Digest Logo

3 ქორწინება, ღალატი და 12 წლით პატარა რჩეული - ლიზა ბაგრატიონის უცნობი ამბები

 18:25 ოთხ. 7 აპრილი
ლიზა ბაგრატიონი

ლიზა ბაგრატიონი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ შოუბიზნესში. მისი შემოქმედება ბევრი ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და მისაღებია.

ლიზას მშვიდი შემოქმედებისგან განსხვავებით ბობოქარი პირადი ცხოვრება აქვს, რის შესახებაც დღეს გიამბობთ.

მომღერალი პირადი ურთიერთობების შესახებ თავად საუბრობს მედიასთან და არ მალავს თავისი ტრფობის ობიექტს.

სამ მამაკაცს, რომლებიც მის გვერდით წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, საზოგადოება კარგად იცნობს, თუმცა, ისინი ლიზას მეშვეობით გახდნენ პოპულარულები, მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმის პროფესიონალები არიან.

გიორგი და ლიზა

მომღერლის პირველი მეუღლე გიორგი ლეონიძე იყო, რომელიც წლების წინ „პირველი არხის“ დირექტორად მუშაობდა.

ზაზა და ლიზა

გინეკოლოგი ზაზა სინაურიძე ლიზა ბაგრატიონის მეორე მეუღლეა. პირველი ქმარი ტელესფეროს წარმომადგენელი გიორგი ლეონიძე გახლდათ. სინაურიძესთან ლიზას ერთადერთი ვაჟი - ირაკლი ჰყავს. მათი ქორწინების შემდეგ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ცოლ-ქმრის საერთო, გულახდილი ინტერვიუები და გინეკოლოგ სინაურიძის შესახებ ყველამ გაიგო.

ცხადია, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ბაგრატიონების სიძე გახდა, პოპულარობამაც არ დააყოვნა. სინაურიძესთან იმშობიარეს მომღერალმა ლელა წურწუმიამ, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა და სხვა ცნობილმა სახეებმა, რაც, ცხადია, ყოველთვის ყვითელი ჟურნალ-გაზეთების გარეკანებზეც ხვდებოდა.

რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. სინაურიძე კიდევ დაოჯახდა, მაგრამ დღესაც ხშირად გაიგონებთ, რომ მას ლიზა ბაგრატიონის ყოფილ ქმრად მოიხსენიებენ.

დათო და ლიზა

მესამედ ბედი მომღერალმა ანსამბლ ''შვიდკაცას'' წევრ დათო ნოზაძეს დაუკავშირა. მათი რომანი საკმაოდ სკანდალურად მიმდინარეობდა. დათოს მეუღლესთან ურთიერთობა არეული ჰქონდა, ლიზასთან კი მუსიკამ დააკავშირა. ცოლთან განშორების შემდეგ ნოზაძე-ბაგრატიონის წყვილმა იქორწინა და საზოგადოებაში თამამად ჩნდებოდნენ. ლიზა ძალიან ბედნიერი ჩანდა. წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო.

ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საქართველოში ფოლკლორული ჯგუფების წევრებს სახელებითა და გვარებით ნაკლებად იცნობენ, მაგრამ ნოზაძეს გაუმართლა. დათო ნოზაძე უდავოდ ნიჭიერი მომღერალია, მაგრამ ლიზას ქმრობამ ისიც განაპირობა, რომ საზოგადოებამ პირადად გაიცნო.

მესამე ქორწინების შემდეგ ლიზამ პრესას კარი ჩაუკეტა.

მათი დაშორების მიზეზის შესახებ უამრავი ჭორი გავრცელდა. ამბობდნენ, რომ დათომ უღალატა და ლიზამ ეს არ აპატია.

თუმცა კიდევ ერთი ინფორმაციით, დაშორების ინიციატორი პირიქით, ცოლი იყო და ამისთვის მიზეზი ჰქონდა, მის ცხოვრებაში მეოთხე მამაკაცი გამოჩნდა.

გიორგი და ლიზა

სანამ ლიზას ცხოვრებაში შეაბიჯებდა, ხალხი თითქმის არ იცნობდა, ახალგაზრდა, სიმპათიურ არტისტ გიორგი ცაგარელს. ლიზამ არჩევანი ამჯერადაც მუსიკოსზე შეაჩერა.

გიორგის, როგორც პროფესიონალს, ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, დღეს უკვე ყველა იცნობს და ლიზასთან ერთად სცენაზეც ხშირად დგას. ლიზას პირადი ამბები ისევ ჭორაობის საბაბად იქცა, რადგან წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ლიზა მასზე 12 წლით დიდია.

ამის მიუხედავად, სრულიად მშვიდად გაავრცელეს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოები ვერონასა და ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე.

ეს იყო მათი პირველი გამოჩენა საზოგადოების წინაშე, მას შემდეგ კი ლიზასა და გიორგის ხშირად ნახავთ თბილისის კაფეებში. ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან და ამ თემაზე არც საუბრობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბათუმის მერობა, მარიხუანისა და პროსტიტუციის ლეგალიზაცია, სომეხ მსახიობზე ქორწინება - კახაბერის სკანდალები

დაყადაღებული ბინა, ნარკოტიკები, ემიგრაცია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები - ზურა დოიჯაშვილის პორტრეტი

თბილისში 34 წლის მეძავ ქალს თავი მოაჭრეს


„სიცხის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება...

4 წუთის წინ

წინდა

ვინ აკეთებდა რეალურად რუსულ საქმეს საქარ...

20 წუთის წინ

ჰესი, მიხეილ სააკაშვილი -
ფოტოკოლაჟი

როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნები...

26 წუთის წინ

2022 წელი


„სექსმუშაკების 99% მიცნობდა, მიცნობდნენ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

გიორგი ფხაკაძე

„20 წლის ასაკში გავთხოვდი, 1 შვილი გავაჩ...

14:39 შაბ. 27 ნოემბერი

უცნობი ქალის ისტორია

„რაც მე მიყვარდა ის მიყვარდა თუ ჩემივე ფ...

13:44 შაბ. 27 ნოემბერი

ბიზნესკონსულტანტი,
თავისუფლებაზე, შეგნებასა
და სინდისზე

გრანდიოზული ტორტი და ცნობილი სტუმრები -...

13:25

ჯანეტ ქერდიყოშვილი

ვიდეო: ნანუკა გუდავაძე და ბერა ივანიშვილ...

10:09

ივანიშვილები

„ძალიან მენატრება“ – რა ფოტოს აქვეყნებს...

09:12

სოფო ნიჟარაძე მომრერაალი

ჯარჯი წიკლაური გირგვლიანზე - 28 წლის ბიჭ...

41 წუთის წინ

პროკურორი

პირველი დიპლომირებული მექანიკოსები - ბექ...

48 წუთის წინ

ბექა არჩვაძე

ზურაბ ზვიადაური გათავისუფლების შემდეგ ძმ...

50 წუთის წინ

ზვიდაური

ანდრია გვიდიანი: ეს კაცი არაფერს ნანობს,...

53 წუთის წინ

ექსპერტი ანდრია გვიდიანი

პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული...

16:23

პროკურორი

მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწ...

16:19

დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი
დავით ჩიხელიძე

„სახეში მირტყამდა, თან მკოცნიდა და მეუბნ...

16:06

სააკაშვილი

თამთა მეგრელიშვილი: ფაქტია, ყოფილი პრეზი...

15:48

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

გია გაბრიჭიძე: ვუსმინე მიხეილ სააკაშვილი...

15:40

ექსპერტი გია გაბრიჭიძე