Digest Logo

„10 წელი მეგობრები ვიყავით, 6 წელი – შეყვარებულები, ახლა კი, ცოლ-ქმარი ვართ“ - „ტოპეს“ სიყვარულის ისტორია

 21:51 ორშ. 27 სექტემბერი
ტოპე

„კომედი შოუს“ გამორჩეული მსახიობი და სცენარისტი, 23 წლის გიორგი ჩუბინიძე ახლახან თეონა კაპანაძეზე დაქორწინდა. თეონა პროფესიით ფილოლოგია. წყვილმა პატარა ქორწილი რეგულაციების სრული დაცვით გადაიხადა.

გიორგი ჩუბინიძე ჟურნალ „თბილისელებს“ მათი სიყვარულის ისტორიას უყვება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- მე და თეონამ ერთმანეთი ბავშვობაში, ჭიათურაში გავიცანით. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ათი წელი მეგობრები ვიყავით, ექვსი წელი – შეყვარებულები, ახლა კი, უკვე ცოლ-ქმარი ვართ. ჩვენი ამდენწლიანი ურთიერთობა ქორწილით დავაგვირგვინეთ.

– როდის მიხვდი, რომ მეგობრის მიმართ გრძნობა გაჩნდა და როგორ გამოუტყდი სიყვარულში?

– თეონა ძალიან მაგარი მეგობარი იყო. ვუყვებოდი ხოლმე ჩემს შეყვარებულებზე და ისიც ჭკუას მარიგებდა (იცინის). სიმართლე გითხრათ, გრძნობა და სიყვარული როდის მოვიდა, ვერც კი გავიგე. ერთ დღესაც, ერთი გამოხედვით მივხვდი, რომ ეს გოგო მიყვარდა და ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო. ერთმანეთს რომ გამოვუტყდით, მეგობრული გრძნობა სიყვარულში გადავიდა, ხუთი თვე მეგობრობაც კი გავწყვიტეთ ამის გამო. ახლობლები მამჩნევდნენ ცვლილებას და მეუბნებოდნენ: ხომ ხედავ, გაშტერებული დადიხარ, მეიყვანე ის ბოვში ცოლადო (იცინის).

– რატომ გაწყვიტეთ ურთიერთობა?

– ორივესთვის მეგობრობა სხვა ფენომენია და რომ მივხვდით, სიყვარული „შემოგვეპარა“ და სხვა გრძნობა წამოვიდა, ცოტა ხნით, საკუთარ თავში დარწმუნება გვინდოდა და ამის გამო დისტანცია დავიჭირეთ. ვიგრძენით, რომ კარგ მეგობარს ვკარგავდით. 4-5 თვე, ვარიდებდით ერთმანეთს თავს, „კი იქნება, არ იქნება“ საუბარი გვქონდა და საბოლოო ჯამში, მაინც ერთმანეთი ავირჩიეთ.

– შეუღლების შემდეგ, ცხოვრება ალბათ ცალკე დაიწყეთ. რომანტიკული თუ ხარ?

– დიახ, თანაცხოვრება დედაქალაქში, ნაქირავებ ბინაში ცალკე დავიწყეთ, თუმცა, ვინ გვტოვებს მარტო? (იცინის). რაც შეეხება რომანტიკას, კი, ვარ რომანტიკული, მაგრამ სასწაული საჩუქრები არ მიჩუქებია და არც რაიმე განსხვავებული ჩამიდენია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სადაც თეონა არ მელოდებოდა, იქ ვჩნდებოდი. სულ ვცდილობ, გავახარო და გავაბედნიერო. სხვათა შორის, მე და თეონას შვილიც გვყავს – აჩიკო. თეონას ძალიან უყვარს ძაღლები, ჰოდა ვიშვილე და ქორწილამდე ჩამოვუყვანე სამტრედიელი შვილი, აჩიკო. აჩიკო ჩვენს ქორწილშიც გახლდათ და უკვე რვა თვისაც გახდა. თან გავაფორმეთ, ოფიციალურად ვაღიარეთ შვილად და უკვე არჩილ ჩუბინიძეა (იცინის). მართალია, სამსახურის გამო აჩიკო, ძირითადად, მარტოა სახლში, მაგრამ იცის, რომ არ დავტოვებთ და საღამოს აუცილებლად მივალთ.

– ანუ, მიგაჩნია, რომ ფული სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი გააბედნიერო და გაახარო?

– საყვარელი ადამიანი რომ გაახარო და გააბედნიერო, მარტო სიყვარული და რომანტიკა არ კმარა, ფულიც საჭიროა, ურთიერთობაში ცოტა სხვა ფერებიც რომ შეიტანო.

