Digest Logo

1 ლარი ერთგულებისა და ინტერესის დასამტკიცებლად - ფეისბუკში „გირჩის ბაბლში“ ყოფნისთვის თანხის გადახდა მოგიწევთ

 16:52 სამ. 4 მაისი
ხვიჩია

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ „ნამდვილ“ მხარდამჭერებს,  თავიანთი ერთგულებისა და ინტერესის დასამტკიცებლად, მინიმუმ 1 ლარის გადახდა მოუწევთ. 

დიახ, არ მოგესმათ, თუკი „გირჩის“ მხარდამჭერი ხარ და გსურს, სოციალურ ქსელში „გირჩის“ ყველა ჯგუფში იყო, მინიმუმ 1 ლარის გადახდა მოგიწევს.

ამის შესახებ ერთ-ერთი წევრმა ჯგუფის სხვა წევრებს სპეციალური შეტყობინება გაუგზავნა:

„გამარჯობა, მე იაგოს ვეხმარები მხარდამჭერებთან კომუნიკაციაში, თქვენგან მაინტერესებს იაგოს მეგობრების ჯგუფში აპირებთ თუ არა დარჩენას, ჯგუფში ყოფნისთვის გვექნება ფილტრი: მინიმუმ ერთი ლარის შემოწირულობა ყოველთვიურად“,- ვკითხულობთ შეტყობინებაში.

აღნიშნულის გადასამოწმებლად „დაიჯესტი“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას დავუკავშირდა.

ხვიჩიამ ინფორმაციის სიზუსტე დაგვიდასტურა და განაცხადა, რომ  მალე „გირჩის“ ყველა ჯგუფში იგივე წესი იმოქმედებს, გარდა „ჯაფარიძის გირჩისა“, რადგან მათთან გამიჯნულები არიან.

„ეს ჩვენი გააზრებული სტრატეგიაა, რაც „გირჩის“ ყველა ჯგუფში ნელ-ნელა გადავა. ჩვენ ვეძებთ რეალურ მხარდამჭერებს და გვინდა, რომ ჩვენი ჯგუფები შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი მხარდამჭერები არიან.

ჩვენ ამის ტესტს ვერანაირად ვერ ვიპოვით. რადგან როგორ უნდა დაამტკიცო ვინ გიჭერს მხარს და ვინ არა...

ამიტომ შემოვიღეთ ერთ ლარიანი ტესტი, რომელიც იმას კი არ ზომავს რამდენ ფულს იშოვი, არამედ იმას, რომ ადამიანი რომელიც ადგება, ბანკომატთან მივა და ლარიანს ჩარიცხავს, ნამდვილად დაინტერესებულია „გირჩის“ შიგნით მიმდინარე მოვლენებით... ანუ ამით ვზომავთ ინტერესს. შესაბამისად, გვინდა ჯგუფები, სადაც დაინტერესებული ადამიანები იქნებიან.

კითხვას, თუ რაში დაიხარჯება აღნიშნული თანხა, პარლამენტარი შემდეგნაირად პასუხობს:

„ესაა პარტიის შემოწირულობა. „გირჩი“ ესაა პარტია, რომელიც მხოლოდ შემოწირულობით არსებობს და ბიუჯეტიდან არცერთ თეთრს არ იღებს, შესაბამისად, ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობა მთლიანად დამოკიდებულია შემოწირულობაზე“,- ამბობს „დაიჯესტთან“ საუბრიას იაგო ხვიჩია.


მსგავსი სიახლეები

„ცრემლიანი თვალებით დავამთავრე, ყდაზე ტყ...

1 წუთის წინ

მაია ასათიანი

რომელი ყვავილია თქვენი ზოდიაქოს თილისმა?

49 წუთის წინ

ზოდიაქო

Google 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდა

22:32

Google


მეცნიერებმა დედამიწაზე ყველაზე ძლიერი მა...

13:10

დედამიწა

თევზი-ვამპირი დეპრესიისა და შფოთვის მკურ...

13:44

თევზი

მოტყუებით ქორწინება, 17-წლიანი ძალადობა...

13:10

პოლიციის ლენტი

ღალატის გამო დანგრეული ოჯახები

21:59

სელებრითები

ვის შეუძლია, განსაზღვროს, რომ ე.წ. „ქოუჩ...

17:26

გია მურღულია

„ჩემს თავს უყურებ? ხომ კარგად პრიალებს?...

16:32

ცაგარელი

საქართველოში, შესაძლოა, რეგულაციების შემ...

21:24

პოლიცია, კომენდანტის
საათი

არ შეიძლება არ ითქვას იმ უდიდეს ღვაწლზე,...

20:09

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
Digest.ge

ერთ-ერთ უძველეს თეატრს მრავალი ათეული წლ...

19:05

გია აბაშიძე - ანალიტიკოსი

„აქტიურად მიდის მსჯელობა ე.წ. კომენდანტი...

18:59

თამარ გაბუნია

სასიხარულო ამბავია ოზურგეთის თეატრის ახა...

18:58

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი - Digest.ge

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქა...

18:46

ოზურგეთის დრამატული
თეატრის დირექტორი ვასილ
ჩიგოგიძე Digest.ge

თამთა მეგრელიშვილი: ოზურგეთის თეატრი - ქ...

18:43

იურისტი თამთა
მეგრელიშვილი

კახეთში, სკოლის ბოლო ზარზე, ავარია მოხდა...

18:34

საპატრულო პოლიციის ლენტი

დედამიწას 118-მეტრიანი ასტეროიდი უახლოვდ...

18:09

დედამიწა