Digest Logo

სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - სკანდალებში გახვეული ნინო ჩხეიძე

 17:13 პარ. 29 იანვარი
მარინა ბერიძე

ნინო ჩხეიძე ქარ­თუ­ლი შო­უ-­ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი წარმატებული სახეა. მის შე­სა­ხებ არა­ერ­თი ჭორ-მარ­თა­ლი და­წე­რი­ლა.

მისი პირადით კი საზოგადოების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო და დღემდე ასეა. 

მომღერლის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე თავად იშ­ვი­ა­თად აკე­თებს კო­მენ­ტარს. გთა­ვა­ზობთ, 6 სკან­და­ლურ ფაქტს, რო­მე­ლიც 39 წლის მომ­ღერ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

დავიწყოთ ბოლო სკანდალით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „გაცოცხლდა“.

მომღერალი ინდირა ჯგერნაია გადაცემა „ფარული კონვერტის“ სტუმარი იყო, მან გადაცემაში „ქართული ვოისი“ მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.

მომღერალმა გადაცემაში განაცხადა, რომ „ქართულ ვოისში“ მენტორი თავის სურვილით ვერ აირჩია, მან ასევე მომღერალ ნინო ჩხეიძის შესახებ აღიარება გააკეთა:

„ხუთივე მენტორი შემობრუნდა… არ შეიძლება მომღერალს ამღერო გაუხურებელი ყელით მესამე ოქტავის „სი” ბგერა. ნინო ჩხეიძემ დაიხვია ენაზე, რომ იცით, რა? ინდირა სცენაზე გასვლამდე სვამდა, ცხელ ჩაიში რომ შეურევ კონიაკს ყელი რომ გაგიხსნა, დაელია მასაც და ემღერა ჩემს ხმაზე.” – ამბობს ინდირა.

ია ფარულავამ გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ დაურეკე მომღერალ ნინო ჩხეიძეს აღნიშნულ საკითხზე საუბრისთვის, თუმცა ია ფარულავას, ნინო ჩხეიძემ ასე უპასუხა:

„ინდირას რეიტინგს ვერ ავუწევ და ვერ მოვალ” – ჩხეიძის ამ პასუხზე ინდირა ჯგერნაიამ თქვა, რომ ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი არავის სჭირდება.

„შენი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები“- განაცხადა ინდირამ.

2010 წელს ქალაქური სიმღერების შემსრულებელი ცნობილი მომღერალი ნინო ჩხეიძე სკანდალში გაეხვა.

კომპოზიტორმა ალინა ცხომარიამ მას სასამართლოში უჩივლა და საავტორო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. კომპოზიტორის თქმით, მისი სიმღერა „სატრფიალო“ ნინომ დაამახინჯა.

მომღერალს კი 50 ათასი ლარის გადახდა მოუწრია.

სკანდალში გაეხვა 2017 წელს ნინო ჩხეიძე, ნიკა არაბიძესთან და ვახო ბიჭიკაშვილთან ერთად სოჭში გამართული კონცერტის გამო.

„კომედი შოუს“ მსახიობებისა და მომღერალ ნინო ჩხეიძის სოჭში გამართულმა კონცერტმა საქართველოს მოსახლეობის ნაწილში აგრესია გამოიწვია.

კონ­ცერ­ტი სოჭ­ში 14 მა­ისს გა­ი­მარ­თა და მას­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ან­სამ­ბლი „ივე­რი­აც" იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კონ­ცერ­ტი ზამ­თრის ბაღ­ში ჩა­ტარ­და და ბი­ლე­თის ფასი 800 რუბ­ლი­დან იწყე­ბო­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატე­ხილ აჟიოტაჟს, ნინო ჩხე­ი­ძემ და იუ­მო­რის­ტებ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით უპა­სუ­ხეს და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სტუმ­რო­ბა იმ ფაქ­ტით ახ­სნეს, რომ მათ ქარ­თველ ემიგ­რან­ტებს უმ­ღე­რეს.

კიდევ ერთი დიდი სკანდალი გამოიწვია ინფორმაციამ, იმის შესახებ, რომ ნინო ჩხეიძე და ქმარს დაშორდა.

ნინო ჩხეიძის და მისი მეუღლის დაშორების შესახებ ყვითელ პრესაში ბევრჯერ გავრცელებულა ინფორმაცია, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრობდა.

გიორგი უკრაინაში იყო, ნინოს კი თბილისში. თუმცა მომღერალმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს სამსახურის გამო ხდებოდა და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს დაშროდნენ.

დაპირისპირება ნინო ჩხე­ი­ძი­სა და მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნს შორის, რო­მე­ლიც მას შემ­დეგ „გა­ჩაღ­და“, რაც „რუს­თა­ვი 2"-ს კო­მე­დი­ურ შო­უ­ში მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი გა­ა­შარ­ჟეს. მან­ჩო გი­ორ­გო­ბი­ან­მა „კო­მე­დი შოუს" მიერ შექ­მნი­ლი მისი პრო­ტო­ტი­პი ნინო ჩხე­ი­ძეს შე­ა­და­რა, რო­მე­ლიც მსგავ­სი სი­ტყვე­ბით და­ა­ხა­სი­ა­თა - „ზმურ­ტლი­ა­ნი თმით და მა­ნე­რე­ბი"..

