Digest Logo

7 რჩეული კაცი, გარდაცვლილი შეყვარებულისგან მიღებული ტრავმა და რომანი თიკა ჯამბურიას ყოფილთან - ლიზა ყენიას პირადი

 11:40 შაბ. 10 აპრილი
ლიზა ყენია

ეპატაჟი, სექსუალური სხეული, გამორჩეული ხმის ტემბრი, განსხვავებული იმიჯი და ჩაცმის სტილი - ეს ლიზა ყენიაა.

ლიზა ქართული შოუბიზნენის ყველაზე ახალგაზრდა და ეპატაჟური მომღერალია.

მისი გარეგნობიდან გამომდინარე ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს და მუდამ კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა.

მომღერლის პირადი კი ყოველთვის განხილვის საგანია. 

დღეს სწორედ, ლიზას პირადი ცხოვრების შესახებ მოგიყვებით, რაზეც მომღერალი ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.

შეყვარებულის გარდაცვალება

ბათუმში 25 ივლისს დაკარგული 19 წლის ბიჭი დათა მღებრიშვილი, გარდაცვლილი იპოვეს.

სამი დღის განმავლობაში ითხოვდა დახმარებას მომღერალი ლიზა ყენია:

„ჩემო! თუ ნახავ გევედრები, გეჩოქები დაბრუნდი!“

„გთხოვთ მეგობრებო გაავრცელოთ ეს ფოტო ყველაგან! დათას ბოლო ფოტოა, რომელიც დღეს 25 ივლისს გადაიღო ღამე.

მთელი დღეა ვეძებთ, გთხოვთ დამეხმაროთ! დათა მღებრიშვილი. მობილური სხვას მისცა და არ გამოდის კონტაქტზე, ახლობლებს მესიჯები მიწერა და დაემშვიდობა... ბათუმშია,“- წერდა ინსტაგარმაზე ლიზა.

როგორც გაირკვა, ბიჭმა მობილური სხვას აჩუქა, ვიდრე ამ საშინელ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ლიზა ყენია და დათა მღებრიშვილი შეყვარებულები იყვნენ.

21 ოქტომბერს დათას დაბადების დღეა. ლიზამ გარდაცვლილ შეყვარებულზე ფეისბუქზე დაწერა:

„ზახული იყო...
ყოველ ზაფხულს რაღაც სასიამოვნო თავგადასავლის მოლოდინში ვარ , ხოდა წელსაც ასე იყო...

მინდოდა, დაუვიწყარი დასვენება მქონოდა. ძალიან გადავიღალე პროექტებით უამრავი თვალით
და ბევრი უარყოფითი და დადებითი ემოციებით.

ერთი მოწყენილი საღამო იყო ჩემი მეგობარი მესტუმრა... მარტო ვიყავი და არსად წასვლის სურვილი არ მქონია...

ჩამოდი წავიდეთ ძალიან გავერთობით მთხოვდა და ძალიან მეზარებოდა ხალისი, არ მქონდა.

ჩემი მეგობარი არ მომეშვა მანამდე მეხვეწა, სანამ რაღაც ისტორიების გამოგონება არ დაიწყო, რა მოხდებოდა იქ თუ მივიდოდით „ზაფხულის ივენთზე“.

მითხრა, წამოდი და აი, ნახავ, ვინმე ანგელოზს გავიცნობთ და ძალიან ბედნიერები ვიქნებითო, რატო ამბობდა, არ ვიცი. ალბათ გრძნობდა, მაგრამ ეს, ძირითადად, ვერ გრძნობს ეგეთ რაღაცებს, მაგრამ წავყევი ისევ მისი ხათრით.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მუსიკა უკრავდა და გადავწყვიტე, მომესმინა... წინ ბიჭი იდგა და ამ ბიჭზე ხუმრობა დავიწყე. ნიკას რაღაცებს ვჩურჩულებდით და მისი ცეკვის იმიტირებას ვაკეთებდი „დავცინოდი“ , რა ვქნა, მართლა სასაცილოდ ცეკვავდა, თითქოს არავინ არ იყო გარშემო და მარტო თვითონ იყო ამ სამყაროში.

უცებ ყვითელი შუქები აინთო ჩემი სახე განათდა და ეს „მოცეკვავე“ ბიჭი ტრიალდება სახეზე მიყურებს და ყვირის "ვახ, რა ლამაზი ხარო" .

გამეცინა და ნიკას ჩავჩურჩულე გთხოვ, გავერიდოთ აქაურობას მეშინია ამ ბიჭის თქო, ცოტა ხანში ნიკასთან მიდის და ეცნობა, მერე მე მეცნობა და გვთავაზობს, რომ უბრალოდ ერთად ვიყოთ "ბედნიერები" იმ საღამოს და არ დავკარგოთ ერთმანეთი...

დავთანხმდით და ერთად წარმოვიდგენდით რომ ახლაც არავინ იყო ჩვენს გარდა ამ სამყროში მხოლოდ ჩვენ სამი.

მას მერე ყოველი დღე ჩემთვის ერთი ულამაზესი ფილმი იყო, რომელიც თითქმის სულ გაღიმებული მძინარე გოგოთი მთავრდებოდა.. რომელიც უზომოდ ბედნიერია, რომ ანგელოზი მართლა გაიცნო.

შეუძლებელია, მისი აღწერა სიტყვებით, მგონია, რომ არ არის საკმარისი და რამესაც გავაფუჭებ, არ არის ამქვეკნიური. უცხოპლანეტელია..

ყველაზე ღრმა, ყველაზე სევდიანი, ყველაზე მხიარული.. და ყველაზე კეთილი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.

ყველა ჩვენი შეხვედრა, რაღაც საოცრად დიდს მმატებდა, ძალას თითქოს ცოდნას და აზროვნებას...

დარწმუნებული ვარ, მასაც ეს მოსწონდა ჩემში.. ჩემი „უცხოპლანეტელობა“ და შეგრძნება, რომელიც ღრმა ბავშვობაში ვიგრძენით, რომ თითქოს არ ვართ ამ სამყაროსთვის, ან ავცდით ან სხვა დროში ვართ, ან თუნდაც რამე მიისიით მოვედით, რომელიც ყველა ადამიანისთვის არ არის.

ვერც გავაგრძელებ, არც დამთავრება მინდა... მე შენ ყოველთვის გელოდები.

მე შენ მიყვარხარ, ყოველთვის და ყველგან..

შენ გეძებ ყველაში და ყველგან.

შენ ხარ ჩემთვის მაგალითი..

და შენი იმედი მაქვს სამუდამოდ..

გილოცავ! ამ დღეს შენ გამოგგზავნეს უცხოპლანეტელებმა რაღაც მისიისთვის, რომელსაც იმედია, მალე გავიგებ, დუდი“,- წერდა მომღერალი.

ურთიერთობა უმცროს კოდუასთან

2015 წელს, კულუარული ინფორმაციის თანახმად, სოდ-ის ყოფილი უფროსის ირაკლი კოდუას შვილს, ნოდო კოდუას, სასიყვარულო რომანი ჰქონდა მომღერალ ლიზა ყენიასთან.

თუმცა მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა და 2018 წელს ნოდო კოდუამ ნინუცა ჯაფარიძეზე იქორწინა.

„მე ყველაფერი ვიცი, თვალს ვადევნებ და სულ ვეუბნები ლიზას: ასეთი თაყვანისმცემლები ყოველთვის იქნებიან შენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც ყველა უნდა მოგეწონოს.

ლიზა საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი ადამიანია. წლების მატებასთან ერთად თანდათან ხვდება, რა არის კარგი, რა – ცუდი, მაგრამ – „ფეისბუქი”, სოციალური ქსელი ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელებას.

მე საკმაოდ მკაცრი ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ხელოვნურად და დაძალებით არაფერი ხდება, თვითონ უნდა გამოიაროს ყველაფერი, რომ სწორ გზაზე დადგეს“,- ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერლის დედა, მაია ჯაბუა.

ლიზა და გიორგი პატარიძე

„სიყვარულებზე, არ მიყვარს საუბარი. არ ვიცი, რა დავარქვა ჩვენს ურთიერთობას. არც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და არც შეყვარებულები ვართ, უფრო დასაწყისი ეტაპი გვაქვს – ერთმანეთი რომ მოსწონთ ბავშვებს.

ალბათ, ეს ყველაფერი კარგი ურთიერთობის დასაწყისია. მის გვერდით ძალიან კომფორტულად, კარგად ვგრძნობ თავს და მიხარია, როცა ერთად ვატარებთ დროს. ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და კარგად ვეწყობით ერთმანეთს.

