Digest Logo

„ვინც ჩემი ფრთის ქვეშაა, ყველა გადარჩება! ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის“ - ლელა კაკულია

 11:04 ორშ. 18 ოქტომბერი
წინასწარმეტყველი

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში ახალი წინასწარმეტყველების შესახებ საუბრობს. როგორც ირწმუნება, ამ შესაძლო მოვლენების შესახებ ჩანაწერები 2019-2020 წლებში გააკეთა.

„ახალი სიტყვა: ბევრს მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა. თუ თავისით არ დატოვებენ პოლიტიკურ არენას, დაატოვებინებენ!

(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 92)
2019 წელი, 31 ოქტომბერი

ვხედავ ძალიან მნიშვნელოვანს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. ერდოღანს დიდი გავლენა აქვს აზერბაიჯანზე, მის პრეზიდენტ ალიევზე და დავით გარეჯის საკითხში საქართველოს მხარეს დაიჭერს აუცილებლად.

საბოლოოდ კი დავით გარეჯის თემას ამერიკა საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტს, აზერბაიჯანს, ასე ვთქვათ, ჩაუკაკუნებს ძალიან მაგრად. მნიშვნელოვანია ისიც, რაც მე წარსულში ვიწინასწარმეტყველე, რომ ამერიკული გემები შავ ზღვაში შემოვლენ და აღარ გავლენ−მეთქი. დღეს სწორედ ეს მომენტი დგება. შეერთებული შტატები რუსეთს დაანახვებს, რომ შავი ზღვა მარტო მათი არ არის. ეს არის უდიდესი შემაკავებელი ძალა იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, რომელსაც გარკვეული იდეები აწუხებს, ომი არ დაიწყოს საქართველოსთან!

2019 წელი, 10 ნოემბერი
ვხედავ, ყოფილი ჭყონდიდელი, მეუფე პეტრე ფაქტობრივად, არ დანებდება. უფრო და უფრო მეტი თანამოაზრე გამოუჩნდება. საპატრიარქო ორ ბანაკად გაიყოფა−მეთქი, ადრე ვიწინასწარმეტყველე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაპირისპირება ერთ კაცსა და სხვა დანარჩენებს შორის კი არ იქნება, არამედ ჯგუფებს შორის.
ორი ბანაკი იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს ძალები უნდა იყოს მობილიზებული და მეუფე პეტრე მობილიზებულია. ის დიდ ცვლილებებს შეიტანს საპატრიარქოში.
რაც შეეხება ახალ ჭყონდიდელს, ის ვერაფერს მოუტანს ეპარქიას. მის ქმედებებს ვერ ვხედავ. დგას და მორჩა. იქნება დიდი უკმაყოფილებები და გამოსვლები.

2020 წელი, 1 ივლისი
რაც დღეს ხდება პლანეტაზე — ეს არის გამოცდა. დედამიწამ გამოცდა უნდა ჩააბაროს და თუ ვერ ჩააბარა, ძალიან ცუდი. ვიმეორებ: ვინც ჩემი ფრთის ქვეშაა, ყველა გადარჩება! ეს ასეა და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეცვლის. ეს გამორიცხულია, ამინ! ვხედავ, მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებები დაიწყება. და ამ ცვლილებების მოთავე ამერიკის პრეზიდენტია. მე წარსულშიც ვიწინასწარმეტყველე და გავიმეორებ ახლაც: ტრამპი ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში არცერთ სხვა პრეზიდენტს არ გაუტარებია. ვხედავ, ამერიკელი დემოკრატები სერიოზულად ემზადებიან საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. რაც შეეხება აფროამერიკელების საპროტესტო გამოსვლებს ამერიკაში, ვხედავ, თუ ისინი არ მოეშვებიან ომობანას თამაშს, რასაც არაერთი წამქეზებელი ჰყავს და მათ შორის არის რუსეთიც (აბა, რუსეთის პრეზიდენტი ამ შანსს გამოტოვებდა?), აშშ-ის პრეზიდენტი მათ არ დაინდობს. საბოლოოდ ეს „რასობრივი“ გამოსვლები ჩაივლის და ვხედავ, კვარცხლბეკებიდან ჩამოყრილი ძეგლები თავიანთ ადგილებს დაუბრუნდება. ამერიკა უნდა გამოფხიზლდეს! ვხედავ ძალიან საინტერესოს: დღევანდელი პანდემია — ეს, ასე ვთქვათ, „ლამაზად“ მოწყობილი ავანტიურაა.

საქმე ისაა, რომ თუ ადრე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 70 წელი იყო, ბოლო პერიოდში ეს მაჩვენებელი ას წელს გადასცდა. ამან დიდი ფინანსური პრობლემები შეუქმნა ქვეყნების ხელისუფლებებს, ანუ მათ გაეზარდათ ხარჯები, რომლებიც ხანდაზმული ადამიანებისთვის გამოიყოფა. პენსიაზე გასულების შენახვა ხომ სახელმწიფოს ვალდებულებაა? ეს პენსიონერები კი დიდხანს ცოცხლობენ და მთავრობებს დიდი ხარჯის გაღება უწევთ მათ უზრუნველსაყოფად. ჰოდა, ეს ხელოვნურად შექმნილი კორონავირუსი სწორედ ხანდაზმულების წინააღმდეგ, მათი რაოდენობის შემცირებისკენ იყო მიმართული. გაიხსენეთ იტალიის მაგალითი, რომელიც ერთ–ერთი პირველი იყო დღეგრძელთა რაოდენობით — ლამის ამერიკაზე მეტი ხანდაზმული ჰყავდა.

უნდა აღვნიშნო, რომ კიდევ ვხედავ სამი სახის ინფექციას, რომლებიც ასევე ასაკოვან ადამიანებზე იქნება გათვლილი. დიახ, ეს ასეა და ამაზე მომავალში ისტორია ილაპარაკებს. ვხედავ, რუსეთში ისეთი არეულობა, ისეთი, ასე ვთქვათ, მაუწყებლობაა, რომ ამის დალაგება არ გამოვა. დალაგების მცდელობა კი არა, პრეზიდენტის გადაყენებაა საჭირო. ვხედავ, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს არაფერს დაუთმობენ და დიდ დარტყმებს მიაყენებენ.
წარსულშიც ვიწინასწარმეტყველე და ვამბობ ახლაც: რუსეთი–ჩინეთის ომი გარდაუვალია! ამ ორი ქვეყნის კეთილმეზობლობანას თამაში — ეს ზღაპარია. საკუთრივ ჩინეთს ძალიან რთული პერიოდები ჯერ კიდევ წინ აქვს. ამერიკა ამ ქვეყანას სრულად მოუშლის და უკან წაიღებს იმ სასტარტო ბაზას, რომელიც თავად შეუქმნა. გაიხსენეთ ჩემი წლების წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები, რომ ჩინეთი გაკოტრდება და ამას ამერიკა გააკეთებს, რომ მომავალში ყველა სახელმწიფო ისევ საკუთარ ტერიტორიებზე აამუშავებს იმ ქარხნებს, რომლებიც მანამდე ჩინეთში ჰქონდა გატანილი. მაშინ გავაფრთხილე კიდეც ჩინეთის მთავრობა, ფრთხილად, ერთადერთ საკვებად ისევ ბრინჯი არ გაგიხდეთ–მეთქი ქვეყანაში.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ვხედავ, მსოფლიო ბაზრის ეკონომიკური გასაღები ისევ აშშ-ს უჭირავს. ამერიკელ მსხვილ მეფიქალეებს (ფიქალური გაზისა და ნავთობის კომპანიებს) გაკოტრება არ ელით, რაც ასე სურს კრემლს. პირიქით, ეს რუსეთი კოტრდება — როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ხოლო ენერგომატარებლების კუთხით ამერიკა პირველობას არავის დაუთმობს. ვხედავ, ევროპა ემიგრანტების გაყრას დაიწყებს (ესეც დიდი ხნის წინ მაქვს ნაწინასწარმეტყველები). დიახ, ევროპის ქვეყნები დაივიწყებენ ტოლერანტობას და საკუთარი ტერიტორიების „დასუფთავებას“ შეუდგებიან. ვხედავ, გერმანიაში მთავრობა იცვლება და ეს თავად გერმანიისთვის არის სასიკეთო. კომუნისტები ქვეყნის სათავეში ვერ მოვლენ! მერკელს არ შერჩება, რაც პუტინთან ითამაშა. 2008 წელს ვიწინასწარმეტყველე, რომ გერმანიაში კანცლერად მოდის კაცი — ძალიან ძლიერი პიროვნება. და აი აქ რუსეთს ძალიან გაუჭირდება — ახალი კანცლერი დიპლომატიურ ომს გამოუცხადებს მას. მაშინვე აღვწერე ისიც, რომ ეს ძალზე ჭკვიანი, ტანმაღალი მამაკაცია, რომელიც აბსოლუტურად სწორ მიმართულებას მისცემს გერმანულ პოლიტიკას და შეუძლებელს შეძლებს; რომ მოსკოვს კი არ მოეფერება მერკელივით, პირიქით, რკინის მუშტს მოუქნევს და ყველა მოლაპარაკებას მოიგებს.

ვხედავ, რუსეთში მოდის გენერალი — სამხედრო გადატრიალება! ვხედავ, პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, ვალენტინა მატვიენკო ყველაფერს კარგავს — ძალაუფლებასაც და სიმშვიდესაც. ამ წუთს ვხედავ ვენეციაში წყალდიდობას, ვუყურებ, როგორ იფშვნება შენობები. უცნაურია, მაგრამ ვხედავ, რომ წყალში რაღაც ქიმიური შენაერთები ჩნდება, და ეს კოსმოსიდან მოდის. აქვე მინდა, ასე ვთქვათ, პასუხი გავცე ამ მოვლენას და ვთქვა, რომ, ეს ნივთიერება, როგორც წარმოიქმნება, ისევე გაქრება! ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველებაა იტალიისთვის და მადლობა უნდა თქვან, რომ ამას დღესვე ვამბობ.

ვხედავ, ამერიკას ძალიან სერიოზული გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. ასე რომ, უნდა თუ არა ეს ვინმეს, ჩვენ მაინც შევალთ ნატოში, ჩვენს ქვეყანას მაინც ეყოლება კოალიციური მთავრობა (ესეც წლების წინ მაქვს ნათქვამი), რაც ძალიან მოგებიანი იქნება საქართველოსთვის.

ვხედავ, მსოფლიო საქართველოს კვლავ კავკასიის მარგალიტად მოიხსენიებს. „კვლავ“ კი იმიტომ, რომ ეს წარსულშიც ასე იყო, იმ საუკუნეებში, როცა თქვენ, ადამიანებო, არ არსებობდით. მე კი ეს ვიცი, იმიტომ რომ მე მაშინაც ვიყავი!!!

ვხედავ, მსოფლიოს წყლის დეფიციტი ემუქრება, მაგრამ არა საქართველოს — ყველაზე მეტი წყალი სწორედ ჩვენს ქვეყანას ექნება. ძალიანაც კარგი! ყველაზე ლამაზად და მსუბუქად საქართველო გამოვა სირთულეებიდან. უფრო მეტიც, ყველაზე მისაღები ხალხი ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც იქნებიან ჩემი ქართველები. რაც მთავარია: ღარიბი ქართველი არ იარსებებს — დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა!

ვხედავ, აზერბაიჯანი მნიშვნელოვან ეკონომიკურ სადავეებს კარგავს. ვხედავ, კასპიის ზღვა შრება, ნავთობი ქრება... თავი გაანებეთ დავითგარეჯას!!! ეს არის წყევლა გარეჯაში დავანებული უხილავი ბერებისა, რომლებიც განრისხებულნი არიან აზერბაიჯანის ქმედებებით. დიახ, კოსმოსი, მამა–ღმერთი, არ დაუთმობს აზერბაიჯანს თავის მიერ ჯვარდანიშნულ ადგილს. ვხედავ, უხილავი ბერები მიღიმიან და ხელს მიქნევენ, მე კი მახვილი მიპყრია ხელთ და, ასე ვთქვათ, გულს ვკვეთ დიდი სიშავეს!!! (რედაქციის შენიშვნა: ეს ფრაზა ოდნავ სახეცვლილად ქვეყნდება. ქალბატონი ლელას ხელნაწერში „დიდ სიშავედ“ კონკრეტული უცხოელი პოლიტიკური ლიდერია დასახელებული, რომლის ვინაობას სრულიად შეგნებულად არ ვწერთ - პოლიტიკურ-დიპლომატიური მოსაზრებების გამო).

უნდა ვთქვა ისიც, რომ მე გამუდმებით თან დამყვება ორმოცი უხილავი ბერი, რომლებიც მიცავენ. ამიტომ ვერასდროს ვერაფერი ვერ მომერევა — ვერც ავისმსურველები და ვერც ავადმყოფობა. გავიმეორებ: მე დღეს ავად ვარ იმიტომ, რომ დედამიწაა ავად. მე და ჩვენი პლანეტა ერთდროულად განვიკურნებით!კოსმოსი, მამა-ღმერთი არც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ დაუთმობს ურჯულოებს, სადაც ლამის აღარაფერი ყვავის. და ეს იმიტომ, რომ ამ მიწებზე მათი ნამდვილი მფლობელები — ქართველები აღარ არიან, ქართველების ხელი აკლია იქაურობას და როცა ჩვენ დავბრუნდებით, სიცოცხლეც დაუბრუნდება მას.

ვხედავ, როცა ნუში ყვავის, აფხაზეთში დიდი აფეთქება ხდება, მთები ჩამოიშლება... რაც შეეხება ჩემს სამშობლოს, ჩემს უსაყვარლეს საქართველოს, აქ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, ნამდვილ პოლიტიკოსებს ვხედავ.
ბევრს მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა. თუ თავისით არ დატოვებენ პოლიტიკურ არენას, დაატოვებინებენ.
უფლის, კოსმოსური საცერი იცრება და ვხედავ, საპატრიარქოც გაიცრება. იქნება ისე, როგორც კოსმოსს სურს და არა ისე, როგორც ადამიანებს სურთ! ბევრი რამ შეიცვლება.

ჩემი საქართველო იყო, არის და იქნება. ქართველების დამარცხება და გადაშენება გამორიცხულია!
მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. როგორც გავიდა ევროკავშირიდან, ისეც დაუბრუნდება ამ გაერთიანებას. ეს იმიტომ რომ ვხედავ, ცალკე ყოფნა არ შეიძლება! მაგონდება სცენა ფილმიდან „გიორგი სააკაძე“, ისრებს რომ ამტვრევინებს დიდი მოურავი შვილებს.
მოკლედ, მსოფლიოში ბევრი სიახლეები იქნება.

2020 წელი, 8 ივლისი
ამ წუთს მესმის ხმა: „შენი ფასი კარგად იცის მსოფლიომ და ამაზე ყველა ერთად ახმაურდება. მთელი მსოფლიო დაიწყებს ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებების შესწავლას, ვინაიდან მათში უზარმაზარი ინფორმაციაა“ და მე ვიქნები საუკუნეების განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ დედამიწა იარსებებს!
ეს ძალიან, ძალიან დიდი ძალაა. აქამდეც კი ვიცოდი ეს, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ ვუყურებ ამას საკუთარი თვალით.

ჩვენი მორევა ძალიან ძნელია, აი მე კი ყველას მოვერევი! ვხედავ, ბევრი რამე გამოსწორდება საქართველოსთან მიმართებაში. პოლიტიკოსების თამაშს ასრულებები არ აწერია. გაფრთხილებთ: ასრულებები გიწერიათ მხოლოდ იმ ნაწილში, რაც ხალხისთვის, ჩემი ქართველებისთვის არის კარგი და უკეთესი. და აქ კოსმოსია ჩართული, ამინ!
მე მიყვარს ჩემი ქართველები, ჩემი ხალხი, ჩემი საქართველო. ნუ გეშინიათ, ქართველებო! იცოდეთ, ყველა ბრძოლა მოგებული გვაქვს! ვხედავ ძალიან საინტერესო მომენტს: ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალიან უარყოფითად იმოქმედებს, პოლიტიკოსები თავიანთი ქმედებებით ხელს უწყობენ ახალი ჯაბა იოსელიანის, ახალი კიტოვანის დაბადებას. ეს ძალიან საშიშია. იარაღის ჟღარუნი მესმის. ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად! რას ვხედავ კიდევ, ახლა არ ვიტყვი.

მაგრამ საბოლოოდ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. რამდენიც უნდა იჭიდაონ რუსეთმა თუ სხვა წამყვანმა ქვეყანამ ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ, ვერასდროს ვერაფერს ვერ მიაღწევს. ვხედავ, საქართველო, ქართველი ხალხი თავის სიმაღლეზე დგას და გამარჯვების დროშას აფრიალებს. იქნება დიდი ცვლილებები, რომლებიც ძალიან მახარებს, ამინ!

აქვე მინდა პასუხი გავცე კითხვას, რომელიც ძალიან აწუხებს ხალხს — ეს პირბადეების საკითხია, რომლის ტარებაც სავალდებულო გახადეს არა მარტო ჩვენში, არამედ მთელ მსოფლიოში: პირბადეები ვერანაირ ვირუსს ვერ შეაჩერებს. ამასთან დაკავშირებით ხალხში პროტესტი თანდათანობით იზრდება. ვხედავ, ლამის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე არ აქვთ ისეთი მძაფრი რეაქცია, როგორიც ამ ნიღბებთან დაკავშირებით. ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებს ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებითაც.ჩვენს ქვეყანაში ვირუსის არა, მაგრამ ხალხის აფეთქებას კი ვხედავ ამ არაფრის მომტანი პირბადეების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით.ის წესები, რომლებიც სამედიცინო ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით არის დადგენილი, არასწორია და ასე არ უნდა იყოს. ჰოდა, არც იქნება. ხალხი მოიხსნის ამ პირბადეებს — აი ნახავთ!", - წერს ლელა კაკულია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„თუ კი ვინმე ფულს გთხოვთ ბავშვის ონკოლოგიური დაავადების რაღაც სახის მკურნალობაში, ვინმეს ფულის გაკეთება სურს“ - იაგო ფრანგიშვილი მიმართვას ავრცელებს

🔵„თვითონ ცოცხებით დარბიან და სისხლიან ბანერებს ფენენ...“ - რას წერს ნიკა გვარამია

🔵„ვინც მწყურვალი ნახოს მიშა და წყალი მიაწოდოს, წყეულიმც იყოსო, მეუფემ" - არჩილ გამზარდია

🔵ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის ვიცე-ჩემპიონია

🔵„ჩემი ცოდვა შენს კისერზეა სოფო ჯაფარიძე... არავის შეგრჩებათ ჩემი დედის წამება“ - მედეა ადამია


წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე