Digest Logo

24 წლის ასაკში დაოჯახება, განშორება და რომანი მეგი გოგიტიძესთან - ჯაბა კილაძის აქამდე უცნობი ამბები

 15:34 ხუთ. 13 მაისი
ჯაბა კილაძე

„აქანდაზი იმიტომ ჰქვია რომ აქ დევს, იქით რომ იდოს იქანდაზი ერქმეოდა“... ეს და სხვა ფრთიანი გამონათქვამი უკვდავი ქართული სერიალის „შუა ქალაქშის“ პერსონაჟს - სანდროს ეკუთვნის.

სანდროს როლს კი უნიჭიერესი მსახიობი, ჯაბა კილაძე ასრულებს.

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ ჯაბა „სანდრომდე“ გეგა კობახიძე იყო. დიახ, სპექტაკლ ჯინსების თაობაში მას  გეგა კობახიძის როლი ჰქონდა, რითაც თეატრის მაყურებელს თავი შეაყვარა და დაამახსოვრა.

დღეს სწორედ მის შესახებ მოგიყვებით. ჯაბა ჟურნალისტებთან გულახდილად საუბრობს, თუმცა პირადზე საუბარი დიდად არ უყვარს...

 

 

პირველი მეუღლე

ჯაბას პირველი ცოლი თამთა ჭელიძე გახლდათ. მსახიობი 24 წლის ასაკში დაოჯახდა და 1 შვილი შეეძინა. სამწუხაროდ მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.

ჯაბას მამა, თემურ კილაძე:

„ყველაზე ბოლოს, ალბათ, მე გავიგე. ამ დროს, ფიქრობ, ყველაფერი კარგად გააკეთო – ნიშნობა, ქორწილი, რომ არ შერცხვე. გამიხარდა, მალე შვილიშვილი მეყოლება-მეთქი, მაგრამ ორი წელი გააჯანჯლეს ბავშვის გაჩენა. ჯაბა 24 წლის იყო. მეც მაგ ასაკში მოვიყვანე ცოლი.

პირველი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი. როცა ოჯახი ინგრევა, ასეთ რაღაცებს ვერ ვეგუები. ამ სახლში ცხოვრობდნენ, ხმამაღალი სიტყვა, აყალ-მაყალი, ჩხუბი ჩვენთან ურთიერთობაში არ ყოფილა. მიუხედავად ყველაფრისა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს ვურეკავთ. ხან მოდის.

როცა მეზობლის დაბადების დღეა, ლიზი მოჰყავს და ბავშვი მაგ დროს ჩვენთანაა. ჯაბა ხედავდა, როგორ განვიცდიდი, რა დღეშიც ვიყავი და ველაპარაკე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ჩემი საქმის მე ვიციო, – მითხრა.

რაღაცებში ძალიან პრინციპულია. როცა ცოლი მოიყვანა, ისიც ვუთხარი, – მორჩა, აქეთ-იქით აღარ უნდა გაიხედო-მეთქი. აი, მაგაზე თავს დავდებ. დღე და ღამე ერთად იყვნენ, სადაც მიდიოდნენ, ყველგან ერთად მიდიოდნენ“.

მეორედ დაოჯახების სურვილი?

„არ მინდა, რომ ცოლების კოლექცია მქონდეს, არაა ჩემი ჰობი ცოლების შეგროვება. თუ ვინმეს ცხოვრებას დავუკავშირებ, მინდა, რომ ის მუდმივად იყოს ჩემს ცხოვრებაში. ასეთი ქალის მიმართ ჩემი კრიტერიუმები ძალიან მაღალია. წუნია არ გეგონოთ, მაგრამ ქალის შეფასებისას უკვე ძალიან ბევრ რამეს ვაქცევ ყურადღებას. ეს წლებს მოაქვს – თუ ადრე ქალში ვხედავდი ტუჩს, მკერდს, ფეხს, ახლა ვიზუალთან ერთად მისი შინაგანი სამყაროც მნიშვნელოვანია ჩემთვის. ოჯახი რომ არ მაქვს, ეტყობა, იმის ბრალიც არის, რომ ჯერ ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებ“.

შვილთან ურთიერთობა

„მართალია, ლიზა დედასთან იზრდება, მაგრამ ხშირი კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. მე და ლიზა ვმეგობრობთ. ვერ გეტყვი, რომ სიმკაცრით გამოვირჩევი, რადგან მგონია, რომ ნებისმიერ ადამიანთან დიპლომატიური გზით ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია; თუ ადამიანს დასაბუთებულად აუხსნი, გასაგები გახდება ყველაფერი და სულაც არ ვფიქრობ, რომ ჯოხი და სიმკაცრე ამაზე უკეთ მოაგვარებს საქმეს.

სიმკაცრე და ცემა რა საჭიროა?! თუ რამეს ვერ გაიგებს, ისევ იმას დააკლდება. აკრძალვას შედეგი არ მოაქვს. როგორ უნდა ავუკრძალოთ რამე ადამიანს?! ჩვენ ხომ ინდივიდებს ვზრდით. ყველაზე კარგად მე შემიძლია, შევაფასო ჩემი შვილი. ამიტომ შოკში არ ვვარდები, კმაყოფილი ვარ იმით, როგორიც არის“.

ჭორები

განსაკუთრებული არაფერი ხდება ჩემკენ ამ მხრივ, ჯერჯერობით მეორედ ოჯახის შექმნაზე არ დავფიქრებულვარ.

რაც შეეხება ჭორებს, დაწყვილებასთან დაკავშირებით, მეცინება, როცა ძალიან ახლო მეგობართან, მაგალითად სალომე გოგიაშვილთან ან მეგი გოგიტიძესთან მაქორწინებენ. ცოტა უხერხულია, მით უმეტეს, რომ მეგი ჩემს ხელშია გაზრდილი.

„გეგას“ როლიდან „სანდროობამდე“

„მართალია, მას შემდეგ ძალიან ბევრი როლი ვითამაშე, მაგრამ „ჯინსების თაობა“, ჩემთვის მაინც ყოველთვის გამორჩეული იქნება. იმიტომ კი არა, რომ გეგას როლმა პოპულარობა მომიტანა, არამედ ეს ჩემი პირველი სპექტაკლი იყო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ამ დროს ასეთ სკანდალურ და საინტერესო სპექტაკლში მომიწია თამაში. აქედან გამომდინარე, გეგას როლი ჩემთვის ყოველთვის ერთით ზედა საფეხურზე იქნება სხვა როლების ფონზე. მართლა ძალიან დიდი მადლობელი ვარ დოის, რომელმაც მეორე კურსის სტუდენტს ამხელა ნდობა გამომიცხადა.

„ჯინსების თაობასა“ და „შუა ქალაქს“ შორის პარალელს ვერ გავავლებ. რამდენი კაციც არ უნდა მოვიდეს და რამდენჯერაც არ უნდა ნახონ სპექტაკლი, თეატრი მაინც ვიწრო საზოგადოებისთვისაა.

მთელი წლის განმავლობაში თუ შენს სპექტაკლზე 2 000 ადამიანი მოვა, „შუა ქალაქის“ ერთ სერიას 20 000 კაცი უყურებს. ამიტომ, მასობრივი პოპულარობისთვის ტელევიზიას თეატრი ვერ შეედრება.

ხშირად უთქვამთ და წამიკითხავს კიდეც სხვა სერიალის მსახიობების ინტერვიუ, რომ სერიალში მონაწილეობა უბრალოდ შემოსავლის წყაროა, თორემ სხვა დანიშნულება არ აქვს მათთვის. ჩემთვის ასე ნამდვილად არ არის.

„შუა ქალაქის“ არც ერთ მსახიობს ასეთი რამ არ უთქვამს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ეთიკას არ ვარღვევდით, არამედ მართლა ასე იყო.

თამუნა ნიკოლაძე ჯაბაზე:

„ერთ სპექტაკლშიც ვითამაშეთ, სადაც მე და ჯაბა ერთმანეთს ვკოცნით და ეს ვერავის წარმოუდგენია. რატომ ვკოცნით, როგორ შეიძლება, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, – ასეთი აზრებია ხოლმე.

მაყურებელი მაინც, როგორც ქეთევანს და სანდროს, ისე აღგვიქვამს. ვაიმე, როგორ კოცნიან ერთმანეთს ქეთევანი და სანდრო, როგორ შეიძლება?!

მაგრამ ეს, ალბათ, უფრო თავიდან, შემდეგ ჩვენ სამსახიობო ხელოვნებაზე, პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ის, რომ სპექტაკლის მიმდინარეობისას, ისევ სანდრო და ქეთევანი არ ვიყოთ“.



„ერთი პაპაჩემის მამა, იასონა ადგება საფლ...

9 წუთის წინ

სააკაშვილი ელისაშვილი

„არ ვიცი როგორ მოეწონებათ ეს ამბავი საქა...

36 წუთის წინ

ზაზა წერეთელი

„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცი...

13:27

ნინი ბადურაშვილი


„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

„მანქანაში გამაუპატიურა, ჯერ საყურეები ჩ...

16:32 პარ. 24 სექტემბერი

ქალზე ძალადობა

„სთორი“ ნახა, დადებული არ მაქვს ნახულობს...

15:53 პარ. 24 სექტემბერი

ქალი

16 წლის ლიზა კობერიძე Dolce & Gabbana-ს...

23:33 შაბ. 25 სექტემბერი

მოდელი ლიზა კობალაძე

„ვიღებდით გადაცემას და უცებ უბედურება ხდ...

10:18 შაბ. 25 სექტემბერი

ბაბი კირკიტაძე

ბერუკა ივანიშვილის ახალი ფოტოები სამხრეთ...

14:47 პარ. 24 სექტემბერი

ბერუკა

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილმა ჩემი...

12:39

საქართველოს
პრემიერ-მინისტრი გიორგი
გახარია - Digest.ge

„დელტას ვარიანტი იწვევს უფრო მძიმე დაავა...

12:32

კორონაზე

„ექიმებს ერთი სული აქვთ, როდის გაათავისუ...

11:29

როგორ მკურნალობენ
კორონავირუსს
საქართველოში?

1132 ინფიცირება, 2956 გამოჯანმრთელება, 3...

10:42

კორონა

„ჩემი ოჯახის კოვიდ ჯოჯოხეთი გრძელდება......

10:27

ირმა ცქიტიშვილი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?...

10:07

შემოდგომა

„ქურდობა გინდა, თუ რატომ არ ალაგებ ტუალე...

00:49

სამხედრო პირი

ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის გამ...

00:00

ტატო გრიგალაშვილი

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის...

23:02 შაბ. 25 სექტემბერი

რევაზ ბოჭორიშვილი