Digest Logo

43-წლიანი თანაცხოვრება და ღალატი 63 წლის ასაკში - მარინა ბერიძის ოჯახური ამბები

 13:46 პარ. 29 იანვარი
მუსიკათმცოდნე მარინა
ბერიძე

43-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მუსიკოს მარინა ბერიძისა და მუსიკათმცოდნე ზურაბ ლალიაშვილის ოჯახი დაინგრა. ზურაბ ლალიაშვილს მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე შეუყვარდა და ბერიძე-ლალიაშვილის ლეგენდარული სიყვარილი შეწყდა...

ამ ამბავმა მარინა ბერიძეზე ძლიან ცუდად იმოქმედა. დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე საუბარს ერიდეობდა. შემდეგ კი ყვითელ პრესასთან თქვა, რომ არსებობს ჩასაფრებული ქალების კატეგორია, რომლებსაც მუდმივად სხვისი რამ სურთ...

მარინა ბერიძე ქმრის ღალატს მედიასთან ასე იხსენებდა

– ამ თემას იშვიათად ვეხები, იმიტომ რომ მტკივნეულად დამთავრდა ჩემი სასიყვარულო ამბავი… ადრე გავთხოვდი, 42 წელი მქონდა ბედნიერი ოჯახი. მერე ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ვიყავი ძალიან ერთგული ცოლი. სულ ვიყავი ყურადღების ცენტრში, არასდროს ვყოფილვარ ჩრდილში. ვცეკვავდი კიდეც, ვმღეროდი, ვკეკლუცობდი, ვიპრანჭებოდი. ყველა ჩემი მეგობარი ძალიან ლამაზია და მათი სილამაზეც კი ვერ მჩრდილავდა ხოლმე ჩემი ხასიათის დამსახურებით.

– ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის 7 წელია ყველაზე კრიზისული ეტაპი…

– მეც მეგონა, რომ ყველა კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ყველა ეტაპს გავუძელით, მაგრამ… ყველაფერი ხდება თურმე ცხოვრებაში. მთავარია, თავად იყო ჩამოყალიბებული პიროვნება, უნდა გქონდეს შენი სპეციალობა, შენი საქმე. არ შეუშინდე სირთულეებს. არავინ იცის, წინ რა გელის. ამიტომ ყოველთვის უნდა იდგეს თვითონ ფეხზე, არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა ამ ყველაფრის გადატანა.

– შველის წარმატებული კარიერა პირადში პრობლემებს?

– როგორ გითხრათ. ქმარმა ან უნდა მიგიშვას, რომ ბოლომდე აიწყო კარიერა ან… არსებობენ კაცები, რომლებსაც არ მოსწონთ კარიერისტი ცოლები. ამ კატეგორიისთვის ქალი არის მხოლოდ დიასახლისი და შვილების დედა. მერე ზუსტად ამ კატეგორიის კაცებს უჩნდებათ სურვილი, გაიქცნენ ვიღაც საქმიან ქალებთან. ასე რომ, ვერაფერი გავიგე. რეცეპტი ამ კუთხით, მგონია, რომ არ არსებობს. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მეცხოვრა ჩემი საქმის გარეშე. ეტყობა, მაინც ზედმეტად შრომისმოყვარე ვარ.

– საყვარელი საქმის გამო პრობლემები გქონიათ პირადში?

– მქონია. იმიტომ რომ მერე ცოტა იმპერატიული ტონი გიხდება, თამამი ხდები ოჯახშიც, მატერიალურად მყარად ხარ და ცოტათი ზემოდანაც იყურები. მოდიხარ სამსახურიდან დაღლილი, გინდა მოგიარონ. მაგრამ არავინ გივლის. ისევ თავად გიწევს საქმის გაკეთება სახლშიც… მე საერთოდ კაცების ვერაფერი გავიგე (იცინის)…

– ეს მინდოდა მეკითხა. ამ გამოცდილებით რა დასკვნამდე მიხვედით, რა სურთ კაცებს?

– ვერ გავიგე, ვერც ამ ასაკში და ვერც სხვა ასაკში გავიგებ, ასე მგონია (იცინის). გამოუცნობი ფენომენია ჩემთვის. ამიტომ მირჩევნია, მყავდეს ახლო მეგობარი კაცები, რომლებსაც ყველაფერს ვეტყვი, გავუზიარებ, ვიდრე საყვარელი მამაკაცი. კარგად ვიცი მეგობრობა და მეგობრობის ფასიც. იმის იქით ვეღარ ვიგებ. მე მაინც მგონია, რომ 90-იანმა წლებმა დაღი დაასვა ჩემი თაობის მამაკაცებს. ვიღაც შედგა, ვიღაც – ვერა. ქალებმა მეტი სადავე აიღეს ხელში ამ წლებში და ამან დააკომპლექსა კაცები.

– შეიძლება, გკითხოთ, თქვენს შემთხვევაში რა იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი. საკუთარ ბრალეულობას თუ ხედავთ ამ ყველაფერში?

– რასაკვირველია, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ოჯახის დანგრევა ერთი მხარის ბრალია. ორივე მხარეა დამნაშავე, მაგრამ ცოტა სასაცილოა, როცა 63 წლის მამაკაცი ფუნდამენტურ ოჯახს 38 წლის გოგოს გამო ანგრევს.

– იყო პერიოდი, როცა ფიქრობდით, რომ ეს გატაცება იყო, გაივლიდა და ყველაფერი დალაგდებოდა?

