Digest Logo

„ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, მაგრამ...“ - რას წერს თათია შარანგია?

 11:30 ხუთ. 21 ოქტომბერი
თათია შარანგია

როგორც იცით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

მის გასათავისუფლებლად პეტიცია შეიქმნა, სადაც ხელის მოწერა ნებისმიერ მხარდამჭერს შეუძლია.

მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს, მისი მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება.

ამ ამბავს გამოეხმაურა გადაცემა „სთორის“ წამყვანი თათია შარანგია.

მან მონოლოგში სააკაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანა წინ მიდიოდა, ვითარდებოდა.

მისივე თქმით, ვინც რამეს აკეთებს ის უშვებს შეცდომებს, შესაბამისად მესამე პრეზიდენტის მიერ დაშვებულ შეცდომებზე თათიამ აღარ ისაუბრა.

ამ მონოლოგის შემდეგ თათიას განმარტების გაკეთება მოუწია და „სთორის“ ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

„ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, მაგრამ თქვენთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია და ეს ჩემი არჩევანი იყო, ვფიქრობ რომ ასე სჯობდა.

ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სამოქალაქო პოზიცია თუ პოლიტიკური ხედვა, რა თქმა უნდა მეც… და ეს ამ ბოლო გადაცემაში ღიად გამოჩნდა. ალბათ, არავის გქონდათ მოლოდინი რომ საკუთარ აზრს ან შეხედულებას მოკლებული ადამიანი ვიყავი.

ამის მიუხედავად არასდროს გახვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გადაცემაში და მთავარ მოვალეობად მიმაჩნია ჩემი სტუმრები გაგაცნოთ და გაგაცნოთ პოზიტიურ ჭრილში.

მგონი 3-წლიან არქივს რომ გადახედოთ, ვერ იპოვით ვერცერთ სტუმარს რომელშიც ნათელი სხივი არ მიძებნია და ეს სხივი თქვენამდე არ მომიტანია. სწორედ ამიტომ მოგწონდათ და მოგწონთ ეს აგრესიისგან დაცლილი გადაცემა.

მადლობა იმ ადამიანებს ვინც პირველივე დღიდან სთორის მაყურებელია, ვინც შემოგვიერთდა და ვინც შემოგვიერთდება. ბევრნი ხართ და თითოეული მიყვარხართ! არ გაბრაზდეთ აგრესიულ ადამიანებზე.

სულ ვიქნები თქვენს გვერდით და პირადად გაგცემთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. კომუნიკაციის ეს გზა ჩემი არჩევანია“, - წერს შარანგია.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე