Digest Logo

„თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვენ გეკუთვნით ტესტირება უფასოდ!!“ - რას წერს NCDC -ის თანამშრომელი

 18:34 პარ. 14 იანვარი
Giga Gvetadze

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომელი გიგა გვეტაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ ადამიანთა იმ კატეგორიისთვის, რომელსაც მკვეთრად აქვს კოვიდ19-ის სიმპტომები გამოხატული კოვიდ 19 ტესტირება უფასოდ.

„ჩემი მეგობრების საყურადღებოდ!!!

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა:

ომიკრონი გააქტიურდა, დაიწყო საგრძნობი მატება ახალი შემთხვევების, მე როგორც დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი და საკითხში კომპეტენტური პირი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნებისმიერ თქვენგანს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (სიცხე,ხველა,თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გვერდების ტკივილი და ა.შ) ან თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვენ გეკუთვნით კოვიდ 19 ტესტირება უფასოდ!!

სახელმწიფო ანაზღაურებს თქვენს როგორც სწრაფ ასევე პჯრ კვლევას.

მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: თუკი ბოლო 72 საათის განმავლობაში სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არ ხართ გატესტილი (უფასოდ) , მიდიხართ ნებისმიერ პოლიკლინიკაში თუ ნიმუშის ამღებ დაწესებულებაში რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში(ანუ უფასოდ გიკეთებთ სწრაფ ტესტს), ეუბნებით თქვენი ჩივილებისა და სიმპტომების შესახებ, უფასოდ იკეთებთ სწრაფ ტესტს, ელოდებით შედეგს 15-20 წუთის განმავლობაში და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ითხოვთ უფასო პჯრ (PCR) ტესტის ჩატარებას , ეს მათი ვალდებულებაა !!!! იცოდეთ თქვენი უფლებები და ნუ გაეხვევით მაქინაციურ სქემებში! ადამიანის ჯანმრთელობა და პანდემია ფულის საკეთებელი თემა არ არის , იცოდეთ თქვენი უფლებები.

ასევე გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას ის, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უფასოდ გეკუთვნით ტესტირება არ ნიშნავს იმას რომ ისტერიულად ყოველ 72 საათში ერთხელ იკეთოთ სწრაფი ტესტი და შემდეგ პჯრ კვლევა !!! გაზრდილი მოთხოვნა pcr ტესტებზე ზრდის ლაბორატორიებზე დატვირთვას, იწვევს ლაბორატორიული სეგმენტის გადატვირთვას და ხდება პასუხების შეფერხებით გაცემა.

სანამ ტყუილად გაიტესტებით დაფიქრდით, რომ ვიღაც სხვას თქვენს ახლობელს ან თუნდაც გვერდში მდგომს უფრო მეტად სჭირდება დროზე მიიღოს მისი კვლევის შედეგი , რადგან სახლში მოხუცები ჰყავს, პატარა ბავშვები ჰყავს და ა.შ.

P.S - ვისაც მწვანე პასპორტი არ გაქვთ, არ იცრებით და არც გადაგიტანიათ კოვიდი - სახელმწიფო რესტორანში შესასვლელად და თქვენი გულაობისთვის საჭირო ტესტს არ აფინანსებს!!

გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავლობას , დაიცავით დისტანცია რიგებში.

ყველას გთხოვთ გააზიაროთ პოსტი ან გადასცეთ თქვენს ახლობლებს ეს ინფორმაცია რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ინფორმირება მოვახდინოთ! მადლობა“, - წერს გიგა გვეტაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ამას ნაღდად არ ველოდი“ - რა კადრებს ავრცელებს დავით შიშნიაშვილი

🔵„ჩემი მდივანია, თუ რა?“ - მეუფე ზენონი პეტრე კოლხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

🔵VIDEO: „ჰომოსექსუალებს ეკლესია არ უნდა რიყავდეს“ - პეტრე კოლხი

🔵„ემიგრანტებო ფრთხილად! ერთ დღესაც გზავნილს ვეღარ განახორციელებთ გაუფრთხილებლად... ანტიქრისტე გადადის გეგმა ბ-ზე“ - სოციალური ქსელის მომხმარებლები

🔵„ის ბინა, სადაც მთელი ოჯახი ცხოვრობს, ჩემი ძმისაა. იქ ჩემი ადგილი აღარ იყო, ამიტომ წავედი სამუშაოდ სხვა ქვეყანაში“ - ემიგრანტის ემოციური წერილი


ზურაბ ქადაგიძე: თენგო გოგოტიშვილი რომ არ...

5 წუთის წინ

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

„აღარ გვყავს სიკეთით, სითბოთი და სილამაზ...

25 წუთის წინ

ამირან არაბული

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

42 წუთის წინ

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12

ცერცვაძე და ივერი

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

46 წუთის წინ

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ურუსკესი“ - ელენის შოუს ოფიციალური ანალ...

22:14

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01

ნიკო კვარაცხელია

ასეთი ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და ეს ა...

18:47

ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ზაალიშვილი