– კი, იყო. ქუჩაში მოხუც წყვილს რომ ვხედავდი, საყვარლად რომ მიდიოდნენ, მეგონა, ასე დავამთავრებდით ჩვენც. მატერიალურად კარგად ვიყავით, წარმოდგენილი მქონდა, როგორ ვიმოგზაურებდით უცხოეთში, შვილი უკვე ფეხზე დაყენებული გვყავდა… მაგრამ...

– დღეს ურთიერთობა საერთოდ არ გაქვთ?

– არანაირი. მე მას არ ვიცნობ. მე მაქვს ეს თვისება, თუ ძალიან მატკინე გული, აღარ გიცნობ. ძალიან ძნელია ამდენწლიანი თანაცხოვრების დავიწყება, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტკივილი…

– რამდენი წელი გავიდა?

– 2012 წელს დავშორდით ერთმანეთს ოფიციალურად… ძველ მთავრობას გავატანე (იცინის).

– მას მერე რა ხდება მარინა ბერიძის პირად ცხოვრებაში?

– არც არაფერი. რაღა დროსია. აგერ გადასარევი გოგონები დადიხართ.

– რომ ამბობენ, სიყვარულის დრო სულ არისო?

– ეტყობა, მე ვერ გამოვდექი. თავიდან ძალიან გამიჭირდა მარტო ცხოვრება. მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ხიბლია ამაში. შენი თავის პატრონი ხარ, შემდგარი ხარ, ეტაპობრივად რამდენიმე კარიერის მწვერვალზე ასული. არ ვმეტიჩრობ. ასეთია ჩემი ცხოვრება. ერთი კარიერა არ მქონია, რამდენიმე მქონდა. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, სიძე და ფანტასტიკური 4 შვილიშვილი.

– ამხელა სახლში მარტო ცხოვრობთ თუ შვილის ოჯახთან ერთად?

– ისინი სხვა სადარბაზოში ცხოვრობენ ახლოს. ისე კი სახლი ხუთჯერ ამაზე დიდი მქონდა, სანამ ქმარს გავეყრებოდი. ასე რომ, მშვენივრად ვგრძნობ თავს, არავინ მაკონტროლებს, რასაც მინდა ვუსმენ, რაზეც მინდა ვფიქრობ, რასაც მინდა ვკითხულობ, რასაც მინდა ვაკეთებ.

– აბა, წყლის მომწოდებელიო?

– ჯერჯერობით არ მჭირდება და მერე, ალბათ, გამოჩნდება (იცინის). მაგრამ მე მაინც ისე მინდა წავიდე, რომ არ დამჭირდეს წყლის მომწოდებელი.

რუსუდან მუმლაძე ზურაბ ლალიაშვილის შესახებ

„ქალი ყოველთვის ხვდება როდესაც კაცი მისით ინტერესდება. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ურთიერთობა შეხვედრიდან მალე განვითარდა. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ მოხდა. ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ზურა გამოჩნდა, პირად გეგმებს ნამდვილად არ ვაწყობდი. სიმართლე გითხრათ, ამისთვის არ მეცალა. რადგან ზუსტად ამ ეტაპზე, აქტიურად ვიყავი ჩაბმული შვილის აღზრდაში და განვითარებაში, რათა თვალთახედვიდან არაფერი გამომპარვოდა. მარტო მიწევდა ამის კეთება და ადვილი ნამდვილად არ იყო. ცხოვრებაში კი თურმე ყველაფერი ხდება... რით მოვიხიბლე? იმით, რომ ზურა ძალიან დახვეწილი პიროვნებაა. კეთილშობილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანია. ვგრძნობდი, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი და ეს არ იყო ყალბი. გარდა ამისა, ერთნაირი მსოფლმხედველობა, საერთო ფასეულობები და მუსიკა გვაერთიანებს.

ვიღაცისთვის შეიძლება ორი ხელოვანი ერთ ოჯახში რთულია, მაგრამ ზურა ლალიაშვილი თავის საქმის პროფესიონალია, „მოწოდებით მუსიკოსია“. მას კარგად ესმის, რომ მე შემოქმედებით ვცოცხლობ. სულ ვმღერი და ვუკრავ. უამისოდ არ შემიძლია. ამიტომ ყველანაირად მიწყობს ხელს, რომ უფრო მეტად წარმოვჩინდე. ასევე მეც, მის ნიჭიერებას ძალიან ვაფასებ და მაქსიმალურად ვიყენებ შემოქმედების სასარგებლოდ. ზურა ყველა ჩემი სიმღერის არანჟირების ავტორია. ჩვენს ურთიერთობაში სიყალბე არ არსებობს. ეს გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც შესამჩნევია. ყველაზე უფრო, ყალბი ურთიერთობები მძულს. ამიტომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ირგვლივ კი ისეთი გარემოცვა გვყავს, ვისაც ვუყვარვართ. ჩვენთან ურთიერთობა და მოსვლა უხარიათ“, - ამბობდა რუსუდან მუმლაძე ზურაბ ლალიაშვილთან თანაცხოვრების დროს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ცნობილი ქალების ამბები ციხიდან - „ქურდებმა ციხეში ტორტი გამომიგზავნეს, პატივი მცეს“

ილიკო სუხიშვილის ტრაგიკული სიყვარული, 2 შვილი და ბევრი რომანი

დედამთილმა ტყუპების ნაყოფი ძალით მომაშორებინა - თამარ სხირტლაძის გარდაცვლილი ქმარი-შვილი და თეტრში გატარებული წლები


მსგავსი სიახლეები

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

10 წუთის წინ

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

58 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა