Digest Logo

თემირლან მაჩალიკაშვილი 23 წლის გახდებოდა - „ჩემო უსამართლობით განწირულო შვილო“ - დედის ემოციური პოსტი

 09:59 ხუთ. 25 ნოემბერი
თემირლან მაჩალიკაშვილი

2017 წელს სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 23 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით დედამისი მედიკო მარგოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იმედოვნებს, რომ ოდესმე  მისი შვილის მკვლელები დაისჯებიან.

„შეუსრულებელ 23 წლის იუბილეს გილოცავთ იმიერში: შენი გულდათუთქული მშობლები, დები, დეიდა, ბებიები, ბიძები, ბიცოლები, ბიძაშვილები, დეიდაშვილები, ძმაკაცები, ახლობლები და ყველა ვინც კი გიცნობდა და ისინიც ვინც შენი გარდაცვალების შემდეგ, გაიგო შენს შესახებ!... ჩემო უსამართლობით განწირულო შვილო. 23 წლის უნდა გამხდარ იყავი ჩემო თემირლან! ძალზე ძნელია ჩემთვის დავწერო ეს სიტყვები. შენ უნდა ყოფილიყავი, ჩვენი გვარისა და ჯიშის გამგრძელებელი და დაგეწერა ჩემზე მოსაგონებელი ამბები!... ცრემლით გულის ტკივილით და ყელში მობჯენილი ბოღმით თენდება, ჩვენთვის ყოველი დღე და მხოლოდ ლოცვის დროს ღმერთის წყალობით, ვგრძნობ თავს, შენთან სიახლოვეს და ცოტაოდენით ვმშვიდდები. 23 წ ე ლ ი ! 23 ტყვია მოხვდეს ყველა იმ ადამიანს ვისი სიტყვაც და ხელი ერიოს შენს არ ყოფნაში! მე კი გაყინული ვივლი სანამ შენ შეგხვდები ! როგორ მძიმდება დღითი დღე ჩვენთვის ! როგორ ვერიდებით უშენობას ! ოღონდ იმ დღეს არ მომასწროს ღმერთმა უშენობა დამაჯეროს.... ოღონდ ჭკუიდან ნუ გადამიყვანს უშენობა... საშიში ტკივილი ხარ თემირლან !
მაპატიე დეე სათანადოდ, რომ ვერ გაგიფრთხილდი, უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე, რომ შენნაირ კეთილშობილ თბილ, ანგელოზ ბავშვს,სიცოცხლეს ვინმე თუ წაართმევდა. ახლა საიმედო ხელში ხარ. ღმერთს ებარებოდე დეე! მე მარტო ის მამშვიდებს, ყოველი გასული დღე მაახლოებს, შენთან შეხვედრის თარიღს. ჩემო ერთად ერთო, ჩემო სამყაროვ. შენ იყავი ჩემი ცხოვრების აზრი, უშენოდ ყველაფერმა დაკარგა აზრი. არ არსებობს იმაზე დიდი უსამართლობა რაც შენ დაგმართეს, დღევანდელმა ოცნების დესპოტმა მთავრობამ. მოვა დრო და როგორც შენ ვერ უსწორებ მზეს თვალს, ისე შენ ვერ გაგისწორებენ ის ადამიანები, ვინც უსამართლოდ მოგექცნენ“, - მედიკო მარგოშვილი.

2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ის სახელმწიფომ ტერორისტების და კერძოდ, საერთაშორისო ტერორისტის - ახმედ ჩატაევის მხარდამჭერად გამოაცხადა. მას შემდეგაც, ეტაპობრივად გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) ყოველ ჯერზე ცდილობდა ამ ვერსიის განმტკიცებას.











წვიმა და თოვლი - 2 დეკემბრის ამინდის პრო...

00:58

ამინდი

ყურადღება! ელექტრომომარაგება შეიზღუდება...

00:24

ელექტოენერგია

გიორგი ამილახვარი სალომე სამადაშვილს: გა...

00:12

„ქართული ოცნების“
საარჩევნო სიის წევრი
გიორგი ამილახვარი Digest.ge


VIDEO: ფეხსაცმელებიდან თითები უჩანდა, პა...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

იმერული ესკიზები

დედამთილმა განათხოვრობის გამო ამითვალწუნ...

22:08 ოთხ. 1 დეკემბერი

ქალი

„ფეხზე ხორცი ამოგლეჯილი ჰქონდა, ორგანოებ...

12:54 ოთხ. 1 დეკემბერი

ლენტი ავარია

ამანაც რა თქმა უნდა, იმოქმედა ცეკვაზე......

19:24 ოთხ. 1 დეკემბერი

სალომე ღვინაშვილი

ეს ოცნება მისი გარდაცვალების შემდეგ ავის...

15:56 ოთხ. 1 დეკემბერი

ხატია შამუგია

„ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტ...

15:55 ოთხ. 1 დეკემბერი

ეკახოფერიადა მიშა ხუჯაძე

ირაკლი კობახიძე ენმ-ზე: ისინი არ აპირებე...

23:51 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე

დღეიდან გაზის ტარიფი გაიზარდა – ნახეთ, გ...

23:25 ოთხ. 1 დეკემბერი

გაზი

ზურაბ ქადაგიძე: იმდენად დიდი აქვთ 7 ნოემ...

21:50 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფის...

21:43 ოთხ. 1 დეკემბერი

სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის
განვითარების ცენტრის
ხელმძღვანელი

დავით ქართველიშვილი ოპოზიციაზე - პოლიციე...

21:37 ოთხ. 1 დეკემბერი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, მაგრამ გა...

21:27 ოთხ. 1 დეკემბერი

საჯარო მმართველობის
მოხელე თამთა
მეგრელიშვილი Digest.ge

შალვა პაპუაშვილი - კომიტეტის 31 სხდომიდა...

21:10 ოთხ. 1 დეკემბერი

„ქართული ოცნების“
საზოგადოებასთან
ურთიერთობის მდივანი
შალვა პაპუაშვილი

„ერთადერთი, ვინც აბსოლუტურად დაცულია კოვ...

20:45 ოთხ. 1 დეკემბერი

იაგო ფრანგიშვილი

„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარი...

20:10 ოთხ. 1 დეკემბერი

გიორგი ფხაკაძე