
დღეს, 23 თებერვალს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია სამართალდამცველებმა დააპატიმრეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრნენ და პოლიტიკური ლიდერი ძალისმიერი გზით დააპატიმრეს.
პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია ამ ამბავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შენობიდან 6 პოლიციელს გაჰყვადა.
„შენობიდან ძალით გაყვანის დროს სადღაც 6 პოლიციელს მივყავდი და ერთი სპეცრაზმელი ცინიკურად მეუბნება შენ 4 შვილი თუ 5? და ქეჩოთი მივყავარ...
სირცხვილია”,- წერს ხოშტარია.
ინფორმაციისთვის, დღეს კანცელარიასთან აქცია მიმდინარეობს. გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.
აგრეთვე, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციური ლიდერები აპირებენ გამათავისუფლებელი აქციების ჩატარებას და მოითხოვენ როგორც ნიკანორ მელიას აგრეთვე გიორგი რურუასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
აგრეთვე წაიკითხეთ:
16 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის ბებიის 52 წლის საყვარელი 12 წლით დააპატიმრეს
ნისიად ნაყიდი ფეხსაცმელი, ქმრის „ღალატი“ წკრიალაშვილთან და ერთადერთი შვილი - ნინო ქათამაძის პირადი
დაქალისთვის წართმეული შეყვარებული? 5 რჩეული კაცი, ურთიერთობა დუტასთან - მარიტა როხვაძის პირადი