვილი

კახა კალაძე - ხვალიდან ვიწყებ აქტიურ წინ...

23:12 კვი. 17 ოქტომბერი

თბილისის მერი, „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელი
მდივანი კახა კალაძე - Pia.ge

„იარაღის ჟღარუნი მესმის… პოლიტიკოსები ხე...

22:43 კვი. 17 ოქტომბერი

ლელა კაკულია
წინასწარმეტყველი

ციციშვილის კლინიკაში დღეს კოვიდინფიცირებ...

21:42 კვი. 17 ოქტომბერი

ჩვილი

7 დაუწერელი წესი, რომელსაც ზრდილობიანი ა...

20:41 კვი. 17 ოქტომბერი

სუნამო

„ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშე...

19:01 კვი. 17 ოქტომბერი

ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი Digest.ge 2021

უფალი მოგვიწოდებს, რომ არა თუ ვიძიოთ შურ...

18:31 კვი. 17 ოქტომბერი

სასულიერო პირი

„ეს ნიშნავს, რომ შემდგომი თვეებში 10 000...

17:21 კვი. 17 ოქტომბერი

ბიძინა კულუმბეგოვი
საგანგებო ვიდეომიმართვას
ავრცელებს

ვინ არის რაფაელ გლუკსმანი და რა სენტიმენ...

16:20 კვი. 17 ოქტომბერი

რაფაელევროპარლამენტარი
რაფაელ გლუკსმანი,
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი გლუკსმანი