Digest Logo

შეიძლება ადგილზე მოკვდე - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი

 00:39 სამ. 15 ივნისი
ირინა სარიშვილი -
პოლიტიკოსი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ბავშვთა სახლების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

,,პირველად ბავშვთა სახლებზე რაც წავიკითხე და შემძრა იყო არ მახსოვს ვისი წერილი: იქ ბავშვები ჩუმად ტირიან ან არ ტირიანო.


ბევრი წლის წინ ვნახე და დავრწმუნდი: სულ პატარებში მართლა ასეა.

რატომ არ ტირიან, არ ჭირვეულობენ იცით? გრძნობენ რომ არ ჰყავთ უპირობო მყვარებელი, ის ვისაც ისინი საკუთარ სიცოცხლეს ურჩევნია, ამიტომ არ გაუვათ ჭირვეულობა და ხმამაღლა ტირილი.

უფრო დიდებში, სადაც უკვე ლაპარაკი შეუძლიათ, შეხვალ და ყველა უკან მოგსდევს და დედას გეძახის და შეიძლება ადგილზე მოკვდე.

გარდატეხის ასაკამდე ამ ბავშვების დამორჩილებას არაფერი არ უნდა – მათ სხვა გზა არა აქვთ და გემორჩილებიან და შენზეა დამოკიდებული, აღმზრდელი ხარ, მნახველი თუ ვინც არ უნდა იყო, გამოიყენებ ამას თუ პირიქით – ყველაფერს გააკეთებ იმისათვის რომ ბავშვი გალაღდეს, არ იყოს მორჩილი, იტიროს, იცელქოს, დააშავოს და დარწმუნებული იყოს რომ ის ნებისმიერი ეყვარებათ სიცოცხლეზე მეტად.

ამის გაკეთება ბავშვთა სახლში შეუძლებელია – ბავშვთა სახლში საუკეთესო შემთხვევაში ბავშვებს კარგად კვებავენ, ეთამაშებიან, ხანდახან კოცნიან და მერე საკუთარ ოჯახებში მიდიან შვილებთან ჩასახუტებლად.

ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც კი, არათუ ისეთი, სადაც ბავშვებს აწამებენ, სჯიან, მონებივით ექცევიან, ბოროტებაა და ეს ვისაც არ ესმის, ისიც ბოროტია.

ვინც ბოლომდე ვერ ხვდებით, რა დავწერე, თუნდაც შვილად აყვანის რიგში იდგეთ, სანამ თქვენთვის დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის და სხვა მონაცემების ბავშვი გამოჩნდება, უბრალოდ მიდით ერთხელ მაინც ბავშვთა სახლში, ჩახედეთ თვალებში პატარას, რომელიც ან ფიზიკური, ან სხვა ნაკლის გამო სრულიად მარტო აღმოჩნდა ამ დაუნდობელ სამყაროში, ჩახედეთ თვალებში და მიხვდებით რომ მთავარი ის კი არაა, თქვენ რომ გინდათ შვილი, მთავარი ისაა რომ ბავშვს უნდა დედა და გელოდებათ...ყველაზე კარგი ბავშვთა სახლიც ბოროტებაა და ასეთი სახლები აღარ უნდა არსებობდეს...", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.


ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვ...

5 წუთის წინ

ექსპერტი საბანკო და
საფინანსო საკითხებში
გიორგი ცუცქირიძე Digest.ge

VIDEO: ბრაზილიაში თოვლი მოვიდა

19 წუთის წინ

თოვლი

გახარია სააკაშვილზე - თუ ჩამოვა, „ოცნება...

32 წუთის წინ

გახარია სააკაშვილი


31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს -...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

დედამიწა

რას წერდნენ მე-19 საუკუნის გაზეთში აცრებ...

09:25

აცრა

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვე...

13:00 ხუთ. 29 ივლისი

კორონა და ბავშვები

VIDEO: ლაშა ბექაურის ემოციურად შესრულებუ...

10:53

ლაშა ბექაური

ვინ არიან და რას საქმიანობენ კახა კალაძი...

21:46 ხუთ. 29 ივლისი

კალაძე და არეშიძე

VIDEO: ,,ჯოჯოხეთია ჩემი ცხოვრება, ეს ძალ...

20:52 ხუთ. 29 ივლისი

ისტორია

რა მოხდა სასტუმრო „სტამბაში" - როგორ გარ...

51 წუთის წინ

ჰუსეინ ბახიკანოვი

პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტ...

11:13

პროკურატურის შენობა

2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 2...

11:07

კორონა და ციხე

გერმანელმა ლოტოში 33 მილიონი ევრო ისე მო...

10:26

ევროები

სპეციალისტები შეზღუდვების ხელახლა ამოქმე...

10:16

შეზღუდვა

„მე აღარ ვაპირებ ეს ავიტანო" - ნახეთ, რა...

10:10

მინისტრი ტეა წულუკიანი

ოჰაიოში ქალი სხვის ბინაში შეიჭრა, ჭურჭელ...

10:05

ჭურჭელი და პოლიციელი

გურამ თუშიშვილი ნახევარფინალშია

10:04

გურამ თუშიშვილი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

09:36

მიწისძვრა საბერძნეთში