Digest Logo

„უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას“ - ემიგრანტის ემოციური წერილი

 22:53 კვი. 28 ნოემბერი, 2021 წელი
ლალი იმედაიშვილი

იტალიაში წასული ემიგრანტი ლალი იმედაიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და დედაშვილობაზე წერს.

„დედაშვილობაზე მინდოდა დამეწერა... ყველაზე კარგად ოჯახებს მოწყვეტილმა, უცხოეთში დროებით თუ სამუდამოდ დაკარგულმა ქალებმა ვიცით, რა მსხვერპლზე მივდივართ და რატომ ვაკეთებთ ამას. არა იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდოდა!

თავისუფალი ნება არ ჰქვია მდგომარეობას, როდესაც მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს, ან მოსწყდე ყველაფერ ძვირფასს, რაც გაგაჩნია ცხოვრებაში ან უპერსპექტივო მომავლისთვის გაწირო შვილები. ქართველი დედების ძალიან დიდი უმრავლესობა პირველს ირჩევს!
ვერავინ, ვერცერთი ახლობელი ამქვეყნად, შვილიც კი, ვერ გაიგებს შენს ტკივილებს, უმწეობას, სასოწარკვეთას, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდის იმავეს.
ადამიანებს თანაგრძნობა შეუძლიათ, სხვათა ტკივილების თანაგანცდა - არა.

ბნელ და გაყინული 90-იანებში ჩემმა მშობლებმა, ჩემს მოსანახულებლად თბილისში გადაწყვიტეს წამოსვლა. იმ ჩოჩქოლში და ალიაქოთში, მძიმე ჩანთებით ხელში, დედაჩემმა თურმე ვერ მოახერხა მატარებლის კიბეზე შედგომა და ჩანთებიანად ვაგონის ქვეშ ჩავარდა. რომ ჩამოვიდნენ და ეს ამბავი მიამბეს, რა თქმა უნდა, განვიცადე, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მაშინ ვერც კი გავიაზრე, რა მსხვერპლზე მიდიოდა მთელი ცხოვრება შვილების გულისთვის. მაშინ მეგონა რომ ვალდებულიც იყო ასე მოქცეულიყო. ისე წავიდა იმქვეყნად, სამაგიერო ვერ გადავუხადე თავდადებისთვის, უანგარო მზადყოფნისთვის, საკუთარივით მიეღო ჩემი ტკივილები.

დაახლოებით იმ ასაკში ვარ, დედაჩემი რომ იყო მატარებლის ვაგონის ქვეშ ჩავარდნისას და მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ, რომ ვერასოდეს შევძლებთ, სამაგიერო მივუზღოთ დედებს, ჩვენთვის გაკეთებული საქმეების გამო. მხოლოდ ერთი შეგვიძლია, ჩვენც იგივე გავაკეთოთ შვილებისთვის. ესაა სწორედ ვალის გამოსყიდვა. ამიტომ ვარ აქ, შენი ვალი რომ გადავიხადო, დე“, - წერს ლალი იმედაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მუშაობა დავიწყე სანიტრად, შემდეგ გავხდი ექთანი... ექიმობა რომანტიკული პროფესია არ არის“ - გიორგი ფხაკაძის უცნობი ამბავი

🔵„ღმერთო, რა გაგვაჩინე ეს უტვინო ერი?! მთელი ერის ჭკუა-გონება მხოლოდ ათიოდე პროცენტს და დანარჩენს ნული?!“ - სოლომონ ნერგაძე

🔵„ახალი შტამი ინფექციის ახალი ძალებით შემობრუნებას ნიშნავს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵რა ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე, რა ჩავიცვათ, როგორი სუფრა გავაწყოთ და როგორ შევხვდეთ 2022 წელს - ასტროლოგის რჩევები

🔵„ყურადღებიანი გამვლელის იმედად ჰქონდა დაწერილი ეს პატარა წერილი. დილას ვიპოვეთ“ - რას წერს აკა სინჯიკაშვილი

🔵„ორსულები მახინჯები ვართ, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მხოლოდ 9 თვე“ - ნუკი კვალიაშვილი (ფოტო)


ზურაბ ქადაგიძე: თენგო გოგოტიშვილი რომ არ...

2 წუთის წინ

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზ...

22 წუთის წინ

ამირან არაბული

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

39 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12

ცერცვაძე და ივერი

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

42 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ურუსკესი“ - ელენის შოუს ოფიციალური ანალ...

22:14

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01

ნიკო კვარაცხელია

ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს ა...

18:47

ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ზაალიშვილი