ზოგადად, ადამიანში დიდ ყურადღებას ვაქცევ იუმორის გრძნობას. გიორგისაც კარგი იუმორი აქვს. დავაკვირდი: სულ სპორტსმენები მომწონს, საქმიანი ხალხი.

გიორგი წყალბურთელია, მუსიკის კარგი მსმენელი და შემფასებელი“,- ამბობდა ლიზა ყენია.

ლიზა და გიგი ადამაშვილი

2019 წელს, მომღერალმა ლიზა ყენიამ და მომღერალმა გიგი ადამაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ერთმანეთთან ურთიერთობაში არიან, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ამ საკითხზე გიგიმ პირველი კომენტარი ჟურნალ ,,სარკესთან” გააკეთა.

„ადრე ბევრს ვლაპარაკობდი პირადზე, მაგრამ მივხვდი, რომ აღარ მინდა. რაღაც პოზიცია შეიძლება დავაფიქსირო ჩემს ფეისბუქგვერდზე ან სადღაც, მეგობრებთან. ამიტომ არც ,,,კი”-ს გეტყვით და არც ,,არა”-ს – განაცხადა გიგი ადამაშვილმა.

ლიზა და გიორგი ბრეგვაძე

კალათბურთელი გიორგი ბრეგვაძე, მომღერალ თიკა ჯამბურიას ხვდებოდა. წყვილი სკანდალით დაშორდა ერთმანეთს, რადგან გიორგიმ თქვა, რომ თიკას უყვარდა და უარს ვერ ეუბნებოდა.

ამ ამბის შემდეგ იყო ლიზა.

თუმცა ვერც მათმა ურთიერთობამ იარსება დიდხანს.

ლიზამ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით - „LIFE IS REALLY BEAUTIFUL WITHOUT YOU“ („ცხოვრება, ნამდვილად ლამაზია შენ გარეშე“).

ამის შემდეგ კი ყოფილ შეყვარებულთან გადაღებული ყველა ფოტო სოციალური ქსელიდან წაშალა. უცნობია, რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი.

ლიზა და „ძვალი“

2020 წელს ლიზას სოციალურ ქსელში შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტოს ატვირთვა სთხოვეს.

მომღერალმა მიმდევრებს სურვილი შეუსრულა და რეპერ „ძვალთან“, იგივე აჩი ვანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქყვენა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეპერი ლიზასთან გადაღებულ ფოტოებს თავადაც აქვეყნებდა და კომენტარებში „წყვილს“ ბედნიერებას უსურვებდნენ.

ლიზა და გიორგი ბააზოვი

როგორც ამბობენ, ახლა ლიზა გიორგი ბააზოვის შეყვარებულია. ლიზას „ინსტაგრამზე“ გიორგისთან ერთად გადაღებულ ფოტოს ვერ ნახავთ. სამაგიეროდ, გიორგის პირადი გვერდი სასიყვარულო, რომანტიკული სურათებითა და თბილი კომენტარებით სავსეა.

თუ ლიზას გამომწერებსა და ფოტოებს დავუჯერებთ, მაშინ წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთადაა, რადგან მათი საერთო ფოტოები გიორგის „ინსტაგრამზე“ ზაფხულში გაჩნდა.

„ჩემი საყვარელი წყვილი“ - წერს გიორგი გასვიანის მეუღლე მარიტა მელიქიშვილი
გიორგისა და ლიზას საერთო ფოტოზე.


აგრეთვე წაიკითხეთ:

პატიმრებმა მატროსოვის ციხეში ახალგაზრდა გოგო მოკლეს

„კანონიერი ქურდების“ ომი აფხაზეთში - „ქურდები“, რომლებიც ებრძოდნენ ნარკოტიკების გავრცელებას მოკლეს

„ჩაწყობით“ უნივერსიტეტში ჩარიცხული და ფეხმძიმე არასრულწლოვანი - თეა ადეიშვილის უცნობი ამბები


23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 წუთის წინ

23 _ ჰოროსკოპი

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge

„ხვალ შეიძლება სიტუაცია საგანგაშო გახდეს...

21:46 ხუთ. 22 აპრილი

კორონავირუსი კოვიდ -19

ვინ არის მიხეილ ლომთაძე ჯინსებითა და წით...

20:58 ხუთ. 22 აპრილი

მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე