
„ტვ პირველმა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ცოლის ძმის შესახებ სიუჟეტი მოამზადა.
სწორედ აღნიშნულ სიუჟეტს გამოეხმარა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის ცოლის ძმა, ყოფილი პარლამენტარი, ალექსანდრე თამაზაშვილი და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ცილის წამებაა.
„მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო!
მინდა გამოვეხმაურო „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს:
სადაც პიროვნება, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, არის ჩემი უახლოესი მეგობრის ბიძა (მამის ძმა) დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში, საქართველოს მოქალაქე. ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მსგავსად აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.
ვინც პირადად მიცნობს ყველამ იცის, რომ მე და ლევან ზილფიმიანი ვართ ბავშვობის მეგობრები და ერთმანეთთან წლებია ნათელმირონობა გვაკავშირებს.
მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდე მაშინ დაიწყო, ვიდრე ირაკლი ჩემი დის მეუღლე გახდებოდა…
შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის დაკავშირებისა ამ კომპანიასთან და მითუმეტეს რუსულ კავშირებთან გახლავთ მის მიმართ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის მორიგი სერია!
აღნიშნული ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორი- ლევან ზილფიმიანი გააკეთებს განცხადებას…”- წერს თამაზაშვილი.
ლევან ზილფიმიანი, კომპანია „ვივის“ დირექტორი