Digest Logo

„ვანო რომ ხარ მერაბიშვილი და პარლამენტში გარანტირებულ ადგილს გთავაზობ, მილიონი მოიტანეო, ესე იგი ვერ შემისწავლე კარგად“ - მარიამ კუკუნაშვილი სკანდალურ ისტორიას ჰყვება

 17:20 კვი. 13 ივნისი
ბიზნესმენი მარიამ
კუკუნაშვილი

სუროგაციის ცენტრის „NEW LIFE-ს“ მსოფიო ქსელის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რასაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„საბურთალოს პოლიციაში პორშეთი მივგრიალდი, ასე ჩაცმული (სათვალე ქუდზე გავიკეთე ღამე იყო) და ისეთი დაბოლილი ხუთი პოლიციელი მეხმარებოდა კაი ხანი მანქანა რომ „სტაიანკაზე“ რამენაირად დამეყენებინა.

რომ დავაყენე, ორი ნაპასი კიდე ჩავარტყი და შევედი. მისული ვარ იმ მოტივით, რომ ორი თვეა ერთი გოგო მემუქრება განადგურებით და დღეს უკვე ის მომწერა, შენს ქმართან ტიპები მივლენ და მიხედავენო.

ჰოდა შევედი პოლიციაში და ვუთხარი რა საქმეზეც ვარ და ფურცელი მომეცით განცხადება უნდა დავწერო-თქო. უფროსთან უნდა შეგიყვანოთ ჯერო.

შევედი უფროსი კაბინეტში ყავას ისხამს და სანამ შემომხედავს უხალისოდ მეკითხება ყავას ხომ არ ინებებთო. დიდი სიამოვნებით ვინებებ-მეთქი. შემომხედა და დაიწყო ყავის მოდუღება. ნუ მიდის იქ საუბარი, რომ რამე ღალატის ფაქტს ხომ არ ჰქონდა ადგილი და ეს გოგო იმიტომ ხომ არ გემუქრება.

ამაზე ვპასუხობ, აქ ჩემს ქმარზე საჭორაოდ არ ვარ მოსული, არც შურისსაძიებლად, არც ყავის დასალევად, უბრალოდ, ტიპები და „ქურდული გარჩევების“ სუნი რომ მეცა, ეს საფრთხეა და ეს უნდა დავწერო.

უფროსმა სიგარეტს მოუკიდა. ფიქრობს.. მოიტა მეც მომაწევინე მეთქი ვეუბნები. ვეწევით ასე სიგარეტს და მეკითხება, შენმა ქმარმა იცის აქ რომ ხარო?

მე ვუთხარი, რამე ახალი კანონი ხომ არ შემოიღეთ, რომ ცოლებმა პოლიციაში ქმრების თანხმობით უნდა იარონ-თქო?

კვლავ უხერხული პაუზა. რაც იმით დაირღვა, რომ ვუთხარი, მოიტა ახლა ეს პატრიარქატის ბაზარი არ დამიწყო თორემ ჩვენ ერთად ყავას ვეღარ დავლევთ მეთქი.

გაჩუმდა და მერე მეც მოსაწევმა ისე გამიქნია ერთი 15 წუთი სად ვიყავი არ მახსოვდა. უფროსიც როგორც ჩანს სხვაგან იყო იაზრებდა ამ ყველაფერს. ბოლოს ისევ მე ვუთხარი მაძლევთ საგანცხადებო ფურცელს? აქ უნდა დავწერო თუ სხვაგან-თქო?

უფროსის კაბინეტში ნახევარსაათიანი ჯდომის, ყავის სმის , სიგარეტის წევის მერე როგორც იქნა გადავბარდი გამომძიებელს და დამიწყო კარნახი რა უნდა დავწერო.დამაცადე მეთქი ვეუბნები, რის დასაწერადაც ვარ მოსული მაგას კარნახი არ სჭირდება , მე თვითონ, შეწყვიტე კარნახი-თქო. ამასობაში ვხედავ რომ კევს ღეჭავს, მომინდა კევი და ერთი მეც მომეცი მეთქი ვეუბნები. არ მაქვსო. იქით მდგომ ბიჭებს გავძახე იქნებ ერთი კევი მიშოვოთ-თქო და მიშოვეს რასაკვირველია. ამის შემდეგ დარჩა ჩემი დაწერილის ოქმში გადატანის საკითხი, რაც კომპიუტერში უნდა აეკრიფა გამომძიებელს.მაგრამ გადავიღალე და ვუთხარი ახლა აივანზე გავალ ერთ ადგილზე ჯდომა მომბეზრდა და მაგ ოქმს რომ დაწერ ხელისმოსაწერად დავბრუნდები-თქო. კარგიო გავედი აივანზე დგანან პოლიციელები სიგარეტს ეწევიან, მე ჩემი ელექტრონულ ლოსანჟელესურ ზეთოვანი მოსაწევი გავაძრე და კიდე დავამატე ორი სამი ნაპაზი, შევედი, ხელი მოვაწერე და ვუთხარი ხვალ შედეგს მოგკითხავ იცოდეთთქო. აბა რაა დაგირეკავ ხვალო.

პ.ს.ყველა პოლიციელი რეგულაციების დაცვით და პირბადით. თუმცა იმდენ ხანს ვიყავი იქ, ერთს არ მოსვლია მაინც აზრად ეთქვა პირბადე გაიკეთეო ... მაგრამ ძალიან სიყვარულით ვწერ ამ ყველაფერს, ყველა ძალიან საყვარელი ადამიანი იყავით. შედეგი მაინც გამაგებინეთ ხვალ გელით. ბოლოს იმ გოგოს მივწერე ვინ ტიპებს მიგზავნიდი საქმის გასარჩევად ეგ მიდი ხვალ პოლიციაში არკვიეთ-თქო და წამოვედი. ჰოდა პოლიციელებს რომ ასე ვუსრულებ შე ერთუჯრედიანო, რომ გაიგნორებ, ხომ უნდა მიხვდე, რომ 3 თვეა ტელეფონს ხელიდან რომ ვერ აგდებ, გააგდე რაა , იმიტომ რომ შესრულებაზე არ მიდგეს საქმე თორემ ისე შევასრულებ, წარმოუდგენლად სახალისო შოუთი + 100%-იანი რეზულტატით.

და კიდევ, არჩევნებამდე, ვანო რომ ხარ მერაბიშვილი და შენივე ინიციატივით მაგიდასთან რომ მიზიხარ და მეუბნები სამი თვეა გსწავლობო, და ამიტომ პარლამენტში გარანტირებულ ადგილს გთავაზობ და მილიონი მოიტანეო. ესე იგი ვერ შემისწავლე კარგად, ვერ ხარ მაგარი დონის შემსწავლელი და არც მე მაფასებ. ამიტომ ახლა დაინახე რომ შენ კი ვერ შემისრულებ, შენს აშენებულ უწყებას შევუსრულებ ისე, როგორც მე მომინდება და როცა მე მომინდება და ჩემი გვერდით ყოფნა ვისაც უნდა, იქ არაფერი მაქვს მისატანი ჩემი თავის გარდა...“ - წერს მარიამ კუკუნაშვილი.


რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე