Digest Logo

2500 კაცი, დარბაზში სანთლით ხელში იდგა - თემურ წიკლაურის დიდი ტრაგედია და ოჯახური ამბები

 11:26 სამ. 29 დეკემბერი, 2020 წელი
წიკლაური და მისი ოჯახის
წევრები

მომღერალი თემურ წიკლაური თითქმის ნახევარი საუკუნე სცენაზე იდგა. ამ ხნის განმავლობაში მას 200-ზე მეტი სიმღერა აქვს შესრულებილი და რამდენიმე მიუზიკლშიც უთამაშია.

თემურ წიკლაურის მტკიცე ხმის უკან დიდი ტრაგედია იმალებოდა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ალბათ იცის, რომ მას 5 წლის შვილი გიორგი წიკლაური გარდაეცვალა.

აი, როგორ იხსენებდა მაშინდელ ტრაგედიას „ივერიის“ სოლისტი:

„1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ. 2500 კაცი სანთლით ხელში რომ იდგა, შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც: ისინი შენ გამო შეწუხდნენ და სულით შენთან არიან, გამხნევებენ - აბა, მიდი ბიჭო, შენ იციო!

შვილის სიკვდილის შემდეგ მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ყველ­გან ვე­ძებ­დი – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: ბუ­დიზ­მი, და­ო­იზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და… ღმერთს აქვს ნათქვამი - „გსჯი რამეთუ მიყვარხარო“... აქ ჩანს, თუ როგორ აიტანს ადამიანი იმ ტკივილს, რასაც ცხოვრება მოუვლენს. ტკივილის გარეშე არ არის ადამიანი, ჩვენ დედამიწაზე დროის სატარებლად არ მოვსულვართ. სულიერი წვრთნისთვის მოვედით და არა მხოლოდ ქეიფისთვის და ტაშ-ფანდურისთვის...

იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო…“, - ამბობდა წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალს კიდევ ერთი შვილი, ქეთი ჰყავდა, რომელთანაც განსაკუთრებული, თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

„მამას როცა ქუჩაში ცნობენ და მის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ, სიხარულით გიჟდება. სხვათაშორის, თემური მომღერლობასთან ერთად სერიოზული კულინარიცაა. საჭმელებს იგონებს კიდეც. ქეიფის მოყვარულიცაა, ორმოცი წელია, სულ ქეიფობს... ახლა უფრო ცდილობს შეისვენოს ხოლმე . „პახმელიაზე“ ცუდი ხასიათი არ აქვს, პირიქით, „პონჩიკივით“, „ბულოჩკასავით“ ხდება (იცინის)“, - ამბობს ქეთი წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.

თემურ წიკლაური თავის ერთადერთ შვილსა და შვილიშვილზე ამბობდა: ერთი შვილი დამრჩა - ქეთევან წიკლური. მღერის ძალიან კარგად. მყავს ერთი შვილიშვილი – ანდრეა გოგიბედაშვილი, რომელიც ძალიან გონიერი და ზრდილი ბავშვია. ვფიქრობდი რომ სოფლის ცოდნა აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ ქალაქშიც ძალიან ბევრი, ნიჭიერი, მშრომელი და საუკეთესო ბავშვი იზრდება. საუკეთესო თაობა მოდის! ჩემი შვილიშვილი მუსიკებს წერს და ერთმანეთთან ვმეგობრობთ...

შემოქმედებითი პროცესიდან თემურ წიკლაური „ივერიასთან“ თანამშრომლობას განსაკუთრებულს უწოდებდა.

„ანსამბლმა შექმნა 4 მიუზიკლი და ყველა მათგანისთვის მუსიკა ალექსანდრე ბასილაიამ დაწერა. ყველა იდეა და სცენარი კი ჯემალ ბაღაშვილს ეკუთვნის. „ივერია“ არის ჩემი ოჯახი და ყოველთვის ასე იქნება“,- აცხადებდა წიკლაური ერთ-ერთ ინტერვიუში.

მას არაერთი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში, თუმცა ის მაინც „არწივად“ რჩება. თუმცა, მისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო „ფიროსმანის“ როლი აღმოჩნდა. წიკლაურის „ფიროსმანი“ დღემდე მაყურებლისათვის ერთ–ერთ შთამბეჭდავ შესრულებად რჩება.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ცნობილი ადამიანების შემზარავი ტრაგედიები

გთხოვთ ნუ გა­და­ა­ზი­ა­რებთ ფოტოს, ეს ძა­ლი­ან მძი­მეა ჩემ­თვის და ჩემი შვი­ლე­ბის­თვის - ზურაბ დოიჯაშვილის ცოლი

საბჭოთა მაფიის შემქმნელი ქართველი ქალის ისტორია - ამბავი, რომელზე საუბარსაც ყველა გაურბის

ბულვარული ამბები:

როგორი ქორწილი ჰქონდა ირაკლი კობახიძეს – ფოტოები საოჯახო ალბომიდან

ვინ იყო ქალი, ვის გამოც ედუარდ შევარდნაძე ოჯახის დანგრევას აპირებდა - ფოტოები

რა შემთხვევაში გაგინულდებათ სესხი და ვისთან დაკავშირების უფლება არ აქვს მსესხებელ კომპანიას - რჩევები გულბანისგან


დაუსკდათ გულები ჩემს მოსწავლეებს... ამას...

22 წუთის წინ

მასწავლებელი

ბიზნესს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ რა...

53 წუთის წინ

ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

31 დეკემბერს სუფრაზე აუცილებლად უნდა გვქ...

14:52

ცაგარელი მიხეილი,
ასტროლოგი


„ემიგრანტი ვარ! არ ავიცრები! არადა რისთვ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ქალი

მამაკაცის ეს 3 ტიპი არასოდეს არ უნდა შეგ...

12:44 შაბ. 4 დეკემბერი

კაცი პულტით ხელში

10 რამ, რისთვისაც საკუთარ თავს მადლობა უ...

14:29 პარ. 3 დეკემბერი

ნამასტე

„საოცრად უხდებით ერთმანეთს“ - ქეთევან ხა...

13:18

ქეთევან ხატიაშვილი

ქეთა თოფურიამ სახლი საახალწლოდ გრანდიოზუ...

10:34

ქეთა თოფურია

„იყავი ბედნიერი სამუდამოდ“ – რა ფოტოს აქ...

10:10

სოფო ნიჟარაძე

„მამა გარდაცვლილი ჰყავდა, დედას იქვე მაღ...

13:46

ბიჭი

ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველაფერი და როცა საა...

12:18

ჰოროსკოპი

დაპირისპირება, სავარაუდოდ, გოგოს გამო და...

11:43

პოლიცია

3 410 ინფიცირება, 46 გარდაცვალება, 4 732...

10:53

კორონა

სანზონაში მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი...

10:01

დანაშაული

ვხედავ, ამ წუთას, უფალი როგორ დაეშვა დედ...

01:23

ლელა კაკულია

„მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ ა...

00:34

კენჭოშვილი ზვიადაური

5 დეკემბრის ამინდის პროგნოზი საქართველოშ...

00:25

პროგნოზი

სანზონაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტა...

23:19 შაბ. 4 დეკემბერი

კრიმინალი-ლენტი