ნინო ჩხეიძე და მარინა ბერიძე

მომღერალ ნინო ჩხეიძესა და მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროდიუსერი გამოეხმაურა ნინო ჩხეიძის უკმაყოფილებას, რომელიც, მომღერლის თქმით, “რუსთავი-2”-ზე პროექტ „მხოლოდ ქართულის” გამოჩენამ გამოიწვია.

ნინო ჩხეიძის თქმით, პროექტი „მხოლოდ ქართული” სწორედ გადაცემა “ქართული ფანოღის” ერთგვარი სახეცვლილებაა და თავის დროზე “საქართველოს ფანოღის” ხელახალი შეფუთვის პროექტი არხის დირექტორ ნიკა გვარამიას საერთო ნაცნობების მეშვეობით მიაწოდა, რათა ის არა „კომედი არხზე”, არამედ “რუსთავი-2-ზე” გასულიყო.

„საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრად ტეხავს…”, – წერდა ნინო ჩხეიძე სოც.ქსელში. დავაში მარინა ბერიძე ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ „ფანოღი, როგორც ჟანრი არ არსებობს და ქართული სიმღერის გაიგივება ფანოღთან არაადეკვატური და ძალიან სასაცილოა”, ასევე, დაამატა, რომ „ნინოს მოუნდა კიდევ ერთხელ შეახსენოს თავი ხალხს”:

„თუ მუსიკოსი ხარ, ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ ფანოღი, როგორც ჟანრი არ არსებობს და ქართული სიმღერის გაიგივება ფანოღთან არაადეკვატური და ძალიან სასაცილოა. რაღაც პროექტი რომ იყო „კომედი არხზე“ ვიცოდი, მაგრამ როგორც მახსოვს ის იუმორისტული პროექტი იყო. რანაირად შეიძლება იმ პროექტის გაიგივება გააკეთო ფანოღთან სადაც მე ვარ (და ნინომ ძალიან კარგად იცის, რა მაქვს გაკეთებული ჩემი ცხოვრების მანძილზე), სადაც გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძეა. ვერაფრით ვერ ვხვდები ამას. ისეთი შთაბაჭდილება მრჩება, რომ ნინოს მოუნდა კიდევ ერთხელ შეახსენოს თავი ხალხს.


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს

ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ

სექსი ბადურაშვილთან? - ანრი ჯოხაძის ყველა სკანდალი



მსგავსი სიახლეები

გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ე...

00:42

ექსპერტი გია აბაშიძე Digest.ge

„მამაჩემის მკვლელობის ადგილას ვმართავ სი...

00:36

შარაძე რუსუდანი

როგორი ამინდი იქნება 28 ოქტომბერს?

00:30

ამინდი


„გაინტერესებს კაცის ხორცი შევჭამე თუ არა...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ლენტი ავარია

სასამართლომ ბრიტანელ ექსტრემისტს დიკენსი...

17:20 ოთხ. 27 ოქტომბერი

დიკენსი

„მელიას პირდაპირ უთხრეს, რომ წინააღმდეგ...

12:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ნიკა მელია და მიხცეილ
სააკაშვილი

„ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩემზე... სამწუ...

18:28 ოთხ. 27 ოქტომბერი

პაიჭაძე

„ყველაზე მაგარი ძმა მყავს და დიახ, გოგოე...

17:18 ოთხ. 27 ოქტომბერი

ბერა და ცოტნე

„კასტინგის დროს 40 მქონდა ტემპერატურა, მ...

12:49 ოთხ. 27 ოქტომბერი

გვანცა ოსიყმაშვილი

ყურადღება! - თბილისის ნაწილს 28 ოქტომბერ...

00:28

შუქი

„ყოველ 1 მილიონ ინფიცირებულ ბავშვზე საავ...

00:27

იაგო ფრანგიშვილი

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:23

28

დღევანდელი, მართლა შთამბეჭდავი აქციის შე...

00:11

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Digest.ge

დაჯდა და ჩამოწერა ციფრები, აი, ზუსტად ის...

23:53 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Pia.ge

ვფიქრობ IPSOS Global დღეს შენი ისტერიული...

23:44 ოთხ. 27 ოქტომბერი

საჯარო სამართლის დოქტორი
თამთა მეგრელიშვილი

ისტერიკიანმა გვარამიამ იპსოსის კვლევა და...

23:35 ოთხ. 27 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე

გია გაბრიჭიძე: ახლა რაც არ უნდა ციფრები...

23:32 ოთხ. 27 ოქტომბერი

ჟურნალისტი, ექსპერტი გია
გაბრიჭიძე

„მიწა დაგაყარეთ ორივეს! ვირუსის გავრცელე...

23:05 ოთხ. 27 ოქტომბერი

ფხაკაძე