Digest Logo

„უბედნიერესი ვარ, მე ცოტნე გამსახურდიას მომვლელი მქვია…“ - რას წერს გამსახურდიას მომვლელი?

 11:00 ოთხ. 23 ივნისი
გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია უკვე სამშობლოშია.

წელიწად-ნახევრის შემდეგ საქართველოში დაბრუნებული გამსახურდიას მომვლელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნათელა ჯიმშელაძის თქმით, ფასდაუდებელია ის ძალისხმევა, რომელსაც ცოტნეს მეუღლე, ანა ჯაბაური ეწევა.

„უბედნიერესი ვარ, მე ცოტნე გამსახურდიას მომვლელი მქვია…

სანამ ცოტნე გამსახურდია ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდებოდა, მისმა მეუღლემ ანა ჯაბაურმა სათანადო ზომები მიიღო რომ თავის ბინაში ყველანაირად კომფორტული გარემო შეექმნა ცოტნეს უმაღლეს დონეზე მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. გიორგი და კონსტანტინე გამსახურდიების თანადგომით და დახმარებით შეიძინა სათანადო სპეციალიზებული ინვენტარი ( საწოლი, სავარძელი, სპეციალური აპარატურა….), მოიწვია მასაჟისტი, მწვრთნელი, ფიზიოთერაპევტი, მომვლელი (მე) 24-საათიანი გრაფიკით. ექიმიც თვითონ არის და ექთანიც.

ანა ერთი წუთით არ სცილდება ცოტნეს, უვლის, ბავშვივით ეფერება, ესაუბრება მხოლოდ პოზიტიურ ამბებზე, მუდმივად აკონტროლებს ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ღამის განმავლობაში სულ ორიოდე საათი სძინავს, თუ არ შევახსენე, რომ მთელი დღის მშიერია, ჭამაც ავიწყდება, მოკლედ, გაოცებული ვარ ამ ერთი შეხედვით სუსტი და ნაზი გოგოს ნებისყოფით და ენერგიით.

ჩემი დის ნინოს ნაამბობი:

როდესაც ცოტნეს სანახავად მივდიოდი ხოლმე აჯიბადენის საავადმყოფოში, უნებლიეთ თურქი ექიმების საუბარს შევესწარი. ანასთვის სასტუმროში ცხოვრება შეუთავაზებიათ, ღამე მაინც ადამიანურად დაიძინებო, მაგრამ ანა არ დათანხმდა, მე აქ დასასვენებლად კი არა ვარ ჩამოსული, ჩემი ადგილი ცოტნეს გვერდით არისო. პალატასთან სკამებზე იძინებდა თურმე, როდესაც ცოტნესთან არ უშვებდნენ.

ანა ჯაბაურს, რომელსაც მტერი არასოდეს ჰყოლია, ცოტნეს ერთგულების გამო, ისეთი ხალხი მოეკიდა მტრად, რომელიც ყველაზე დიდ მადლობას უნდა ეუბნებოდნენ (მიმხვედრი მიხვდება), ამის ნაცვლად კი ათას საძაგელ და უაზრო ჭორს უგონებენ და უვრცელებენ. არადა, აი, ასეთია ანა თავმოყვარე, მაგრამ არა ქედმაღალი, ამაყი, მაგრამ არა ამპარტავანი, საუკეთესო მშობლების საუკეთესო და ყურადღებიანი შვილი, შესანიშნავი დედა და საერთოდ, უზომოდ მიზანდასახული და მებრძოლი ადამიანი..

ღმერთო, მიეცი სულიერი ძალა და გამძლეობა ამ ღვთისნიერ ადამიანს! ანა გმირი ქალია, მჯერა, რომ მისი თავდადებით და ძალისხმევით მალე გამომჯობინდება ჩემი სათაყვანებელი პრეზიდენტის ვაჟი. მადლობა ანა“, – წერს ჯიმშელაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

ცოტნე გამსახურდიას დაპირისპირება დედასთან - სკანდალი გამსახურდიების ოჯახში

„საავადმყოფოებში ერთწლიანი „გამოკეტვის“ შემდეგ, მგონი...“ - ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ფოტოს აქვეყნებს



რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2...

00:42

სასწრაფო დახმარება

ნახეთ, როგორია 25 ივლისის ამინდის პროგნო...

23:49 შაბ. 24 ივლისი

ამინდი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23:37 შაბ. 24 ივლისი

ჰოროსკოპი


„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“....

17:34 ხუთ. 22 ივლისი

ჰამლეტ გონაშვილი

ახალი კვლევა: ჭორაობა სოციალურ ცხოვრებას...

19:04 ხუთ. 22 ივლისი

ჭორაობა

„ერთმანეთს ვერ ვიტანდით, მისი მოსვლა არ...

17:34 ხუთ. 22 ივლისი

გივი პაპავა

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ.....

14:09 შაბ. 24 ივლისი

ნუკი კოშკელიშვილი

ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბი...

19:26 პარ. 23 ივლისი

სალომე ზურაბიშვილი

თაკო ჩხეიძემ თმის ფერი შეიცვალა - ნახეთ,...

14:36 პარ. 23 ივლისი

თაკო ჩხეიძე

„მილანმა“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი შ...

23:29 შაბ. 24 ივლისი

ხვიჩა კვარაცხელია

„მე შენი პირველი ბიჭი ვარ, რომელიც ბავშვ...

23:12 შაბ. 24 ივლისი

მოწყენილი კაცი

მარიამ იმნაძე საქართველოს ოლიმპიურ დელეგ...

22:29 შაბ. 24 ივლისი

მარიამ იმნაძე

„ამათი მართვა და დაგეშვა ხომ ძალიან ადვი...

20:32 შაბ. 24 ივლისი

სააკაშვილი

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი მკვლელობი...

20:19 შაბ. 24 ივლისი

პროკურატურა: სახელმწიფო
ბიუჯეტს დანაშაულებრივი
ქმედების შედეგად
მიყენებული 850 000 ლარის ზიანი
აუნაზღაურდა

„ავიცერი, მიუხედავად იმისა, რომ ანტისხეუ...

20:18 შაბ. 24 ივლისი

ნანა გეგეჭკორი

VIDEO: „გუშინდელი დღიდან საქართველოში ძა...

19:45 შაბ. 24 ივლისი

ფხაკაძე

აკუსტიკური იარაღის, „სტარტოვკის" გამოყენ...

19:15 შაბ. 24 ივლისი

შსს

ილია მეორემ ოლიმპიური ნაკრების წევრები დ...

17:58 შაბ. 24 ივლისი

ილია მეორე