Digest Logo

„სიგარეტის ფილტრი ყველაზე მომაკვდინებელი აფერაა კაცობრიობის ისტორიაში“ - არჩილ მარშანია

 15:54 ოთხ. 1 დეკემბერი, 2021 წელი
ექიმი არჩილ მარშანია

ექიმი არჩილ მარშანია სიგარეტის მიერ გამოწვეული პრობლემებსა და დაავადებებზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც დეტალურად აღწერს, თუ რა სახის ზიანს აყენებს თამბაქო, როგორც მწეველს ისე არამწეველს.

მარშანია აცხადებს, რომ თამბაქოზე უნდა დაწესდეს მაქსიმალური შეზღუდვები და რეგულაციები, იმიტომ რომ მწეველმა სხვა არ დააზიანოს.

სიგარეტის მიერ გამოწვეული პრობლემები:

სიკვდილიანობა:

მწეველების ნახევარი კვდება თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებებით, თამბაქოს მოწევისგან ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიონი ადამიანი იღუპება, მათგან 7 მილიონზე მეტი მოდის უშუალოდ თამბაქოს მწეველებზე, ხოლო 1 2000 000 არამწეველი ადამიანი იღუპება თამბაქოს კვამლის ხშირად შესუნთქვით.

თამბაქო კლავს საკუთარი მომხმარებლების თითქმის ნახევარს. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ერთი მილიარდი მწეველიდან 80% დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის.

საქართველოში ყოველწლიურად 11 400 ადამიანი კვდება თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით, მათგან ყოველი მეხუთე პასიური მწეველია.

დამოკიდებულება:

სიგარეტზე დამოკიდებულება ორი ძლიერი ფაქტორით არის განპირობებული:

ფსიქოლოგიური და ფიზიკური.

ორი, ფაქტორით გამოწვეული დამოკიდებულება სიგარეტს ხდის ძალიან მავნე და რთულად გადასაჩვევ მოვლენად, დამოკიდებულების ხარისხი უთანაბრდება კოკაინს და ჰეროინს.

პოპულარიზაცია/პროპაგანდით შექმნილი მყარი და მავნე სტერეოტიპები:

ეს ყველაფერი კარგი და თანმიმდევრული მარკეტინგული ხრიკებით/წახალისებით ხდებოდა:

1- ჯერ იყო და უკეთესი ვიზუალისთვის და კომფორტისთვის (ქალებისთვის), შემდეგ კი უსაფრთხოებისთვის შეიქმნა სიგარეტის ფილტრები, რომელიც დღემდე ჰგონიათ რომ სიგარეტს ხდის უსაფრთხოდ.

სინამდვილეში კი ეს ყველაფერი პირიქით არის, ფილტრიანი სიგარეტი უფრო მავნებელია.
რაც ფილტრის შექმნამ გამოიწვია არის ის რომ:

სიგარეტი გახდა უფრო გემრიელი;

ნიკოტინის დოზის შემცირებით, ნიკოტინის დამოკიდებულების დასაკმაყოფილებლად, მეტი სიგარეტის მოწევა გახდა საჭირო;

შესაბამისად სიგარეტის გაყიდვები გაიზარდა;

გაიზარდა მწეველების რაოდენობა, შესაბამისად სიკვდილიანობაც.

ის ფაქტი რომ უფილტრო სიგარეტი თავისთავადვე ცოტა მეტ რისკს შეიცავს ინდივიდუალურად, არაფერს ნიშნავს, რადგან ფილტრის შექმნის შემდეგ მწეველთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა, თამბაქოს ინდუსტრიამ იშოვა დიდი ფული და კვდება უფრო მეტი ადამიანი - მიტომაც იწოდება სიგარეტის ფილტრი ყველაზე მომაკვდინებელ აფერად კაცობრიობის ისტორიაში.

2 - სიგარეტის რეკლამირება ხდებოდა და ჩამოყალიბდა რაღაც მაჩოური გამოვლინების და თვითდამკვიდრების ხელსაწყოდ.

შეიქმნა „მალბორო მენის“-ს ტიპაჟი, იქმნებოდა სხვადასხვა პერსონაჟები რომლის განუყოფელი ნაწილი იყო სიგარეტის მოწევა და ა.შ.

პასიური მწეველობა:

მწეველისგან მიღებული კვამლის შესუნთქვა არის პასიური მწეველობა.
ყოველ წელს 1 2000 000 არამწეველი ადამიანი იღუპება თამბაქოს კვამლის ხშირად შესუნთქვით.

მესამე ხელით მწეველობა:

მოწევის შემდეგ მყარ საგნებზე არსებულ ტოქსიკურ ნარჩენებთან ექსპოზიცია არის მესამე ხელით მწეველობა. მისი პრევენცია შეუძლებალია ოთახის განიავებით და ის ზრდის კიბოს რისკებს. მისი ერთადერთი პრევენცია არის არამწეველების სივრცის შექმნა.

მარტივად რომ ვთქვათ თუ გახვალთ გარეთ მოსწევთ შემოხვალთ და იმ ხელებით ბავშვს მოეფერებით ამ ტოქსიკურ ნივთიერებებს აწვდით მას, თუ ოთახში მოსწევთ და ბავშვი შემოვა ოთახში და შეეხება ზედაპირებს სადაც დალექილია ტოქსინები, მიიღებს მას, იგივეა ავტომობილზეც.

WHO-ს 2019 წლის 19 დეკემბრის განცხადებაში აღნიშნულია რომ ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც მწეველი მამაკაცების რაოდენობა შემცირებისკენ წავიდა, რაც ძალიან კარგი ინფორმაციაა თამბაქოს ეპიდემიის გათვალისწინებით. ეს ყველაფერი ცნობიერების ამაღლების და ასევე შეზღუდვების (სპეციალური მოსაწევი ადგილები, აქციზზე ფასის გაზრდა, რეკლამის და არასრულწლოვანებზე სიგარეტის მიყიდვის აკრძალვა და ა.შ.) დაწესების შედეგია.

ამიტომ მიუხედავად იმისა, თუ რას ქადაგებს გზააბნეული თინეიჯერების პოლიტიკური იდეოლოგია, თამბაქოზე უნდა დაწესდეს მაქსიმალური შეზღუდვები და რეგულაციები, როგორც მინიმუმ* იმიტომ რომ მწეველმა სხვა არ დააზიანოს“, - წერს არჩილ მარშანია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა მკერდით „მხატვრის“ ამ „შედევრში“ რომ ბიუჯეტის ფული გადაიხადა და „ნაცები“ რომ საქმეს მაინც პიჯაკების საქმეს ეძახით, მაგ უტიფრობაში გენაცვალეთ ყველას!

🔵„80 გარდაცვლილი დღეში და ვითომ არაფერი ისეთი არ ხდება, რაზედაც უნდა იყოს ყველაზე დიდი განგაში...“ - მერაბ სეფაშვილი

🔵დღეს ნეპტუნი დირექტიული ხდება - რას გვიმზადებს დღეიდან კოსმოსი


29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 წუთის წინ

29 ნოემბრის პროგნოზი

„მიხეილ სააკაშვილი უმძიმესი ავადმყოფია,...

23:41 პარ. 28 იანვარი

ოთარ თოიძე

ზურაბ ქადაგიძე: თენგო გოგოტიშვილი რომ არ...

23:23 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე


შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მწვრთნელი გახდ...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“
მწვრთნელი გახდა

VIDEO: „საყვარელ მამაკაცს ღალატს ვაპატიე...

19:59 ხუთ. 27 იანვარი

თათია თექთურმანიძე

„უკრაინის პრეზიდენტს ვუთხარი, ჩემს მემუა...

14:57 ოთხ. 26 იანვარი

საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტი

VIDEO: ანნა სულაბერიძე 2 წლის გახდა - რო...

19:03 პარ. 28 იანვარი

ანა სულაბეიძე

„ეს ჭკუასუსტი ღამურა ვისი სახელით საუბრო...

18:06 პარ. 28 იანვარი

ჩერგოლეიშვილი და გიგი
უგულავა

„კატეგორიულად არ გაქვთ ამის თქმის უფლება...

16:12 პარ. 28 იანვარი

ცერცვაძე და ივერი

ლევან ნიკოლეიშვილი თენგო გოგოტიშვილზე: ს...

22:46 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი Digest.ge

დავით ქართველიშვილი ინგა გრიგოლიას: მაში...

22:43 პარ. 28 იანვარი

ექსპერტი დავით
ქართველიშვილი

„ვნერვიულობდი და გამომყვა, დედაა მაინც ხ...

22:14 პარ. 28 იანვარი

რუსკა მაყაშვილი

„არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბ...

21:22 პარ. 28 იანვარი

ინფექციონისტი
ეპიდვითარებაზე

მაია ბითაძე: ტყის დროებით სარგებლობაში გ...

20:02 პარ. 28 იანვარი

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი მაია
ბითაძე

ვიქტორ ყიფიანი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლ...

19:22 პარ. 28 იანვარი

ვიქტორ ყიფიანი

დავით მათიკაშვილი: აუქციონი ჩატარდა, იყო...

19:15 პარ. 28 იანვარი

უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

ნანა კაკაბაძე: „ნაციონალებო“, თქვე უტიფრ...

19:12 პარ. 28 იანვარი

არასამთავრობო
ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის
უფლებებისთვის“
ხელმძღვანელი ნანა
კაკაბაძე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის აქა...

19:01 პარ. 28 იანვარი

ნიკო კვარაცხელია