Digest Logo

3 დიდი ტრაგედია გია ვოლსკის ცხოვრებაში და პოლიტიკოსის სახლში შეჭრილი ქურდები - პოლიტიკოსის აქამდე უცნობი ამბები

 18:18 კვი. 11 აპრილი
გია ვოლსკი

63 წლის დეპუტატს გია ვოლსკის მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. იგი 2012 წლიდან დეპუტატის მანდატის მფლობელია და ასევე ხელმძღვანელობს პარლამენტში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. 

პოლიტიკოსის პროფერსიული საქმიანობის შესახებ, ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, თუმცა როგორია პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება და რა ტრაგედიას ატარებენს ის ალბათ ბევრს არ გეცოდინებათ.

ამ სტატიაში კი ჩვენ სწორედ, გია ვოლსკის პირადზე გიამბობთ:

მეუღლე და ოჯახი

გია ვოლსკის მეუღლე ნინო სოლოღაშვილია, როდესაც დაქორწინდა 17 წლის იყო. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

„ნინო 23-ე სკოლაში სწავლობდა, ჩემი უბნელი იყო, ერთმანეთს ერთი ქუჩა გვაცილებდა. ყოველდღე ვხედავდი პატარა გოგოს, ვიოლინოთი ხელში. დამაინტერესა და გავიგე, სად სწავლობდა, მერე სკოლაში ვაკითხავდი. მე უკვე უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ის ჯერ კიდევ მოსწავლე იყო. აღმოჩნდა, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. დაამთავრა სკოლა თუ - არა, ცოლად მოვიყვანე. უნივერსიტეტისთვის ემზადებოდა და არ იყო იმის დრო, პაემნებზე ევლო. ვამჯობინე, ჩემთან ყოფილიყო და იქ ემეცადინა. ნინო ბეჯითი მოწაფე იყო, კარგად სწავლობდა და ჩემზე უფრო წარმატებითაც ჩააბარა და დაამთავრა უნივერსიტეტი. ახლა შვილიშვილზე უფრო აქვს ყურადღება გადატანილი. არც ისე ხანში შესულები ვართ, რომ ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა დააკლდეს. დღემდე ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორიც წლების წინ".

გავზარდეთ სამი ბიჭი. შუათანა ამერიკულ კომპანიაში, საკმაოდ საინტერესო პროექტზე მუშაობს. უმცროსი პირველი კურსის სტუდენტია.

მყავს შვილიშვილი, ნატალია ვოლსკი. ეფერება ბაბუას, ლექსებს ეუბნება და მღერის. მყავს ასევე კარგი რძალი, რომელიც კერძო კომპანიაში მუშაობს, ისინიც საინტერესო პროექტს ახორციელებენ სოფლის მეურნების მიმართულებით. ნატალია ჩვენს გვარში მესამე ქალია. არადა, ვოლსკი, ისევე, როგორც არაერთი პოლონური ოჯახი, 7 თაობის წინ ჩამოსახლდა საქართველოში კრაკოვის ცნობილი აჯანყების შემდეგ. გრიგოლ ვოლსკი, ჩემი დიდი ბაბუა იმ თაობისა და მოღვაწეების რიგებში იყო, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში ეპოქა შექმნეს“- ამბობს გია ვოლსკი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ტრაგედია

ქართველი პოლიტიკოსისა და ეკონომისტის გია ვოსლკის ცხოვრებაში 3 დიდი ტრაგედია მოხდა. მას უფროსი შვილი ზუკა ვოლსკი 21 წლის ასაკში გარ­და­ეც­ვა­ლა. აგრეთვე, დაღუპული ჰყავს დეიდაშვილები, გეგა კობახიძე და დუდუ დადიანი.

„ჯერ იყო ჩემი უფროსი შვილი ზუკა, შემდეგ გეგა კობახიძე, ის ჩემ­ზე 3 წლით უმ­ცრო­სი იყო, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით, მე უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და ყოველთვის ვმფარ­ვე­ლობ­დი მას, ცელ­ქი იყო ძა­ლი­ან... მერე დუ­დუს ტრა­გე­დია დაგ­ვა­ტყდა თავს. ეს იყო დიდი ტრა­გე­დია და ვერ გად­მოგ­ცემთ იმ ტრაგედიას, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ“, - ამბობდა გია ვოსლკი ერთ-ერთ ინტერვიუში.

„ცემი სიმშვიდე გარეგნულია, შიგნით დუღილის მაღალი ტემპერატურაა. ბევრი ეჭვი, ფიქრი... 60 წლის ვხდები. თითქოს ყველაფერი გუშინ იყო, ამდენმა წელმა გაიარა, ძალიან დიდმა პერიოდმა, მაგრამ ყველაფერს თვალს რომ გადავავლებ, მგონია, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. გამოცდილებაც ბევრი შევიძინე და ვფიქრობ, ჩემი ქვეყნისთვის ბევრი რამ გავაკეთე...“ამბობს ვოლსკი.

ქურდები ვოლსკის სახლში

2019 წელს გია ვოლსკის სახლი, სოფელ ახატანში გაქურდეს. როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია მძარცველები სახლში პირველი სართულიდან შევიდნენ.

პოლიტიკოსს სახლში „სამუშაო იარაღები ჰქონდა და აღარ დახვდა".

„ფანჯარა ჩატეხეს და ფანჯრის რაფაზე სამუშაო ინსტრუმენტი იდო და ის წაიღეს. შსს-თვის არ მიმიმართავს, თუმცა სოფელში ხალხმა ამის შესახებ იცის. ფანჯარა ჩატეხილია და ნივთი აიღეს. რამდენადაც ვიცი, შსს-ს სამხარეომაც იცის მომხდარის შესახებ”,- ამბობდა ვოლსკი.

ქონება

გია ვოლსკის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გრა­ფა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია მის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 1 ბინა თბი­ლის­ში - ხე­თა­გუ­რო­ვის 6 ნო­მერ­ში (75კვმ ფარ­თის), მი­წის ნაკ­ვე­თი დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახა­ტან­ში და ერთი - 120კვმ ფარ­თის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ამა­ვე სო­ფელ­ში. მისი შვი­ლის - გი­ორ­გი ვოლ­სკის სა­ხელ­ზეა რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 2017 წელს 7000 დო­ლა­რად შე­ძე­ნი­ლი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა „ტო­ი­ო­ტა პრი­უ­სი”.

დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მისი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას რაც ეხე­ბა, მას 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (2017.01. 01_2017.31. 12) შე­მო­სავ­ლის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 76065 ლარი. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია გია ვოლ­სკის ვა­ჟის - გი­ორ­გის­თვის გა­დახ­დი­ლი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი - 5900 ლარი. ამას­თან, ოჯახს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში აქვთ ან­გა­რი­შე­ბი, რო­მელ­ზეც მი­თი­თე­ბუ­ლია თან­ხე­ბი ლა­რებ­ში, დო­ლა­რებ­სა და ევ­რო­ებ­ში. მათ­გან ყვე­ლა­ზე დიდი - 15000 ლა­რის და­ნა­ზო­გი მისი მე­უღ­ლის, ნინო სო­ლო­ღაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ირი­ცხე­ბა.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში „ტვ პირ­ველ­მა“ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, ვოლ­სკის გო­ნი­ო­ში მშე­ნე­ბა­რე სახ­ლის თა­ო­ბა­ზე, რა­საც ის სოციალურ ქსელში გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „ტვ პირ­ველს" თუ და­ვუ­ჯე­რებთ ეს სახ­ლი მე მე­კუთ­ვნის და გო­ნი­ო­ში მდე­ბა­რე­ობს, ამას ამ­ტკი­ცებს ორი, ვი­ღაც მო­ქა­ლა­ქე. არა­და ყვე­ლამ იცის ამ შე­ნო­ბის და არა „ბა­ი­თის" მე­პატ­რო­ნეც და კომ­პა­ნი­აც. ნო­და­რი­კო­მაც იცის. მე გუ­შინ მი­თხრეს. აქე­დან დას­კვნა - არ და­უ­ჯე­როთ „ტვ პირ­ველს", ცრუ­ობს"- წერდა გია ვოლსკი.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახალგაზრდა პოლიტიკოსი მარიამ ქვრივიშვილი?

ვინ არის და რას საქმიანობს თეა წულუკიანის მეუღლე - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

ბავშვობა, რომელიც დღემდე ცრემლს ჰგვრის, ფარული სიკეთე და ოჯახი - არჩილ თალაკვაძის პირადი

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი

სექსუალური შევიწროვება და პარიზული ვოიაჟები - როგორ ცხოვრობს შევარდნაძის ოჯახი დღეს


2 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

00:55

ამინდი

აბაშაში თხილის საკრეფად წასულ მამაკაცს ე...

00:48

პოლიცია

ვინც ამას კითხულობ, ამ სიყვარულში შემეჯი...

00:36

გოდერძი შარაშია


ჩხოროწყუში მღვდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ...

09:25 პარ. 30 ივლისი

ეკლესიის ზარი

31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

11:29 პარ. 30 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25 პარ. 30 ივლისი

აცრა

VIDEO: ნანი ბრეგვაძეს მეგობრებმა სპორტულ...

13:38 პარ. 30 ივლისი

ნანი ბგრევაძე

VIDEO: დაათვალიერეთ თამუნა ამონაშვილის ს...

12:27 პარ. 30 ივლისი

თამუნა ამონაშვილი

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53 პარ. 30 ივლისი

ლაშა ბექაური

გაბედეთ და საჯაროდ აღიარეთ გავრცელებული...

23:33 კვი. 1 აგვისტო

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი ანრი
ოხანაშვილი

მსახიობი, ტელეწამყვანი და პედაგოგი მანან...

23:12 კვი. 1 აგვისტო

მანანა მაჩაბელი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

22:47 კვი. 1 აგვისტო

მიწისძვრა

ირაკლი კობახიძე: იქიდან გამომდინარე, რომ...

22:33 კვი. 1 აგვისტო

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი - საქართველოში კლავდნ...

22:26 კვი. 1 აგვისტო

თამთა

,,მთავარი არხის" ჟურნალისტები ქარტიამ მო...

21:44 კვი. 1 აგვისტო

საქართველოს ჟურნალისტური
ეთიკის ქარტია

რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგ...

21:42 კვი. 1 აგვისტო

დაავადებათა კონტროლის
ცენტრის სამედიცინო
ხელმძღვანელი

VIDEO: თბილისში ფრანგი ქალები, სავარაუდო...

21:03 კვი. 1 აგვისტო

პოლიცია

ვინ არის ფოტოზე ასახული შავგვრემანი მამა...

19:40 კვი. 1 აგვისტო

შანეი ბრუკი