– „კომედი შოუს“ სკეტჩებში საკმაოდ მკაცრი და უხეში ქმარი ხარ. ლუიზამ, პირველმა ცოლმა, როგორ მიიღო შენი დაქორწინების ამბავი?

– ხომ გითხარით, ეწყინა, მაგრამ მეჯვარედ მაინც გამომყვა (იცინის). კი მეგონა, ლუიზა პირველი და უკანასკნელი ცოლი იქნებოდა, მაგრამ დაბერდა, მე კაცი ვარ და გვერდით თეონასნაირი ლამაზი გოგო მჭირდება (იცინის). ლუიზას სასმელს არ ვაკლებ და საჭმელს და შეეგუება ჩემს ბედნიერებას, სხვა რა გზა აქვს (იცინის). რაც შეეხება სკეტჩებში ჩემს, როგორც ქმრის სიჯიუტეს და სიუხეშეს, რეალურ ცხოვრებაშიც დიდად არ განვსხვავდები. იცით, როგორი ვარ? პირდაპირი, საუბრისას „დედაც ვატირესაც“ ხშირად ვხმარობ, თუმცა, არ მიყვარს ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება. სხვათა შორის, ცხოვრებაში, სულ სამჯერ მიყვარდა, მაგრამ ეს სულ სხვა სიყვარულია. იცით, როგორი, ღუზას რომ გადააგდებ და ოცნების ქალი ამოჰყვება. ასე რომ, გადავაგდე ღუზა, ამოჰყვა თეონა და დღეს ბედნიერი კაცი ვარ. სიყვარული სხვა რა არის, თუ არა კომფორტი და ეს კომფორტი თეონამ შემიქმნა.

🔵ნოემბრიდან აშშ-ში ჩასვლა სავარაუდოდ „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილ უცხოელებსაც შეეძლებათ

🔵ალექსანდრე ჯეჯელავას ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა

🔵„აცრა რომ არ მქონოდა, გამორიცხულია კორონავირუსი გადამეტანა...“ - დათო ტურაშვილი

წყარო: tbiliselebi.ge


19 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

00:44

მზე

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

00:36

ოქტომბრის ასტროლოგიური
პროგნოზი

19 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელე...

00:34

შუქი


„მამა თმებში მწვდა და ტყავის ქამრით მცემ...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

წამყვანები

„სამი და და სამი ძმა“ - „ფარული ვნების“...

22:56 ორშ. 18 ოქტომბერი

ფარული ვნება

VIDEO: „ბრალდებულმა დაკავებისას ხელყუმბა...

22:41 ორშ. 18 ოქტომბერი

ვ

„ლიზა იასკოს არ ვიცნობ... მყავს ერთი უსა...

14:37 ორშ. 18 ოქტომბერი

სააკაშვილი

მაკა კვიციანის გრანდიოზული დაბადების დღე...

14:30 ორშ. 18 ოქტომბერი

მაკა კვიციანი

„ჩვენი სიყვარულის ისტორია წლების მანძილზ...

11:38 ორშ. 18 ოქტომბერი

ბერა ივანიშვილი

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ისიც არ იც...

21:32 ორშ. 18 ოქტომბერი

„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე

გია ვოლსკი: ახლა მეუფე შიოზე მიიტანეს ის...

21:00 ორშ. 18 ოქტომბერი

პარლამენტის თავმჯდომარის
პირველი მოადგილე

„ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან...

20:53 ორშ. 18 ოქტომბერი

დევი ტაბიძე

ზაალ ანჯაფარიძე: მელია რომ არჩევნებს წაა...

20:52 ორშ. 18 ოქტომბერი

ანალიტიკოსი - ზაალ
ანჯაფარიძე

„ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს“...

19:59 ორშ. 18 ოქტომბერი

დაავადებათა კონტროლის
ეროვნური ცენტრი

თსუს მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგ...

19:37 ორშ. 18 ოქტომბერი

თსუ

ვლადიმერ ბოჟაძე გიგი უგულავაზე: აქციაზე...

18:25 ორშ. 18 ოქტომბერი

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე
Digest.ge

ნატო გელაშვილის შვილმა ცოლი მოიყვანა - კ...

18:24 ორშ. 18 ოქტომბერი

გიორგი ჭოხონელიძე

ზურაბ ქადაგიძე: გვარამიაში არის დემონი,...

18:15 ორშ. 18 ოქტომბერი

ახალგაზრდული ცენტრის
დამფუძნებელი ზურაბ
ქადაგიძე - Digest.ge