Digest Logo

შვილიშვილი შეეძინათ და ახალშობილისთვის საჩუქრის საყიდლად მიდიოდნენ ზუგდიდში... - ლაშა ბერულავა ენგურში დაღუპულ 4 ადამიანზე

 10:03 ხუთ. 8 აპრილი
ენგური

გუშინ, 7 აპრილს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ოთხივე გარდაცვლილი გალის რაიონის 4 მკვიდრია.

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გარდაცვლილები შვილიშვილისთვის საჩუქრის საყიდლად მიდიოდნენ...

„ენგურში დამხრჩვალი გვალიების ოჯახის სამი წევრი და მათი ახლობელიც დაბადების დღემ დააყენა იმ ჯოჯოხეთის გზაზე: შვილიშვილი შეეძინათ და ახალშობილისთვის საჩუქრის საყიდლად მიდიოდნენ ზუგდიდში.

ოღონდ ამათ, ამ ოთხს, არც კოვიდპასპორტი ჰქონდათ ნაყიდი პოზნერივით, არც საშვი, არც თვითმფრინავი ჰყავდათ, არც მანქანა, არც პოლიციის ესკორტი მიაცილებდა ჯგუფს: ზურგში მტერი ეგულებოდათ, ენგურს გადაღმა კი - ავი, გაგულგრილებული დედინაცვალი, ჩვენი სახით...

კიდევ, ხუთდღიანი კარანტინი ელოდებოდათ, ავი დედინაცვლისგან, ამიტომ, ხიდს გვერდი აუარეს, დაადგნენ შორ გზას, ნაცნობი ბილიკებით, ნაცნობ ფონს ეძებდნენ...

მაგრამ აღარ იყო წინ ფონი, ადიდებულიყო ენგური, უკან კი რუსი მესაზღვრეები მოსდევდნენ, დაგეშილი ძაღლებით.

„ქაჯიც ვერ გადავაო ენგურზე", ეგ კი ჰქონდათ წაკითხული, იქნებ, გაახსენდათ კიდეც, მაგრამ მაინც მშობლიურ მდინარეს მიენდნენ...

ჰოდა, ვინც ამ ჩაშლილ დაბადების დღეს არ იმჩნევთ და პოზნერის, ჩვენგან ჩაშლილ დაბადების დღეზე დარდობდით, ყველას მოგი**ანთ გაგება, გატოკება, პატრონი და მყვარებელი.
თავაზიანობისთვის ნუ შემაქებთ, არაა საჭირო.

#მეგადავცურეენგური

P.S. აქაც და სხვაგანაც, თავგადაკლულები წერენ ქოცები, წინა წლებშიც ხდებოდა მსგავსი ამბებიო. "წინა წლებს" რომ ამბობენ, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წლებს გულისხმობენ, ცხადია. წინა წლებში რა ხდებოდა, იცით? აფხაზეთში, პუტინის დაბადების დღის გადახდა ჩაიშალა, მაგალითად, "წინა წლებში", იცოდით?
რატომ ჩაიშალა? იმიტომ რომ პირველი დონის საფრთხე გამოცხადდა და პუტინი საერთოდ გაარიდეს იქაურობას. რატომ გამოცხადდა? ორი სასაზღვრო კატარღა აიწია ჰაერში, ზღვაში გასული - აი, ამიტომ.

ჰოდა, ის, ვინც პუტინის დაბადების დღე ჩაშალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ციხეში რომ გვიზის და ვინც პოზნერის დაბადების დღის გადახდას ცდილობდა, პარლამენტის წევრი რომ იყო, 10.000 ლარით რომ დააჯარიმეს ვითომ და 520.000 ლარის შეკვეთა ჩაახუტეს მესამე დღეს მის რესტორანს, აი, მაგიტომ ვართ კარგად.

არ ახსენოთ აქ „წინა წლები" არავინ, „წინა წლებში" ერთი სასულიერო პირი ტყვეობიდან სწორედ აფხაზეთში გაათავისუფლეს, გაოგნებული ჰყვებოდა მერე, ჯურღმულში ვიჯექი, უცებ ხმაური გავიგონე, ცოტა ხანში შემოდიან ბიჭები, გასასვლელთან დგებიან და მეუბნებიან: „უსაფრთხო დერეფანია, გაიარეთ, მამაო!" - აი, ეს ხდებოდა „წინა წლებში" და ვინც ეს ოპერაცია პირადად ჩაატარა, ისიც ციხეშია, სხვათა შორის: 13-ჯერ გაამართლეს, მაგრამ მაინც ზის, დედა ისე დაასაფლავეს, ციხიდან არ გამოსულა იმ დღესაც კი...

„წინა წლებში" ჩვენი ანწუხელიძის მკვლელები თავიანთ სახლებში აიყვანეს და დღესაც ციხეში არიან, "წინა წლებში" ცხინვალში და აფხაზეთშიც, ჩვენი დამწიოკებლები და მწამებლები შარვალჩახდილი ფეთქდებოდნენ, თავიანთ "უბორნიებში - ყველა ერთი მეთოდით, სამარცხვინოდ და დამამცირებლად...

აი ეს ხდებოდა "წინა წლებში" და დაღუპულებს ვერაფერს შველოდა ეს, მაგრამ იყო და არის კიდევ ერთი სიტყვა, რომელიც თქვენთვის უცხოა და ასე იწერება - "ღირსება"...
მაგრამ ღირსებაზე ღირსეულებს უნდა ელაპარაკო, თქვენ რა იცით ღირსების, თქვენი ბოტი დედა იქ მოვ**ან და ტროლი მამა - აქ...“- წერს ლაშა ბერულავა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდი ჩაკეტილია და მოქალაქეების დიდ ნაწილს გადაადგილება აკრძალული აქვს.


დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი ავტოფარეხ...

3 წუთის წინ

ფარეხი

„გადაცემაში მოგყავთ „პროფესიონალი ანტივა...

34 წუთის წინ

კოკაია

დღეს, სამებაში აფხაზეთის კონფლიქტის დროს...

45 წუთის წინ

სამების საკათედრო
ეკლესია


„იესო ბევრ პროვოკაციულ რამეს აკეთებდა, ა...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

რუსუდან გოცირიძე

„ომარი, რომელმაც 49 ადამიანი მოკლა, გეი...

18:53 ოთხ. 21 აპრილი

კრიმინალი-ლენტი

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურ...

16:29 ოთხ. 21 აპრილი

პოლიცია

„სასქესო ორგანოზე შემეხო... ეს არ იყო რა...

00:25

მიშა

„მამაჩემი ისე გარდაიცვალა, არც კი მინახა...

00:15

მიშა ანდღულაძე

„მათი ერთ ოთახში ჩაკეტვა და დახოცვა მინდ...

00:00

მიშა ანდღულაძე

23 აპრილს თბილისის უბნებს ელექტრომომარაგ...

00:56

ელექტოენერგია

„ნოემბრის ბოლო-დეკემბერი ხომ გვახსოვს, რ...

00:38

პაატა იმნაძე

„ახლაც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ...

23:38 ხუთ. 22 აპრილი

ნიკა

სოროდან გამოდის მაშინ, როცა ბოტასის ფული...

23:20 ხუთ. 22 აპრილი

უცნობი ვახო სანაია

ლევან ნიკოლეიშვილი: ტვ პირველის ეთერში 3...

22:41 ხუთ. 22 აპრილი

ექსპერტი ლევან
ნიკოლეიშვილი

შალვა ნათელაშვილი: ევროკავშირს უყვარს და...

22:36 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი - შალვა ნათელაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილის ალიმენტის გად...

22:26 ხუთ. 22 აპრილი

ბასილაშვილი ნიკოლოზი

შალვა ნათელაშვილი ევროპარლამენტარ მარინა...

22:20 ხუთ. 22 აპრილი

„ლეიბორისტული პარტიის“
ლიდერი შალვა ნათელაშვილი
Digest.ge

დიმიტრი სამხარაძე: ძალიან „ევროპულმა“ ინ...

22:08 ხუთ. 22 აპრილი

„ქართული ოცნება -
დემოკრატიული
საქართველოს“ რეგიონალური
მდივანი დიმიტრი
სამხარაძე digest.ge