Digest Logo

„სულ რომ დასაკეცი მამაო და ეკლესია ედოს გულის ჯიბეში, ეს ბიჭი ჩემთვის იყო და იქნება დიდი გამარჯვებისა და სიკვდილის წუთიერად დავიწყების სიმბოლო"

 16:26 შაბ. 24 ივლისი
ტალახაძე

ტოკიოში, ლაშა ტალახაძის ოთახის ფოტოების გავრცელებას, სადაც ხატები იყო განთავსებული, საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. სურათის გამო ოლიმპიური ჩემპიონი, საზოგადოების ნაწილის მხრიდან ბულინგის მსხვერპლიც გახდა.  სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ლაშა ტალახაძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.

„როცა ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, თოდუას კლინიკაში სხივურ თერაპიაზე დავდიოდი. კლინიკაში დიდი ეკრანი გვქონდა და თვალს ვადევნებდით ოლიმპიადას, იმ დღეს ლაშას გამოსვლას ველოდებოდით ყველა იქ მყოფი და იცით როგორი ადამიანებიც იყვნენ ჩვენს შორის? აი, რომ იციან დღეს თუ ხვალ აღარ იქნებიან, ზოგი ვერ ლაპარაკობდა, ზოგი სავარძლიდან ვერ დგებოდა, ზოგი კი საკაცით იყო, იქ ყველა კიბოს ვებრძოდით და ამით სიკვდილსაც ვუცხადებდით ომს და სწორედ ასეთ დროს, ასეთ ადამიანებს, ლაშამ სიკვდილი დაგვავიწყა, არავინ არ შევდიოდით სხივური თერაპიის კაბინეტში, არადა იქამდე უზარმაზარ რიგში ვიყავით და მხოლოდ ამ ადამიანმა შეძლო სიკვდილის შიში გვერდზე გადაგვედო და მის გამარჯვებას დავლოდებოდით და აი, ლაშამ მოიპოვა ეს გამარჯვება, ვერ აღგიწერთ იქ რა ხდებოდა, ყველა ერთმანეთს ვეხვეოდით და ვინ იცის, იქნებ ლაშას გამარჯვება ზოგი მათგანისთვის, ბოლო დიდი სიხარული იყო.. მის მერეც ბევრჯერ გაგვაოცა და გაგვახარა ლაშამ, ბევრი ქვეყანა ისურვებდა, რომ ის მათი ყოფილიყო და ძალიან გული დამწყვიტა გუშინდელმა ბულინგმა ხატების რაოდენობის გამო. კი, ბევრისთვის შესაძლოა სასაცილო იყო მართლაც, მაგრამ ამის გამო ამ დიდ კაცს დასცინო და კედელ-კედელ ათრიო, არ მესმის, არაფერში არ ჯდება ეს. ლაშამ მთელ ერს იმხელა სიხარული და გამარჯვება მოუტანა, სულ რომ დასაკეცი მამაო და ეკლესია ედოს გულის ჯიბეში, სულ რომ „კრენტილები" დაკიდოს კედელზე, ეს ბიჭი ჩემთვის იყო და იქნება დიდი გამარჯვებისა და სიკვდილის წუთიერად დავიწყების სიმბოლო",- წერს მარი ბობოხია.⭕ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: „ჭიდილი გვქონდა სიკვდილთან, საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - რას ჰყვება თიკა ფაცაცია

VIDEO: „ნაციონალების დ*** შ*** " - ხატია დეკანოიძეს ინტერვიუს მიცემის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს

VIDEO: „ახლაც მეშინია, ამას რომ ვამბობ... მე იარაღი მაქვს, გინდა, ტყვიის გემო გაიგოო?“ - რატომ ვერ გამოდიოდა ნუკი კოშკელიშვილი სახლიდან


ალექსანდრა პაიჭაძემ მომავალი შვილის მამი...

33 წუთის წინ

ალექსანდრე პაიჭაძე

„ჩემ გარშემო მოვხაზე საფრთხეში ჩაყენებულ...

42 წუთის წინ

რუსუდან გოცირიძე

მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირს საეკლესი...

47 წუთის წინ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი


„ქალწული არ აღმოჩნდა, ვაპატიე... ბაბუის...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

ლენტი ავარია

VIDEO: „გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახ...

19:49 შაბ. 18 სექტემბერი

ნიკა კვარაცხელიას ოჯახი

„უდიპლომო სასიძო“ კორონავირუსს ემსხვერპლ...

19:26 შაბ. 18 სექტემბერი

კოტე მგალობლიშვილი

„ამას რაც ასაკი ემატება, უფრო სიმპათიური...

16:22 შაბ. 18 სექტემბერი

ანრი ჯოხაძე

VIDEO „რავარც იქნა სამსახური ვიშოვე“ - ნ...

20:35 პარ. 17 სექტემბერი

გოგი წულაია

„კანონიერი ქურდი“ ლავას ოღლი ნინიკო ნაცა...

00:11 ხუთ. 16 სექტემბერი

ნინიკო ნაცარაშვილი და
ლავას ოღლი

„22 წლის გოგონასთან ინტიმური კავშირის და...

54 წუთის წინ

შემზარავი მკვლელობის
დეტალები

ერთი დამაჯერებლობისთვის და ასი საზოგადოე...

13:21

ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Digest.ge

„ყველაზე მეტად მენატრებოდა ალბათ ვახო. მ...

13:18

ბიზნესმენი მაია
რჩეულიშვილი

იოანე გამრეკელი „ნაცმოძრაობაზე“: ხელისუფ...

12:10

მიტროპოლიტი იოანე
გამრეკელი

არქიმანდრიტი შიო გაბრიჭიძე კორონავირუსით...

12:06

შიო გაბრიჭძე

„ახლა თქვენი პატარა შვილი მყავს ხელში და...

11:43

ბავშვი

ნახეთ, რა შეემთხვა ნიკოლოზ ბასილაშვილის...

11:21

ნიკოლოზ ბასილაშვილი

„52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი... მანამდაც...

11:11

83 წლის ვიოლეტა

43 გარდაცვალება, 1 501 ინფიცირება, 1 954...

10:47

კორონავირუსის ახალი
შტამი